დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1537 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/06/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 12/07/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.270.000.05.001.001.097 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „პ“ ქვეპუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) კოორდინაციას უწევს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას;“.
2. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ი“ ქვეპუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ხელმძღვანელობს სამხედრო განყოფილების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და თავმჯდომარეობს გამწვევ კომისიას;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.
№1537–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები