„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 03/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.002.375
  • Word
3499
24/07/2006
სსმ, 35, 03/08/2006
010.270.000.05.001.002.375
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 231 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:

„თ1) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის (ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, გამოყენება, გადამუშავება, სეპარაცია, გაუვნებლება და განთავსება) მომსახურების ორგანიზება;

2) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის წესის განსაზღვრა;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 მუხლი:

     „მუხლი 441. ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია ნარჩენების მართვის სფეროში

1. ნარჩენების მართვის სფეროში ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება, რომლის განხორციელება მთავრობას შეუძლია:

ა) უშუალოდ საქალაქო სამსახურის მეშვეობით;

ბ) მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით;

გ) ოპერატორის მიერ მომხმარებლებისათვის მომსახურების წესების დადგენით;

დ) ოპერატორსა და მომხმარებელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების დადგენით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქ. თბილისის მთავრობის მიერ შერჩეული ოპერატორის მომსახურების მიუღებლობისას მოსახლეობა და ორგანიზაციები ვალდებული არიან, თავად შეარჩიონ ოპერატორი მოქმედი წესების დაცვით.

3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურს ფიზიკური და იურიდიული პირები ანაზღაურებენ მოსაკრებლის, ტარიფის ან მომსახურების საფასურის გადახდით. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფს და მისი გადახდის წესს ადგენს საკრებულო. არ შეიძლება ერთსა და იმავე მომსახურებაზე მოსაკრებლის, ტარიფის ან მომსახურების საფასურის ერთდროულად დაწესება. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი არის რეგულირებადი ტარიფი (ფასი).

4. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი დგინდება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოპერატორის მიერ შეგროვებული ნარჩენები წარმოადგენს ქ. თბილისის ადგილობრივ საკუთრებას. მომსახურების სხვა ფორმით განხორციელების შემთხვევაში ქ. თბილისის ადგილობრივ საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ნაგავსაყრელზე (ქ. თბილისის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები.

6. ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას ქ. თბილისის მთავრობას უფლება აქვს, თავის საკუთრებაში არსებული ნარჩენები თავის მიერვე დადგენილი წესით გადასცეს ქალაქში მოქმედ ოპერატორს ან სხვა მეწარმეს.“.

    მუხლი 2.

ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ „დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვისა და ამ მიზნით ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის“ დამტკიცება.

    მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 ივლისი.

№3499–რს