„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5291-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111205018, 05/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010270000.05.001.016478
  • Word
5291-IIს
24/11/2011
ვებგვერდი, 111205018, 05/12/2011
010270000.05.001.016478
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14.03.1998,  გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ :

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალაქ თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფლება, კანონით დადგენილი წესით აირჩიო წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთშეთანხმებით შეიძლება გადანაწილდეს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს შორის.“.

3. 91  მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლებამოსილებები.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება გადაწყვეტილების მიღება ისეთ საკითხზე, რომელიც , კანონის თანახმად, არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და აკრძალული არ არის თვითმმართველი ერთეულისათვის.“.

4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1 “ ქვეპუნქტი:

„ძ1 ) საკრებულოს გადაწყვეტილების მიღება იმ საკითხზე , რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით;“.

5. 474  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 474 . ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტი, დამოუკიდებელი აუდიტი, შიდა აუდიტი და ინსპექტირება

1. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

2. საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება საქართველოს კონტროლის პალატას და ქვეყნდება საჯაროდ.

3. ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი და ინსპექტირება ხორციელდება „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქალაქ თბილისის მერიის დებულების შესაბამისად.“.

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5291- II