„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 379-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010270000.05.001.016920
379-IIს
22/03/2013
ვებგვერდი, 04/04/2013
010270000.05.001.016920
„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42)  441  მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „2. მოსახლეობა და ორგანიზაციები ვალდებული არიან, მოქმედი წესის დაცვით თავად შეარჩიონ ოპერატორი იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს აცხადებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქ. თბილისის მთავრობის მიერ ორგანიზებული მომსახურების მიღებაზე. აღნიშნული პირები თავისუფლდებიან დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან და მომსახურების საფასურს იხდიან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

   3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 მარტი 2013 წ.

N379-IIს