საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6599-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010270000.05.001.016870
  • Word
6599-რს
29/06/2012
ვებგვერდი, 13/07/2012
010270000.05.001.016870
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42)   474  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ,   საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ   1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.“.

მუხლი 2 . „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტ„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;“.

მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან .

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 29 ივნისი.

№6599-რს