"საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4733-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110622012, 22/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010270000.05.001.016345
  • Word
4733-Iს
03/06/2011
ვებგვერდი, 110622012, 22/06/2011
010270000.05.001.016345
"საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) 441   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 441 . ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროში

1. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროში ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება, რომლის განხორციელება მთავრობას შეუძლია:

ა) უშუალოდ საქალაქო სამსახურის მეშვეობით;

ბ) მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით;

გ) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის (ოპერატორების) მეშვეობით;

დ) ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით;

ე) მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენით.

2. მოსახლეობა და ორგანიზაციები ვალდებული არიან, მოქმედი წესის დაცვით თავად შეარჩიონ ოპერატორი იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს აცხადებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ −„ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქ. თბილისის მთავრობის მიერ ორგანიზებული მომსახურების მიღებაზე.

3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურს ფიზიკური და იურიდიული პირები ანაზღაურებენ მოსაკრებლის, ტარიფის ან მომსახურების საფასურის გადახდით. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფს და მისი გადახდის წესს ადგენს საკრებულო. არ შეიძლება ერთსა და იმავე მომსახურებაზე მოსაკრებლის, ტარიფის ან მომსახურების საფასურის ერთდროულად დაწესება. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი არის რეგულირებადი ტარიფი (ფასი).

4. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი დგინდება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ −„ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული ნარჩენები ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნაგავსაყრელზე (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები.

6. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას ქ. თბილისის მთავრობას უფლება აქვს, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები თავის მიერვე დადგენილი წესით გადასცეს ქალაქში მოქმედ ოპერატორს ან სხვა მეწარმეს. “.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 3 ივნისი .

№4733- I