„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/02/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 05/03/2002
სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.04.001.001.027
  • Word
1264
12/02/2002
სსმ, 4, 05/03/2002
110.030.000.04.001.001.027
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ამ კანონით შეტანილია ცვლილებები და დამატებები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996).

    მუხლი 1

მე-3 მუხლის ტექსტი ჩაითვალა პირველ პუნქტად და დაემატა შემდეგი შინაარსის მე-2 – მე-4 პუნქტები:

„2. სავალდებულოა საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების განხორციელებას და მოსამართლის დამოუკიდებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე მუხლით. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წლის ხარჯებზე ნაკლები. დაფინანსების მოცულობა და სტრუქტურა განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კანონით დადგენილი წესით წარდგენილი პროექტის საფუძველზე. არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო ხარჯების შემცირება.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეცეს მისი საქმიანობისათვის საჭირო შენობა და სხვა ქონება.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფორმირებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული დებულებით.“.

    მუხლი 2

მე-4 მუხლიდან მე-2 პუნქტი ამოღებულია.

    მუხლი 3

მე-7 და 73 მუხლების პირველი და მეორე აბზაცები ჩაითვალა შესაბამისად პირველ და მე-2 პუნქტებად, ხოლო 72 მუხლის პირველი–მეცხრე აბზაცები – შესაბამისად პირველ– მე-9 პუნქტებად.

იხ. შეცდომის გასწორება – სსმ I, 2002წ., №5, გვ.11 (ქვემოთ)

    მუხლი 4

მე-10 მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვა „მე-17“ შეიცვალა სიტყვით „მე-16“.

    მუხლი 5

მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტს სიტყვის „რეგლამენტს“ შემდეგ დაემატა სიტყვები „და აპარატის დებულებას“, ხოლო სიტყვა „რეგლამენტში“ შეიცვალა სიტყვებით „რეგლამენტსა და აპარატის დებულებაში“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „დასკვნას“ შეიცვალა სიტყვებით „დასკვნას, საოქმო ჩანაწერსა“;

გ) „ე“ ქვეპუნქტში სიტყვა „ხელმძღვანელობს“ შეიცვალა სიტყვებით „საერთო ხელმძღვანელობას უწევს“.

    მუხლი 6

მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატა სიტყვები „და თვეში ერთხელ მოახსენებს პლენუმს მათი აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე“.

    მუხლი 7

მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „ნაწილით“ შეიცვალა სიტყვით „პუნქტით“.

    მუხლი 8

მე-16 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა ან წელიწადში 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებდა თავის მოვალეობას;

ბ) დაიკავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა ამ კანონის მე-17 მუხლით აკრძალულ საქმიანობას;

გ) დაარღვია ამ კანონის 48-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა;

დ) ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი;

ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ;

ზ) მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

თ) გარდაიცვალა, ან სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ი) გადადგა თანამდებობიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი; „ე“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რეგლამენტით დადგენილი წესით ამოწმებს მისთვის წარდგენილ საბუთებს და მათში აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განკარგულებით აფორმებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 20 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაემთხვა საქართველოს პარლამენტის არასასესიო პერიოდს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი გამწესდება პარლამენტის უახლოესი სესიის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი.“.

    მუხლი 9

მე-17 მუხლის მესამე წინადადებაში სიტყვა „ან“ შეიცვალა სიტყვებით „ან/და“ და ამავე მუხლის ტექსტიდან ამოღებულია პუნქტის აღმნიშვნელი ციფრი „1“.

    მუხლი 10

მე-18 მუხლის ტექსტიდან ამოღებულია პუნქტის აღმნიშვნელი ციფრი „1“.

    მუხლი 11

მე-19 მუხლის ტექსტი ჩაითვალა პირველ პუნქტად და მისი „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები;“.

    მუხლი 12

მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩაითვალა მე-19 მუხლის მე-2 პუნქტად;

ბ) ტექსტიდან ამოღებულია პუნქტის აღმნიშვნელი ციფრი „2“.

    მუხლი 13

21-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21

1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.

3. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, აგრეთვე რეფერენდუმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს – საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.

4. საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

5. საქმის განხილვის მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას.

6. თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

7. თუ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობა, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოდ მიიჩნია საერთო სასამართლომ, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში აღნიშნული პირის ქმედობით.

8. საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო.“.

    მუხლი 14

22-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22

1. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღებიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების, აგრეთვე რეფერენდუმის დანიშვნის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.

3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 17 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.

4. საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების, რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღებიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას (არა უმეტეს 30 დღით) აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება ამავე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებიდან ამ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, აგრეთვე კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებიდან ამ წარდგინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასკვნის გამოტანამდე.

6. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დროს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა იმავე პუნქტებით განსაზღვრული სხვა სარჩელი, მისი განხილვის ვადა აითვლება არსებითი განხილვის პროცესში მყოფ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.“.

    მუხლი 15

23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.“;

ბ) მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებს სიტყვის „მუხლის“ შემდეგ დაემატა სიტყვები „პირველი პუნქტის“, ხოლო სიტყვა „პუნქტით“ შეიცვალა სიტყვით „ქვეპუნქტით“;

გ) მე-4 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს რეფერენდუმზე გასატან საკითხზე რეფერენდუმის გამართვის აკრძალვას, დანიშნული რეფერენდუმის გაუქმებას ან რეფერენდუმის დანიშვნის დავალდებულებას, დანიშნული არჩევნების გაუქმებას ან არჩევნების დანიშვნის დავალდებულებას, არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ (ცალკეულ საარჩევნო ოლქებში ან საარჩევნო უბნებში) ბათილად ცნობას.

5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული ნაწილების საქართველოსთვის ბათილად ცნობას, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების რატიფიცირების დაუშვებლობას.

6. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს საქართველოს პარლამენტის:

ა) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას, თუ პარლამენტმა მას ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება;

ბ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და მოქალაქის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ცნობას, თუ პარლამენტმა არ ცნო მისი უფლებამოსილება;

გ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, თუ მას პარლამენტმა ვადამდე არ შეუწყვიტა უფლებამოსილება;

დ) იმ დადგენილების (ან მისი ნაწილის) ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, რომლითაც პარლამენტმა ცნო პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.“.

    მუხლი 16

25-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25

1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით.

2. არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

5. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.“.

    მუხლი 17

26-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალა პირველ პუნქტად და დაემატა შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას:

ა) ამოწმებს კონსტიტუციასთან მისი შინაარსის შესაბამისობას;

ბ) არკვევს, დაცულია თუ არა საქართველოს საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციით დადგენილი წესი.

3. ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს.“.

    მუხლი 18

31-ე მუხლის პირველი და მეორე აბზაცები ჩაითვალა შესაბამისად პირველ და მე-2 პუნქტებად.

    მუხლი 19

33-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33

1. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების, საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე შესაბამის ორგანოთა მიერ მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის ნორმატიული აქტის გამოც არის შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი; თუ კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებულ/გამოცემულ ნორმატიულ აქტს, მოპასუხეა ამ აქტის მიმღების/გამომცემის უფლებამონაცვლე ორგანო, ამ ორგანოს არარსებობისას კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხენი არიან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანო.“.

    მუხლი 20

34-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „ნაწილით“ შეიცვალა სიტყვით „პუნქტით“.

    მუხლი 21

35-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს სიტყვის „აჭარის“ შემდეგ დაემატა სიტყვები „ავტონომიური რესპუბლიკის“;

ბ) მე-2 პუნქტს სიტყვის „პირველ“ წინ დაემატა სიტყვები „ამ მუხლის“.

    მუხლი 22

36-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი ჩატარებულია საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა იმავე პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან ან რეფერენდუმის დანიშვნის თარიღიდან, ხოლო იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 7 დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებიდან.“.

    მუხლი 23

37-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37

1. საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები დაინიშნა საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 პუნქტის ან/და 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით ან არ დაინიშნა ამავე მოთხოვნათა მიუხედავად;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის ან/და 70-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით;

გ) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის საერთო ან ხელახალი არჩევნები ან არჩევნები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის ან/და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით ან არ დაინიშნა ამავე მოთხოვნათა მიუხედავად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს, თუ იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები ან არჩევნები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით ან არ დაინიშნა ამავე მოთხოვნათა მიუხედავად;

დ) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის, 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ან/და 50-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით;

ე) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები დაინიშნა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ან/და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით ან არ დაინიშნა ამავე მოთხოვნათა მიუხედავად;

ვ) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები გაიმართა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ან/და 28-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი (ვადამდელი არჩევნების დანიშვნისას) ან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

ბ) „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი (საერთო არჩევნების დანიშვნისას) ან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ხელახალი არჩევნების ან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო არჩევნების დანიშვნისას);

დ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი (საერთო არჩევნების დანიშვნისას) ან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ხელახალი არჩევნების, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო არჩევნების ან გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისას);

ე) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

3. კონსტიტუციური სარჩელი ამ მუხლში აღნიშნული არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება შეტანილ იქნეს არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან ან საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონით დადგენილი დანიშვნის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

4. კონსტიტუციური სარჩელი ამ მუხლში აღნიშნული არჩევნების გამართვის კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება შეტანილ იქნეს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.“.

    მუხლი 24

38-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვა „პრეზიდენტს,“ შეიცვალა სიტყვებით „პრეზიდენტსა და“, ხოლო სიტყვა „მეხუთედს“ – სიტყვებით „მეხუთედს, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების შეტანისა – საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2. კონსტიტუციური წარდგინება შეიტანება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის თაობაზე, რომლებიც ექვემდებარება რატიფიცირებას. კონსტიტუციური წარდგინების შეტანა შეიძლება მათ რატიფიცირებამდე.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის თაობაზე. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შეიძლება:

ა) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა დენონსირებაზე ან გაუქმებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ უარის თქმიდან 30 დღის ვადაში;

ბ) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა დენონსირების ან გაუქმების საკითხის საქართველოს პარლამენტის წინაშე დასმიდან არა უადრეს 31-ე და არა უგვიანეს მე-60 დღისა, თუ პარლამენტმა 30 დღეში არ გადაწყვიტა საკითხი;

გ) თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება არ ექვემდებარება რატიფიცირებას.“;

დ) მე-4 პუნქტში სიტყვა „ნაწილით“ შეიცვალა სიტყვით „პუნქტით“;

ე) მე-5 პუნქტი ამოღებულია;

ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის 21 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების დამდები ორგანო/თანამდებობის პირი ან მისი უფლებამონაცვლე.“.

    მუხლი 25

39-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39

1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;

ბ) საქართველოს სახალხო დამცველს, თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა.“.

    მუხლი 26

მე-40 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „მუხლის პირველი ნაწილით“ შეიცვალა სიტყვით „მუხლით“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვა „მუხლში“ შეიცვალა სიტყვით „მუხლით“.

    მუხლი 27

41-ე მუხლის პირველ პუნქტს სიტყვის „წარდგინების“ შემდეგ დაემატა სიტყვები „ამ კანონითა და „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით“.

    მუხლი 28

42-ე მუხლის:

ა) ტექსტი ჩაითვალა პირველ პუნქტად და მასში სიტყვები „მე-20 მუხლით“ შეიცვალა სიტყვებით „მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ამ მუხლში აღნიშნული საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებად ითვლება საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის გადაწყვეტილებით მიღებული წარდგინება.“.

    მუხლი 29

43-ე მუხლის:

ა) პირველ და მე-8 პუნქტებში სიტყვა „განჩინება“ შეიცვალა სიტყვებით „განჩინება, საოქმო ჩანაწერი“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„5. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ იღებს საოქმო ჩანაწერს, ხოლო მიუღებლობის შესახებ – განჩინებას.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„6. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვისას ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო 38-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დასკვნას.“.

    მუხლი 30

44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2. კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.“.

    მუხლი 31

45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2. კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.“.

    მუხლი 32

51-ე მუხლი ამოღებულია.

    მუხლი 33

53-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტში სიტყვა „მცხეთა“ შეიცვალა სიტყვით „თბილისი“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზსა და მოსამართლეთა სამსახურებრივ კაბინეტებში უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.“.

    მუხლი 34. გარდამავალი დებულება

ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებამდე კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დაწყებიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქმის განხილვის ვადას (არა უმეტეს 30 დღით) აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

    მუხლი 35. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა მე-14 მუხლით გათვალისწინებული 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის ძალაში შესვლამდე შესულ და არსებითად განსახილველად მიღებულ კონსტიტუციურ სარჩელზე ან კონსტიტუციურ წარდგინებაზე ბოლო გადაწყვეტილების ან დასკვნის მიღების დღიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 12 თებერვალი.

N1264–IIს

შეცდომის გასწორება

სსმ I, 2002წ., №5 გვ. 11

(ამონარიდი)

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე I, 5.03.2002, №4, მუხ.14) მე-3 მუხლის ტექსტი უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად: „მე-7 და 73 მუხლის პირველი და მეორე აბზაცები ჩაითვალა შესაბამისად პირველ და მე-2 პუნქტებად, 72 მუხლის პირველი-მესამე აბზაცები ჩაითვალა შესაბამისად პირველ-მე-2 პუნქტებად, ხოლო მეოთხე–მეცხრე აბზაცები–მე-3–8 პუნქტებად“.