„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 20/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.003.874
2518
28/12/2009
სსმ, 4, 20/01/2010
010.270.000.05.001.003.874
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მონაწილეობენ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის შემუშავებაში და უზრუნველყოფენ მის განხორციელებას.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში;“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები ურთიერთშეთანხმებით შეიძლება გადანაწილდეს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს შორის.“.

4. 91 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობა საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.“;

გ) მე-2 პუნქტის:

გ.ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებებია:“;

გ.ბ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

ბ) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;“;

გ.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება, პარკირების ადგილების განსაზღვრა; ქუჩების დასუფთავება, განათება, სანიაღვრე მეურნეობის მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;“.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისის გერბს, დროშას, ჰიმნსა და სხვა სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო. ქალაქ თბილისის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. საკრებულოს კომპეტენცია

საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს ორგანოების დებულებების დამტკიცება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მუდმივი და დროებითი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მუდმივი კომისიის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრა;

გ) საკრებულოს სტრუქტურის დამტკიცება; საკრებულოს კომისიების შექმნა; კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;

ე) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება;

ზ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

თ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;

ი) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი ოდენობების განსაზღვრა და მათი გაუქმება;

კ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განხილვა და დამტკიცება;

ლ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის განვითარების სტრატეგიის დამტკიცება;

მ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების წესების დადგენა;

ნ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით მიწის ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა;

ო) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილის მართვის უფლებით გადაცემის წესების დამტკიცება;  

პ) ქალაქ თბილისის მერის და ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი; ქალაქ თბილისის მერის ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ჟ) საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და სხვა თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;

რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის მთავრობისათვის კრედიტის აღებაზე თანხმობის მიცემა ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ს) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა და მის საფუძველზე მიწათსარგებლობის წესების დამტკიცება;

ტ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის რაიონისათვის ან უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება; ისტორიულ-კულტურული, გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფა; მათთვის სახელწოდებების მინიჭება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

უ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის მოსახლეობის საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის სანებართვო წესების დადგენა;

ფ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების წესების განსაზღვრა;

ქ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღება და გაუქმება, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესების დადგენა;

ღ) სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოების ინფორმაციის მოსმენა;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ქალაქ თბილისის გერბის, დროშის, ჰიმნისა და სხვა სიმბოლოების დადგენა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა;

შ) ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დადგენა;

ჩ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი რაიონების შექმნა, არსებული რაიონების გაერთიანება, დაყოფა, გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა, შესაბამისი რაიონების გამგეობების შექმნა და გაუქმება, რაიონების სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებად (უბანი, სექტორი, კვარტალი, მიკრორაიონი და ა. შ.) დაყოფა;

ც) დედაქალაქის საკუთრებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესების დადგენა;

ძ) დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული რაიონის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის; მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს; მოედნის, პროსპექტის (გამზირის); გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის; სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის; შენობა-ნაგებობების; სატრანსპორტო სისტემის ობიექტების სახელდება საკრებულოს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;

წ) ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 142 მუხლი:

     „მუხლი 142. საკრებულოს ფრაქცია

1. საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საკრებულოს ფრაქციაში. საკრებულოს ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილებანი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.

2. საკრებულოს ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები.

3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

4. საკრებულოს ფრაქციის ჩამოყალიბება შეიძლება როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.

5. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო (რელიგიური, პროფესიული და ა. შ.) ნიშნით.“.

8. 21-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. 22-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი მაინც და რომელიც არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მერზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) ქალაქ თბილისის რაიონის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის რაიონის გამგეობის დებულებას;“;

გ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ხელს აწერს ქალაქ თბილისის მერიის, მათ შორის, ქალაქ თბილისის მთავრობის, სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს ქალაქ თბილისს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;“;

გ.გ) „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო1) წყვეტს საქალაქო მნიშვნელობის ეკონომიკურ, განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხებს, ამტკიცებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის გასატარებელ ღონისძიებებს;“;

გ.დ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საკრებულოს წარუდგენს ქალაქ თბილისის ბიუჯეტის, აგრეთვე მასში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;“.

1 0. 221 მუხლი ამოღებულ იქნეს.

1 1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:

     „მუხლი 251. მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)

1. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) საკრებულოს შემადგენლობიდან ნიშნავს მერი.

2. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.

3. მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ასრულებს მერის მოვალეობას მისი დროებით არყოფნისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.“.

12. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის შემადგენლობას და წევრებს; უფლებამოსილია გამგეობის წევრებს დააკისროს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება გამგეობის ახალი წევრის დანიშვნამდე;“.

13. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგეობის სამსახურის მუშაობის ორგანიზება და კომპეტენცია განისაზღვრება გამგეობის დებულებით.“.

14. 475 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მერის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება.“.

15. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1992 წლის 19 დეკემბრის №9 ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის – ქ. თბილისის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ“.

2. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №179(2879), 17 ივლისი, 1998 წელი).“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებისა, მე-6, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი , მე-10, მე-11 პუნქტებისა და მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტები, მე-6, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი , მე-10, მე-11 პუნქტები და მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 28 დეკემბერი.

№2518–რს