დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5443-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111220012, 20/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010270000.05.001.016516 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11 -12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა და საბიუჯეტო ურთიერთობები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა და საბიუჯეტო ურთიერთობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია ფინანსური საქმისწარმოება (ბიუჯეტის პროექტის შედგენა, ბიუჯეტის შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და სხვა) განახორციელოს ელექტრონული ფორმით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით განხორციელებისას შექმნილ დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა მისი მატერიალური ფორმით ბეჭდვის, უფლებამოსილი პირის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.“.
2. 475 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მერის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენციას საბიუჯეტო სფეროში განეკუთვნება:
ა) საფინანსო სფეროს მართვაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა;
ბ) ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისათვის/ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფინანსური საქმისწარმოების ინსტრუქციის განსაზღვრა;
გ) ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საკრებულოსათვის წარდგენა;
დ) ბიუჯეტის შესრულება და საკრებულოსათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 9 დეკემბერი.
№5443- IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები