„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 03/08/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.003.030
  • Word
5302
11/07/2007
სსმ, 31, 03/08/2007
010.270.000.05.001.003.030
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დედაქალაქის ადგილობრივი საკუთრების შექმნის, ფლობის, აგრეთვე მისი პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.

2. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;“.

3. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში განეკუთვნება:

ა) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობაში გადაცემის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ისტორიულ-კულტურული ობიექტების გამოყენებისა და დაცვის წესების დადგენა;

გ) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების იმ ობიექტების განსაზღვრა, რომელთა გასხვისებაც არ შეიძლება;

დ) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების ობიექტებით სარგებლობის საფასურისა (საიჯარო ქირის) და მიწის ნორმატიული ფასის ოდენობის განსაზღვრა;

ე) მთავრობის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიული ზონების ჩამონათვალისა და საზღვრების დამტკიცება.

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში განეკუთვნება:

ა) ადგილობრივი საკუთრების ქონების პრივატიზება და მართვა, ამ ქონების დაცვა და მოვლა-პატრონობა;

ბ) ადგილობრივი საკუთრების ქონების სარგებლობაში გადაცემა;

გ) ადგილობრივი საკუთრების შექმნა, შეძენა და გასხვისება;

დ) დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა;

ე) მიწათსარგებლობისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ამოღება;

ვ) ქალაქ თბილისის მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება;

ზ) სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.“.

4. 381 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 491 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5302–რს