საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1818-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.018740
1818-რს
22/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
420000000.05.001.018740
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი , №27-28/4, 21 ნოემბერი , 1996, გვ . 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. პირველი მუხლის :

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი :

1) მეტეოროლოგიური ინფორმაციამეტეოროლოგიური შეტყობინება , დაკვირვების ან ანალიზის შედეგი , პროგნოზი ან სხვა ნებისმიერი ცნობა , რომელიც ფაქტობრივ ან მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს ასახავს ;“;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასასაჰაერო მოძრაობის ნაკადების გადასანაწილებლად და საჰაერო მოძრაობის მომსახურების გასაწევად შექმნილი ტრასა ;“;

) „ 8ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

8) ფრენის გეგმასაჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთვის წარდგენილი სათანადო ინფორმაცია საჰაერო ხომალდის მოსალოდნელი ფრენის ან ფრენის ნაწილის შესახებ ;“;

) „ 16ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „ 21ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

21) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულისაქართველოს სახელით გამოქვეყნებული , უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ინფორმაციის შემცველი კრებული ;“;

) „ 22ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23“−„ 29ქვეპუნქტები :

23) ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმაევროპის კავშირის საბჭოს 2009/320/EC გადაწყვეტილებით დამტკიცებული გეგმა , რომელიც უკავშირდება ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევის (SESAR) პროექტის ფარგლებში ევროპის ახალი თაობის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სისტემის განვითარებას ;

24) საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასაჰაერო და სახმელეთო ფუნქციების (საჰაერო მოძრაობის მომსახურების , საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ) ერთობლიობა , რომელიც აუცილებელია ფრენის ნებისმიერ ფაზაში მყოფი საჰაერო ხომალდისთვის ტექნიკური საშუალებებისა და უწყვეტი მომსახურების მიწოდებით მისი უსაფრთხო და ეფექტიანი მოძრაობის უზრუნველსაყოფად ;

25) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებასააერნაოსნო მომსახურების სახეობა (ფუნქცია ), რომლის მიზანია საჰაერო მოძრაობის ნაკადების იმგვარად ორგანიზება , რომ საჰაერო მოძრაობა იყოს უსაფრთხო , მოწესრიგებული და სწრაფი , რათა უზრუნველყოფილ იქნეს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების გამტარუნარიანობის (შესაძლებლობის ) მაქსიმალური ათვისება და საჰაერო მოძრაობის მოცულობის სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ გამოცხადებულ გამტარუნარიანობასთან თავსებადობა ;

26) საჰაერო სივრცის დიზაინისაჰაერო ხომალდების გაუმჯობესებული სამარშრუტო ქსელის , ამ ქსელთან დაკავშირებული სექტორიზაციის , საჰაერო სივრცის ოპტიმალური სტრუქტურების და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცედურების შემუშავება , განვითარება და დანერგვა ;

27) საჰაერო სივრცის ორგანიზებასააერნაოსნო მომსახურების სახეობა (ფუნქცია ), რომლის მიზანია საჰაერო სივრცის მაქსიმალური ათვისება დროის ოპტიმალური განაწილებით და პერიოდულად , მოკლევადიანი საჭიროებისათვის საჰაერო სივრცის სხვადასხვა კატეგორიის საჰაერო სივრცის მომხმარებელთათვის გადანაწილებით ;

28) ჰაერსანაოსნო მონაცემებიჰაერსანაოსნო ფაქტები , კონცეფციები და ინსტრუქციები , რომლებიც გადმოცემულია დადგენილი ფორმით , მათი გადაცემის (კომუნიკაციის ), ინტერპრეტაციის ან დამუშავების მიზნით ;

29) ICAO − სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია .“.

2. მე -2 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. ამ კოდექსის ძირითადი მიზანია :

) საქართველოს საავიაციო საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება ;

) საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ერთიანი სტანდარტების დადგენა ;

) საჰაერო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების , ტვირთისა და ბარგის გადაზიდვის , მგზავრთა გადაყვანის და მათთან დაკავშირებული სხვა მომსახურების თავისუფლად განხორციელების ხელშეწყობა ;

) სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესება და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების , რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა ;

) საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა .“.

3. მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 7. საავიაციო საშუალებებზე საკუთრების უფლება

საქართველოში საავიაციო საშუალებები შეიძლება იყოს სახელმწიფო , იურიდიული და ფიზიკური პირების (მათ შორის , უცხო სახელმწიფოს ) საკუთრება , გარდა საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასისა , ადგილობრივი საჰაერო ხაზებისა , თვითმფრინავების ფრენის მართვის სისტემებისა , საჰაერო მოძრაობის , მართვისა და კონტროლის საშუალებებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ -დასაფრენი ზოლებისა , რომლებიც საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაა და რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო .“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი :

მუხლი 71. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობისთვის გამოყენებული საზომი ერთეულები

საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო საქმიანობისთვის გამოიყენება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე -5 დანართით გათვალისწინებული საზომი ერთეულები . სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის საზომი ერთეულების გამოყენების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისამოქალაქო ავიაციის სააგენტო .“.

5. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი :

„31. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორისთვის შესაბამის ავიასაწარმოში სააგენტოს ნორმატიული აქტით დადგენილი კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად განსაზღვრული მინიმალური ნამუშევარი საათების ანაზღაურებას .“.

6. 91 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი :

„11. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების ან /და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების გათვალისწინებით დაუშვას სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებიდან გამონაკლისები შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში .“.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი :

მუხლი 92. უსაფრთხოების მითითება

1. უსაფრთხოების მითითება არის სააგენტოს მიერ გამოცემული (ზეპირად ან წერილობით ) ან აღიარებული დოკუმენტი , რომელიც გამოიცემა /აღიარებული იქნება იმ შემთხვევაში , თუ დადასტურდა , რომ საფრთხე  ექმნება  ფრენის  უსაფრთხოებას  ან /და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასდა  რომელიც  მიმართულია საავიაციო უსაფრთხოების აღდგენისკენ .

2. შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ეგზავნება წერილობითი უსაფრთხოების მითითება , რომელშიც ასახულია სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია :

) საფრთხის აღწერა ;

) იურიდიული ან ფიზიკური პირი , რომელსაც შეეხება უსაფრთხოების მითითება ;

) განსახორციელებელი (მათ შორის , საჭიროების შემთხვევაშიდაუყოვნებლივ განსახორციელებელი ) მოქმედებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების საჭიროების დასაბუთება ;

) განსახორციელებელი მოქმედებების განხორციელების ვადები ;

) უსაფრთხოების მითითების ძალაში შესვლის თარიღი .

3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში , როდესაც საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება , უსაფრთხოების მითითება გამოიცემა ზეპირად , ამ მუხლის მე -2 ნაწილში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინებით . უსაფრთხოების მითითება გონივრულ ვადაში წერილობით ფორმდება .

4. იურიდიული ან ფიზიკური პირი , რომელსაც შეეხება უსაფრთხოების მითითება , ვალდებულია დადგენილ ვადაში უზრუნველყოს უსაფრთხოების მითითების შესრულება .

5 . გამოცემული /აღიარებული უსაფრთხოების მითითების შესრულებას ზედამხედველობს სააგენტო .“.

8. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

საჰაერო სივრცე და სააერნაოსნო მომსახურება “.

9. მე -10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 10. საქართველოს საჰაერო სივრცე და საჰაერო სივრცით სარგებლობა

1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება როგორც საერთაშორისო ფრენის , ისე ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას აქვს ნებისმიერ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმების ან /და მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად , ხოლო საქართველოში რეგისტრირებული გადამყვან -გადამზიდველი და საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

2. თუ საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა უკავშირდება სარაკეტო -საარტილერიო სროლას , ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებას ან სხვა მსგავს საქმიანობას , იგი ხორციელდება საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით .

3. საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო -საარტილერიო სროლის , ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .“.

10. 101 და 102 მუხლები ამოღებულ იქნეს .

11. მე -11−მე -20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 11. სააერნაოსნო მომსახურება

1. ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების , რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საჰაერო მოძრაობისთვის გაწეული სააერნაოსნო მომსახურება ითვალისწინებს :

) საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას , რომელიც მოიცავს :

. ) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას ;

. ) საჰაერო სივრცის ორგანიზებას ;

. ) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას ;

) საავიაციო კავშირგაბმულობის , სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებას ;

) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებას ;

) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას ;

) საძებნ -სამაშველო მომსახურებას .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ  მომსახურებას ან მის ცალკეულ სახეებს  საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში , აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში , სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს , და სამოქალაქო აეროდრომებზე ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო .

3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

4. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად ნიშნავს სააგენტო .

5 . სააერნაოსნო მომსახურების  საწარმო უზრუნველყოფს სააერნაოსნო მომსახურების  გაწევას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , ICAO- რეგიონალური ჰაერსანაოსნო გეგმისა და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის მოთხოვნათა გათვალისწინებით .

მუხლი 12. საჰაერო მოძრაობის მომსახურება

1. საჰაერო მოძრაობის მომსახურება მოიცავს :

) საფრენოსნო -საინფორმაციო მომსახურებას (მათ შორის , სააეროდრომო საფრენოსნო -საინფორმაციო მომსახურებას , სააეროდრომო საინფორმაციო -ავტომატურ მომსახურებას );

) საავარიო მომსახურებას ;

) საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას ;

) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონულ სამეთვალყურეო მომსახურებას , მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურებას , სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას ).

2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

მუხლი 13. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა გულისხმობს ამ კოდექსის მე -11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების /სისტემების ოპერირებას .

2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს ამ კოდექსის მე -11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების /სისტემების ოპერირების ქმედუნარიანობას , საიმედოობას , უწყვეტობასა და მთლიანობას .

3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა გამოიყენოს სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მხოლოდ ის ტექნიკური საშუალება /სისტემა , რომელიც სააგენტომ წინასწარ აღიარა .

4. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

მუხლი 14. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება

1. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება მოიცავს საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების , ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის წევრების , საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს , ძებნა -შველის ოპერაციებში ჩართული ორგანოს , აეროპორტების და საქართველოს  საჰაერო სივრცის სხვა მომხმარებლების მეტეოროლოგიური ინფორმაციით  უზრუნველყოფას .

2. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს სააგენტო .

3. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

მუხლი 15. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება

1. ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის შესახებ , სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს .

2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებისგან იღებს ჰაერსანაოსნო მონაცემებსა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციას , ახარისხებს , აერთიანებს მათ , ახდენს მათ რედაქტირებას (შინაარსის შეუცვლელად ), ინახავს და დადგენილი ფორმატით აქვეყნებს და ავრცელებს მათ .

3. ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებს და მათ უფლება -მოვალეობებს განსაზღვრავს და ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

4. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებულ პაკეტს საქართველოს სახელმწიფოს სახელით აქვეყნებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია .

5. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

მუხლი 16. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა და საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია

1. საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის , სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს , სტრუქტურას და საჰაერო სივრცის კლასიფიკაციას შეიმუშავებს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით სააგენტო შეიმუშავებს :

) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს ;

) სამეთვალყურეო რაიონს ;

) სამეთვალყურეო არეს ;

) საკვანძო სამეთვალყურეო რაიონს ;

) სააეროდრომო მოძრაობის არეს ;

) საფრენოსნო საინფორმაციო არეს ;

) ფრენისათვის შეზღუდულ არეებს ;

) ფრენისათვის სახიფათო არეებს ;

) ფრენისათვის აკრძალულ არეებს , აგრეთვე სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებითსხვა არეებს .

3. ამ მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებული ფრენისათვის შეზღუდული არეები , ფრენისათვის სახიფათო არეები , ფრენისათვის აკრძალული არეები და სხვა არეები უნდა დადგინდეს დროებით . ვადა , რომლითაც დგინდება შესაბამისი არე , არ უნდა აღემატებოდეს ამ არის დადგენის გამომწვევი პირობების არსებობის ვადას .

მუხლი 17. საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობა

1. სახელმწიფოებრივი ინტერესების (მათ შორის , თავდაცვისუნარიანობის ) გათვალისწინებით , საჰაერო მოძრაობისა და საჰაერო სივრცის ორგანიზების ხელშეწყობისთვის გამოიყენება საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფცია , რომელიც არის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ შემუშავებული , ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი საჰაერო სივრცის მართვის კონცეფცია .

2. საჰაერო სივრცის ორგანიზება ხდება სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ საჰაერო სივრცის ერთობლივი , სამოქალაქო -სამხედრო კომიტეტის და საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფის შექმნით და სტრატეგიულ , პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე მათი მჭიდრო კოორდინაციით .

3. საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

მუხლი 18. საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინი

1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასების , ფრენის მინიმალური სიმაღლეების და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობის მომსახურებისათვის მნიშვნელოვანი სხვა ელემენტების დიზაინს , საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გათვალისწინებით .

2. ამ მუხლისა და ამ კოდექსის მე -16 მუხლის მოთხოვნათა   გათვალისწინებითსაქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესს , რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია , შეიმუშავებს სააგენტო და ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

მუხლი 19. ფრენის პროცედურების დიზაინის მომსახურება

1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში არსებული სამოქალაქო აეროდრომებისათვის ფრენის (სახელსაწყოო ან /და ვიზუალური ) პროცედურების დიზაინის მომსახურებას , რომელიც მოიცავს ფრენის პროცედურების დიზაინს , დოკუმენტირებას , გადამოწმებას , რეგულარულ გადახედვასა და განახლებას , ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ფრენის პროცედურების დიზაინის წესის შესაბამისად .

2. ნებისმიერი ფრენის პროცედურა გამოყენებამდე უნდა დაამტკიცოს სააგენტომ .

3. ფრენის პროცედურების დიზაინის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

მუხლი 20. საავიაციო რუკები

1. საქართველოს სამოქალაქო საავიაციო რუკებს ადგენს , მათ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და მათ რეგულარულად აახლებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო .

2. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს თხოვნით , საქართველო უზრუნველყოფს საკუთარი ტერიტორიის შესახებ იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას , რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის მე -4 დანართის მოთხოვნათა შესასრულებლად .

3. საავიაციო რუკების შედგენის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .“.

12. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201−204 მუხლები :

მუხლი 201. საძებნ -სამაშველო მომსახურება

1. საძებნ -სამაშველო მომსახურება მოიცავს ავარიული მდგომარეობის მონიტორინგს , კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას , საქმიანობის კოორდინაციას , ძებნასა და შველას , სამედიცინო დახმარების გაწევასსამედიცინო მიზნებისთვის ევაკუაციას სახელმწიფო და კერძო რესურსების , მათ  შორის , საავიაციო , საზღვაო და სხვა საშუალებების , გამოყენებით .

2. საძებნ -სამაშველო მომსახურება ხორციელდება როგორც საქართველოს ავიაციის ძალებითა და საშუალებებით , ისე სახმელეთო და საზღვაო საძებნ -სამაშველო ჯგუფების დახმარებით .

3. საძებნ -სამაშველო მომსახურების განხორციელების წესი , განმახორციელებელი სტრუქტურები და მათი უფლება -მოვალეობები განისაზღვრება საავიაციო ძებნა -შველის რეაგირების გეგმით , რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

4. აეროდრომის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონში საავარიო -სამაშველო მომსახურებას ახორციელებს აეროდრომის საავარიო -სამაშველო რაზმი . მის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი /ავიაგადამზიდველი .

5. საძებნ -სამაშველო მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან .

მუხლი 202. უცხო სახელმწიფოს საძებნ -სამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება

1. საქართველოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება უცხო სახელმწიფოს საძებნ -სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები , აგრეთვე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე /საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან /და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი , სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული .

2. საქართველოსთან შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს საძებნ -სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები , აგრეთვე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე ან /და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი , სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული , დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში , სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს , ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდის მგზავრთა ძებნა და შველა ხორციელდება საქართველოს საძებნ -სამაშველო რაზმების მეშვეობით ან საქართველოს და უცხო სახელმწიფოს საერთო ძალებით , მათ შორის შეთანხმების საფუძველზე .

მუხლი 203. სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა

1. სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს :

) სააერნაოსნო მომსახურების  საწარმოს  სერტიფიცირებას , ინსპექტირებას და უწყვეტ  მონიტორინგს ;

) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების /სისტემების აღიარებას ;

) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობას , უსაფრთხოების /ხარისხის მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას და სხვა .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს ამ კოდექსის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და მათ საფუძველზე შემუშავებული წესების შესაბამისად .

მუხლი 204. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი

1. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპები და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით .

2. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდება :

) სახელმწიფო საჰაერო ხომალდი ;

) საჰაერო ხომალდის ფრენა , რომელიც სრულდება საომარი მდგომარეობის , საგანგებო მდგომარეობის , სტიქიური უბედურების , კატასტროფის , ავარიის დროს ადამიანების , სახელმწიფო და კერძო ქონების გადასარჩენად საძებნ -სამაშველო მომსახურების განსახორციელებლად ;

) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში გათავისუფლებული საჰაერო ხომალდი /საჰაერო ხომალდის ფრენა .“.

13. II კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

საჰაერო ხომალდები , საავიაციო პერსონალი , აეროდრომები და აეროპორტები “.

14. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი :

მუხლი 431. საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგება

1. საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის წესებს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

2. ნებისმიერი პირი , რომელიც საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება , ვალდებულია დაიცვას ამ აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ დადგენილი მოძრაობის წესები .“.

15. 44- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 44. ფრენის წესები

1. საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე -16 მუხლის მე -2 ნაწილის “−„ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა ) საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენის წესების შესაბამისად , რომლებიც მოიცავს ფრენის გეგმას , სახელსაწყოო და ვიზუალური ფრენის წესებს , უპირატესი ფრენის უფლებებს და ფრენის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს .

2. ფრენისათვის შეზღუდულ არეებში , ფრენისათვის სახიფათო არეებში და ფრენისათვის განკუთვნილ სხვა დროებით არეებში საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების დაცვით .

3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში , სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს , სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენა , გამონაკლისის გარეშე , სრულდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე -2 დანართის მოთხოვნათა დაცვით .“.

16. 46- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 46. ფრენის გეგმა , სამეთვალყურეო ნებართვა , საფრენოსნო დავალება

1. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება ფრენის გეგმის საფუძველზე , სამეთვალყურეო ნებართვის მიხედვით . სამეთვალყურეო ნებართვა არის საჰაერო ხომალდისათვის საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაცემული მითითება , რომლითაც დგინდება საჰაერო ხომალდის მოქმედების პირობები . სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხმობის საფუძველზე .

2. ფრენის გეგმა წარედგინება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს .

3. ძირითადი დოკუმენტი , რომლითაც განისაზღვრება ფრენის მიზანი , ამოცანა და მარშრუტი , არის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება .“.

17. 49- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 49. ფრენის წესების დარღვევასაჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა

1. საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს სათანადო მითითების მიღებისთანავე უზრუნველყოს მისი მითითებულ ადგილზე დაფრენა . აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა (საჰაერო ხომალდის იძულებით დაფრენა ).

2. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში , საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე -3 bis მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით .

3. საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .“.

18. 50- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 50. საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენება ფრენისა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევის დროს

1. რადიოკავშირის მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი , ხოლო თუ ეკიპაჟი ერთი პირისგან შედგებაპილოტი ვალდებულია უზრუნველყოს ეთერის განუწყვეტელი მოსმენა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან რადიოკავშირის დამყარება რადიოკავშირის დადგენილ საავიაციო სიხშირეებზე .

2. საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

3. საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე -16 მუხლის მე -2 ნაწილის “−„ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა , აგრეთვე გარდა ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს შორის რადიოკავშირი ხორციელდება ICAO- სამუშაო ენაზეინგლისურ ენაზე .

4. თუ საჰაერო ხომალდი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში , როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას , მგზავრთა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , გამონაკლისის სახით , შეიძლება რადიოკავშირის დამყარება ქართულ ენაზე ან ICAO- სხვა სამუშაო ენაზე , იმ პირობით , რომ ეს ენა ცნობილია საჰაერო მოძრაობის მომსახურების გამწევი , რადიოკავშირის განმახორციელებელი პირებისათვისპილოტისა და მეთვალყურისათვის .“.

19. 52- მუხლის მე -3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

3. უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხის საშუალებით მომართვის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების მინიჭების წესს შეიმუშავებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .“.

20. 56- მუხლის მე -3 ნაწილი ამოღებულ იქნეს .

21. XV თავი ამოღებულ იქნეს .

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ახალი საავიაციო ძებნა -შველის რეაგირების გეგმის დამტკიცება . ამ გეგმის ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებსსაავიაციო ძებნა -შველის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №734 დადგენილება .

2. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება :

) საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესი ;

) საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესი ;

) უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხის საშუალებით მომართვის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების მინიჭების წესი .

3. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება :

) საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო -საარტილერიო სროლის , ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესი ;

) საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესი ;

) საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესი .

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმასამოქალაქო ავიაციის სააგენტომ :

) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს :

. ) სამოქალაქო ავიაციაში საზომი ერთეულების გამოყენების წესის დამტკიცება ;

. ) საავიაციო რუკების შედგენის  წესის დამტკიცება ;

. ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის დამტკიცება ;

) 2018 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს :

. ) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის დამტკიცება ;

. ) ფრენის პროცედურების დიზაინის წესის დამტკიცება ;

) 2019 წლის 1 იანვრამდე  უზრუნველყოს :

. ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცება ;

. ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცება .

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმასამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ხელახალი სერტიფიცირება .

6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი მოქმედებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ხელახალი სერტიფიცირების დასრულებამდე .

 მუხლი 3

1. ეს კანონი , გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე -9 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე -10 მუხლის მე -2 და მე -3 ნაწილებისა , მე -11 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე -17 მუხლის მე -2 ნაწილისა , მე -18 მუხლის პირველი ნაწილისა , მე -19 მუხლისა და მე -20 მუხლის პირველი ნაწილისა და პირველი მუხლის მე -17 ნაწილისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე -11 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე -20 მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან .

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე -11 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე -17 მუხლის მე -2 ნაწილი , მე -18 მუხლის პირველი ნაწილი და მე -19 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან .

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე -9 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე -10 მუხლის მე -2 და მე -3 ნაწილები და პირველი მუხლის მე -17 ნაწილი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან .


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2017 წ.

N1818-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.