„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1559
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 13/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.003.597
  • Word
1559
31/07/2009
სსმ, 24, 13/08/2009
010.270.000.05.001.003.597
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 91 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) დედაქალაქის საკუთრებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;“;

ბ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, აგრეთვე მრავალბინიან სახლებში ბინების ნუმერაცია.“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მუდმივი და დროებითი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მუდმივი კომისიის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრა;“;

ბ) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი რაიონების შექმნა, არსებული რაიონების გაერთიანება, დაყოფა, გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა, შესაბამისი რაიონების გამგეობების შექმნა და გაუქმება, რაიონების დაყოფა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებად (უბანი, სექტორი, კვარტალი, მიკრორაიონი და ა. შ.);“;

გ) „ჰ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ და „ჰ3“ ქვეპუნქტები:

„ჰ2) დედაქალაქის საკუთრებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესების დადგენა;

3) დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, ქ. თბილისის ადმინისტრაციული რაიონის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის; მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს; მოედნის, პროსპექტის (გამზირის); გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის; სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის; შენობა-ნაგებობების; სატრანსპორტო სისტემის ობიექტების სახელდება საკრებულოს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.“.

4. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თუ არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებზე და კომისიებში მუშაობას;“.

5. 231 მუხლის „თ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ4) დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, აგრეთვე მრავალბინიან სახლებში ბინების ნუმერაციის წესების დადგენა;“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 31 ივლისი.

№1559–რს