„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 04/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.003.337
  • Word
541
21/11/2008
სსმ, 34, 04/12/2008
010.270.000.05.001.003.337
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 231 მუხლის:

ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქალაქო სამსახურების შექმნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, აგრეთვე მათ დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრიანება; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; ამხანაგობაში მონაწილეობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდების (დებულების) დამტკიცება, რომლითაც განისაზღვრება სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

    მუხლი 321. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება

1. ქალაქ თბილისის მთავრობა ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ამტკიცებს მათ წესდებებს (დებულებებს), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას.

2. ქალაქ თბილისის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვების გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების ან სხვა საჯარო მიზნით; დაადგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა.

4. ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა.

5. ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება ხდება ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ქონების გადაცემით. ქონების გადაცემა შესაძლოა მოხდეს სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის გზით, უსასყიდლოდ.

6. ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება კანონით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით).

7. ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში. საჩივარს განიხილავს ქალაქ თბილისის მერის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანო.

8. ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში.“.

3. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 ნოემბერი.

№541–IIს