საქართველოს საჰაერო კოდექსი

საქართველოს საჰაერო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 420.000.000.05.001.000.177
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
462
29/10/1996
პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996
420.000.000.05.001.000.177
საქართველოს საჰაერო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/12/2008 - 03/11/2009)

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსი

კარი I. ზოგადი დებულებები

თავი I. ძირითადი დებულებები

    მუხლი 1. გამოყენებული ტერმინების განმარტება

„აეროდრომი“– მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის.

„ადგილობრივი საჰაერო ხაზი“ – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით და წარმოადგენს საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ, საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილ დერეფანს საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში.

„აეროპორტი“ – საავიაციო საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს, საჰაერო ხომალდების მოძრაობის მომსახურებას და ამ მიზნით აქვს აეროდრომი, აეროვაგზალი, აგრეთვე სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს მომსახურე პერსონალი.

„აეროპორტის საზედამხედველო არე“ – ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შეზღუდული საჰაერო სივრცის ნაწილი, აეროპორტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე.

„ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი“ – ნებისმიერ თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე მეთაურის ან მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე, „ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის“ მოწმობის მფლობელი პილოტი.

„ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა“ – განსაკუთრებული მომზადების მქონე, კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატირების უფლების მიმნიჭებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები.

„ექსპლუატანტის სერტიფიკატი“ – სერტიფიკატი, რომელიც ექსპლუატანტს ანიჭებს უფლებას შეასრულოს გარკვეული კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა.

„კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა)“ – ფასით ან დაქირავებით მგზავრების, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად განხორციელებული საჰაერო ხომალდის ფრენა.

„მოწმობის აღიარება“ – ქმედობა, რომლის შედეგადაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობას საკუთარის თანაბარ ღირებულად აღიარებს.

„პილოტირება (მართვა)“ – ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მართვის ორგანოებით მანიპულირება.

„საავიაციო პერსონალი“ – საავიაციო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის განსაკუთრებული შემადგენლობა. იგი ყალიბდება სათანადოდ მომზადებული ავიასპეციალისტებისაგან, რომელთაც აქვთ ფრენის შესრულებისა და მომსახურების ნებართვა.

„საავიაციო საშუალებები“ – საჰაერო ხომალდები, აეროდრომები, აეროპორტები, მათი მოწყობილობები, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებები, საჰაერო ტრასებისა და ადგილობრივი საჰაერო ხაზების რადიოტექნიკური მოწყობილობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული სხვა საჰაერო საშუალებები.

„საავიაციო შემადგენლობა“ – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მეშვეობით განსახორციელებელ მიზნებს ემსახურება.

„საერთაშორისო აეროპორტი“ – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურებას და უზრუნველ-ყოფილია საბაჟო, სასაზღვრო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლით.

„სამოქალაქო ავიაცია“ – ავიაცია, რომელიც გამოყენების მიზნის მიხედვით, იყოფა სატრანსპორტო და საერთო დანიშნულების ავიაციად:

სამოქალაქო ავიაცია, რომელიც გამოიყენება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განსახორციელებლად, მიეკუთვნება სატრანსპორტო ავიაციას;

სამოქალაქო ავიაცია, რომელიც არ გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის, მიეკუთვნება საერთო დანიშნულების ავიაციას.

„სამუშაო დრო“ – დროის მონაკვეთი გაფრენისწინა მზადების დაწყებიდან ფრენის დამთავრებამდე (საჰაერო ხომალდის დაფრენიდან 30 წუთის შემდეგ). თუ ამ დროის განმავლობაში ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იყო არანაკლებ სამსაათიანი განუწყვეტელი დასვენებით (მათ შორის სათანადო პირობებში ძილის ჩათვლით), ეს უკანასკნელი სამუშაო დროდ არ ჩაითვლება.

„საპილოტაჟო არე“ – ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შეზღუდული, საგანგებოდ გამოყოფილი საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდების გამოსაცდელად, ეკიპაჟების საფრენოსნო წვრთნისათვის და ა. შ.

„საფრენოსნო დავალება“ – დადგენილი ფორმის საბუთი, რომელიც შეიცავს აუილებელ მონაცემებს ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და ფრენის მიზნის შესახებ.

„საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი“ – მოწმობის მქონე ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ფრენის დროის განმავლობაში საჰაერო ხომალდის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრია.

„საფრენოსნო სამუშაო“ – საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ეკიპაჟის მიერ ჩატარებული სამუშაო.

„საქართველოს ტერიტორია“ – მის სუვერენიტეტს დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები.

„საქართველოს საჰაერო სივრცე“ – სახმელეთო ტერიტორიისა და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლების თავზე არსებული სივრცე.

„სახელმწიფო ავიაცია“ – ავიაცია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო და საბაჟო სამსახურებში.

„საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი“ – საავიაციო საწარმო-საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელსაც თავის გამგებლობაში საკუთრების უფლებით, იჯარით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძველზე აქვს საჰაერო ხომალდი და რომელიც ფრენას ახორციელებს ექსპლუატანტის სერტიფიკატში მითითებული პირობების შესაბამისად.

„საჰაერო მოძრაობა“ – ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო ხომალდი.

„საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი)“ – დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, სადაც საჰაერო მოძრაობის ორგანო ახორციელებს თავის დანიშნულებას.

„საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები“ – თვითმფრინავები, შვეულმფრენები, დირიჟაბლები, პლანერები, საჰაერო ბუშტები, სამაშველო პარაშუტები, საფრენი აპარატები და სხვა საფრენად განკუთვნილი საშუალებები.

„საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო“ – სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო სივრცეში ჰაერნაოსნობაზე.

„საჰაერო ტრასა“ – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო სივრცეში უსაფრთხო ფრენის შესრულებისათვის განკუთვნილ, სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ დერეფანს და უზრუნველყოფილია აეროდრომებით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით.

„საჰაერო ხომალდი“ – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდებია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და სხვა საშუალებები,

„საჰაერო ხომალდის ეროვნულობა“ – საქართველოში ეროვნულად ითვლება ის საჰაერო ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრში.

„საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი“ – პირნი, რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას საჰაერო ხომალდის მართვა და მომსახურების განსაზღვრული მოვალეობები აკისრიათ.

„საჰაერო ხომალდის მეთაური“ – ფრენისას საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პილოტი.

„საჰაერო ხომალდის სახეობა“ – უმთავრესი მახასიათებლების საფუძველზე საჰაერო ხომალდების დაყოფა, მაგალითად: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, თავისუფალი აეროსტატი.

„სერტიფიკატი“ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები (საავიაციო სამუშაოები) ან/და ამ გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატითა და მისი დანართებით.

„საავიაციო სამუშაოები“ – საჰაერო ხომალდის გამოყენება ისეთი დარგების მომსახურებისათვის, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტოპოგრაფიული გადაღებები, პატრულირება, ძებნა, შველა და ა.შ..

„ფრენის გეგმა“ – საჰაერო ხომალდის დასახულ ფრენაზე ან მის ნაწილზე საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსათვის წარდგენილი სათანადო ცნობები.

„ფრენის დრო (ნაფრენი)“ – საერთო დრო აფრენის მიზნით საჰაერო ხომალდის გამწევი ძალის ხაზზე მოძრაობის დაწყებიდან ფრენის დამთავრებისას მის შეჩერებამდე.

„ფრენის დრო (ნაფრენი)“ – დრო საჰაერო ხომალდის ასაფრენად ძრავის ამუშავებიდან, დაფრენის შემდეგ მის გამორთვამდე.

„ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი“ – საბუთი, რომელიც ადასტურებს საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობას.

„ფრენისათვის აკრძალული არე“ – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების ფრენა აკრძალულია.

„ფრენისათვის სახიფათო არე“ – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ მონაკვეთებში შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენისათვის სახიფათო საქმიანობა.

„ფრენისათვის შეზღუდული არე“ – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების ფრენა შეზღუდულია გარკვეული პირობებით.

„ჩარტერი“ – ხელშეკრულება, რომელშიც ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს ერთი ან რამდენიმე რეისით მგზავრების გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნისათვის.

„ხელშემკვრელი სახელმწიფო“ – სხვა სახელმწიფოსთან საჰაერო სივრცით, აეროდრომებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით ერთობლივი სარგებლობის, აგრეთვე, სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ხელშეკრულების, შეთანხმების დამდები სახელმწიფო.

„ჰაერსანაოსნო ინფორმაცია“ – აეროდრომების მახასიათებლებთან და ფიზიკურ მდგომარეობასთან, აეროდრომების რაიონში მანევრირების წესებთან, საჰაერო ტრასებთან და მის რადიოელექტროტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებული შეტყობინება.

„ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული“ – სახელმწიფოს მიერ გამოშვებული და დამტკიცებული გამოცემა, რომელიც შეიცავს ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო ხომალდის ფრენის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან გრძელვადიან ჰაერსანაოსნო ინფორმაციას.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

    მუხლი 2. კოდექსის მიზანი

საქართველოს საჰაერო კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ავიაციის საქმიანობის სამართლებრივ მოწესრიგებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასა და საავიაციო საქმიანობის სხვა სახეობებში.

    მუხლი 3. კოდექსის მოქმედების არე

საქართველოს საჰაერო კოდექსის მოქმედება ვრცელდება:

1. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ყველა საჰაერო – სატრანსპორტო საშუალებაზე (შემდგომში – საჰაერო ხომალდები), მიუხედავად საკუთრების ფორმისა, უწყებრივი დაქვემდებარებისა და ეროვნულობისა;

2. საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო საქმიანობით დაკავებულ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე;

3. საქართველოს საჰაერო ხომალდებზე, მათი უცხო სახელმწიფოში ყოფნის დროს, თუ ამ სახელმწიფოს კანონები სხვა ნორმებს არ ითვალისწინებს;

4. ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, რომელთა საქმიანობამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს საჰაერო ხომალდის ფრენაზე.

    მუხლი 4. კანონმდებლობა საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის შესახებ

1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა რეგულირდება ამ კოდექსით და მის საფუძველზე მიღებული სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. საჰაერო სივრცით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე.

    მუხლი 5. საქართველოს სუვერენიტეტი მის საჰაერო სივრცეზე

1. საქართველო ფლობს სრულ და განსაკუთრებულ სუვერენიტეტს საკუთარი ტერიტორიის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეზე.

2. საქართველოს ტერიტორია არის მის სუვერენიტეტს დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები.

3. საქართველოს საჰაერო სივრცე არის სახმელეთო ტერიტორიისა და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლების თავზე არსებული სივრცე.

    მუხლი 6. ავიაციის გამოყენება საქართველში

1. საქართველოს ავიაცია იყოფა სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციად.

2. საქართველოს ავიაცია გამოიყენება:

ა) მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად;

ბ) სპეციალური საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად;

გ) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სანიტარიულ ღონისძიებათა განსახორციელებლად;

დ) საძებნ-სამაშველო და საავარიო-სამაშველო საქმიანობისათვის;

ე) ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოებისათვის;

ვ) სასწავლო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო-სავაჭრო ღონისძიებების განსახორციელებლად და ტექნიკური შემოქმედების განსავითარებლად;

ზ) იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;

თ) სახელმწიფო უშიშროების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად;

ი) საპოლიციო და საბაჟო ამოცანების გადასაწყვეტად.

კ) სხვაგვარი საქმიანობის და მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

    მუხლი 7. საავიაციო საშუალებებზე საკუთრების უფლება

საქართველოში საავიაციო საშუალებები შეიძლება იყოს სახელმწიფო, იურიდიული და ფიზიკური პირების (მათ შორის, უცხო სახელმწიფოს) საკუთრება, გარდა საჰაერო ტრასებისა, ადგილობრივი საჰაერო ხაზებისა, თვითმფრინავების ფრენის მართვის სისტემებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ-დასაფრენი ზოლებისა, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლის ის კანონი № 5300 - სსმ I, № 31 , 03 .0 8 .200 7 წ., მუხ. 352

            თავი II. საავიაციო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და რეგულირება

    მუხლი 8. საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენცია

1. საავიაციო დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის რეგულირებას კანონით მინიჭებულ ფარგლებში ახორციელებს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია).

3. სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ამ ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 9. საავიაციო საქმიანობის ნორმატიული აქტები

1. საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოსცემენ საავიაციო საშუალებების ყველა მფლობელისა და მომხმარებლისათვის სავალდებულო წესებს, მითითებებს, ინსტრუქციებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს, რომლებიც არეგულირებს როგორც საავიაციო საქმიანობას, ისე საავიაციო საშუალებების წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხებს.

2. სხვა სამინისტროებისა და უწყებების ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც გათვალისწინებულია აფეთქება, სროლა, მაღლივი კორპუსებისა და მოწყობილობების მშენებლობა, ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი, რადიოდაბრკოლებების შექმნა და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობისათვის სხვა სახიფათო სამუშაოების შესრულება, უნდა შეთანხმდეს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოებთან.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

   თავი III. საჰაერო სივრცე

    მუხლი 10. ფრენისა და სხვაგვარი საქმიანობის უფლება

საქართველოს საჰაერო სივრცეში ხორციელდება როგორც საჰაერო ხომალდების ფრენა, ასევე ამ სივრცით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვაგვარი საქმიანობა (სხვა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების გაშვება, საარტილერიო სროლა, ფეთქებადი სამუშაოების წარმოება და ა.შ.) იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ კოდექსისა და მის საფუძველზე შემუშავებული სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნები.

    მუხლი 11. საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზება

საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებას, ფრენისა და საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობის კოორდინირებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 12. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა

1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ ძირითად ელემენტებს:

ა) საჰაერო ტრასები, ადგილობრივი საჰაერო ხაზები, სწორხაზოვანი მარშრუტები, ადგილობრივი საჰაერო ხაზებისა და საჰაერო ტრასების ფარგლებს გარეთ ფრენის მუდმივი მარშრუტები;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი საჰაერო დერეფნები;

გ) აეროდრომების რაიონები, აეროკვანძები, პოლიგონები და საპილოტაჟო არეები;

დ) ფრენისათვის შეზღუდული არეები;

ე) ფრენისათვის სახიფათო არეები;

ვ) ფრენისათვის აკრძალული არეები.

2. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. ინფორმაცია საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის შესახებ შეიტანება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულებში და აისახება ჰაერსანაოსნო რუკებზე.

    მუხლი 13. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები

1. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები ექვემდებარება რეგისტრირებას ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესით.

2. ინფორმაციას საჰაერო ტრასითა და ადგილობრივი საჰაერო ხაზით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ ადმინისტრაცია აწვდის საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, რისთვისაც გამოიყენება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გავრცელების არხების სისტემა.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 14. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბება

1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას აყალიბებს ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ეს სტრუქტურა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წინადადებები საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ შეიძლება შეიმუშაონ სხვა დაინტერესებულმა სამინისტროებმა, უწყებებმა, სახელმწიფო ორგანოებმა და ორგანიზაციებმა, თუ ეს აუცილებელია მათი საქმიანობის განსახორციელებლად, ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად.

3. თითოეული წინადადება საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ უნდა შეთანხმდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე იმ სამხედრო უწყებებთან, რომელთა ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს იგი, და უნდა წარედგინოს ადმინისტრაციას.

4. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბებისას მხარეთა შორის უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში დავას განიხილავს შემთანხმებელი კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს პრეზიდენტთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, და მის საქმიანობაში მონაწილეობენ დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები. თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, დავას განიხალავენ სასამართლო ორგანოები.

5. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ცვლილებებთან დაკავშირებულ მატერიალურ ხარჯებს ანაზღაურებენ ამ ცვლილებებით დაინტერესებული ორგანოები და ორგანიზაციები.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 15. შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცის გამოყენების რეგულირება

საქართველოს ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცეში ხომალდების ფრენის მომსახურების წესს, საჰაერო ტრასების, საჰაერო მოძრაობის მართვის არეებს და საზღვრებს ადგენს ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოსა და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებს შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების საფუძველზე დადებული შეთანხმებების შესაბამისად.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 16. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უპირატესი უფლებები

საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის დაგეგმვა და კოორდინირება ხორციელდება უპირატესი უფლებების გათვალისწინებით, შემდეგი თანამიმდევრობით:

1. საჰაერო ხომალდების ფრენა საბრძოლო და ოპერატიული დავალებების შესასრულებლად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით;

2. საჰაერო ხომალდების ფრენა და სხვა სახის საავიაციო სამუშაოები, რომლებიც სრულდება სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ავარიების, ავარიული ვითარების დროს, როცა საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

3. საჰაერო ხომალდების ფრენა, რომელიც სრულდება სპეციალური რეისების დებულების შესაბამისად;

4. განრიგით გათვალისწინებული ფრენა, რომელიც სრულდება საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე;

5. განრიგით გათვალისწინებული ფრენა;

6. საცდელი და ექსპერიმენტული ფრენა;

7. არარეგულარული საჰაერო გადაზიდვა და სხვა საავიაციო სამუშაოების შესრულება;

8. სასწავლო და საწვრთნელი ფრენა;

9. ფრენა ან საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობა, რომლის შესრულებაც დაკავშირებულია სადემონსტრაციო, სპორტული და სხვა ღონისძიებების მოწყობასთან;

10. ფრენა ან საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან.

    მუხლი 17. ჰაერსანაოსნო და საინფორმაციო მომსახურების გადასახდელი

1. ჰაერსანაოსნო და საინფორმაციო მომსახურების გადასახდელის ოდენობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოს სახელმწიფო ავიაცია;

ბ) საჰაერო ხომალდები, რომლებიც სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და ავარიების დროს მონაწილეობენ ადამიანების, სახელმწიფო და კერძო ქონების გადარჩენაში.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

    მუხლი 18. რადიოკავშირის ენა საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას

საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებსა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟებს შორის რადიოკავშირი ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ენაზე.

    მუხლი 19. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის ჰაერსანაოსნო ინფორმაცია

საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის ჰაერსანაოსნო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისათვის და ქვეყნდება სათანადო კრებულში. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შედგენასა და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 20. საჰაერო მოძრაობის მართვის მიზნით კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა

საქართველოს სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს საჰაერო სივრცით, ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირგაბმულობა საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებთან.

კარი II. საავიაციო საშუალებები და საავიაციო პერსონალი

თავი IV. საჰაერო ხომალდები

    მუხლი 21. საჰაერო ხომალდების კლასიფიცირება

1. საჰაერო ხომალდები იყოფა სამოქალაქო, სახელმწიფო და ექსპერიმენტულ ხომალდებად.

2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც შეტანილია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.

3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.

4. საჰაერო ხომალდი არის ექსპერიმენტული, თუ იგი გამოიყენება საცდელი, ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევითი ფრენის შესრულების მიზნით.

    მუხლი 22. საჰაერო ხომალდების რეგისტრირება

1. ფრენისათვის ვარგისი ყველა საჰაერო ხომალდი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრირებას სათანადო მოწმობის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემით.

2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.

3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ჩაიწერება ის ხომალდები, რომლებსაც აქვთ ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი.

4. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს ადმინისტრაცია და მათ საფუძველზე ახორციელებს ხომალდების რეესტრის აღრიცხვას.

5. (ამოღებულია).

6. სახელმწიფო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.

7. სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრს აწარმოებს, მათი რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

8. სახელმწიფო რეგისტრირების სერტიფიკატის მისაღებად საჰაერო ხომალდის მესაკუთრე იხდის სახელმწიფო ბაჟს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.

9. ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდები სახელმწიფო რეესტრში არ რეგისტრირდება. ისინი აღირიცხება იმ ორგანიზაციებში, სადაც სათანადო საცდელ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევით ფრენას ახორციელებენ.

10. არასამრეწველო ხერხით დამზადებული, არა უმეტეს ათასი კილოგრამი მასის მქონე საჰაერო ხომალდები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრირებას საავიაციო სპორტის შესაბამის უწყებაში.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 23. საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება

1. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდი ამოიღება:

ა) ფრენისათვის უვარგისობის გამო საჰაერო ხომალდის ჩამოწერისას;

ბ) უცხო სახელმწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის საჰაერო ხომალდის მიყიდვისას;

გ) უცხო სახელმწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის იჯარით აღებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებისას;

დ) საჰაერო ხომალდის უკვალოდ დაკარგულად გამოცხადებისას;

ე) ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით დაიშვება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან იმ საჰაერო ხომალდების ამოღება, რომლებიც ვადიან სარგებლობაში გადაეცემა უცხო სახელმწიფოს, მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს.

2. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდის ამოღებისას მასზე გაცემული სარეგისტრაციო სერტიფიკატი კარგავს იურიდიულ ძალას.

    მუხლი 24. საჰაერო ხომალდის ეროვნულობა

1. საქართველოში ეროვნულად ითვლება ის საჰაერო ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრში.

2. საჰაერო ხომალდი არ შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ერთზე მეტ სახელმწიფოში.

3. დავა საჰაერო ხომალდის ეროვნულობის შესახებ შეიძლება გადაწყდეს დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის მიღწეული შეთანხმებით ან საერთაშორისო სამედიატორო სასამართლოს მეშვეობით.

    მუხლი 25. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის უფლება

1. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხორციელდება საქართველოში დაწესებულ ფრენის ნორმებთან მათი შესაბამისობის დადგენის შემდეგ, რაც დასტურდება სათანადო სერტიფიკატით.

2. საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დადგენილი წესით.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

    მუხლი 26. საჰაერო ხომალდისათვის აუცილებელი საბუთები

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდი საფრენად არ დაიშვება, თუ არ არის შემდეგი საბუთები:

ა) სახელმწიფო რეგისტრირების სერტიფიკატი;

ბ) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი;

გ) საბორტო რადიოსადგურით სარგებლობის ლიცენზია, თუ ხომალდი აღჭურვილია რადიოაპარატურით;

დ) საბორტო ჟურნალი;

ე) სერტიფიკატი ეკიპაჟის თითოეულ წევრზე;

ვ) მგზავრთა გადაყვანისას–მათი გვარების სია, გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტების მითითებით;

ზ) ტვირთის გადაზიდვისას–მანიფესტი და ამომწურავი დეკლარაცია ტვირთის შესახებ.

2. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დამატებით შეიმუშაოს და გამოსცეს იმ საბუთების ნუსხა და ფორმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს საჰაერო ხომალდზე ფრენის დანიშნულებისა და მიზნების შესაბამისად.

3. ადმინისტრაციას უფლება აქვს, არა უმეტეს 1000 კილოგრამი მასის კონსტრუქციის საჰაერო ხომალდისათვის სანორმატივო მოთხოვნების შემუშავებისას, ზემოთ აღნიშნული ნუსხიდან დაუშვას გამონაკლისი.

4. სახელმწიფო და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე უნდა ინახებოდეს ის საბუთები, რომლებიც გათვალისწინებულია მათი მფლობელების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 27. საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი ნიშნები

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდს სახელმწიფო რეესტრში შეტანისას ენიჭება სარეგისტრაციო და ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშნები, რომლებიც დადგენილი წესით აღინიშნება საჰაერო ხომალდის გარე ზედაპირზე.

2. რეგისტრირებისა და ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშნების გარდა, საჰაერო ხომალდზე შეიძლება აღინიშნოს სიმბოლოები, ემბლემები და წარწერები, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრირების წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. საქართველოს სამოქალაქო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს ადმინისტრაცია.

4. საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4.200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 28. მოსახმობი რადიოსიგნალი

მოსახმობი რადიოსიგნალი მიეცემა საქართველოს საჰაერო ხომალდს, რომელსაც აქვს რადიოკავშირის მოწყობილობა.

თავი V. საავიაციო პერსონალი

    მუხლი 29. საავიაციო პერსონალის შემადგენლობა

საავიაციო პერსონალის შემადგენლობის სპეციალობათა ნუსხას შესაბამისად განსაზღვრავენ:

ა) ადმინისტრაცია – სამოქალაქო ავიაციის პერსონალისათვის;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – სახელმწიფო ავიაციის პერსონალისათვის.

  საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 30. საავიაციო პერსონალზე მოწმობის გაცემა

1. საავიაციო პერსონალს უფლება აქვს შეასრულოს ფრენა და გასწიოს მომსახურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ან აღიარებული მოწმობის (სერტიფიკატის) საფუძველზე.

2. საავიაციო წესებს შეიმუშავებენ:

ა) სამოქალაქო ავიაციის სფეროში – ადმინისტრაცია;

ბ) სახელმწიფო ავიაციის სფეროში – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

3. საავიაციო პერსონალმა საქმიანობის განხორციელებისას თან უნდა იქონიოს მოწმობა (სერტიფიკატი), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ წესებს.        

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 31. საავიაციო პერსონალის მომზადება

საავიაციო პერსონალის მომზადება ხორციელდება სასწავლო დაწესებულებებში, რომლებსაც აქვთ სათანადო სერტიფიკატი და ლიცენზია.

    მუხლი 32. უცხო სახელმწიფოების მიერ საავიაციო პერსონალზე გაცემული მოწმობის (სერტიფიკატის) ცნობა

უცხო სახელმწიფოების მიერ საავიაციო პერსონალზე გაცემული მოწმობა (სერტიფიკატი) შეიძლება მოქმედებდეს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ არსებობს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება საავიაციო პერსონალის მოწმობის (სერტიფიკატის) ურთიერთცნობის შესახებ.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

    მუხლი 33. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი

1. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი შედგება მეთაურის, საფრენოსნო შემადგენლობის პირებისა და მომსახურე პერსონალისაგან.

2. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები. რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, ვალდებული არიან ფლობდნენ სახელმწიფო ენას.

3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს ეკრძალება მფრინავთა არასრული შემადგენლობით ფრენა, გარდა საომარი მდგომარეობით გამოწვეული განსაკუთრებული შემთხვევებისა.

4. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა განისაზღვრება კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატირების სახელმძღვანელოს საფუძველზე.

5. საცდელი ფრენისას ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემადგენლობას განსაზღვრავენ საჰაერო ხომალდის შემქმნელები.

    მუხლი 34. ეკიპაჟის წევრების მოქალაქეობა

1. საქართველოს სახელმწიფო და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაიშვას გამონაკლისი ამ მოთხოვნიდან.

2. ეს წესი მოქმედებს საქართველოს იურიდიულ პირთა მიერ უცხო სახელმწიფოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროსაც.

    მუხლი 35. საჰაერო ხომალდის მეთაური

1. საჰაერო ხომალდის მეთაური არის პილოტი, რომელიც ფრენის შესრულების დროს პასუხს აგებს საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის.

2. საჰაერო ხომალდის მეთაურს უნდა ჰქონდეს პილოტის სერტიფიკატი, აგრეთვე – კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის დამოუკიდებელი მართვისა და ეკიპაჟის ხელმძღვანელობისათვის საჭირო მომზადება და გამოცდილება საავიაციო წესების შესაბამისად.

3. ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მეთაურის განკარგულება შესასრულებლად სავალდებულოა ხომალდზე მყოფი ყველა პირისათვის.

4. საჰაერო ხომალდის იძულებითი დაფრენის შემთხვევაში, მისი მეთაური, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მოსვლამდე, ხელმძღვანელობს ხომალდზე მყოფ პირთა მოქმედებას.

5. ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფ შემმოწმებელს, რომელსაც აქვს პილოტი–ინსტრუქტორის კვალიფიკაცია და იკავებს პილოტის ადგილს, ენიჭება ეკიპაჟის მეთაურის უფლებამოსილება.

    მუხლი 36. საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებები

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაური უფლებამოსილია:

ა) მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება აფრენის, ფრენის, დაფრენის, აგრეთვე ფრენის შეწყვეტისა და სათადარიგო აეროდრომზე ან აეროდრომის ფარგლებს გარეთ დაფრენის შესახებ;

ბ) ფრენისათვის აშკარა საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ფრენის შესრულებისას საწვავის დაცლის, ტვირთის, საფოსტო გზავნილებისა და ბარგის გადმოყრის შესახებ;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გასცეს ბრძანებები ფრენის დროს ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიმართ;

დ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან მის განკარგულებებს და მათი ქმედობა საფრთხეს უქმნის ფრენას. მეთაურს უფლება აქვს უახლოეს აეროდრომზე დაფრენისთანავე, გადასცეს ეს პირები სათანადო ორგანოებს;

ე) შეცვალოს ფრენის მარშრუტი, გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი და დაფრინდეს უცხო სახელმწიფოს აეროდრომზე, თუ არსებობს უსაფრთხო ფრენის, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საშიშროება, რაც გამოწვეულია სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევით;

ვ) იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ნდობით აღჭურვილი პირი, მისი სახელით დადოს ხელშეკრულებები დავალების შესრულების, ფრენის უსაფრთხოების, საჰაერო ხომალდის შენარჩუნების, მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობების გათვალისწინებით;

ზ) ფრენის დროს ექსტრემალურ ვითარებაში, ადამიანთა სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სათანადოდ არ დაიცვას ფრენის წესები და ეკიპაჟის მოქმედების წარმმართველი ნორმატიული აქტების მოთხოვნები;

თ) არ დაემორჩილოს საჰაერო მიმოსვლის მეთვალყურის ბრძანება-მითითებებს, თუ მიიჩნევს, რომ მათი შესრულება საფრთხეს უქმნის ფრენას. ამის თაობაზე იგი ვალდებულია აცნობოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს.

2. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თავი VI. აეროდრომები და აეროპორტები

    მუხლი 37. აეროდრომებისა და აეროპორტების კლასიფიცირება

საუწყებო დაქვემდებარების მიხედვით, აეროდრომები იყოფა სამოქალაქო ავიაციის, სახელმწიფო ავიაციისა და ექსპერიმენტული ავიაციის აეროდრომებად.

    მუხლი 38. აეროდრომების და აეროპორტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია

1. საკვლევ-საძიებო სამუშაოების ჩატარება, აეროდრომების დაპროექტება, მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. აეროდრომების და აეროპორტების მშენებლობა-რეკონსტრუქციისათვის საჭირო ტერიტორია გამოიყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 39. აეროდრომებისა და აეროპორტების სერტიფიცირება და საექსპლუატაციოდ გადაცემა

1. აეროდრომის ექსპლუატირება დაიშვება სახელმწიფო რეგისტრირების გავლისა და აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ.

2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების (აეროპორტების) სერტიფიცირების წესს შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაცია.

3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომები საექსპლუატაციოდ გადაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 40. აეროდრომების რეგისტრირება

1. საქართველოს აეროდრომები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრირებას. აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრირების შემდეგ აეროდრომების მონაცემები შეიტანება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.

2. აეროდრომი რეესტრიდან ამოიღება მისი გაუქმების ან ექსპლუატაციიდან მოხსნის შემთხვევაში.

3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებს რეგისტრაციაში ატარებს ადმინისტრაცია, ხოლო სახელმწიფო აეროდრომებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

4. სახელმწიფო რეესტრიდან აეროდრომის ამოღების დღიდან მისი სარეგისტრაციო სერტიფიკატი კარგავს იურიდიულ ძალას, ხოლო მფლობელი – აეროდრომის გამოყენების უფლებას. ამასთან, აეროდრომის მონაცემები ამოიღება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულებიდან.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 41. ობიექტების მშენებლობა აეროდრომების განლაგების რაიონში

1. აეროდრომების განლაგების რაიონში შენობების, ნაგებობების, კავშირგაბმულობის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ობიექტების განთავსებისას მათი მფლობელები ვალდებული არიან, ეს საკითხი შეათანხმონ იმ პირთან, რომელსაც აეროდრომი ეკუთვნის, და სამუშაოები აწარმოონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.

2. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც არღვევენ აეროდრომების განლაგების რაიონში ობიექტების მშენებლობის წესებს, ვალდებული არიან, აეროდრომის მფლობელის მოთხოვნით, ახალმშენებლობანი შეუსაბამონ დადგენილ ნორმებს ან საკუთარი სახსრებით აიღონ ობიექტები.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

    მუხლი 42. შენობებისა და ნაგებობების ნიშანდება

აეროდრომების რაიონში შენობების, ნაგებობების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების, რადიოტექნიკური საშუალებებისა და სხვა ობიექტების მფლობელები ვალდებული არიან საკუთარი სახსრებით განათავსონ მათზე სადღეღამისო ნიშნები და მოწყობილობები. აეროდრომების რაიონში აკრძალულია აეროდრომის ნიშნებისა და მოწყობილობების მსგავსი სხვა რაიმე ნიშნებისა და მოწყობილობების განლაგება.

    მუხლი 43. აეროპორტის კავშირი ქალაქებსა და დასახლებულ ადგილებთან

1. უახლოეს ქალაქებსა და დასახლებულ ადგილებთან აეროპორტს უნდა ჰქონდეს როგორც სატრანსპორტო მიმოსვლა, ასევე საფოსტო, სატელეფონო, სატელეგრაფო და სხვა სახეობის კავშირი.

2. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ აეროპორტებთან მისასვლელი გზების კეთილმოწყობას, ექსპლუატირებასა და მათზე შეუფერხებელ სატრანსპორტო მოძრაობას.

კარი III. საჰაერო ხომალდების ფრენის საფუძვლები

თავი VII. საჰაერო ხომალდების ფრენა

     მუხლი 44. ფრენის წესები

1. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მიერ ფრენის შესრულების წესებს ავიაციის სახეობის მიხედვით ადგენს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო.

    2. საჰაერო ტრასებზე, ადგილობრივ საჰაერო ხაზებსა და სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებზე სხვადასხვა სახეობის ავიაციის საჰაერო ხომალდების ფრენა ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

     მუხლი 45. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების საფრენად დაშვება

საქართველოს საჰაერო სივრცეში საფრენად დაიშვება ის საჰაერო ხომალდი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო და ამოსაცნობი ნიშნები, რომელიც სათანადოდ არის მომზადებული და რომელზედაც ინახება საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ორგანოების მიერ დადგენილი ყველა აუცილებელი საბუთი. აღნიშნულმა ორგანოებმა შეიძლება დაუშვან ამ წესიდან გამონაკლისი ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდებისა და იმ ხომალდებისათვის, რომლებიც სახელმწიფო რეგისტრირებას არ საჭიროებს.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

    მუხლი 46. ფრენის ნებართვა. საფრენოსნო დავალება

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით, საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს ნებართვის საფუძველზე.

2. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით, სამხედრო საჰაერო ძალების ცენტრალური სახელმძღვანელო პუნქტის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.

3. ფრენის გეგმიდან გადახვევა დაიშვება შესაბამისი ორგანოს თანხმობით ან ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

  4. ძირითადი საბუთი, რომელიც განსაზღვრავს ფრენის მიზანს, ამოცანასა და მარშრუტს, არის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება. ამ საბუთის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრ ის კანონი № 850 - სსმ I, № 40 , 29 . 12 .200 8 წ., მუხ. 276

    მუხლი 47. საჰაერო ხომალდის ფრენისას გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება

1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება ეძლევა იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ხმაურისა და გარემოში ძრავის გამონაბოლქვის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.

2. აეროდრომების მფლობელები, ექსპლუატანტები, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი ვალდებული არიან დედამიწის ზედაპირზე და საჰაერო სივრცეში ხომალდების ექსპლუატირების დროს მინიმუმამდე შეამცირონ ხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაური.

3. შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, აეროპორტის მფლობელებს მოსთხოვონ საჰაერო ხომალდის აფრენისა და დაფრენის ეტაპებზე მინიმალური სიმაღლისა და დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთებში ფრენის შეზღუდვა და ფრენის მარშრუტის შეცვლა.

4. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების ზებგერითი სიჩქარით ფრენა დაიშვება ისეთ სიმაღლეზე, რაც გამორიცხავს გარემოზე მის უარყოფით ზემოქმედებას. საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ ბგერითი ზღუდის გადალახვა აკრძალულია.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

    მუხლი 48. ფრენა დასახლებულ ადგილებზე. სადემონსტრაციო ფრენა

1. დასახლებულ ადგილებზე ფრენა დასაშვებია ისეთ სიმაღლეზე, რომელიც საშუალებას იძლევა, ხომალდის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დაფრენა დასახლებული ადგილის ფარგლებს გარეთ. ამ წესიდან გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განლაგება არ იძლევა საჰაერო ხომალდის აფრენისა და დასაფრენად შესვლის საშუალებას დასახლებულ ადგილზე გადაუფრენლად.

2. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის წესს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

   3. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 49. ფრენის წესების დამრღვევი საჰაერო ხომალდი

საჰაერო ხომალდი, რომელიც უნებართვოდ შემოფრინდება საქართველოს საჰაერო სივრცეში ან დაარღვევს საჰაერო სივრცის გამოყენების სხვა წესებს, ითვლება დამრღვევ საჰაერო ხომალდად და, გაფრთხილების უგულებელყოფის შემთხვევაში, შეიძლება იძულებით იქნეს დაფრენილი. დამრღვევი საჰაერო ხომალდი სათანადო ბრძანების მიღებისთანავე ვალდებულია დაფრინდეს მითითებულ ადგილზე.

    მუხლი 50. რადიოკავშირი ფრენის დროს

1. რადიოკავშირის მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი (ან პილოტი, თუ ეკიპაჟი შედგება ერთი პირისგან) ვალდებულია უზრუნველყოს ეთერის განუწყვეტელი მოსმენა რადიოკავშირის დადგენილ სიხშირეებზე, რომლებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.

2. ეკიპაჟსა (პილოტსა) და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს შორის ორმხრივი რადიოკავშირის წესი და რადიოინფორმაციის გაცვლის ფრაზეოლოგია განისაზღვრება საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოცემული საბუთებით.

3. ორმხრივი რადიოკავშირის დარღვევის შემთხვევაში, ეკიპაჟი (პილოტი) ვალდებულია მიიღოს ზომები მის აღსადგენად. თუ ეს შეუძლებელია, ეკიპაჟი (პილოტი) ვალდებულია გადავიდეს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში აღწერილ ფრენის განსაკუთრებულ პროცედურაზე, რომელსაც აწესებს საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

    მუხლი 51. სამუშაო და ფრენის დროის ნორმები

1. სამოქალაქო ავიაციის სამუშაო და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს ავიასაწარმოების ადმინისტრაცია ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, საფრენოსნო ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასა და საფრენოსნო შემადგენლობასთან შეთანხმებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. იკრძალება იმ სამუშაო და ფრენის დროის გადამეტება, რაც დადგენილია:

ა) ეკიპაჟებისათვის, რომელთა შემადგენლობაში შედის არანაკლებ ორი პილოტისა: სამუშაო დრო - 15 საათი, ფრენის დრო – 11 საათი;

ბ) ეკიპაჟებისათვის, რომელთა შემადგენლობაში შედის ერთი პილოტი: სამუშაო დრო - 12 საათი, ფრენის დრო - 6 საათი;

გ) ფრენის დროის (30 თანამიმდევრული დღე-ღამის) ნორმა – 120 საათი;

დ) ფრენის დროის წლიური ნორმა - 1000 საათი.

3. სამუშაო დროდ ითვლება დროის მონაკვეთი გაფრენისწინა მზადების დაწყებიდან ფრენის დამთავრებამდე (საჰაერო ხომალდის დაფრენიდან 30 წუთის შემდეგ). თუ ამ დროის განმავლობაში ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იყო არანაკლებ სამსაათიანი განუწყვეტელი დასვენებით (მათ შორის სათანადო პირობებში ძილის ჩათვლით), ეს უკანასკნელი სამუშაო დროდ არ ჩაითვლება.

4. ამ მუხლთან მიმართებაში ფრენის დროში (ნაფრენში) იგულისხმება დრო საჰაერო ხომალდის ასაფრენად ძრავის ამუშავებიდან, დაფრენის შემდეგ მის გამორთვამდე.

5. სახელმწიფო ავიაციის სამუშაო და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თავი VIII. საერთაშორისო ფრენა

    მუხლი 52. საერთაშორისო ფრენის წესები

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგულარული საერთაშორისო ფრენა, როდესაც გადაიკვეთება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხორციელდება სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების) და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

2. საქართველოს საჰაერო სივრცეში არარეგულარული საერთაშორისო ფრენის შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

    3. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ტრასებზე ფრენა ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ დადგენილი იმ ჰაერსანაოსნო წესების დაცვით, რომლებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის საერთაშორისო კრებულებში.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 53. საპასპორტო, საბაჟო და სხვა წესების გამოყენება

საჰაერო ხომალდებზე, ეკიპაჟსა და ხომალდზე მყოფ მგზავრებზე (მათ შორის, მათ ქონებაზე), რომლებიც შემოდიან საქართველოში ან გადიან საქართველოდან (მათ შორის – ტრანზიტით, საქართველოს ტერიტორიის გავლით), ვრცელდება საქართველოს საპასპორტო, საბაჟო, სანიტარიული, საკარანტინო და შემოსვლა-გასვლის, ქონების შემოტანა-გატანისა და საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის სხვა წესები.

    მუხლი 54. საერთაშორისო ფრენის შესრულება და მომსახურების გაწევა

    საჰაერო ხომალდებს, საავიაციო პერსონალსა და აეროპორტებს უფლება აქვთ შეასრულონ საერთაშორისო ფრენა და გასწიონ მომსახურება ადმინისტრაციის მიერ გაცემული ლიცენზიის (ნებართვის, სერტიფიკატის, მოწმობის) საფუძველზე.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 55. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საბუთების ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე

1. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე არსებული საბუთები მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ იგი შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმებს.

    2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის დაფრენის შეთხვევაში აღნიშნულ საბუთებს ამოწმებს ადმინისტრაცია.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

თავი IX. სერტიფიცირება და ლიცენზირება

    მუხლი 56. სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში

1. საავიაციო საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და საავიაციო სამუშაოებს, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, აეროდრომები, აეროპორტები, საჰაერო ხომალდები, მათი ძრავები, სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, საჰაერო ტრასები, ჰაერსანაოსნო და საჰაერო მოძრაობის მართვის საშუალებები, საავიაციო სასწავლო დაწესებულებები, საავიაციო პერსონალი, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, ექვემდებარება სერტიფიცირებას. სერტიფიკატი ადასტურებს მათს შესაბამისობას ფრენის უსაფრთხოებისა და რეგულარულობის მოთხოვნებთან.

     2. „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი დანართების, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის დარგში ლიცენზირებისა და სერტიფიცირების წესებს ადგენს ადმინისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 57. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, შეცვლა ან გაუქმება

1. ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეამოწმოს და სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს, შეცვალოს ან გააუქმოს გაცემული სერტიფიკატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ეს გადაწყვეტილება სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 58. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევები

1. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევად ითვლება, თუ:

ა) საავიაციო სააქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური პირი მუშაობს სათანადო სერტიფიკატის გარეშე;

ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირი იყენებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომელსაც არა აქვს ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი ან არღვევს აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრულ პირობებს;

გ) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდის მომსახურების, ექსპლუატირების ან კომერციული საქმიანობის შესასრულებლად დაუშვებს ავიამოსამსახურეს, რომელსაც არა აქვს სათანადო სერტიფიკატი;

დ) იურიდიული ან ფიზიკური პირი ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას სათანადო სერტიფიკატის გარეშე ან არღვევს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებულ პირობებს;

ე) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდს იყენებს კომერციული მიზნებისათვის, სერტიფიკატის მოთხოვნების ან ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევით;

ვ) სერტიფიკატის მფლობელი საავიაციო საწარმო არ იცავს სერტიფიკატით გათვალისწინებულ რომელიმე პირობას ან შეზღუდვას;

ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირი უსერტიფიკატოდ ან სერტიფიკატით განსაზღვრული ნორმებისა და პირობების დარღვევით ექსპლუატაციას უწევს გადამყვან-გადამზიდველის მომსახურე აეროპორტს;

თ) სათანადო სერტიფიკატის მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირი ყიდის ან გასაყიდად სთავაზობს საავიაციო საწვავს ან საწვავ-საცხებ საშუალებებს, რომელთა ხარისხი არ შეესაბამება საქართველოში დადგენილ სტანდარტებს;

     ი) იურიდიული ან ფიზიკური პირი სერტიფიკატის მისაღებად არასწორ ინფორმაციას აწვდის ადმინისტრაციას.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 59. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა

1. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, საავიაციო სამუშაოები და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ გაცემული რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიისა (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეებსა და დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) და საავიაციო სამუშაოების წარმოებისა და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვების საფუძველზე.

2. ექსპლუატანტის სერტიფიკატის გარეშე ლიცენზიით/ნებართვით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება აკრძალულია.

3. ადმინისტრაცია გასცემს:

ა) რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიას, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს შეზღუდვას:

ა.ა) დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე;

ა.ბ) ფრენის სიხშირეზე;

ბ) არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას;

გ) საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას.

4. ადმინისტრაცია ლიცენზიას/ნებართვას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. (ამოღებულია).

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 60. ლიცენზირებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

ლიცენზირებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ლიცენზიისა და სერტიფიკატის მიღებით.

კარი IV. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა და საავიაციო სამუშაოები

თავი X. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის პირობები

    მუხლი 61. (ამოღებულია)

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

    მუხლი 62. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და ფრენის მომსახურების ნიხრი

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და ფრენის მომსახურების ნიხრი დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

    მუხლი 63. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება

1. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით გადამყვანი ვალდებულებას კისრულობს, მიიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილამდე, ხოლო თუ მგზავრი ჩააბარებს ბარგს – მიიტანოს ბარგი დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს. მგზავრი ვალდებულებას კისრულობს გადაიხადოს მგზავრობისათვის დაწესებული საზღაური, ხოლო ბარგის ჩაბარების შემთხვევაში – მისი გადატანის საფასურიც.

2. ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულებას კისრულობს გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს, ხოლო გამგზავნი ვალდებულებას კისრულობს გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი საფასური.

    მუხლი 64. ჩარტერი

1. ჩარტერის მიხედვით, ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს, ერთ ან რამდენიმე რეისზე მგზავრების გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნისათვის.

2. ჩარტერის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს: მხარეთა სახელწოდება, საჰაერო ხომალდის ტიპი, დაქირავების მიზანი, გადასაყვანი მგზავრებისა და გადასაზიდი ტვირთის (ბარგისა და საფოსტო გზავნილების) რაოდენობა, ქირის ოდენობა, მარშრუტის საწყისი პუნქტი და დრო, დანიშნულების ადგილი.

    მუხლი 65. საჰაერო ხომალდის მფლობელის საჭიროებისათვის განხორციელებული სპეციალური საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა

საჰაერო ხომალდის მფლობელის საჭიროებისათვის დაიშვება სპეციალური საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება:

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე – ულიცენზიოდ;

2. სახელმწიფო და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე – შიდასაუწყებო წესებისა და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანორმატივო მოთხოვნების დაცვით.

    მუხლი 66. სატრანსპორტო საბუთები

მგზავრების გადაყვანის, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადაზიდვის ხელშეკრულება დასტურდება შესაბამისად: ბილეთით, საბარგო, სატვირთო ან საფოსტო ზედნადებით. ამ საბუთების ფორმისა და შინაარსის ძირითად მოთხოვნებს ადგენს ადმინისტრაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ნიმუშებისა და სტანდარტების საფუძველზე.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 67. გადამყვან-გადამზიდველის ინიციატივით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა (მოშლა)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შემთხვევების გარდა, გადამყვან-გადამზიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს (მოშალოს) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ ეს აუცილებელია:

1. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

2. აფრენის, დაფრენის ან გადაფრენის სახელმწიფოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

    მუხლი 68. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა მგზავრის ინიციატივით

1. მგზავრს უფლება აქვს უარი თქვას ფრენაზე და უკან დაიბრუნოს გადაყვანისათვის გადახდილი თანხა, თუ იგი ამის შესახებ შეატყობინებს გადამყვან-გადამზიდველს სათანადო წესებით დადგენილ ვადაში.

2. დაგვიანებით შეტყობინებისას, მგზავრს უფლება აქვს უკან დაიბრუნოს გადაყვანა-გადაზიდვისათვის გადახდილი თანხის ნაწილი. დარჩენილი თანხა, რომელიც წარმოადგენს მოსაკრებელს და არ უნდა აღემატებოდეს ერთი მიმართულებით გადაყვანის ღირებულების 25%-ს, დაკავდება.

    მუხლი 69. დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება

1. გადამზიდველი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მიმღებს ტვირთის ჩამოტანის შესახებ.

2. მიმღები ვალდებულია მიიღოს და გაიტანოს ტვირთი. მას უფლება აქვს უარი განაცხადოს დაზიანებული ან გაფუჭებული ტვირთის მიღებაზე, თუ დადგინდება, რომ მიზნობრივად მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენება შეუძლებელია.

    მუხლი 70. მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება

1. თუ გადაზიდვის წესებით დადგენილ ვადაში მიმღები არ მოითხოვს მის მისამართზე მოსულ ტვირთს ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე, გადამზიდველი უფლებამოსილია შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს და შეინახოს ტვირთი გამგზავნის ხარჯზე, მისივე პასუხისმგებლობით.

2. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიმღები არ მიიღებს მის მისამართზე შემოსულ ტვირთს, ხოლო გამგზავნი არ უზრუნველყოფს მის განკარგვას, იგი ექვემდებარება დადგენილი წესით რეალიზებას.

3. ამ ტვირთის საბაჟო შემოწმებას და გაფორმებას ახორციელებენ საბაჟოები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 71. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა

ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, ტყვია-წამლის, მომწამლავი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნივთიერებებისა და საგნების ნუსხას და მათი გადაზიდვის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაცია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად. ადმინისტრაცია აღნიშნული კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე აგრეთვე ათავისუფლებს სახიფათო ტვირთებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

თავი XI. საავიაციო სამუშაოები

    მუხლი 72. საავიაციო სამუშაოები და მისი შესრულების წესი

1. საავიაციო სამუშაოები არის სამუშაოები (გარდა გადაყვანა-გადაზიდვისა), რომელიც დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე სრულდება საჰაერო ხომალდის გამოყენებით.

2. საავიაციო სამუშაოებს ასრულებენ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული საავიაციო სამუშაოს წარმოების ნებართვა.

3. საავიაციო სამუშაოები სრულდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტსა და დამკვეთს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. საავიაციო სამუშაოთა სავალდებულო მოთხოვნებს განსაზღვრავს ადმინისტრაცია დამკვეთის ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების გათვალისწინებით.

5. გამონაკლის შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სათანადო ტვირთამწეობის ან სპეციალური მოწყობილობის მქონე საჰაერო ხომალდის არარსებობა და ა.შ.) საავიაციო სამუშაოთა შესასრულებლად დაიშვებიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების სახელმწიფო საჰაერო ხომალდები. ასეთი სამუშაოების შესასრულებლად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაცია გასცემს შესაბამის ნებართვას.

6. საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილი არიან დაადგინონ პირობები, რომლებითაც გარკვეულ ტერიტორიაზე, ეკოლოგიის ან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების ყოფნის განსაკუთრებული რეჟიმის გამო, იზღუდება ან იკრძალება საავიაციო სამუშაოების შესრულება.

ამ ორგანოებთან საავიაციო სამუშაოების შესრულების შეთანხმება ეკისრება დამკვეთს.

7. (ამოღებულია).

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 73. საავიაციო სამუშაოების შესრულების ხელშეკრულება

1. საავიაციო სამუშაოების შესრულების ხელშეკრულებით ერთი მხარე (შემსრულებელი) ვალდებულებას კისრულობს მეორე მხარისათვის (დამკვეთისათვის) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდით შეასრულოს საავიაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების, მოცულობისა და პირობების შესაბამისად. დამკვეთი ვალდებულია დადგენილ ვადაში წარუდგინოს შემსრულებელს საავიაციო სამუშაოების სახელშეკრულებო მოცულობა.

2. ხელშეკრულებაში, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) აეროდრომით, დასაფრენი მოედნებითა და მოწყობილობებით სარგებლობისა და მათი საექსპლუატაციო მდგომარეობაში შენახვის წესი;

ბ) ეკიპაჟისათვის სათანადო საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა;

გ) საავიაციო სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის სხვა პირობები, მათი თავისებურებების გათვალისწინებით.

    მუხლი 74. საავიაციო სამუშაოების ნიხრი

საავიაციო სამუშაოების შესრულების ხელშეკრულების დადებისას, დამკვეთი და შემსრულებელი უფლებამოსილი არიან დაადგინონ სახელშეკრულებო ნიხრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

თავი XII. ქონებრივი პასუხისმგებლობა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და საავიაციო სამუშაოების შესრულების დროს

    მუხლი 75. გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი პირობები

1. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისას გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოებთან დადებული ხელშეკრულებებით.

2. შიდა გადაყვანა-გადაზიდვისას გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

3. გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობა მგზავრების წინაშე, გარდა ამ კოდექსისა, განისაზღვრება მგზავრების გადაყვანის, ტვირთისა და ბარგის გადაზიდვის წესებით.

4. გადამყვან-გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი ვერ შეასრულებს (ან არასათანადოდ შეასრულებს) ნაკისრ ვალდებულებებს დაუძლეველი ძალით გამოწვეულ გარემოებათა გამო.

    მუხლი 76. პასუხისმგებლობა ეკიპაჟის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის

1. თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი დასახიჩრდა ან მიიღო ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება, გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს დაზარალებულს ის შემოსავალი, რაც მას დააკლდა შრომის უნარის დაკარგვის ან დაქვეითების შედეგად, დაზიანებასთან დაკავშირებით ინვალიდობის პენსიის გამოკლებით, თუ გადამყვან-გადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ ზარალი გამოწვეულია დაზარალებულის წინასწარგანზრახული ქმედობით.

2. თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა, მის რჩენაზე მყოფ შრომისუუნარო პირებს ან იმ პირებს, რომლებსაც მისი სიკვდილის დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან სარჩო მიეღოთ, აგრეთვე გარდაცვლილის შვილს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, აუნაზღაურდებათ დაზარალებულის შემოსავლის ის ნაწილი, რასაც ისინი მის სიცოცხლეში სარჩოდ იღებდნენ ან უფლება ჰქონდათ მიეღოთ.

3. ამ მუხლის ნორმები ვრცელდება აგრეთვე უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდზე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს საქართველოს ექსპლუატანტი საიჯარო (სალიზინგო) ან სხვაგვარ სამართლებრივ საფუძველზე.

    მუხლი 77. გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობა მგზავრის გარდაცვალების ან მისი ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში

1. გადამყვან-გადამზიდველი პასუხს აგებს ზარალზე, რომელიც გამოწვეულია მგზავრის გარდაცვალებით, დასახიჩრებით ან სხეულის სხვაგვარი დაზიანებით, თუ უბედური შემთხვევა მოხდა აეროპორტის საზედამხედველო არეში ან საჰაერო ხომალდზე.

2. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. თუ გადამყვან-გადამზიდველი დაამტკიცებს, რომ მგზავრის გარდაცვალება ან ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი მოშლა გამოწვეულია თვით დაზარალებულის მიზეზით, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.

    მუხლი 78. გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის, ბარგის ან მგზავრის პირადი ნივთების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში

1. გადამყვან-გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის, ბარგის ან მგზავრის პირადი ნივთების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ ყველა ზომა მიიღო ზარალის თავიდან ასაცილებლად ან მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ასეთ მტკიცებულებათა წარდგენამდე მიიჩნევა, რომ ტვირთის, ბარგის ან მგზავრის პირადი ნივთების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვა, დაზიანება ან დაგვიანებით გადაზიდვა მოხდა გადამყვან-გადამზიდველის მიზეზით.

3. გადამყვან-გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაგვიანებით გადაზიდვა გამოწვეულია მეტეოროლოგიური პირობებით ან დაუძლეველი ძალის გარემოებებით.

    მუხლი 79. გადამზიდველის პასუხისმგებლობა საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში

გადამზიდველის მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში, იგი პასუხს აგებს კავშირგაბმულობის უწყების წინაშე იმ ოდენობით, რასაც ითვალისწინებს აღნიშნული უწყების პასუხისმგებლობა გამგზავნთა ან ადრესატთა მიმართ კავშირგაბმულობის წესდებისა და მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტების შესაბამისად.

    მუხლი 80. პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზარალისათვის

საავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზარალისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ექსპლუატანტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 81. ქონებრივი პასუხისმგებლობა მესამე პირისათვის მიყენებული ზარალისათვის

მიწის ზედაპირზე მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ზარალის ანაზღაურება, თუ დაამტკიცებენ, რომ ზიანი გამოწვეულია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდიდან გადმოვარდნილი საგნით ან ფიზიკური პირით. გადამყვან-გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ზარალი არ არის საავიაციო შემთხვევის პირდაპირი შედეგი ან თუ ეს ზარალი გამოწვეულია საჰაერო მოძრაობის წესების დაცვით შესრულებული გადაფრენის შედეგად.

ამ მუხლთან მიმართებაში, საჰაერო ხომალდი ჰაერში მყოფად ითვლება ასაფრენად ძრავის ამუშავებიდან დაფრენის შემდეგ მის გამორთვამდე.

    მუხლი 82. ქონებრივი პასუხისმგებლობა საჰაერო ხომალდების შეტაკების შედეგად გამოწვეული ზარალისათვის

1. ორი ან მეტი საჰაერო ხომალდის შეტაკებისას (ან მის გარეშე) ხომალდის დაზიანების შემთხვევაში მათი მფლობელები პასუხს აგებენ შემდეგი წესით:

ა) ერთ-ერთი მხარის მიზეზით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება მის მიერ სრული ოდენობით;

ბ) ორი ან მეტი მხარის მიზეზით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება თანაბრად, თუ შეუძლებელია მათი ბრალეულობის ფარგლების განსაზღვრა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალის არარსებობის მიუხედავად, გადამყვან-გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრის გარდაცვალების, მისი ჯანმრთელობის მოშლის ან ხომალდზე მყოფი მესამე პირის ქონებისათვის ზარალის მიყენებისათვის. ამ შემთხვევაში მას უფლება აქვს ბრალეული მხარისაგან მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება რეგრესის წესით.

    მუხლი 83. ქონებრივი პასუხისმგებლობა საჰაერო ხომალდების შეტაკების შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზარალისათვის

საჰაერო ხომალდების შეტაკების შედეგად გამოწვეული, აგრეთვე, ჰაერში მყოფი ხომალდით მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი მთლიანად ანაზღაურდება გადამყვან-გადამზიდველის მიერ, მაგრამ არა უმეტეს იმ ფარგლებისა, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით.

ამ მუხლთან მიმართებაში, საჰაერო ხომალდი ჰაერში მყოფად ითვლება ასაფრენად ძრავის ამუშავებიდან დაფრენის შემდეგ მის გამორთვამდე.

    მუხლი 84. კომერციული აქტის შედგენა

1. გადაყვან-გადაზიდვის მონაწილე მხარეთა ქონებრივი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი გარემოებები დასტურდება კომერციული აქტით.

2. კომერციული აქტის შედგენის წესი განისაზღვრება ადმინისტრაციის მიერ დადგენილი გადაყვანა-გადაზიდვის წესის შესაბამისად.

3. კომერციული აქტი დგება ტვირთის, ბარგის ან საფოსტო გზავნილების გაცემისას და ადასტურებს:

ა) ტვირთის და საფოსტო გზავნილების დასახელების, წონის (მასის) ან ადგილების რაოდენობის შეუსაბამობას სატრანსპორტო საბუთებთან;

ბ) ტვირთის, ბარგის, საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვას ან დაზიანებას;

გ) უსაბუთო ტვირთის, ბარგის ან საფოსტო გზავნილების გამოვლენას, აგრეთვე საბუთების აღმოჩენას ტვირთის, ბარგის ან საფოსტო გზავნილების გარეშე.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 85. პრეტენზიის წარდგენის წესი

1. მგზავრის გადაყვანასთან, ბარგის, ტვირთის ან საფოსტო გზავნილების გადაზიდვასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენამდე, გადამყვან-გადამზიდველს უნდა წარედგინოს პრეტენზია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც დაკავშირებულია მგზავრის ჯანმრთელობის მოშლასთან ან მის გარდაცვალებასთან.

2. პრეტენზიის განმცხადებლის შეხედულებისამებრ, გადამყვან-გადამზიდველს პრეტენზია შეიძლება წარედგინოს გაგზავნის ან დანიშნულების აეროპორტში.

    მუხლი 86. პრეტენზიისა და სარჩელის წარდგენის უფლების მქონე პირები

1. გადამყვან-გადამზიდველისადმი პრეტენზიისა და სარჩელის წარდგენის უფლებით სარგებლობენ:

ა) ბარგის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში – მგზავრი, მის მიერ უფლებამოსილი პირი ან მემკვიდრე საბარგო ქვითრისა და კომერციული აქტის წარდგენის პირობით;

ბ) მგზავრის პირადი ნივთების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში – მგზავრი, მის მიერ უფლებამოსილი პირი ან მისი მემკვიდრე.

გ) ტვირთის მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში – ტვირთის მიმღები ან გამგზავნი, მასზე გაცემული სატვირთო ზედნადების წარდგენის პირობით;

დ) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში – მიმღები ან გამგზავნი, სატვირთო ზედნადებისა და კომერციული აქტის წარდგენის პირობით;

ე) ტვირთის დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში – მიმღები ან გამგზავნი, სატვირთო ზედნადების წარდგენის პირობით;

ვ) საფოსტო გზავნილების დაგვიანებით გადაზიდვის, მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში – საფოსტო გზავნილების გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტის საფოსტო დაწესებულება;

ზ) გადამყვან-გადამზიდველის ინიციატივით გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში – მგზავრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ავიაბილეთის წარდგენის პირობით.

2. კომერციული აქტის უქონლობა არ იწვევს პრეტენზიისა და სარჩელის წარდგენის უფლების დაკარგვას, თუ დამტკიცდება, რომ გადამყვან-გადამზიდველი ორგანიზაციის მუშაკებმა კომერციული აქტის შედგენაზე უარი განაცხადეს და მათი მოქმედება გასაჩივრებული იყო გამგზავნის ან მიმღების მიერ.

    მუხლი 87. გადაყვანა-გადაზიდვისას პრეტენზიის წარდგენის ვადა

1. გადამყვან-გადამზიდველის მიმართ პრეტენზია შეიძლება წარდგენილ იქნეს 6 თვის განმავლობაში.

აღნიშნული ვადა გამოითვლება:

ა) ტვირთის მთლიანად დაკარგვის გამო წარდგენილ პრეტენზიებზე – ტვირთის ჩატანის ვადის გასვლიდან ათი დღის შემდეგ;

ბ) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის გამო წარდგენილ პრეტენზიებზე – მისი ჩატანის ან კომერციული აქტის შედგენის დღიდან;

გ) ბარგის ან საფოსტო გზავნილების მთლიანად დაკარგვის გამო წარდგენილ პრეტენზიებზე - ჩატანის ვადის გასვლის დღიდან;

დ) ბარგის ან საფოსტო გზავნილების ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის გამო წარდგენილ პრეტენზიებზე – მათი ჩატანის ან კომერციული აქტის შედგენის დღიდან;

ე) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – იმ გარემოებათა დადგომის დღიდან, რომლებიც პრეტენზიის წარდგენის საფუძველს იძლევა.

2. გადამყვან-გადამზიდველს უფლება აქვს განსახილველად მიიღოს დაგვიანებით წარდგენილი პრეტენზია, თუ საპრეტენზიო ვადის გადაცილების მიზეზს საპატიოდ მიიჩნევს.

    მუხლი 88. პრეტენზიის წარდგენის ვადა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვების დროს

1. ბარგის ან ტვირთისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში მიმღებს უფლება აქვს, ზარალის გამოვლენისთანავე, გადამყვან-გადამზიდველს წარუდგინოს პრეტენზია წერილობითი ფორმით, მაგრამ არა უგვიანეს შვიდი დღისა ბარგის მიღებიდან და თოთხმეტი დღისა ტვირთის მიღებიდან.

2. ბარგის ან ტვირთის დაგვიანებით გადაზიდვისას პრეტენზია შეიძლება წარედგინოს ბარგის (ტვირთის) გაცემიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში.

3. ბარგის (ტვირთის) და საფოსტო გზავნილების მთლიანად დაკარგვისას, გადამყვან-გადამზიდველის მიმართ პრეტენზიის წარდგენა შეიძლება დანიშნულების ადგილზე საჰაერო ხომალდის ჩაფრენიდან ან გადაყვანა-გადაზიდვის შეწყვეტიდან თვრამეტი თვის განმავლობაში.

4. აღნიშნულ ვადებში წერილობითი პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი კარგავს გადამყვან-გადამზიდველისადმი სარჩელის წარდგენის უფლებას.

    მუხლი 89. პრეტენზიის განხილვის ვადა

გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია განიხილოს პრეტენზია და პასუხი აცნობოს განმცხადებელს პრეტენზიის მიღებიდან სამი თვის ვადაში, ხოლო პირდაპირი შერეული წესით გადაზიდვისას – ექვსი თვის ვადაში.

    მუხლი 90. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმეების სასამართლო წესით განხილვა

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება აღიძრას შესაბამის სასამართლო ორგანოებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის ან გადაყვანა-გადაზიდვის შეწყვეტის დღიდან არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში.

    მუხლი 91. საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის ვადა

საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენა შეიძლება ამ სამუშაოებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გამოვლენიდან ექვსი თვის ვადაში.

    მუხლი 92. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლო წესით განხილვა

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი XIII. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევა

    მუხლი 93. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის ფარგლები და დაზღვევის სავალდებულობა

1. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შემთხვევაში სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობა იმ შესაძლო ზარალის გამო, რაც შეიძლება განიცადოს ეკიპაჟის წევრმა, მგზავრმა, ტვირთის ან საფოსტო გზავნილების გამგზავნმა (მიმღებმა) ან მესამე პირმა.

2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის ფარგლებსა და სავალდებულო სახეობებს განსაზღვრავს ადმინისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

     3. ამ მუხლის მიზნებისათვის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საჰაერო ხომალდს (ახორციელებს საჰაერო ხომალდის მართვის კონტროლს) საავიაციო შემთხვევის დროს.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101

    მუხლი 94. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის წესების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობა

სამოქალაქო საჰაერო ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის წესების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაცია.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101     

     მუხლი 95. დაზღვევა საავიაციო სამუშაოების შესრულების დროს

1. დამკვეთი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი მუშაკები და მესამე პირები, რომლებიც საავიაციო სამუშაოების შესრულებისას უზრუნველყოფენ ტექნოლოგიურ პროცესებს, აგრეთვე ის პირები, რომლებიც გადაყავთ დამკვეთის მოთხოვნით სამგზავრო ბილეთის შეუძენლად.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული შესაძლო ზარალის ანაზღაურების მიზნით.

კარი V. სამოქალაქო ავიაციის უშიშროება

თავი XIV. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედობისას

    მუხლი 96. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ქმედობანი

1. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ ქმედობად მიიჩნევა:

ა) ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ძალადობრივი მოქმედება ან მისი განხორციელების მუქარა, რაც მიმართულია საჰაერო ხომალდის, მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, აეროპორტის ობიექტების, სახმელეთო პერსონალის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის ფრენის უშიშროებას, ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

ბ) ტერორისტული ან სხვაგვარი ძალადობრივი მოქმედება ან მისი განხორციელების მუქარა მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და მესამე პირთა წინააღმდეგ, როგორც ხომალდის ფრენის, ასევე მისი მიწაზე ყოფნის დროს; აეროპორტებში, სანაოსნო და კავშირგაბმულობის სახმელეთო ობიექტებზე განლაგებული მოწყობილობების დაზიანება, რაც მიზნად ისახავს საჰაერო ხომალდის ხელში ჩაგდებასა და გატაცებას, პოლიტიკური ან სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, დეზორგანიზაცია შეაქვს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და საავიაციო სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფაში, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფრენის უშიშროებაზე;

გ) საჰაერო ხომალდზე ისეთი მოწყობილობების ან ნივთიერებების განლაგება, რომლებმაც შეიძლება დაშალოს ან დააზიანოს იგი, დამღუპველი ზემოქმედება მოახდინოს მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებზე;

დ) საჰაერო ხომალდის დაზიანება, რაც ფრენის უშიშროებას ემუქრება;

ე) მიწაზე ან ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის კაბინაში შეღწევა;

ვ) საჰაერო ხომალდების, საავიაციო ობიექტების, სატრანსპორტო, საინჟინრო-ტექნიკური და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მუშაობის შეფერხება, რაც არღვევს სამოქალაქო ავიაციის ჩვეულ და უსაფრთხო მოქმედებას;

ზ) ცრუ მონაცემების განზრახ შეტყობინება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საჰაერო ხომალდის ფრენას ან გამოიწვიოს მისი შეფერხება.

    მუხლი 97. მართლსაწინააღმდეგო ქმედობისას სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა

1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ადმინისტრაცია და ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების სამსახურები.

2. მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება:

ა) მგზავრების მომსახურებისას, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადაზიდვისას საავიაციო უშიშროების ღონისძიებების მიღებით;

ბ) აეროდრომების საავიაციო ტექნიკისა და აეროპორტების განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვით;

გ) აეროპორტების საზედამხედველო არეში საშვებისა და შიდასაობიექტო რეჟიმის შემოღებით;

დ) მართლსაწინააღმდეგო ქმედობების აღმკვეთი ზომების მიღებით, ძალისმიერი ხერხის გამოყენებით;

ე) მომეტებული საფრთხისა და საგანგებო შემთხვევების დროს–უშიშროების საგანგებო ზომების მიღებით;

ვ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ განსაკუთრებული ღონისძიებების განხორციელებით.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101     

    მუხლი 98. მგზავრის ხელბარგის, ბარგის და მისი პირადი სავალდებულო შემოწმება

1. აეროპორტებში მგზავრის ხელბარგის, ბარგისა და მისი პირადი სავალდებულო შემოწმება ხორციელდება ფრენის უშიშროების, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, საჰაერო ხომალდების გატაცების, მათში ფეთქებადი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერებების, იარაღის, ტყვია-წამლისა და სხვა სახიფათო ნივთიერებების და საგნების უკანონო შეტანის აღკვეთის მიზნით.

2. აეროპორტში ან საჰაერო ხომალდზე შემოწმებას ახორციელებს საავიაციო უშიშროების სამსახური.

3. თუ მგზავრი შემოწმებაზე უარს განაცხადებს, გადამყვან-გადამზიდველს უფლება აქვს გააუქმოს მასთან დადებული გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება.

4. ძალადობრივი მოქმედების განხორციელების თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ჰაერში მყოფი ხომალდის მეთაურის გადაწყვეტილებით, მგზავრი ან მისი ხელბარგი შეიძლება შემოწმდეს დამატებით.

5. ამ მუხლთან მიმართებაში საჰაერო ხომალდი ჰაერში მყოფად ითვლება ჩასხდომა-ჩატვირთვის შემდეგ მისი ყველა გარე კარის დაკეტვიდან, ჩამოსვლა-გადმოტვირთვის მიზნით ერთ-ერთი კარის გაღებამდე.

6. აეროპორტებში და საჰაერო ხომალდებზე მგზავრების შემოწმება ხდება მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.

თავი XV. ძებნა და შველა

    მუხლი 99. ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდი

1. საჰაერო ხომალდი ითვლება ხიფათში მყოფად, როცა მას და ხომალდში მყოფ მგზავრებს ემუქრებათ უშუალო საფრთხე, რომლის თავიდან აცილება არ შეუძლია საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს.

2. საჰაერო ხომალდი ითვლება მარცხგანცდილად, თუ იგი მნიშვნელოვნად დაზიანდა ან მთლიანად დაიშალა აფრენის, ფრენის, დაფრენის ან ჩამოვარდნის დროს, აგრეთვე, თუ მასთან დაკარგულია რადიოკავშირი და მისი ადგილმდებარეობა უცნობია.

3. მარცხგანცდილ საჰაერო ხომალდზე და მასზე მყოფ მგზავრებზე, მათი გადარჩენის მიზნით, ცხადდება ძებნა.

    მუხლი 100. უბედურების მაუწყებელი სიგნალები

ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის შეტყობინების ეთერში დაუბრკოლებლად გასვლის მიზნით, გამოიყენება გადაუდებელი და უბედურების მაუწყებელი ერთიანი საერთაშორისო რადიოსატელეფონო და რადიოსატელეგრაფო სიგნალები.

სიგნალები და მათი გამოყენების წესი განსაზღვრულია კანონმდებლობით.

    მუხლი 101. ეკიპაჟის მოქმედება საჰაერო ხომალდის ხიფათში ყოფნის დროს

თუ საჰაერო ხომალდს ჰაერში ყოფნისას ემუქრება საფრთხე, საჰაერო ხომალდის მეთაური და ეკიპაჟის წევრები ვალდებული არიან მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ხომალდზე მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე ხომალდისა და მასზე არსებული ქონების დასაცავად.

    მუხლი 102. ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანებისათვის დახმარების აღმოჩენა

საჰაერო ხომალდის მეთაური, რომელმაც სხვა საჰაერო ან საზღვაო ხომალდისაგან მიიღო უბედურების მაუწყებელი სიგნალი ან შენიშნა ხიფათში მყოფი ხომალდი და ადამიანები, ვალდებულია დაეხმაროს მათ, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის მგზავრებს, ეკიპაჟს და მისთვის მინდობილ ხომალდს. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნოს რუკაზე საავიაციო ან საზღვაო შემთხვევის ადგილი და გადასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებს.

    მუხლი 103. საძებნ-სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა

1. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ხორციელდება როგორც საქართველოს ავიაციის ძალებითა და საშუალებებით, ასევე სახმელეთო და საზღვაო საძებნ-სამაშველო ჯგუფების დახმარებით.

2. სამუშაოების ჩატარების ორგანიზება ევალებათ:

ა) ადმინისტრაციასთან არსებულ საძებნ-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს, რომელიც ახორციელებს საძებნ-სამაშველო რაზმების მუშაობის ორგანიზებასა და კოორდინირებას იმ საჰაერო სივრცეში, რომელშიც საჰაერო მოძრაობისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება;

ბ) სამოქალაქო აეროპორტებთან, აგრეთვე, სახელმწიფო და ექსპერიმენტულ ავიაციის აეროდრომებთან არსებულ საძებნ-სამაშველო რაზმებს, რომლებიც ძირითადად შედგება საავიაციო დარგის სპეციალისტებისაგან;

გ) საზღვაო პორტებთან არსებულ საძებნ-სამაშველო რაზმებს, რომლებსაც აქვთ საძებნ-სამაშველო ხომალდები;

დ) საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამაშველო სამსახურებს.

3. საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან დახმარება აღმოუჩინონ აღნიშნულ ორგანოებს და სამსახურებს საძებნ-სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.

4. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101     

    მუხლი 104. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ღია ზღვის საჰაერო სივრცეში

ღია ზღვის საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება, ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდის მგზავრთა ძებნა და შველა ხორციელდება საქართველოს საძებნ-სამაშველო რაზმების მეშვეობით ან საერთო ძალებით საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 105. საავარიო-სამაშველო სამუშაოები

1. აეროდრომების ტერიტორიასა და მათ მიმდებარე რაიონებში საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, რომლებიც დაკავშირებულია საავიაციო შემთხვევებსა და ინციდენტებთან, ახორციელებენ აეროდრომების საავარიო-სამაშველო რაზმები.

2. ამ სამუშაოების ხარჯებს ანაზღაურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი.

    მუხლი 106. უცხო სახელმწიფოების საძებნ-სამაშველო რაზმების დაშვება საქართველოს ტერიტორიაზე

1. საქართველოსთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მის ტერიტორიაზე დაიშვებიან უცხო სახელმწიფოების საძებნ-სამაშველო რაზმები.

2. ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოების საძებნ-სამაშველო რაზმების დაშვების ნებართვას იძლევა საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 107. ინფორმაცია ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი ხომალდის შესახებ

იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ კავშირგაბმულობის საშუალებები, ვალდებული არიან დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ გადასცენ ინფორმაცია საჰაერო ხომალდის ხიფათში ყოფნის ან მისი მარცხის შესახებ. მოქალაქეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს საჰაერო ხომალდის ხიფათში ყოფნის ან მარცხის შესახებ მათთვის ცნობილი ფაქტები.

    მუხლი 108. საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნის შეწყვეტა

1. თუ საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, ძებნის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საჰაერო ხომალდი, რომლის ძებნა ოფიციალურად შეწყდა, მიიჩნევა უკვალოდ დაკარგულად.

თავი XVI. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა

    მუხლი 109. საავიაციო შემთხვევები და ინციდენტები. მათი სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი

1. საავიაციო შემთხვევა არის საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული მოვლენა, რომელიც ხდება მის ბორტზე გაფრენის მიზნით ფიზიკური პირის ასვლასა და ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ ხომალდის დატოვებას შორის დროის მონაკვეთში, თუ:

ა) პირი ღებულობს სხეულის სასიკვდილო ან მძიმე ხარისხის დაზიანებას:

კონკრეტულ საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად;

საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის იმ ნაწილებთან, რომლებიც მოსცილდა ხომალდს) უშუალო შეხების შედეგად;

რეაქტიული ძრავის აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად;

საავიაციო შემთხვევად არ ითვლება ისეთი მოვლენა, როცა სხეულის დაზიანებას პირი იღებს ბუნებრივი მიზეზების გამო ან იგი მიყენებულია სხვა პირთა მიერ ან ადგილი აქვს თვითდაზიანებას, ან თუ სხეულის დაზიანება მიიღეს უბილეთო მგზავრებმა იმ ადგილებში, სადაც მათი ყოფნა აკრძალულია;

ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან ხდება მისი აგებულების დაშლა:

აგებულების სიმტკიცის დარღვევის, საჰაერო ხომალდის ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლების გაუარესების შედეგად;

როდესაც აუცილებელია საჰაერო ხომალდის შრომატევადი რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა;

გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან მიუდგომელ ადგილებში აღმოჩნდება.

2. ინციდენტი არის, საავიაციო შემთხვევის გარდა, საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ახდენს ან შეეძლო მოეხდინა გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატირების უსაფრთხოებაზე.

3. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ საავიაციო შემთხვევებსა და ინციდენტებზე ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. სამსახურებრივი მოკვლევის მიზანია საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მიზეზების დადგენა და შემდგომში მათი თავიდან აცილება.

4. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა, აღრიცხვა და კლასიფიცირება სამოქალაქო, სახელმწიფო და ექსპერიმენტულ ავიაციაში ხორციელდება საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის წესების შესაბამისად.

    მუხლი 110. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მომკვლევი კომისია

1. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს სპეციალური კომისია, რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესებით, რომელთაც ამტკიცებს ადმინისტრაცია.

2. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მიზეზების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს ადმინისტრაციის სპეციალური კომისია.

3. საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მიზეზების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომისია.

4. ექსპერიმენტულ ავიაციაში მომხდარ საავიაციო შემთხვევას (ინციდენტს) იკვლევს შესაბამისი საუწყებო კომისია.

5. ისეთი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევისას, რომლებიც შეეხება სხვადასხვა უწყების ინტერესებს, საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება შექმნას საუწყებათაშორისო კომისია.

6. სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი ისეთი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის უფლება, რომლებიც რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება, ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გადაეცეს ფრენის უსაფრთხოების სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს.

7. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო ინციდენტის მოკვლევის უფლება შეიძლება გადაეცეს აღნიშნული ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს შესაბამის კომისიას, თუ ამ უკანასკნელს საქართველოსადმი არა აქვს რაიმე პრეტენზია.

8. საავიაციო-მომკვლევი კომისიის შემადგენლობაში, მათი სურვილისამებრ, შედიან საჰაერო ხომალდის მესაკუთრის, ექსპლუატანტისა და დამპროექტებლის წარმომადგენლები. ამ კომისიის მუშაობაში, სახელშეკრულებო საწყისებზე, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო დაწესებულებების სპეციალისტებმა.

საქართველოს 200 6 წლის 25 მაის ის კანონი № 3185 - სსმ I, № 17 , 30 .0 5 .200 6 წ., მუხ. 1 3 0

საქართველოს 2007 წლის 30 მარტ ის კანონი № 4597 - სსმ I, № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 101     

    მუხლი 111. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა

1. საჰაერო ხომალდი, მისი შემადგენელი ნაწილები, საავიაციო შემთხვევის შემდეგ დარჩენილი ნამსხვრევები, საბორტო და სახმელეთო ობიექტური კონტროლის საშუალებები, აგრეთვე ხმელეთზე არსებული საბუთები, რომლებიც შეეხება საჰაერო ხომალდის რემონტს, ექსპლუატაციასა და მისი ფრენის უზრუნველყოფას, ითვლება საავიაციო შემთხვევის ნივთიერ მტკიცებულებებად და მომკვლევი კომისიისათვის გადაცემამდე დაცული უნდა იქნეს მათი ხელშეუხებლობა.

2. ნივთიერ მტკიცებულებათა განზრახ დაზიანება-განადგურებაში ბრალეული პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 112. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევაში სხვა იურიდიულ პირთა მონაწილეობა

შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, იურიდიული პირები და სამხედრო უწყებები ვალდებული არიან უზრუნველყონ საავიაციო შემთხვევის (ინციდენტის) ადგილის დაცვა და კომისიის მუშაობისათვის სათანადო პირობების შექმნა.

    მუხლი 113. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის დაფინანსება

1. საავიაციო შემთხვევებითა და ინციდენტებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციასა და სამსახურებრივ მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. მოკვლევის დამთავრების შემდეგ გაწეული ხარჯების დაფარვა შეიძლება დაეკისროს ბრალეულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

თავი XVII. პასუხისმგებლობა საჰაერო კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 114. პასუხისმგებლობა საჰაერო ტრანსპორტზე სამართალდარღვევის ჩადენისათვის

პასუხისმგებლობა საჰაერო ტრანსპორტზე სამართალდარღვევის ჩადენისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 115. სამოქალაქო ავიაციის მუშაკთა პასუხისმგებლობა დისციპლინური დარღვევებისათვის

დისციპლინურ დარღვევებში მხილებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მუშაკები პასუხს აგებენ საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 29 ოქტომბერი.

№462–Iს

შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000წ., მუხ. 41

      2. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ. 130

 3. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ. 101

      4. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5300 - სსმ I, №31, 03.08.2007წ., მუხ. 352

      5. საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №850 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ. 276

 

29. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6996-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 28. 23/06/2020 - საქართველოს კანონი - 6358-IIს - ვებგვერდი, 29/06/2020 27. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4928-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 26. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4336-IIს - ვებგვერდი, 04/03/2019 25. 13/06/2018 - საქართველოს კანონი - 2522-IIს - ვებგვერდი, 27/06/2018 24. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1818-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1678-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 22. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4620-Iს - ვებგვერდი, 23/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3954-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 20. 27/12/2013 - საქართველოს კანონი - 1900-რს - ვებგვერდი, 30/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1038-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 822-რს - ვებგვერდი, 06/08/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 21/12/2012 - საქართველოს კანონი - 136-Iს - ვებგვერდი, 30/12/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6435-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 15. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6385-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 14. 26/04/2012 - საქართველოს კანონი - 6093-Iს - ვებგვერდი, 10/05/2012 13. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5963-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 12. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5337-IIს - ვებგვერდი, 111205042, 05/12/2011 11. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4217-Iს - ვებგვერდი, 110310016, 10/03/2011 10. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 9. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3749 - სსმ, 62, 05/11/2010 8. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2267 - სსმ, 45, 21/12/2009 7. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2177 - სსმ, 42, 10/12/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1909 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 850 - სსმ, 40, 29/12/2008 4. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5300 - სსმ, 31, 03/08/2007 3. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4597 - სსმ, 11, 10/04/2007 2. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3185 - სსმ, 17, 30/05/2006 1. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.