დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1059 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/11/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.030.000.04.001.000.290 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.
2. 22-ე მუხლის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განსაკუთრებულ შემთხვევაში საქმის განხილვის ვადა, გარდა ამ კანონის მე-19 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხისა, არა უმეტეს 30 დღით შეიძლება გააგრძელოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა“.
3. ამოღებულ იქნეს 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 11 ნოემბერი.
№1059–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები