საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1038-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.017078
1038-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
420000000.05.001.017078
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

2. მე-14 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბებისას მხარეთა შორის უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში დავას განიხილავს შემთანხმებელი კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, და რომლის საქმიანობაში მონაწილეობენ დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები. თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, დავას განიხილავენ სასამართლო ორგანოები.“.

3. 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომები საექსპლუატაციოდ გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

4. 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საჰაერო სივრცეში არარეგულარული საერთაშორისო ფრენის შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.“.

 5. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოების საძებნ-სამაშველო რაზმების დაშვების ნებართვას იძლევა საქართველოს მთავრობა.“.

6. 108-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, ძებნის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“.

7. 110-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ისეთი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევისას, რომლებიც სხვადასხვა უწყების ინტერესებს შეეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას საუწყებათაშორისო კომისია.“.

 მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში:

ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება;

ბ) სათანადო უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის პირველი მუხლის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე  იურიდიულ ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1038-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.