„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5856-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010270000.05.001.016636
  • Word
5856-Iს
16/03/2012
ვებგვერდი, 28/03/2012
010270000.05.001.016636
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 2 31   მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „2   ქვეპუნქტი:

„ე2 ) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, თვითმმართველ ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;“;

ბ) „ტ2 “ ქვეპუნქტი:

„ტ2 ) სოციალურ-კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება;.

2. 321  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  პუნქტი:

„51 . მთავრობა უფლებამოსილია თავის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს განუსაზღვროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და გაცნობის წესი და პირობები.“.

3. 38-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში განეკუთვნება:

ა) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრა , პრივატიზება და მართვა, ამ ქონების დაცვა და მოვლა-პატრონობა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;

ბ) ადგილობრივი საკუთრების ქონების სარგებლობაში გადაცემა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;

გ) ადგილობრივი საკუთრების შექმნა, შეძენა და გასხვისება;

დ) ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირისათვის ან/და წარმომადგენლისათვის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის წარმოების, შიდა პროცედურების განსაზღვრა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით;

ე) პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური ( გარდა სააუქციონო საპრივატიზებო ფასისა) და საინვესტიციო ვალდებულებების (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო პირობებისა) შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხებზე იღებს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა;

ზ) ქალაქ თბილისის მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება;

თ) სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

ი) მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესების დამტკიცება.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის განხორციელებისას მთავრობა ან მისი წარმომადგენელი/შუამავალი უფლებამოსილი არიან, ნებისმიერი დოკუმენტი მიიღონ, შეადგინონ ან/და გასცენ როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. წერილობითი ფორმითა და ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია მისი გამომცემი ორგანოს ოფიციალური ინტერნეტგვერდის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 16 მარტი.

№5856 I