დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4687 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 07/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.270.000.05.001.002.805 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 91 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა და მართვა, დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სავაჭრო, სამრეწველო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემა და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობა;“;
გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ქუჩების დასუფთავების, ნარჩენების მართვის, გარე განათების, წყალმომარაგების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციისა და სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების წესებისა და ფასის (ტარიფის) განსაზღვრა, ასევე ამ მომსახურებათა განხორციელების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; ავტომანქანათა პარკირების რეგულირება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;“;
დ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ბაღების, პარკებისა და ხიდების სახელდება და ნუმერაცია.“.
2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) მიწის განკარგვისა და მისი სხვა უფლებით გადაცემის წესის დადგენა;“;
ბ) „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:
„თ1) დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების წესების დადგენა;
თ2) მიწის ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა;“;
გ) „ტ1“ ქვეპუნქტი:
„ტ1) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანათა პარკირების წესების განსაზღვრა;“;
დ) „ჰ1“ ქვეპუნქტი:
„ჰ1) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი რაიონების შექმნა, სახელდება და მათი საზღვრების დადგენა, ასევე არსებული რაიონების გაერთიანება, დაყოფა, გაუქმება, სახელწოდებების შეცვლა, მათი საზღვრების დადგენა, შესაბამისი რაიონების გამგეობების შექმნა და გაუქმება, რაიონების დაყოფა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებად (უბანი, სექტორი, კვარტალი, მიკრორაიონი და ა.შ.) და ამ ტერიტორიული ერთეულების სახელდება.“.
3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელმძღვანელობს საკრებულოს მუშაობას; ორგანიზებას უწევს საკრებულოს სხდომების მომზადებას; თავმჯდომარეობს საკრებულოს სხდომებს; უზრუნველყოფს სხდომაზე აზრის თავისუფლად გამოხატვას; იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141. საკრებულოს ბიურო
1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.
2. საკრებულოს ბიურო:
ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს, აგრეთვე საკრებულოს სამუშაო გეგმებსა და პროექტებს;
ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი კომისიების მუშაობას;
გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი კომისიების დასკვნებს;
დ) ისმენს ქალაქ თბილისის მერის წარმომადგენლის, საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს;
ვ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს წევრისა და საკრებულოს დელეგაციის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით, ასევე ნიშნავს საკრებულოს დელეგაციის ხელმძღვანელს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.“.
5. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მერიის წინადადებით ან უამისოდ;“.
6. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობის წევრებს, მერიის ადმინისტრაციის უფროსს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს;“.
7. 231 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ3“ და „თ4“ ქვეპუნქტები:
„თ3) დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, გარდა დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა, დამტკიცება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
თ4) ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების ნუმერაცია.“.
8. 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და მისი სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის ადმინისტრაციის უფროსი.
3. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და სამსახურების დებულებებს ამტკიცებს მერი.“.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:
„მუხლი 381. ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა და მართვა
1. ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება განიკარგოს აუქციონის (აუქციონი პირობებით), კონკურსის ან პირდაპირი განკარგვის ფორმით.
2. ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გაიცეს იჯარის, უზუფრუქტის, აღნაგობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ხელშეკრულებით.
3. მიწის განკარგვისა და მისი სხვა უფლებით გადაცემის წესს ადგენს საკრებულო მერის წარდგინებით.
4. მიწის განკარგვას აუქციონის (აუქციონი პირობებით), კონკურსის ფორმით ახორციელებს მთავრობა, ხოლო მიწის პირდაპირი განკარგვის საკითხს ქალაქ თბილისის მერიის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.
5. მიწის ნორმატიულ ფასსა და საიჯარო ქირის ოდენობას წელიწადში ერთხელ, მერის წარდგინებით, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, ადგენს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მიწის განკარგვის დროს (მათ შორის, პირდაპირი განკარგვისას) საწყისი ფასი ან საიჯარო ფასი არ შეიძლება იყოს მიწის ნორმატიულ ფასზე ან საიჯარო ქირის ოდენობაზე ნაკლები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 27 აპრილი.
№4687–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები