„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 03/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.002.741
  • Word
4331
29/12/2006
სსმ, 1, 03/01/2007
010.270.000.05.001.002.741
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დედაქალაქის ტერიტორია იყოფა რაიონებად, რომელთა დასახელებებს, რაოდენობასა და საზღვრებს (ქალაქ თბილისის საზღვრებში) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის მეშვეობით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქალაქ თბილისის მერია (ქალაქ თბილისის მთავრობა, ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობები) წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის (დედაქალაქისა და მისი რაიონების) ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის (დედაქალაქისა და მისი რაიონების) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების, კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების განხილვა და დამტკიცება, მათი შესრულების კონტროლი.“.

4. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჩაითვლება არჩეულად, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ახორციელებს ფუნქციებს ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით, მისი რეგლამენტით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, მუდმივი კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იღებენ გასამრჯელოს. მათ უფლება არა აქვთ ეკავოთ რაიმე სხვა თანამდებობა, ეწეოდნენ სამეწარმეო ან სხვა საქმიანობას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა.“.

5. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს მორიგ სხდომებს, სამ თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.“.

6. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.“.

7. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად; სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს ქალაქ თბილისის მთავრობის, ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობათა სხდომებს; შეკითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, ქალაქ თბილისის მერს, ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელს, ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს მათგან შესაბამისი პასუხები. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.“.

8. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავრობა შედგება: მერის, მერის მოადგილეებისა და ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისაგან. თბილისის რაიონების გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში.“.

9. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების: საკრებულოსა და მთავრობის დადგენილებების, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის, საკრებულოს აპარატისა და მერიის ადმინისტრაციის უფროსებისა და გამგებლების განკარგულებების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა ბრძანებების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა აქტებით.“.

10. 29-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის რაიონის გამგეობა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) შედგება გამგებლის, მისი მოადგილეებისა და რაიონული სამსახურების ხელმძღვანელებისაგან.“.

11. 30-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომში – გამგებელი) უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას; კოორდინაციას უწევს საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.

2. რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“;

გ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს რაიონის ბიუჯეტის პროექტს და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას;“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამგებელს აქვს გადადგომის უფლება. რაიონის გამგებელი უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია მერის წინაშე.“.

12. 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას დედაქალაქისა და მისი რაიონების მიხედვით.

5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების, რაიონების, სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის, თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ადგილობრივი მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, გარემოს დაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.“.

13. 49-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 492 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას დედაქალაქისა და მისი რაიონების მიხედვით.

5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების, რაიონების, სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის, თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ადგილობრივი მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, გარემოს დაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი.სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4331–რს