საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.000.328
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1254
20/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998
010.270.000.05.001.000.328
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 05.02.2014, №1958)

საქართველოს კანონი

საქართველოს  დედაქალაქის  – თბილისის  შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს და საფინანსო-ეკონომიკურ საფუძვლებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს დედაქალაქი და მისი სტატუს

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი.

2. დედაქალაქის სტატუსი, ამ კანონის მიხედვით, გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დაცვის მიზნით უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მართვას თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

    მუხლი 2. დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები

1. დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები, მათი დადგენისა და შეცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. დედაქალაქის ტერიტორია იყოფა რაიონებად, რომელთა დასახელებებს, რაოდენობასა და საზღვრებს (ქალაქ თბილისის საზღვრებში) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

    მუხლი 3. დედაქალაქის მოსახლეობა

დედაქალაქის მოსახლეობას შეადგენენ საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოვრობენ დედაქალაქში.

    მუხლი4. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი

1. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის მეშვეობით.

3. (ამოღებულია).

4. ქალაქ თბილისის მერია (ქალაქ თბილისის მთავრობა, ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობები) წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

    მუხლი 5. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

1. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) ქალაქ თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფლება, კანონით დადგენილი წესით აირჩიო წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტისას;

გ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5291);

დ) კანონმდებლობის დაცვა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებისას;

ვ) საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები მოქმედებენ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის დაცვით.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5291 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

    მუხლი 6. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებაში.

1. თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფენ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, უცხო ქვეყნების საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებს და მიწის ნაკვეთებს;

ბ) ხელს უწყობენ სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო პირობების შექმნას;

გ) მონაწილეობენ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის შემუშავებაში და უზრუნველყოფენ მის განხორციელებას.

2. საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ხელს უწყობენ ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებაში. ამ მიზნით ისინი მონაწილეობენ:

ა) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ობიექტების მშენებლობაში, რეკონსტრუქციასა და მოვლა-პატრონობაში;

გ) კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო სისტემის აღდგენა-განვითარებაში.

3. საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს უთანხმებენ ამ დაწესებულებებისადმი დაქვემდებარებული დარგების პროგრამათა იმ ნაწილებს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

    მუხლი 7. თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის გასაწევი გადასახდელების ანაზღაურება

1. (ამოღებულია).

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მის გამგებლობაში არსებული ცალკეული ფუნქციების გადაცემა დაიშვება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათთან შეთანხმებით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური სახსრების გადაცემასთან ერთად.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325

    მუხლი 8. სახელმწიფოსა და დედაქალაქს შორის კომპეტენციების განაწილება

1. დედაქალაქის კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ , ამ კანონით და მათგან გამომდინარე ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა სამართლებრივი აქტებით .

2. სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები დადგენილია ამ კანონით.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 9. სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივი კომპეტენცია

1. სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების კოორდინაცია;

ბ) ბუნებათსარგებლობა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვა;

) ურბანისტიკისა და მშენებლობის სტრატეგიული პროგრამების შემუშავება და განხილვა ;

ე) განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების კოორდინაცია;

ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საკითხების კოორდინაცია;

ზ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების ლიკვიდაცია;

თ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ქალაქგანვითარების დაფინანსება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთშეთანხმებით შეიძლება გადანაწილდეს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს შორის.

3. ის ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისას და არ წესრიგდება ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5291 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

    მუხლი 9 1 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობა საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებებია:

ა) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

ბ) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

) ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება , ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა , ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მოსმენა და შეფასება ;

) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება , მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში ;

) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება ;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა და მართვა , დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების , დასვენების , სავაჭრო , სამრეწველო და სხვა სპეციალური ზონები ) დაყოფა , მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა ;

) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა ;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემა და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობა ;

) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება , მართვა და რეგულირება ;

) გარე ვაჭრობის რეგულირება ;

) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება ;

მ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება, პარკირების ადგილების განსაზღვრა; ქუჩების დასუფთავება, განათება, სანიაღვრე მეურნეობის მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;

) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა , მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა ;

) სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების (არქივი , ბიბლიოთეკა , მუზეუმი და სხვა ) საქმიანობის ხელშეწყობა ;

1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 

) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის სივრცით - ტერიტორიული მოწყობა ;

ჟ) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცება;

რ) სახანძრო, სამაშველო და გადაუდებელი სასწრაფო დახმარებებით უზრუნველყოფა;

) საგზაო მოძრაობის დაგეგმარება ;

) შეკრებების , მიტინგების , დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ;

) დედაქალაქის საკუთრებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება ;

ფ) (ამოღებულია25.05.2012, №6324) ;

ქ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლებამოსილებები.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება გადაწყვეტილების მიღება ისეთ საკითხზე, რომელიც, კანონის თანახმად, არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და აკრძალული არ არის თვითმმართველი ერთეულისათვის.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №958-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.332

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1559-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.139

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5291 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №82 5 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

     მუხლი 10. ქალაქ თბილისის სიმბოლოები

1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით, ქალაქ თბილისს აქვს გერბი, დროშა, ჰიმნი და სხვა სიმბოლოები.

2. ქალაქ თბილისის გერბს, დროშას, ჰიმნსა და სხვა სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო. ქალაქ თბილისის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

თავი II

ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

    მუხლი 11. ქალაქ თბილისის საკრებულო

1. ქალაქ თბილისის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე, 10 საარჩევნო ოლქის მიხედვით.

2. საკრებულოს არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2527-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.382

    მუხლი 12. საკრებულოს კომპეტენცია

საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს ორგანოების დებულებების დამტკიცება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, მუდმივი და დროებითი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, მუდმივი კომისიის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრა;

გ) საკრებულოს სტრუქტურის დამტკიცება; საკრებულოს კომისიების შექმნა; კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;

ე) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება;

ზ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

თ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;

ი) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი ოდენობების განსაზღვრა და მათი გაუქმება;

კ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განხილვა და დამტკიცება;

ლ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის განვითარების სტრატეგიის დამტკიცება;

მ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების წესების დადგენა;

ნ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით მიწის ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა;

ო) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილის მართვის უფლებით გადაცემის წესების დამტკიცება;  

პ) ქალაქ თბილისის მერის და ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი; ქალაქ თბილისის მერის ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ჟ) საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და სხვა თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;

რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის მთავრობისათვის კრედიტის აღებაზე თანხმობის მიცემა ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ს) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა და მის საფუძველზე მიწათსარგებლობის წესების დამტკიცება;

ტ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის რაიონისათვის ან უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება; გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფა; მათთვის სახელწოდებების მინიჭება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

1) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცება;

უ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის მოსახლეობის საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის სანებართვო წესების დადგენა;

ფ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების წესების განსაზღვრა;

ქ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღება და გაუქმება, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესების დადგენა;

ღ) სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოების ინფორმაციის მოსმენა;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ქალაქ თბილისის გერბის, დროშის, ჰიმნისა და სხვა სიმბოლოების დადგენა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა;

შ) ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დადგენა;

ჩ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი რაიონების შექმნა, არსებული რაიონების გაერთიანება, დაყოფა, გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა, შესაბამისი რაიონების გამგეობების შექმნა და გაუქმება, რაიონების სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებად (უბანი, სექტორი, კვარტალი, მიკრორაიონი და ა. შ.) დაყოფა;

ც) დედაქალაქის საკუთრებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესების დადგენა;

ძ) დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული რაიონის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის; მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს; მოედნის, პროსპექტის (გამზირის); გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის; სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის; შენობა-ნაგებობების; სატრანსპორტო სისტემის ობიექტების სახელდება საკრებულოს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;

1 ) საკრებულოს გადაწყვეტილების მიღება იმ საკითხზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და აკრძალული არ არის კანონით;

2) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით;

წ) ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები. 

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2093-სსმI, №22(29), 16.06.1999წ., მუხ.105

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5302-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.354

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5645-სსმI, №48, 27.12.2007წ., მუხ.425

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1559-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.139

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5291 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №82 5 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6 სექტემბრის კანონი №1077  – ვებგვერდი, 25.09.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1230 – ვებგვერდი, 02.10.2013წ.

     მუხლი 13. საკრებულოს თანამდებობების პირები და მათი უფლებამოსილებანი

1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ორი მოადგილე;

გ) საკრებულოს მუდმივ და დროებით კომისიათა თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები;

დ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები.

2. საკრებულოს წევრები თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ თავმჯდომარეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. თავმჯდომარე ჩაითვლება არჩეულად, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

3. საკრებულოს თავმჯდომარე:

) ხელმძღვანელობს საკრებულოს მუშაობას ; ორგანიზებას უწევს საკრებულოს სხდომების მომზადებას ; თავმჯდომარეობს საკრებულოს სხდომებს ; უზრუნველყოფს სხდომაზე აზრის თავისუფლად გამოხატვას ; იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს ;

ბ) წარმოადგენს საკრებულოს ამ კანონითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს მუდმივი და დროებითი კომისიების მუშაობას;

დ) იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომებს;

ე) ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს, დადგენილებებს, განცხადებებს, მიმართვებს და სხვა დოკუმენტებს;

ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად.

) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს განკარგულებას ;

თ) ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილ შემთხვევებში ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს;

ი)  გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ცალკეული წევრის, საკრებულოს აპარატის უფროსისა და საკრებულოს დელეგაციის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით, ასევე ნიშნავს საკრებულოს დელეგაციის ხელმძღვანელს.

4. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ მათ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

5. საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების არჩევის წესი დგინდება საკრებულოს რეგლამენტით.

6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებისას მის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას – ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.

7. (ამოღებულია).

8. საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები იღებენ გასამრჯელოს.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1991-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.82

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2339ა-სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.207

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3227-სსმI, №32, 06.07.2010წ., მუხ.197

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 14. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზაცია

1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი .

2. საკრებულოს მორიგ სხდომებს, სამ თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.

3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

ა) ქალაქ თბილისის მერის წინადადებით;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;

გ) ქალაქ თბილისის არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.

4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე მისი მოწვევის მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1559-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.139

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3227-სსმI, №32, 06.07.2010წ., მუხ.197

    მუხლი 141. საკრებულოს ბიურო

1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.

2. საკრებულოს ბიურო :

ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს, გარდა ამ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სამუშაო პროგრამების პროექტებს;

) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი კომისიების მუშაობას ;

) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი კომისიების დასკვნებს ;

) ისმენს ქალაქ თბილისის მერის წარმომადგენლის , საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს ;

  საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს ;

ვ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით;

) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3227-სსმI, №32, 06.07.2010წ., მუხ.197

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 142. საკრებულოს ფრაქცია

1. საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საკრებულოს ფრაქციაში. საკრებულოს ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილებანი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.

2. საკრებულოს ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები.

3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

4. საკრებულოს ფრაქციის ჩამოყალიბება შეიძლება როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.

5. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო (რელიგიური, პროფესიული და ა. შ.) ნიშნით.

6. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 15. საკრებულოში საკითხების განხილვის წესი

1. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, თუკი ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

2. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ.

3. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება:

ა) საკრებულოს გადაწყვეტილებით;

ბ) თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით.

    მუხლი 16. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი

1. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებული საკითხები წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა ტარდება მხოლოდ პერსონალური და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. საკრებულოში სამართლებრივი აქტების ინიციირების უფლება აქვთ საკრებულოს წევრებს, კომისიებსა და ფრაქციებს, ქალაქ თბილისის მერს, აგრეთვე ქალაქ თბილისის არანაკლებ 3000 ამომრჩეველს, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერით.

3. ინიციირების უფლების გამოყენება ხდება საკრებულოში შესაბამისი აქტის პროექტის შეტანით. ინიციირების წესით შეტანილი საკითხის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს უახლოეს სხდომაზე.

4. საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება მის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

5. თუ ქალაქ თბილისის მერმა დააბრუნა საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად, საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში უყაროს კენჭი მერის შენიშვნებს. შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რომელიც ამ სახის აქტისათვის დადგენილია ამ კანონით. თუ შენიშვნები არ იქნება მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ მერისათვის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 17. საკრებულოს სხდომის ოქმი

1. საკრებულოს სხდომის ოქმში აღინიშნება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, სხდომაზე დამსწრეთა გვარები, განსახილველი და განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები.

2. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე.

3. საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3227-სსმI, №32, 06.07.2010წ., მუხ.197

    მუხლი 18. საკრებულოს კომისიები

1. საკრებულო თავისი შეხედულებისამებრ ქმნის არა უმეტეს 12 მუდმივმოქმედ კომისიას და საკრებულოს სარევიზიო კომისიას.

2. საკრებულო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი კომისიები.

3. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიათა წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

4. საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2000 წლის 15 სექტემბრის კანონი №497-სსმI, №32, 29.09.2000წ., მუხ.97

საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3227-სსმI, №32, 06.07.2010წ., მუხ.197

    მუხლი 19. საკრებულოს სარევიზიო კომისია

1. ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ორგანოების საფინანსო საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის სარევიზიო კომისიას.

2. სარევიზიო კომისია აკონტროლებს ადგილობრივი ორგანოების ადმინისტრირებიდან მისაღები შემოსულობების დროულობას და აღრიცხვას , გადასახდელების კანონიერებას და ქალაქ თბილისის ბიუჯეტთან მათ შესაბამისობას .

3. სარევიზიო კომისია საკრებულოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას სარევიზიო კომისია საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325

    მუხლი 191. საკრებულოს აპარატი

1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს აპარატის უფროსს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულო.

2. საკრებულოს აპარატის დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო.

3. საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და საკრებულოს აპარატის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსი.

4. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტითა და საკრებულოს აპარატის დებულებით.

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 20. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის სტატუსი

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ყველა ინფორმაციით , რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად ; სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს ქალაქ თბილისის მთავრობის , ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობათა სხდომებს ; შეკითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს , ქალაქ თბილისის მერს , ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელს , ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს მათგან შესაბამისი პასუხები . შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას . საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის უფლებამოსილება , საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით .

3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) თუ სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

დ) თუ შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

) თუ არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში , რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებზე და კომისიებში მუშაობას ;

ვ) თუ გარდაიცვალა;

ზ) საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1559-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.139

    მუხლი 21. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და რიგგარეშე არჩევნები

საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

ა) (ამოღებულია);

) საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით , ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში , ქალაქ თბილისის მერიის წინადადებით ან უამისოდ ;

გ) (ამოღებულია);

დ) რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

თავი III

ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 22. ქალაქ თბილისის მერი

1. ქალაქ თბილისის მერი (შემდგომში – მერი) არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. მერის არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

2. მერად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი მაინც და რომელიც არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.

21. მერზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა.

3. მერი:

ა) (ამოღებულია)

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსს, საქალაქო სამსახურების უფროსებს და ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლებს;

) (ამოღებულია);

დ) უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში, შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად. საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში უყაროს კენჭი მერის შენიშვნებს. თუ შენიშვნები არ იქნება მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ მერისათვის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. საკრებულოს ნორმატიული აქტები მიღებულად ითვლება და ქვეყნდება საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა;

ე) უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმართოს საქართველოს მთავრობას საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის წინადადებით;

) (ამოღებულია); 

ზ)(ამოღებულია);

) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს გამგებლების აქტები ;

1) ქალაქ თბილისის რაიონის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის რაიონის გამგეობის დებულებას;

ი) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თანხმობას აძლევს სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნა-განთავისუფლებაზე;

კ) ხელს აწერს ქალაქ თბილისის მერიის, მათ შორის, ქალაქ თბილისის მთავრობის, სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს ქალაქ თბილისს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

ლ) უფლებამოსილია მიმართოს ქალაქ თბილისის მოსახლეობას;

მ) ანიჭებს ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;

) კოორდინაციას უწევს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ;

1) წყვეტს საქალაქო მნიშვნელობის ეკონომიკურ, განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხებს, ამტკიცებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის გასატარებელ ღონისძიებებს;

2 ) ამტკიცებს ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებსა და გეგმებს ;

3 ) ამტკიცებს საქალაქო სამსახურების დებულებებს ;

4) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებსა და სამუშაო რეჟიმის დებულებას;

პ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ჟ) უძღვება მთავრობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს შორის; თავმჯდომარეობს მთავრობის სხდომებს; მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

რ) საკრებულოს წარუდგენს ქალაქ თბილისის ბიუჯეტის, აგრეთვე მასში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ს) ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებს;

ტ) (ამოღებულია).

4. მერი ვალდებულია საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგი-ნოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

5. მერი საკუთარ უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია ქალაქის მოსახლეობისა და საკრებულოს წინაშე. მერი ვალდებულია ყოველწლიურად წარდგეს ანგარიშით საკრებულოს წინაშე. ქალაქის საკრებულოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით მერი ვალდებულია წარდგეს რიგგარეშე ანგარიშით.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1537-სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.85

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243-სსმIV,22.02.2005წ., გვ.2

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2527-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.382

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №82 5 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1230 – ვებგვერდი, 02.10.2013წ.

     მუხლი 221. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

    მუხლი 23. ქალაქის მთავრობა

1. ქალაქ თბილისის მთავრობა (შემდგომ – მთავრობა) არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას, დედაქალაქის განვითარების სტრატეგიის, დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და შესრულებას.

2. მთავრობა შედგება: მერის, მისი პირველი მოადგილისა (ვიცე-მერისა) და მოადგილეების, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსებისაგან. ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში.

21 . მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს მერი, ხოლო მისივე დავალებით − მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან ერთ-ერთი მოადგილე.

3. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და ქალაქ თბილისის მერიის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

4. ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალი კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ქალაქ თბილისის მთავრობის შემადგენლობაში არ შედიან .

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 231 . მთავრობის უფლებამოსილებანი

მთავრობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;

ბ) მთავრობის წევრებისთვის დავალებების მიცემა მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და შესრულების მიზნით;

გ) ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და განხილვა, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება; საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენა და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;

დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობების განსაზღვრისა და გაუქმების, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზების შესახებ წინადადებების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოსათვის წარსადგენად;

ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი საკუთრების ფლობა, განკარგვა და მისით სარგებლობა;

1) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საპრივატიზებო პირობებისა და ფასის განსაზღვრა;

2 ) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აქციებისა და წილების სახელმწიფო სათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, თვითმმართველ ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;

ვ) მთავრობის რეგლამენტის, მასში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება და მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქალაქო სამსახურების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის (სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრება; მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამართული საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და მათთვის ქონების გადაცემა; ამხანაგობაში მონაწილეობა; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის სამოქმედო წესების განსაზღვრა;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი;

ი) მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური სახსრებისა და ქონების საკუთრებაში გადაცემა;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდების (დებულების) დამტკიცება, რომლითაც განისაზღვრება სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები;

ლ) (ამოღებულია - 06.09.2013, №1077);

მ) მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად კომისიების, საბჭოებისა და სხვა საკონსულტაციო ორგანოების შექმნა; მათი სამოქმედო დებულებების დამტკიცება;

ნ) დედაქალაქის შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ორგანიზება; საქალაქო არქივის შექმნა;

ო) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობისა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება;

პ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M 2  და M 3  კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების დადგენა და დამტკიცება;

ჟ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M 2  და M 3  კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების დადგენა და დამტკიცება;

რ) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის (ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, გამოყენება, გადამუშავება, სეპარაცია, გაუვნებლება და განთავსება) მომსახურების ორგანიზება;

ს) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის წესის განსაზღვრა;

ტ) დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, გარდა დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა, დამტკიცება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

1 ) ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების განვითარებისა და რეაბილიტაციის განხორციელებაში მონაწილეობა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა, მათ შორის, დედაქალაქის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების, მცირე არქიტექტურული ფორმების, ცალკეული არქიტექტურული დეტალების, დეკორატიული ელემენტების დამატება-მოწყობის საკითხების რეგულირება და აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

2) სოციალურ-კულტურული, განათლებისა და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება;

უ) (ამოღებულია25.05.2012, №6324) ;

1 ) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება და შესრულება;

2 ) დედაქალაქის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, შესრულება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

ფ) ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3499-სსმI, №35, 03.08.2006წ., მუხ.255

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №529-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ.213

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №541-სსმI, №34,04.12.2008წ., მუხ.220

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1559-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.139

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2949-სსმI, №23, 04.05.2010წ., მუხ.128

საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3773-სსმI, №63, 10.11. 2010წ., მუხ.400

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5856 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №82 5 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1077  – ვებგვერდი, 25.09.2013წ.

     მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

    მუხლი 25. მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები

1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები.

2. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) მერი ნიშნავს საკრებულოს შემადგენლობიდან.

3. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.

4. მერის მოადგილეები ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და მერს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას.

5. მერის დროებით არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), ხოლო მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) არყოფნის შემთხვევაში, ასევე მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) გადაწყვეტილებით − მერის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 251. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 26. საქალაქო სამსახურები

1. საქალაქო სამსახურები იქმნება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვის მიზნით.

2. საქალაქო სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით.

3. საქალაქო სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის ხელმძღვანელი. იგი იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მერის, საკრებულოს და მთავრობის გადაწყვეტილებათა საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

4. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მერის წინაშე.

5. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 26 1 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სისტემაში შემავალი ერთეულების საფინანსო კონტროლი და ზედამხედველობა

ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სისტემაში შემავალი ერთეულების საფინანსო კონტროლსა და ზედამხედველობას გეგმური ან / და თემატური რევიზიის მეშვეობით ახორციელებს შესაბამისი საქალაქო სამსახური .

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 27 1 . ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია

1. ქალაქ თბილისის მერიისა და მთავრობის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაცია . მერიის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სამსახურების მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის ადმინისტრაციის უფროსი .

3. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და სამსახურების დებულებებს ამტკიცებს მერი .

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128

    მუხლი 28. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების: საკრებულოს გადაწყვეტილების, მერის ბრძანების, მთავრობის დადგენილების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების : საკრებულოსა და მთავრობის დადგენილებების , საკრებულოს თავმჯდომარის , მერის , საკრებულოს აპარატისა და მერიის ადმინისტრაციის უფროსებისა და გამგებლების განკარგულებების , საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა ბრძანებების მომზადების , მიღების , გამოქვეყნების , მოქმედების , აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით , საქართველოს დედაქალაქის თბილისის საკრებულოს რეგლამენტით , ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა აქტებით .

4. მერი და გამგებელი ნორმატიულ აქტებს გამოსცემენ შესაბამისად მთავრობისა და გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ.

5. საკრებულოს, მერის, მთავრობისა და გამგებლის ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების შემდეგ.

6. მთავრობის სამართლებრივი აქტი მიიღება მთავრობის სხდომაზე, ხოლო მთავრობის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ასევე შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მთავრობის რეგ­ლა­მენ­ტით დადგენილი წესის შესა­ბამისად.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 29. ქალაქ თბილისის რაიონის გამგეობა

1. ქალაქ თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომში გამგეობა ) შედგება გამგებლის , მისი მოადგილეებისა და რაიონული სამსახურების ხელმძღვანელებისაგან .

2. გამგეობის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ თბილისის მერიის დებულებით.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

მუხლი 30. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი

1. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომში – გამგებელი) უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას; კოორდინაციას უწევს საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.

2. რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

3. გამგებელი თანამდებობრივად შედის მთავრობის შემადგენლობაში.

4. გამგებელი:

ა) ამოღებულია;

ბ) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის შემადგენლობას და წევრებს; უფლებამოსილია გამგეობის წევრებს დააკისროს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება გამგეობის ახალი წევრის დანიშვნამდე;

გ) უძღვება გამგეობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის; თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს;

დ) (ამოღებულია);

ე) ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო სამსახურს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს;

ვ) ხელს აწერს გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;

1 ) მოთხოვნის შესაბამისად მონაწილეობს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

2 ) პასუხისმგებელია რაიონისთვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის;

3 ) ამზადებს ინფორმაციას ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ და წარუდგენს ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს;

) ხელმძღვანელობს სამხედრო განყოფილების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას , მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და თავმჯდომარეობს გამწვევ კომისიას ;

ი) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. გამგებელს აქვს გადადგომის უფლება . რაიონის გამგებელი უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია მერის წინაშე .

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1537-სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.85

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 31. გამგებლის მოადგილეები

1. გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს 3 მოადგილისა.

2. გამგებელი თავის მოადგილეს ნიშნავს მერთან შეთანხმებით.

3. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას.

4. გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ გამგებელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, მისი დავალებით გამგებლის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 32. გამგეობის სამსახურები

1. გამგეობის სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უძღვებიან სამეურნეო კომპლექსისა და მოსახლეობის მომსახურების სხვადასხვა დარგების საქმიანობას.

2. გამგეობის სამსახურების საქმიანობას ხელმძღვანელობენ სამსახურების უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

3. გამგეობის სამსახურის მუშაობის ორგანიზება და კომპეტენცია განისაზღვრება გამგეობის დებულებით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 321 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება

1. მთავრობა ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ამტკიცებს მათ წესდებებს (დებულებებს), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას.

2. მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ/დელეგირებულ სხვა საქმიანობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მთავრობა უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვების გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით.

4. მთავრობა უფლებამოსილია თავის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა.

5. მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა.

51 . მთავრობა უფლებამოსილია თავის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს განუსაზღვროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და გაცნობის წესი და პირობები.

6. მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აფუძნებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ქონების გადაცემით. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემა შესაძლებელია სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, პირდაპირი განკარგვის გზით, უსასყიდლოდ. შესაძლებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემული ქონების მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დაბრუნება. მთავრობის თანხმობის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია უსასყიდლოდ გადასცეს ქონება ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს.

7. მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება კანონით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით).

8. მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში. საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს მერი.

9. მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში.

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №541-სსმI, №34,04.12.2008წ., მუხ.220

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1534-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.119

საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3773-სსმI, №63, 10.11. 2010წ., მუხ.400

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5856 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.

თავი IV

ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკური საფუძვლები

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 33. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკური საფუძვლები

ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკურ საფუძვლებს ქმნის თბილისის ქონება , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის ქონება , რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს თვითმმართველობას , აგრეთვე კანონით დადგენილი სხვა ქონება , რომელიც გათვალისწინებულია დედაქალაქის მოსახლეობის საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად .

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 34. მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაშია :

) თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა , გარდა კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონებაზე დამაგრებული მიწებისა , აგრეთვე ის მიწები , რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონება ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას ;

) თბილისის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე დამაგრებული მიწა ;

) თბილისის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა , გარდა კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ კატეგორიის მიწისა , რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია ;

) თბილისის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები .

2. ქალაქ თბილისის სარგებლობაში შეიძლება იყოს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთები და სხვა ბუნებრივი რესურსები , რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , თბილისის საჭიროებისათვის ან მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის გადაცემულია ქალაქის სარგებლობაში .

აქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5302-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.354

    მუხლი 341. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები

1. აკრძალულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების თვითნებური მოჭრა, დაზიანება, განადგურება და ამოძირკვა.

2 . ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის, ასევე მათი მოჭრის წესები განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.

3. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უზრუნველყოფს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საშეშე მერქნის გადაცემას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მთავრობის დადგენილების შესაბამისად. საშეშე მერქნის გადაცემაზე არ ვრცელდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.

საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3773-სსმI, №63, 10.11. 2010წ., მუხ.400

   მუხლი 342. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები

 1. აკრძალულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის.

2. დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებსა და სამუშაო რეჟიმის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები:

ა) იქმნება 2 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით;

ბ) მომსახურების ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს 9-საათიანი, 10-საათიანი ან 12-საათიანი, 2 დღის დასვენებით 5-დღიან სამუშაო კვირაში;

გ) უნდა ახორციელებდნენ საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ფიზიკური აღზრდის სპეციალურ პროგრამებს. პროგრამა შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის და მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ  შესაძლებლობათა განვითარებისა და მისი ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა სრულყოფისაკენ;

დ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი სასმელი წყლით, აგრეთვე ცხელი წყლით, კანალიზაციით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით;

ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით;

ვ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებით.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №82 5  – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

     მუხლი 35. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონება

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება:

ა) ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა;

ბ) სახელმწიფოს მიერ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება;

გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ან შეძენილი ქონება.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში შეიძლება იყოს: შენობა-ნაგებობები, აქციები და წილები, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, მრეწველობის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის საწარმოები, აგრეთვე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები, სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ინფორმაცია, სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების განსახორციელებლად და მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ობიექტები.

3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი საკუთრების ობიექტები შეიძლება მდებარეობდეს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც.

4. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონება, მისი შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2481-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.386

საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3773-სსმI, №63, 10.11. 2010წ., მუხ.400

    მუხლი 36. ქალაქ თბილისის საკუთრების შექმნის საფუძვლები

ქალაქ თბილისის საკუთრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იქმნება :

) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების გადაცემით ;

) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით ;

) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით , მათ შორის , ამ კანონით გათვალისწინებული გარიგებების დადების შემთხვევაში , აგრეთვე იმ ხდომილებათა შედეგად , რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო - სამართლებრივი შედეგების წარმოშობას ;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში .

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 37. საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები

ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებს , დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს საგარეო - ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაში , საექსპორტო ბაზრისა და წარმოების განვითარებაში .

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 38. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , საკრებულოს კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში განეკუთვნება :

ა) (ამოღებულია);

1) მერის წარდგინებით ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა;

) ისტორიულ - კულტურული ობიექტების გამოყენებისა და დაცვის წესების დადგენა ;

) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების იმ ობიექტების განსაზღვრა , რომელთა გასხვისებაც არ შეიძლება ;

) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების ობიექტებით სარგებლობის საფასურისა (საიჯარო ქირის ) და მიწის ნორმატიული ფასის ოდენობის განსაზღვრა ;

ე) მთავრობის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიული ზონირება და შესაბამისი ზონების საზღვრების დამტკიცება.

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში განეკუთვნება:

ა) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრა, პრივატიზება და მართვა, ამ ქონების დაცვა და მოვლა-პატრონობა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;

ბ) ადგილობრივი საკუთრების ქონების სარგებლობაში გადაცემა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;

გ) ადგილობრივი საკუთრების შექმნა, შეძენა და გასხვისება;

დ) ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირისათვის ან/და წარმომადგენლისათვის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის წარმოების, შიდა პროცედურების განსაზღვრა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით;

ე) პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო ფასისა) და საინვესტიციო ვალდებულებების (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო პირობებისა) შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხებზე იღებს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა;

ზ) ქალაქ თბილისის მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება;

თ) სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

ი) მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესების დამტკიცება.

3. მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირები თავად ან/და მესამე პირთა მეშვეობით აუქციონს ატარებენ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისათვის დადგენილი წესით და ქონების შემძენს საკუთრების უფლებას გადასცემენ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის განხორციელებისას მთავრობა ან მისი წარმომადგენელი/შუამავალი უფლებამოსილი არიან, ნებისმიერი დოკუმენტი მიიღონ, შეადგინონ ან/და გასცენ როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. წერილობითი ფორმითა და ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია მისი გამომცემი ორგანოს ოფიციალური ინტერნეტგვერდის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5302-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.354

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5645-სსმI, №48, 27.12.2007წ., მუხ.425

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №541-სსმI, №34,04.12.2008წ., მუხ.220

საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3773-სსმI, №63, 10.11. 2010წ., მუხ.400

საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5856 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.

    მუხლი 381. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5302-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.354

    მუხლი 39. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 40. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 41. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 42. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 43. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

თავი V

ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ფინანსური საფუძვლები

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 44. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა და საბიუჯეტო ურთიერთობები

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა და საბიუჯეტო ურთიერთობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია ფინანსური საქმისწარმოება (ბიუჯეტის პროექტის შედგენა, ბიუჯეტის შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და სხვა) განახორციელოს ელექტრონული ფორმით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით განხორციელებისას შექმნილ დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა მისი მატერიალური ფორმით ბეჭდვის, უფლებამოსილი პირის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5443 – ვებგვერდი, 20.12.2011წ.

    მუხლი 441 . ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროში

1. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროში ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება, რომლის განხორციელება მთავრობას შეუძლია:

ა) უშუალოდ საქალაქო სამსახურის მეშვეობით;

ბ) მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით;

გ) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის (ოპერატორების) მეშვეობით;

დ) ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით;

ე) მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენით.

2. მოსახლეობა და ორგანიზაციები ვალდებული არიან, მოქმედი წესის დაცვით თავად შეარჩიონ ოპერატორი იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს აცხადებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის“−„ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში . თბილისის მთავრობის მიერ ორგანიზებული მომსახურების მიღებაზე. აღნიშნული პირები თავისუფლდებიან დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან და მომსახურების საფასურს იხდიან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს.

4. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი დგინდება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული ნარჩენები ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნაგავსაყრელზე (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები.

6. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას ქ. თბილისის მთავრობას უფლება აქვს, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები თავის მიერვე დადგენილი წესით გადასცეს ქალაქში მოქმედ ოპერატორს ან სხვა მეწარმეს.

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3499-სსმI, №35, 03.08.2006წ., მუხ.255

საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4733 - ვებგვერდი, 22.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 79 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

     მუხლი 45. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1809-სსმI, №6(13), 04.03.1999წ., მუხ.25

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

    მუხლი 46. (ამოღებულია)

    მუხლი 47. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

    მუხლი 47 1 . (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

    მუხლი 47 2 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მერიას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს ისარგებლოს კრედიტებით .

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით , რომელთა საერთო მოცულობა წლის განმავლობაში არ აღემატება თბილისის მთავრობის შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებათა 10 პროცენტს .

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ოდენობის ზევით.

4. ქალაქ თბილისის მერიას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს, აიღოს ან/და გასცეს სესხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 473. (ამოღებულია)

  საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

    მუხლი 474 . ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტი, დამოუკიდებელი აუდიტი, შიდა აუდიტი და ინსპექტირება

1. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

2. საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელსაქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს  და ქვეყნდება საჯაროდ.

3. ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი და ინსპექტირება ხორციელდება „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქალაქ თბილისის მერიის დებულების შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5291 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6599 – ვებგვერდი, 13.07.2012წ.

    მუხლი 47 5 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი

1. საკრებულოს კომპეტენციას საბიუჯეტო სფეროში განეკუთვნება :

) ბიუჯეტის პროექტის განხილვა ;

) ბიუჯეტის დამტკიცება ;

გ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მერის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;

) ბიუჯეტის შესრულების კონტროლი ;

ე) მერის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება.

2. ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენციას საბიუჯეტო სფეროში განეკუთვნება:

ა) საფინანსო სფეროს მართვაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა;

ბ) ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისათვის/ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფინანსური საქმისწარმოების ინსტრუქციის განსაზღვრა;

გ) ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საკრებულოსათვის წარდგენა;

დ)     ბიუჯეტის შესრულება და საკრებულოსათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა.

3. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შეუძლია საკრებულოს მხოლოდ მერის წარდგინებით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5443 – ვებგვერდი, 20.12.2011წ.

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 48. ნორმატიული აქტები, რომელთა მიღებაც საჭიროა ამ კანონთან დაკავშირებით

ამ კანონთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნეს:

ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

ბ) საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება სახელმწიფო და ადგილობრივი საკუთრების გამიჯვნის შესახებ;

დ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ.

  მუხლი 481 .(ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317

    მუხლი 482. მერის და საკრებულოს არჩევნების თარიღის განსაზღვრა

2010 წელს მერის და საკრებულოს არჩევნები ტარდება არა უგვიანეს 1 ივნისისა.

    მუხლი 49. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

    მუხლი 49 1 . (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5302-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.354

თავი VI 1

2006 წლის 1 იანვრის შემდეგ ქალაქ თბილისში ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე ცალკეული საკითხების დროებითი სამართლებრივი რეგულირება

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 49 2 . ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსავალი და ხარჯები

1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი შეიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს .

2. ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. ბიუჯეტის ხარჯები იყოფა მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებად .

4. კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას დედაქალაქისა და მისი რაიონების მიხედვით .

5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების , რაიონების , სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის , თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს , ადგილობრივი მეურნეობის , მეცნიერების , განათლების , ჯანმრთელობის დაცვის , სოციალური უზრუნველყოფის , გარემოს დაცვის , საბინაო - კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების , აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას .

6. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში არსებობს მერის სარეზერვო ფონდი , საიდანაც სახსრები გამოიყოფა ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის , როგორიცაა მერიის გაუთვალისწინებელი ხარჯები . მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით . მერის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა ფონდის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად , მერის განკარგულებით , შესაბამისი (საფინანსო ) საქალაქო სამსახურის მიერ . სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯების საერთო ოდენობის 2 პროცენტს .

7. საკრებულოს საჭიროებისათვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა , თუ ეს იწვევს საბიუჯეტო ხარჯების ზრდას , ხდება საკრებულოს მოტივირებული შუამდგომლობით , მთავრობის მიერ . დადგენილების მიღებისას მთავრობა მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში .

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

    მუხლი 49 3 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით , რომელთა საერთო მოცულობა წლის განმავლობაში არ აღემატება თბილისის მთავრობის შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებათა 10 პროცენტს .

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოდენობის ზევით .

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

    მუხლი 49 4 . ქ. თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება

1. . თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ . თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გზით .

2. . თბილისის ბიუჯეტით საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად შესაძლებელია განხორციელდეს ამ ასიგნებების საერთო მოცულობის 10 პროცენტის ფარგლებში .

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საბიუჯეტო ორგანიზაციის ორგანიზაციულ კოდში მოქცეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს , ცალკეულ ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის .

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 50. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს ქალაქ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.

2. ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნები ჩატარდეს ამ კანონითა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 51. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1992 წლის 19 დეკემბრის №9 ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის – ქ. თბილისის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ“.

2. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №179(2879), 17 ივლისი, 1998 წელი).

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 20 თებერვალი.

№1254–IIს

43. 05/02/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 1958-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 42. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1230-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1077-Iს - ვებგვერდი, 25/09/2013 40. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 825-რს - ვებგვერდი, 06/08/2013 39. 22/03/2013 - საქართველოს კანონი - 379-IIს - ვებგვერდი, 04/04/2013 38. 29/06/2012 - საქართველოს კანონი - 6599-რს - ვებგვერდი, 13/07/2012 37. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 36. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6324-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 35. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5856-Iს - ვებგვერდი, 28/03/2012 34. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5443-IIს - ვებგვერდი, 111220012, 20/12/2011 33. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5291-IIს - ვებგვერდი, 111205018, 05/12/2011 32. 03/06/2011 - საქართველოს კანონი - 4733-Iს - ვებგვერდი, 110622012, 22/06/2011 31. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4521-Iს - ვებგვერდი, 110502022, 02/05/2011 30. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3773-IIს - სსმ, 63, 10/11/2010 29. 29/06/2010 - საქართველოს კანონი - 3227 - სსმ, 32, 06/07/2010 28. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2949 - სსმ, 23, 04/05/2010 27. 28/12/2009 - საქართველოს კანონი - 2518 - სსმ, 4, 20/01/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2481 - სსმ, 50, 31/12/2009 25. 28/12/2009 - საქართველოს კანონი - 2527 - სსმ, 49, 30/12/2009 24. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2184 - სსმ, 43, 16/12/2009 23. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1559 - სსმ, 24, 13/08/2009 22. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1534 - სსმ, 21, 03/08/2009 21. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 958 - სსმ, 41, 30/12/2008 20. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 951 - სსმ, 41, 30/12/2008 19. 21/11/2008 - საქართველოს კანონი - 541 - სსმ, 34, 04/12/2008 18. 21/11/2008 - საქართველოს კანონი - 529 - სსმ, 34, 04/12/2008 17. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5645 - სსმ, 48, 27/12/2007 16. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5464 - სსმ, 40, 03/12/2007 15. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5302 - სსმ, 31, 03/08/2007 14. 27/04/2007 - საქართველოს კანონი - 4687 - სსმ, 16, 07/05/2007 13. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4331 - სსმ, 1, 03/01/2007 12. 24/07/2006 - საქართველოს კანონი - 3499 - სსმ, 35, 03/08/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2563 - სსმ, 4, 18/01/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 01/07/2005 - საქართველოს კანონი - 1869 - სსმ, 41, 19/07/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 16/02/2005 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/213,243 - სსმ, 5, 22/02/2005 8. 24/02/2004 - საქართველოს კანონი - 3419 - სსმ, 7, 16/03/2004 7. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1537 - სსმ, 21, 12/07/2002 6. 15/09/2000 - საქართველოს კანონი - 497 - სსმ, 32, 29/09/2000 5. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 432 - სსმ, 24, 30/06/2000 4. 23/07/1999 - საქართველოს კანონი - 2339ა - სსმ, 40(47), 11/08/1999 3. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2093 - სსმ, 22(29), 16/06/1999 2. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 1991 - სსმ, 20(27), 09/06/1999 1. 19/02/1999 - საქართველოს კანონი - 1809 - სსმ, 6(13), 04/03/1999