„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 03/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.003.050
  • Word
5464
20/11/2007
სსმ, 40, 03/12/2007
010.270.000.05.001.003.050
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო სისტემის აღდგენა-განვითარებაში.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ურბანისტიკისა და მშენებლობის სტრატეგიული პროგრამების შემუშავება და განხილვა;“.

3. 91 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა; ქუჩების დასუფთავება, განათება, სანიაღვრე მეურნეობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 231 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში შეიძლება იყოს: შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საწარმოები, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, მრეწველობის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის საწარმოები, აგრეთვე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და ა.შ.), სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ინფორმაცია; სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების და მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განსახორციელებლად; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ობიექტები.“.

7. 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების, რაიონების, სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის, თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ადგილობრივი მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, გარემოს დაცვის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.“.

    მუხლი 2.

  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 20 ნოემბერი.

№5464IIს