"საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3773-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 10/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010270000.05.001.016062
  • Word
3773-IIს
28/10/2010
სსმ, 63, 10/11/2010
010270000.05.001.016062
"საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 231  მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საპრივატიზებო პირობებისა და ფასის განსაზღვრა;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქალაქო სამსახურების შექმნა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის (სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრიანება; მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამართული საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და მათთვის ქონების გადაცემა; ამხანაგობაში მონაწილეობა; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის სამოქმედო წესების განსაზღვრა;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ქონებისა და ფინანსური სახსრების გადაცემა;“.

2. 321  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 321 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება

1. მთავრობა ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ამტკიცებს მათ წესდებებს (დებულებებს), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას.

2. მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ/დელეგირებულ სხვა საქმიანობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მთავრობა უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვების გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით.

4. მთავრობა უფლებამოსილია თავის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა.

5. მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა.

6. მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აფუძნებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის შესაბამისი ქონების გადაცემით. ქონების გადაცემა შესაძლებელია სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის გზით, უსასყიდლოდ.

7. მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება კანონით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით).

8. მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში. საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს მერი.

9. მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:

     „მუხლი 341. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები

1. აკრძალულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების თვითნებური მოჭრა, დაზიანება, განადგურება და ამოძირკვა.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის, ასევე მათი მოჭრის წესები განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.

3. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უზრუნველყოფს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საშეშე მერქნის გადაცემას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მთავრობის დადგენილების შესაბამისად. საშეშე მერქნის გადაცემაზე არ ვრცელდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.“.

4. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონება

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება:

ა) ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა;

ბ) სახელმწიფოს მიერ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება;

გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ან შეძენილი ქონება.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში შეიძლება იყოს: შენობა-ნაგებობები, აქციები და წილები, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, მრეწველობის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის საწარმოები, აგრეთვე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები, სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ინფორმაცია, სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების განსახორციელებლად და მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ობიექტები.

3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი საკუთრების ობიექტები შეიძლება მდებარეობდეს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც.

4. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონება, მისი შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

5. 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) მერის წარდგინებით ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მთავრობის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიული ზონირება და შესაბამისი ზონების საზღვრების დამტკიცება.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადგილობრივი საკუთრების ქონების პრივატიზება და მართვა, ამ ქონების დაცვა და მოვლა-პატრონობა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;

ბ) ადგილობრივი საკუთრების ქონების სარგებლობაში გადაცემა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირისათვის ან/და წარმომადგენლისათვის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის წარმოების, შიდა პროცედურების განსაზღვრა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით;“;

ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.დ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესების დამტკიცება.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირები თავად ან/და მესამე პირთა მეშვეობით აუქციონს ატარებენ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისათვის დადგენილი წესით და ქონების შემძენს საკუთრების უფლებას გადასცემენ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 28 ოქტომბერი.

№3773– IIს