საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5337-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111205042, 05/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.016490
  • Word
5337-IIს
24/11/2011
ვებგვერდი, 111205042, 05/12/2011
420000000.05.001.016490
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) დაემატოს შემდეგი შინაარსის 291  მუხლი:

     „მუხლი 291. სამოქალაქო ავიაციის პერსონალის სპეციალური და ფორმის ტანსაცმელი

1. საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალი ატარებს სპეციალურ ტანსაცმელს. საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეები და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრები ატარებენ ფორმის ტანსაცმელს.

2. საავიაციო პერსონალის სპეციალური და ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებს საავიაციო პერსონალის შემადგენლობის სპეციალობათა ნუსხის გათვალისწინებით ამტკიცებს სააგენტო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5337IIს