„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 988-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 110030000.04.001.018155
988-IVმს-XIმპ
16/10/2025
ვებგვერდი, 17/10/2025
110030000.04.001.018155
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას და შემდეგი თანამდევი შედეგების წარმოშობას:

ა) შესაბამისი პოლიტიკური პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებას;

ბ) შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული სათანადო პირისთვის პოლიტიკური პარტიის შექმნის, პოლიტიკური პარტიის წევრობის, პოლიტიკური პარტიის ორგანოს წევრობის, პოლიტიკურ პარტიაში პარტიული თანამდებობის დაკავების, საყოველთაო არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის, საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს წევრის ან არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავების, პოლიტიკური თანამდებობის დაკავებისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების აკრძალვას, თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

გ) შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას, თუ მოსარჩელე ითხოვდა, რომ საქართველოს პარლამენტის ეს წევრი დაჰქვემდებარებოდა უფლებამოსილების შეწყვეტას, და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

დ) შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

ე) შესაბამისი პოლიტიკური პარტიის მიერ საყოველთაო არჩევნებში წარდგენილი პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას, თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.“.

2. 273 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ მოსარჩელე/კონსტიტუციური წარდგინების ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხარის წარმომადგენლის რწმუნებულების დამოწმების წესი. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი ამ რწმუნებულებას გასცემს მისი სანოტარო წესით დამოწმების გარეშე, წერილობით, მატერიალური ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. აღნიშნული რწმუნებულება სარჩელს/კონსტიტუციურ წარდგინებას დაერთვება ან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის დაწყებამდე წარედგინება.“.

3. 311 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული ფორმა დამტკიცებული აქვს. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის მიერ. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;

გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის ის დებულებები, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პარლამენტის დადგენილება;

ე) მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის ის დებულებები, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;

ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს.“;

ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ პოლიტიკური პარტიის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი, რომლის შექმნის ან/და საქმიანობის კონსტიტუციურობაზედაც დავობს მოსარჩელე;“;

გ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ პოლიტიკური პარტიის სარეგისტრაციო მოწმობა ან რეგისტრაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლის შექმნის ან/და საქმიანობის კონსტიტუციურობაზედაც დავობს მოსარჩელე;“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა მიერ. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა დასახელებები და მისამართები;

გ) სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების დასახელება, მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი, თუ კონსტიტუციური წარდგინება ეხება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს, ან თანამდებობის პირის დასახელება, თუ კონსტიტუციური წარდგინება ეხება იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს;

დ) საქართველოს კონსტიტუციის ის დებულებები, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო საერთაშორისო ხელშეკრულება;

ე) საქართველოს კონსტიტუციის ის დებულებები, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი (მუხლები), რომლით (რომლებით) გათვალისწინებული დანაშაულიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, ჩაიდინა თანამდებობის პირმა, და იმ ქმედების აღწერა, რომელიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, მისი იმპიჩმენტის საფუძველია;

ვ) მტკიცებულებები, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ზ) მოთხოვნის არსი;

თ) საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის ის დებულებები, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს აძლევს მისი შეტანის უფლებას;

ი) კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელეთა მიერ. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) მოსარჩელეთა და მოპასუხეთა დასახელებები და მისამართები;

გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

დ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ის დებულებები, რომლებსაც, მოსარჩელეთა აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი;

ე) მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის ის დებულებები, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;

ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელეები საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვენ.“.

4. 35-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში შეიძლება მიუთითოს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას ამ კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი მოსაზრება წარუდგინოს.“.

5. 43-ე მუხლის 15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას პოლიტიკური პარტიის შექმნის ან/და პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი აკრძალვის შესახებ, აგრეთვე ამ კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შედეგების შინაარსის ფორმულირებას (მათ შორის, ყველა იმ პირის სახელს, გვარსა და პირად ნომერს ან ყველა იმ პირის მკაფიო იდენტიფიცირებისთვის გამოსადეგ სხვა ინფორმაციას, რომლის მიმართაც განხორციელდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აკრძალვა);“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 ოქტომბერი 2025 წ.

N988-IVმს-XIმპ