„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 06/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.004.059
  • Word
3227
29/06/2010
სსმ, 32, 06/07/2010
010.270.000.05.001.004.059
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ორი მოადგილე;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ მათ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებისას მის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას – ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები იღებენ გასამრჯელოს.“.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს მორიგ სხდომებს, სამ თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.“.

3. 141 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.“.   

4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე.“.

5. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულო თავისი შეხედულებისამებრ ქმნის არა უმეტეს 12 მუდმივმოქმედ კომისიას და საკრებულოს სარევიზიო კომისიას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 29 ივნისი.

№3227–რს