დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1254 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/02/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.270.000.05.001.000.328 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (27/04/2007 - 11/07/2007)
საქართველოს კანონი
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს და საფინანსო-ეკონომიკურ საფუძვლებს.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს დედაქალაქი და მისი სტატუსი
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი.
2. დედაქალაქის სტატუსი, ამ კანონის მიხედვით, გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დაცვის მიზნით უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მართვას თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით.
3. საქართველოს დედაქალაქი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს ეროვნული ბანკის, უცხო ქვეყნების დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ადგილსამყოფელია.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
მუხლი 2. დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები
1. დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები, მათი დადგენისა და შეცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. დედაქალაქის ტერიტორია იყოფა რაიონებად, რომელთა დასახელებებს, რაოდენობასა და საზღვრებს (ქალაქ თბილისის საზღვრებში) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 3. დედაქალაქის მოსახლეობა
დედაქალაქის მოსახლეობას შეადგენენ საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოვრობენ დედაქალაქში.
მუხლი4. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი
1. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის მეშვეობით.
3.(ამოღებულია).
4. ქალაქ თბილისის მერია (ქალაქ თბილისის მთავრობა, ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობები) წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
`მუხლი 5. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
1. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) ქალაქ თბილისის მოსახლეობის უფლება, კანონით დადგენილი წესით აირჩიოს წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტისას;
გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
დ) კანონმდებლობის დაცვა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებისას;
ვ) საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები მოქმედებენ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის დაცვით.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
მუხლი 6. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებაში.
1. თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფენ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, უცხო ქვეყნების საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებს და მიწის ნაკვეთებს;
ბ) ხელს უწყობენ სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
გ) მონაწილეობენ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის და სხვა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში და უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას.
2. საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ხელს უწყობენ ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებაში. ამ მიზნით ისინი მონაწილეობენ:
ა) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის და სხვა სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;
ბ) თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ობიექტების მშენებლობაში, რეკონსტრუქციასა და მოვლა-პატრონობაში;
გ) კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო სისტემისა და კომუნალური მეურნეობის აღდგენა-განვითარებაში.
3. საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს უთანხმებენ ამ დაწესებულებებისადმი დაქვემდებარებული დარგების პროგრამათა იმ ნაწილებს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 7. თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება
1. თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო პროგრამები ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერტების ხარჯზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მის გამგებლობაში არსებული ცალკეული ფუნქციების გადაცემა დაიშვება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათთან შეთანხმებით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური სახსრების გადაცემასთან ერთად.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
მუხლი 8. სახელმწიფოსა და დედაქალაქს შორის კომპეტენციების განაწილება
1. დედაქალაქის კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ამ კანონით და მათგან გამომდინარე ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა სამართლებრივი აქტებით.
2. სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები დადგენილია ამ კანონით.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 9. სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივი კომპეტენცია
1. სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების კოორდინაცია;
ბ) ბუნებათსარგებლობა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვა;
დ) ურბანისტიკის, მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის სტრატეგიული პროგრამების შემუშავება და განხილვა;
ე) განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების კოორდინაცია;
ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საკითხების კოორდინაცია;
ზ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების ლიკვიდაცია;
თ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ქალაქგანვითარების დაფინანსება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხები.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები ურთიერთშეთანხმებით შეიძლება გადანაწილდეს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის.
3. ის ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისას და არ წესრიგდება ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 9 1 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებებია:
ა) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა;
ბ) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა;
გ) ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში;
ე) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა და მართვა, დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სავაჭრო, სამრეწველო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემა და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობა;
ი) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება;
კ) გარე ვაჭრობის რეგულირება;
ლ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება;
მ) ქუჩების დასუფთავების, ნარჩენების მართვის, გარე განათების, წყალმომარაგების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციისა და სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების წესებისა და ფასის (ტარიფის) განსაზღვრა, ასევე ამ მომსახურებათა განხორციელების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; ავტომანქანათა პარკირების რეგულირება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;
ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;
ო) სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების (არქივი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და სხვა) საქმიანობის ხელშეწყობა;
პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა;
ჟ) დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
რ) მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოება;
ს) საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;
ტ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
უ) ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ბაღების, პარკებისა და ხიდების სახელდება და ნუმერაცია.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128
მუხლი 10. ქალაქ თბილისის სიმბოლოები
1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით, ქალაქ თბილისს აქვს გერბი, დროშა, ჰიმნი და სხვა სიმბოლოები.
2. ქალაქ თბილისის გერბს, დროშას, ჰიმნს და სხვა სიმბოლოებს ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო. ისინი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას.
თავი II
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
მუხლი 11. ქალაქ თბილისის საკრებულო
1. ქალაქ თბილისის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იქმნება შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 25 წევრისგან და ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 12 წევრისგან.
2. საკრებულოს არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
მუხლი 12. საკრებულოს კომპეტენცია
1. საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს ორგანოების დებულებების დამტკიცება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, მდივნის, მუდმივი და დროებითი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის, მდივნის, მუდმივი კომისიის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრა;
გ) საკრებულოს სტრუქტურის დამტკიცება; საკრებულოს კომისიების შექმნა; კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის (დედაქალაქისა და მისი რაიონების) ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
ვ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი ოდენობების განსაზღვრა და გაუქმება;
ზ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების განხილვა;
ზ1) მიწის განკარგვისა და მისი სხვა უფლებით გადაცემის წესის დადგენა;
თ) დედაქალაქის ადგილობრივი საკუთრების ფლობის, განკარგვის და მისით სარგებლობის წესების დადგენა;
თ1) დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების წესების დადგენა;
თ2) მიწის ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა;
ი) ქალაქ თბილისის მერის და ქალაქის მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი; მერის ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
კ) ქალაქ თბილისის მერის არჩევა;
ლ) (ამოღებულია);
მ) ქალაქ თბილისის მთავრობის სტრუქტურის დამტკიცება;
ნ) ქალაქ თბილისის მერის და მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი; მერის ანგარიშების მოსმენა და შეფასება; საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;
ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის მთავრობისათვის კრედიტის აღებაზე თანხმობის მიცემა ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
პ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა და მის საფუძველზე მიწათსარგებლობის წესების დამტკიცება;
ჟ) მერის წარდგინებით ქალაქის რაიონისათვის ან უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება; ისტორიულ-კულტურული, გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფა; მათთვის სახელწოდების მინიჭება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
რ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის (დედაქალაქისა და მისი რაიონების) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების, კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების განხილვა და დამტკიცება, მათი შესრულების კონტროლი.
ს) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით კომუნალური და სხვა მომსახურების ტარიფების განსაზღვრა კანონით დადგენილი წესით;
ტ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების წესების დადგენა;
ტ1) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანათა პარკირების წესების განსაზღვრა;
უ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ენერგო, გაზ და წყალმომარაგების საქალაქო სისტემის ორგანიზებისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
ფ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის გეგმების დამტკიცება;
ქ) შესაბამისი ორგანოების ინფორმაციის მოსმენა სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.“
ღ) (ამოღებულია);
ყ) (ამოღებულია);
შ) (ამოღებულია);
ჩ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ძ) (ამოღებულია);
წ)(ამოღებულია);
ჭ) (ამოღებულია);
ხ) ქალაქ თბილისის გერბის, დროშის, ჰიმნის და სხვა სიმბოლოების დადგენა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა;
ჯ) ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დადგენა;
ჰ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
ჰ1) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი რაიონების შექმნა, სახელდება და მათი საზღვრების დადგენა, ასევე არსებული რაიონების გაერთიანება, დაყოფა, გაუქმება, სახელწოდებების შეცვლა, მათი საზღვრების დადგენა, შესაბამისი რაიონების გამგეობების შექმნა და გაუქმება, რაიონების დაყოფა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებად (უბანი, სექტორი, კვარტალი, მიკრორაიონი და ა.შ.) და ამ ტერიტორიული ერთეულების სახელდება.
2.(ამოღებულია).
3. საკრებულოს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს ქალაქის მერს ამ კანონის 221 მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2093-სსმI, №22(29), 16.06.1999წ., მუხ.105
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128
მუხლი 13. საკრებულოს თანამდებობების პირები და მათი უფლებამოსილებანი
1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საკრებულოს მუდმივ და დროებით კომისიათა თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები;
დ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები.
2. საკრებულოს წევრები თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ თავმჯდომარეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. თავმჯდომარე ჩაითვლება არჩეულად, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საკრებულოს მუშაობას; ორგანიზებას უწევს საკრებულოს სხდომების მომზადებას; თავმჯდომარეობს საკრებულოს სხდომებს; უზრუნველყოფს სხდომაზე აზრის თავისუფლად გამოხატვას; იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საკრებულოს ამ კანონითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს მუდმივი და დროებითი კომისიების მუშაობას;
დ) იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომებს;
ე) ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს, დადგენილებებს, განცხადებებს, მიმართვებს და სხვა დოკუმენტებს;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად.
ზ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.
4. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჩაითვლება არჩეულად, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
5. საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების არჩევის წესი დგინდება საკრებულოს რეგლამენტით.
6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ახორციელებს ფუნქციებს ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით, მისი რეგლამენტით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.
7. (ამოღებულია).
8. საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, მუდმივი კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იღებენ გასამრჯელოს. მათ უფლება არა აქვთ ეკავოთ რაიმე სხვა თანამდებობა, ეწეოდნენ სამეწარმეო ან სხვა საქმიანობას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1991-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.82
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2339ა-სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.207
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128
მუხლი 14. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზაცია
1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველ სხდომას იწვევს ქალაქ თბილისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ორი კვირის ვადაში. საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.
2. საკრებულოს მორიგ სხდომებს, სამ თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა) ქალაქ თბილისის მერის წინადადებით;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;
გ) ქალაქ თბილისის არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.
4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე მისი მოწვევის მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 141. საკრებულოს ბიურო
1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.
2. საკრებულოს ბიურო:
ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს, აგრეთვე საკრებულოს სამუშაო გეგმებსა და პროექტებს;
ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი კომისიების მუშაობას;
გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი კომისიების დასკვნებს;
დ) ისმენს ქალაქ თბილისის მერის წარმომადგენლის, საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს;
ვ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს წევრისა და საკრებულოს დელეგაციის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით, ასევე ნიშნავს საკრებულოს დელეგაციის ხელმძღვანელს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128
მუხლი 15. საკრებულოში საკითხების განხილვის წესი
1. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, თუკი ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.
2. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ.
3. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება:
ა) საკრებულოს გადაწყვეტილებით;
ბ) თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით.
მუხლი 16. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი
1. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა ტარდება მხოლოდ პერსონალური და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს.
2. საკრებულოში სამართლებრივი აქტების ინიციირების უფლება აქვთ საკრებულოს წევრებს, კომისიებსა და ფრაქციებს, ქალაქ თბილისის მერს, აგრეთვე ქალაქ თბილისის არანაკლებ 3000 ამომრჩეველს, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერით.
3. ინიციირების უფლების გამოყენება ხდება საკრებულოში შესაბამისი აქტის პროექტის შეტანით. ინიციირების წესით შეტანილი საკითხის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს უახლოეს სხდომაზე.
4. საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება მის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.
5. თუ ქალაქ თბილისის მერმა დააბრუნა საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად, საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში უყაროს კენჭი მერის შენიშვნებს. შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რომელიც ამ სახის აქტისათვის დადგენილია ამ კანონით. თუ შენიშვნები არ იქნება მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ მერისათვის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
მუხლი 17. საკრებულოს სხდომის ოქმი
1. საკრებულოს სხდომის ოქმში აღინიშნება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, სხდომაზე დამსწრეთა გვარები, განსახილველი და განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები.
2. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 18. საკრებულოს კომისიები
1. საკრებულო თავის შეხედულებისამებრ ქმნის ხუთ მუდმივმოქმედ კომისიას და საკრებულოს სარევიზიო კომისიას.
2. საკრებულო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი კომისიები.
3. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიათა წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4. საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2000 წლის 15 სექტემბრის კანონი №497-სსმI, №32, 29.09.2000წ., მუხ.97
მუხლი 19. საკრებულოს სარევიზიო კომისია
1. ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ორგანოების საფინანსო საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის სარევიზიო კომისიას.
2. სარევიზიო კომისია აკონტროლებს შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას, ხარჯების კანონიერებას და ადგილობრივ ბიუჯეტთან შესაბამისობას.
3. სარევიზიო კომისია საკრებულოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას სარევიზიო კომისია საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს.
მუხლი 20. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის სტატუსი
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.
2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად; სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს ქალაქ თბილისის მთავრობის, ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობათა სხდომებს; შეკითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, ქალაქ თბილისის მერს, ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელს, ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს მათგან შესაბამისი პასუხები. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) თუ სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
დ) თუ შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) თუ არასაპატიო მიზეზით ოთხი მოწვევის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;
ვ) თუ გარდაიცვალა;
ზ) საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 21 . საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და რიგგარეშე არჩევნები
საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:
ა) თუ საკრებულომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მერიის წინადადებით ან უამისოდ;
გ) თუ საკრებულომ ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა ბიუჯეტი;
დ) რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128
თავი III
ქალაქ თბილისის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოები
მუხლი 22. ქალაქ თბილისის მერი
1. ქალაქ თბილისის მერი (შემდგომში – მერი) არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერს ირჩევს ქალაქის საკრებულო თავისი შემადგენლობიდან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით. მერის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. მერის არჩევის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. ქალაქ თბილისის მერად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.
3. მერი:
ა) (ამოღებულია)
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობის წევრებს, მერიის ადმინისტრაციის უფროსს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს;
გ) (ამოღებულია);
დ) უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში, შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად. საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში უყაროს კენჭი მერის შენიშვნებს. თუ შენიშვნები არ იქნება მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ მერისათვის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. საკრებულოს ნორმატიული აქტები მიღებულად ითვლება და ქვეყნდება საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა;
ე) უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტით და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის წინადადებით;
ვ) (ამოღებულია);
ზ)(ამოღებულია);
თ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს გამგებლების აქტები;
ი) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თანხმობას აძლევს სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნა-განთავისუფლებაზე;
კ) ხელს აწერს მთავრობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს ქალაქ თბილისს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ლ) უფლებამოსილია მიმართოს ქალაქ თბილისის მოსახლეობას;
მ) ანიჭებს ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;
ო) კოორდინაციას უწევს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას;
ო1) წყვეტს საქალაქო მნიშვნელობის განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხებს, ამტკიცებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის გასატარებელ ღონისძიებებს;
ო2) ამტკიცებს ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებსა და გეგმებს;
ო3) ამტკიცებს საქალაქო სამსახურების დებულებებს;
პ ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ჟ) უძღვება მთავრობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს შორის; თავმჯდომარეობს მთავრობის სხდომებს; მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
რ) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ს) ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებს;
ტ) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს.
4. მერი ვალდებულია საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგი-ნოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
5. მერი საკუთარ უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია ქალაქის მოსახლეობისა და საკრებულოს წინაშე. მერი ვალდებულია ყოველწლიურად წარდგეს ანგარიშით საკრებულოს წინაშე. ქალაქის საკრებულოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით მერი ვალდებულია წარდგეს რიგგარეშე ანგარიშით.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1537-სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.85
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243-სსმIV 2005წ., გვ.2
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128
მუხლი 221. ქალაქის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. საკრებულო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს ქალაქის მერს.
2. საკრებულოს წინაშე მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 1/3-ს. უნდობლობის საკითხის დასმა დაუშვებელია მერის თანამდებობაზე არჩევიდან პირველი სამი თვის განმავლობაში და საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანება რიგგარეშედ, ხოლო აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა ტარდება უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმიდან არა უადრეს ერთი და არა უგვიანეს ორი თვისა.
3. ქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმიდან კენჭისყრამდე საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს შეუძლია დაასახელოს მერის ახალი კანდიდატურა.
4. თუ მერის თანამდებობაზე დასახელდება რამდენიმე კანდიდატი, მათ კენჭი ეყრება ერთად და გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას.
5. ქალაქის მერის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ საკრებულო აირჩევს ახალ მერს.
6. თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის დღიდან ერთი თვის ვადაში ვერ დასახელდა ახალი მერის კანდიდატურა ან ვერ აირჩა ახალი მერი, დაუშვებელია ქალაქის მერის უნდობლობის საკითხის დასმა უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის დღიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.
7. უნდობლობის გამოცხადების გარდა ქალაქის მერის უფლებამოსილების სხვა საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში ქალაქის საკრებულო ირჩევს ახალ მერს ერთი თვის ვადაში.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128
მუხლი 23. ქალაქის მთავრობა
1. ქალაქ თბილისის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას, დედაქალაქის ბიუჯეტისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებასა და შესრულებას.
2. მთავრობა შედგება: მერის, მერის მოადგილეებისა და ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისაგან. თბილისის რაიონების გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში.
3. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და ქალაქ თბილისის მერიის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4. ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალი კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ქალაქ თბილისის მთავრობის შემადგენლობაში არ შედიან.
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 231. მთავრობის უფლებამოსილებანი
მთავრობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;
ბ) ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და განხილვა, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება; საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენა და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
გ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობების განსაზღვრისა და გაუქმების, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზების შესახებ წინადადებების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოსათვის წარსადგენად;
დ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი საკუთრების ფლობა, განკარგვა და მისით სარგებლობა;
ე) საქალაქო სამსახურების შექმნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, აგრეთვე მათ დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრიანება; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; ამხანაგობაში მონაწილეობა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი;
ზ) კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა და განვითარება;
თ) დედაქალაქის შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ორგანიზება; მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; საქალაქო არქივის შექმნა;
თ1) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის (ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, გამოყენება, გადამუშავება, სეპარაცია, გაუვნებლება და განთავსება) მომსახურების ორგანიზება;
თ2) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის წესის განსაზღვრა;
თ3) დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, გარდა დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა, დამტკიცება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
თ4) ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების ნუმერაცია.
ი) ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3499-სსმI, №35, 03.08.2006წ., მუხ.255
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128
მუხლი 24. (ამოღებულია).
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
მუხლი 25. მერის მოადგილეები
1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები.
2. მერის მოადგილეები ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და მერს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
მუხლი 26. საქალაქო სამსახურები
1. საქალაქო სამსახურები იქმნება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვის მიზნით.
2. საქალაქო სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით.
3. საქალაქო სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის ხელმძღვანელი. იგი იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მერის, საკრებულოს და მთავრობის გადაწყვეტილებათა საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
4. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მერის წინაშე.
5. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 26 1 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სისტემაში შემავალი ერთეულების საფინანსო კონტროლი და ზედამხედველობა
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სისტემაში შემავალი ერთეულების საფინანსო კონტროლსა და ზედამხედველობას გეგმური ან/და თემატური რევიზიის მეშვეობით ახორციელებს შესაბამისი საქალაქო სამსახური.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 27. საკრებულოს აპარატი
1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს აპარატის უფროსს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულო.
2. საკრებულოს აპარატის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო.
3. საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და საკრებულოს აპარატის სხვა თანამშრომლებს – მრჩევლებს და ტექნიკურ პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსი.
4. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტით და აპარატის დებულებით.
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 27 1 . ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია
1. ქალაქ თბილისის მერიისა და მთავრობის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაცია. მერიის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და მისი სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის ადმინისტრაციის უფროსი.
3. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და სამსახურების დებულებებს ამტკიცებს მერი.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128
მუხლი 28. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების: საკრებულოს გადაწყვეტილების, მერის ბრძანების, მთავრობის დადგენილების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების: საკრებულოსა და მთავრობის დადგენილებების, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის, საკრებულოს აპარატისა და მერიის ადმინისტრაციის უფროსებისა და გამგებლების განკარგულებების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა ბრძანებების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა აქტებით.
4. მერი და გამგებელი ნორმატიულ აქტებს გამოსცემენ შესაბამისად მთავრობისა და გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ.
5. საკრებულოს, მერის, მთავრობისა და გამგებლის ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების შემდეგ.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 29. ქალაქ თბილისის რაიონის გამგეობა
1. ქალაქ თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) შედგება გამგებლის, მისი მოადგილეებისა და რაიონული სამსახურების ხელმძღვანელებისაგან.
2. გამგეობის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ თბილისის მერიის დებულებით.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 30. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი
1. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომში – გამგებელი) უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას; კოორდინაციას უწევს საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
2. რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
3. გამგებელი თანამდებობრივად შედის მთავრობის შემადგენლობაში.
4. გამგებელი:
ა) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის შემადგენლობას;
ბ) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის წევრებს; უფლებამოსილია გამგეობის წევრებს დააკისროს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება გამგეობის ახალი წევრის დანიშვნამდე;
გ) უძღვება გამგეობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის; თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს;
დ) (ამოღებულია);
ე) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს რაიონის ბიუჯეტის პროექტს და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას;
ვ) ხელს აწერს გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;
თ) ხელმძღვანელობს სამხედრო განყოფილების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და თავმჯდომარეობს გამწვევ კომისიას;
ი ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. გამგებელს აქვს გადადგომის უფლება. რაიონის გამგებელი უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია მერის წინაშე.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1537-სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.85
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 31. გამგებლის მოადგილეები
1. გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს 3 მოადგილისა.
2. გამგებელი თავის მოადგილეს ნიშნავს მერთან შეთანხმებით.
3. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
4. გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ გამგებელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, მისი დავალებით გამგებლის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 32. გამგეობის სამსახურები
1. გამგეობის სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უძღვებიან სამეურნეო კომპლექსისა და მოსახლეობის მომსახურების სხვადასხვა დარგების საქმიანობას.
2. გამგეობის სამსახურების საქმიანობას ხელმძღვანელობენ სამსახურების უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი მერთან შეთანხმებით.
3. გამგეობის სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია და კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს გამგებელი.
თავი IV
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკური საფუძვლები
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 33. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკური საფუძვლები
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკურ საფუძვლებს ქმნის თბილისის ქონება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის ქონება, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს თვითმმართველობას, აგრეთვე კანონით დადგენილი სხვა ქონება, რომელიც გათვალისწინებულია დედაქალაქის მოსახლეობის საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 34. მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაშია:
ა) თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოების, დაწესებულებების შენობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებისა;
ბ) თბილისის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე დამაგრებული მიწა;
გ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ კატეგორიის მიწისა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია;
დ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.
2. ქალაქ თბილისის სარგებლობაში შეიძლება იყოს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთები და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის საჭიროებისათვის ან მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის გადაცემულია ქალაქის სარგებლობაში.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 35. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონება
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გადაცემულია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში, ან რომელიც ქალაქ თბილისის თვითმმართველობის მიერ შექმნილი ან შეძენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში შეიძლება იყოს: შენობა-ნაგებობები, კომუნალური საბინაო ფონდი და კომუნალური მეურნეობის ობიექტები; სატრანსპორტო საწარმოები, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, მრეწველობის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის საწარმოები, აგრეთვე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და ა.შ.), სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ინფორმაცია; სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების და მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განსახორციელებლად; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ობიექტები.
3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი საკუთრების ობიექტები შეიძლება მდებარეობდეს ქალაქ თბილისის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც.
4. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონების შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე თბილისისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 36. ქალაქ თბილისის საკუთრების შექმნის საფუძვლები
ქალაქ თბილისის საკუთრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იქმნება:
ა) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების გადაცემით;
ბ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით;
გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებული გარიგებების დადების შემთხვევაში, აგრეთვე იმ ხდომილებათა შედეგად, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 37. საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაში, საექსპორტო ბაზრისა და წარმოების განვითარებაში.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 38. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია ქონების მართვისა და განკარგვის საკითხებში
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულოს კომპეტენციას ქონების მართვისა და განკარგვის საკითხებში განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი საკუთრების მართვისა და განკარგვის, ამ საკუთრების შექმნის, შეძენის, იჯარით ან სხვა ფორმით სარგებლობაში გადაცემის და გასხვისების წესების დადგენა;
ბ) ისტორიულ-კულტურული ობიექტების გამოყენებისა და დაცვის წესების დადგენა;
გ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული მიწით და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი დაცვისა და კონტროლის წესების განსაზღვრა;
დ) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების იმ ობიექტების განსაზღვრა, რომელთა გასხვისებაც არ შეიძლება;
ე) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების ობიექტებით სარგებლობის საფასურის ოდენობის განსაზღვრა;
ვ) მიწის საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესის განსაზღვრა;
ზ) მთავრობის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიული ზონების ჩამონათვლისა და მათი საზღვრების დამტკიცება.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენციას ქონების მართვისა და განკარგვის საკითხებში განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი საკუთრების ობიექტების მართვა; ამ ობიექტების დაცვა და მოვლა-პატრონობა;
ბ) ადგილობრივი საკუთრების ობიექტების სარგებლობაში გადაცემა;
გ) ადგილობრივი საკუთრების შექმნა, შეძენა და გასხვისება;
დ) მიწის ნაკვეთების მართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა;
ვ) მიწათსარგებლობისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ამოღება;
ზ) მიწით და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვა;
თ) ქალაქ თბილისის მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება;
ი) სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, აგრეთვე მათ დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრიანება; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; ამხანაგობაში მონაწილეობა;
კ) მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მთავრობის მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 381. ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა და მართვა
1. ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება განიკარგოს აუქციონის (აუქციონი პირობებით), კონკურსის ან პირდაპირი განკარგვის ფორმით.
2. ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გაიცეს იჯარის, უზუფრუქტის, აღნაგობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ხელშეკრულებით.
3. მიწის განკარგვისა და მისი სხვა უფლებით გადაცემის წესს ადგენს საკრებულო მერის წარდგინებით.
4. მიწის განკარგვას აუქციონის (აუქციონი პირობებით), კონკურსის ფორმით ახორციელებს მთავრობა, ხოლო მიწის პირდაპირი განკარგვის საკითხს ქალაქ თბილისის მერიის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.
5. მიწის ნორმატიულ ფასსა და საიჯარო ქირის ოდენობას წელიწადში ერთხელ, მერის წარდგინებით, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, ადგენს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მიწის განკარგვის დროს (მათ შორის, პირდაპირი განკარგვისას) საწყისი ფასი ან საიჯარო ფასი არ შეიძლება იყოს მიწის ნორმატიულ ფასზე ან საიჯარო ქირის ოდენობაზე ნაკლები.
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128
მუხლი 39. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 40. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 41. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 42. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 43. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
თავი V
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ფინანსური საფუძვლები
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 44. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა განისაზღვრება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 441. ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია ნარჩენების მართვის სფეროში
1. ნარჩენების მართვის სფეროში ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება, რომლის განხორციელება მთავრობას შეუძლია:
ა) უშუალოდ საქალაქო სამსახურის მეშვეობით;
ბ) მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით;
გ) ოპერატორის მიერ მომხმარებლებისათვის მომსახურების წესების დადგენით;
დ) ოპერატორსა და მომხმარებელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების დადგენით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქ. თბილისის მთავრობის მიერ შერჩეული ოპერატორის მომსახურების მიუღებლობისას მოსახლეობა და ორგანიზაციები ვალდებული არიან, თავად შეარჩიონ ოპერატორი მოქმედი წესების დაცვით.
3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურს ფიზიკური და იურიდიული პირები ანაზღაურებენ მოსაკრებლის, ტარიფის ან მომსახურების საფასურის გადახდით. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფს და მისი გადახდის წესს ადგენს საკრებულო. არ შეიძლება ერთსა და იმავე მომსახურებაზე მოსაკრებლის, ტარიფის ან მომსახურების საფასურის ერთდროულად დაწესება. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი არის რეგულირებადი ტარიფი (ფასი).
4. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი დგინდება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოპერატორის მიერ შეგროვებული ნარჩენები წარმოადგენს ქ. თბილისის ადგილობრივ საკუთრებას. მომსახურების სხვა ფორმით განხორციელების შემთხვევაში ქ. თბილისის ადგილობრივ საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ნაგავსაყრელზე (ქ. თბილისის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები.
6. ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას ქ. თბილისის მთავრობას უფლება აქვს, თავის საკუთრებაში არსებული ნარჩენები თავის მიერვე დადგენილი წესით გადასცეს ქალაქში მოქმედ ოპერატორს ან სხვა მეწარმეს.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3499-სსმI, №35, 03.08.2006წ., მუხ.255
მუხლი 45. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის შემოსულობების, მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა, რომელიც დამტკიცებულია საკრებულოს მიერ.
2. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და სხვა თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისაგან.
3. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს:
ა) საკუთარი შემოსავლები, დადგენილი წესით შემოღებული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით;
ბ) „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ანარიცხები;
გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დამოუკიდებლად განკარგონ ბიუჯეტის შემოსავალი ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს უფლება არა აქვთ ადმინისტრაციული წესით ჩაერიონ ქალაქ თბილისის საბიუჯეტო უფლებამოსილებაში.
საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1809-სსმI, №6(13), 04.03.1999წ., მუხ.25
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 46. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსულობები
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებია:
ა) ადგილობრივი გადასახადები;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლები;
გ) კაპიტალური შემოსავლები;
დ) გამოთანაბრებითი ტრანსფერი;
ე) სესხი;
ვ) გრანტი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
2. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში სხვა ბიუჯეტებიდან მოზიდული სახსრებია:
ა) სპეციალური ტრანსფერი;
ბ) მიზნობრივი ტრანსფერი;
გ) მიზნობრივი სუბვენციები და მიზნობრივი სუბსიდიები.
3. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო არასაგადასახადო შემოსავლების, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და კაპიტალური შემოსავლების ამოღებას – შესაბამისი საქალაქო სამსახურები.
4. გამოთანაბრებითი ტრანსფერი ქალაქ თბილისის ბიუჯეტს გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით, ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. მიზნობრივი ტრანსფერი არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა. მიზნობრივი ტრანსფერი გამოიყენება მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
6. სპეციალური ტრანსფერი ქალაქ თბილისის ბიუჯეტისათვის გამოიყენება ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, კონკრეტული კაპიტალური და სხვა აუცილებელი ხარჯების დასაფინანსებლად.
7. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ხარჯებს ან ამცირებს მის შემოსავალს, კომპენსირებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 47. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ხარჯები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია სპეციალური ტრანსფერის, მიზნობრივი ტრანსფერის, აგრეთვე მიზნობრივი სუბვენციებისა და მიზნობრივი სუბსიდიების გარდა დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ყველა სხვა წყაროდან მიღებული შემოსავლები.
2. ბიუჯეტის ხარჯები იყოფა მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებად.
3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს თბილისის ბიუჯეტის ხარჯების 10 პროცენტს.
4. კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას დედაქალაქისა და მისი რაიონების მიხედვით.
5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების, რაიონების, სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის, თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ადგილობრივი მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, გარემოს დაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.
6. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში იქმნება მერის სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დაფინანსების მიზნით. მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ანგარიშგების წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. მერის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა ფონდის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, მერის განკარგულებით, შესაბამისი (საფინანსო) საქალაქო სამსახურის მიერ. სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯების საერთო ოდენობის 2 პროცენტს. სარეზერვო ფონდს განკარგავს მერი.
7. საკრებულოს საჭიროებისათვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა, თუ ეს იწვევს საბიუჯეტო ხარჯების ზრდას, ხდება საკრებულოს მოტივირებული შუამდგომლობით, მთავრობის მიერ. დადგენილების მიღებისას მთავრობა მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
8. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, გამოიყენება მომდევნო წელს.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 47 1 . საბიუჯეტო პროცესი
1. საბიუჯეტო პროცესი მოიცავს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის შედგენას, განხილვას, დამტკიცებასა და შესრულებას.
2. მერი საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის პროექტს. საკრებულოს უფლება არა აქვს მერის თანხმობის გარეშე შეიტანოს ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში.
3. საბიუჯეტო პროცესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით.
4. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან მთავრობა და გამგეობები. ბიუჯეტის შესრულებისას მიღებული დამატებითი შემოსავალი, აგრეთვე შემოსავლის გასავალზე გადამეტება, რომელიც მიღებულია ხარჯების ეკონომიით ან დამატებითი შემოსავლით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რჩება ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების განკარგულებაში და გამოიყენება მათი შეხედულებისამებრ.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 47 2 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მერიას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს ისარგებლოს კრედიტებით.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით, რომელთა საერთო მოცულობა წლის განმავლობაში არ აღემატება თბილისის მთავრობის შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებათა 10 პროცენტს.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოდენობის ზევით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 47 3 . ქ. თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება
1. ქ. თბილისის ბიუჯეტით საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად შესაძლებელია განხორციელდეს ამ ასიგნებების საერთო მოცულობის 10 პროცენტის ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ლიმიტის ზევით ქ. თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ქ. თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გზით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საბიუჯეტო ორგანიზაციის ორგანიზაციულ კოდში მოქცეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ცალკეულ ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 47 4 . საფინანსო კონტროლის ფორმები
1. საფინანსო კონტროლის ფორმებია:
ა) აუდიტორული შემოწმება;
ბ) საფინანსო შემოწმება.
2. აუდიტორული შემოწმება არის თვითმმართველობის საფინანსო დოკუმენტაციის აუდიტორული შემოწმება, რომელსაც საკრებულოს ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ, ატარებს მოწვეული აუდიტორი.
3. აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მათ გააცნობს საკრებულოს. ანგარიშს და დასკვნას აუდიტორი გზავნის საქართველოს კონტროლის პალატაში. აუდიტორის დასკვნა საჯაროდ ქვეყნდება.
4. საფინანსო შემოწმებას ახორციელებს საკრებულოს საფინანსო კომისია სახსრების გამოყენების შემდეგ, მათი მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის დადგენის მიზნით. საფინანსო შემოწმება მოიცავს გაწეული ხარჯების დოკუმენტირების, საფინანსო აღრიცხვისა და ანგარიშგების, კანონთან, უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შესაბამის გადაწყვეტილებასთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საფინანსო სტანდარტებთან შესაბამისობის და სახსრების გამოყენების ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის დადგენას.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 47 5 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი
1. საკრებულოს კომპეტენციას საბიუჯეტო სფეროში განეკუთვნება:
ა) ბიუჯეტის პროექტის განხილვა;
ბ) ბიუჯეტის დამტკიცება;
გ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მერისა და გამგებლების ანგარიშების განხილვა და დამტკიცება;
დ) ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
ე) მთავრობის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება.
2. ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენციას საბიუჯეტო სფეროში განეკუთვნება:
ა) ბიუჯეტის პროექტის შედგენა;
ბ) ბიუჯეტის შესრულება;
გ) საკრებულოსათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა.
3. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შეუძლია საკრებულოს მხოლოდ მერის წარდგინებით. ცვლილებების შეტანა მერის სარეზერვო ფონდიდან თავისუფალი სახსრების ფარგლებში ხდება ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
თავი VI
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 48. ნორმატიული აქტები, რომელთა მიღებაც საჭიროა ამ კანონთან დაკავშირებით
ამ კანონთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნეს:
ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
ბ) საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება სახელმწიფო და ადგილობრივი საკუთრების გამიჯვნის შესახებ;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს დედაქალაქის _–თბილისის მერიის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ.
მუხლი 49.(ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 49 1 . საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ტერიტორიაზე არსებული მიწის გადაცემა
1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ტერიტორიაზე არსებული მიწის თვითმმართველობისათვის გადაცემის, მიწის მართვის, აგრეთვე მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის საკითხები განისაზღვრება ქალაქ თბილისის თვითმმართველობასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. ხელშეკრულების დადებამდე საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის მიწის გამოყოფისა და მიწის განკარგვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება დაიდოს არა უგვიანეს 2007 წლის 1 ივნისისა.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
თავი VI1
2006 წლის 1 იანვრის შემდეგ ქალაქ თბილისში ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე ცალკეული საკითხების დროებითი სამართლებრივი რეგულირება
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 49 2 . ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსავალი და ხარჯები
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი შეიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს.
2. ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ბიუჯეტის ხარჯები იყოფა მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებად.
4. კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას დედაქალაქისა და მისი რაიონების მიხედვით.
5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების, რაიონების, სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის, თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ადგილობრივი მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, გარემოს დაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.
6. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში არსებობს მერის სარეზერვო ფონდი, საიდანაც სახსრები გამოიყოფა ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა მერიის გაუთვალისწინებელი ხარჯები. მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. მერის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა ფონდის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, მერის განკარგულებით, შესაბამისი (საფინანსო) საქალაქო სამსახურის მიერ. სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯების საერთო ოდენობის 2 პროცენტს.
7. საკრებულოს საჭიროებისათვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა, თუ ეს იწვევს საბიუჯეტო ხარჯების ზრდას, ხდება საკრებულოს მოტივირებული შუამდგომლობით, მთავრობის მიერ. დადგენილების მიღებისას მთავრობა მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 49 3 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით, რომელთა საერთო მოცულობა წლის განმავლობაში არ აღემატება თბილისის მთავრობის შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებათა 10 პროცენტს.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოდენობის ზევით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
მუხლი 49 4 . ქ. თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება
1. ქ. თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ქ. თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გზით.
2. ქ. თბილისის ბიუჯეტით საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად შესაძლებელია განხორციელდეს ამ ასიგნებების საერთო მოცულობის 10 პროცენტის ფარგლებში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საბიუჯეტო ორგანიზაციის ორგანიზაციულ კოდში მოქცეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ცალკეულ ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
თავი VII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 50. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს ქალაქ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
2. ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნები ჩატარდეს ამ კანონითა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 51. ნორმატიული აქტი, რომელიც ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებისთანავე
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1992 წლის 19 დეკემბრის №9 ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის – ქ. თბილისის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ“.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 20 თებერვალი.
№1254–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1809-სსმI, №6(13), 04.03.1999წ., მუხ.25
2.საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1991-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.82
3.საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2093-სსმI, №22(29), 16.06.1999წ., მუხ.105
4.საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2339ა-სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.207
5.საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66
6.საქართველოს 2000 წლის 15 სექტემბრის კანონი №497-სსმI, №32, 29.09.2000წ., მუხ.97
7.საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1537-სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.85
8.საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35
9.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243-სსმIV 2005წ., გვ.2
10.საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297
11.საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
12.საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3499-სსმI, №35, 03.08.2006წ., მუხ.255
13.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
14.საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები