საქართველოს საჰაერო კოდექსი

საქართველოს საჰაერო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 420.000.000.05.001.000.177
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
462
29/10/1996
პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996
420.000.000.05.001.000.177
საქართველოს საჰაერო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (07/12/2017 - 22/12/2017)

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსი

კარი I. ზოგადი დებულებები

თავი I. ძირითადი დებულებები

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;

ბ) ადგილობრივი საჰაერო ხაზი – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც არის საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილი, საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდული დერეფანი საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში და რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით;

გ) აეროპორტი – საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას და რომელსაც ამ მიზნით აქვს აეროდრომი, სამგზავრო ტერმინალი, სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს შესაბამისი მომსახურე პერსონალი;

დ) აეროდრომის რაიონი – აეროდრომისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე განლაგებული, ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შემოფარგლული საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს მის ქვემოთ მდებარე მიწისა და წყლის ზედაპირებს;

ე) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი – თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე მეთაურის ან მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე, ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მფლობელი პირი;

ვ) ავიასამედიცინო ცენტრი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე უფლებამოსილია უზრუნველყოს ავიასპეციალისტთა სამედიცინო შემოწმება და გასცეს შესაბამისი სამედიცინო სერტიფიკატი;

ზ) ავიასამედიცინო ექსპერტი – უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს, რომელსაც დამატებით გავლილი აქვს საავიაციო მედიცინის მომზადებისა და შემდგომი სწავლების კურსი და რომელიც ახორციელებს სამედიცინო შემოწმებას ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის მიზნით;

თ) ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა – განსაკუთრებული მომზადების მქონე, კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის და მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატირების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები;

ი) ექსპლუატანტის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ესაჭიროებათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისათვის ახორციელებენ;

კ) ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება) – სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების ან/და საავიაციო უშიშროების, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, SAFA-ს ინსპექტორი) შესაბამისი დოკუმენტების, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით;

ლ) კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა) – საჰაერო ხომალდის მიერ მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის გადასაზიდად საზღაურის საფუძველზე ან დაქირავებით განხორციელებული ფრენა;

მ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ნ) მოწმობის აღიარება – ქმედება, რომლითაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობას საკუთარი მოწმობის თანაბარ ღირებულებას ანიჭებს;

ო) პილოტირება (მართვა) – ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მართვის ორგანოებით მანიპულირება;

პ) სააგენტოს სამართლებრივი აქტები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები;

ჟ) საავიაციო პერსონალი – საავიაციო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის განსაკუთრებული შემადგენლობა, რომელიც შედგება ფრენის შესრულების ან მომსახურების ნებართვის მქონე, სათანადოდ მომზადებული ავიასპეციალისტებისაგან;

რ) საავიაციო საშუალებები – საჰაერო ხომალდები, აეროდრომები, აეროპორტები, მათი მოწყობილობები, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებები, საჰაერო ტრასებისა და ადგილობრივი საჰაერო ხაზების რადიოტექნიკური მოწყობილობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული სხვა საჰაერო საშუალებები;

ს) საავიაციო შემადგენლობა – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მიზნების მისაღწევად ხორციელდება;

ტ) საერთაშორისო აეროპორტი – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და რომელშიც უზრუნველყოფილია სასაზღვრო, სანიტარიულ-საკარანტინო და საბაჟო კონტროლი;

უ) სამოქალაქო ავიაცია – ავიაცია, რომელიც, გამოყენების მიზნის მიხედვით, იყოფა სატრანსპორტო ავიაციად და საერთო დანიშნულების ავიაციად:

უ.ა) სატრანსპორტო ავიაცია – სამოქალაქო ავიაცია, რომელიც გამოიყენება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განსახორციელებლად;

უ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაცია – სამოქალაქო ავიაცია, რომელიც არ გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და რომლის გამოყენება მოიცავს საავიაციო სამუშაოების შესრულებას;

ფ) სამუშაო დრო – დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი ვალდებულია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მითითებით გამოცხადდეს სამუშაო მოვალეობის შესასრულებლად ან/და შეუდგეს მის შესრულებას, და მთავრდება მის მიერ სამუშაო მოვალეობის დასრულებისთანავე;

ქ) საპილოტაჟო არე – ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შემოფარგლული, საგანგებოდ გამოყოფილი საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდების გამოსაცდელად, ეკიპაჟის საფრენოსნო წვრთნისათვის და სხვა მიზნით;

ღ) საფრენოსნო დავალება – დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს აუცილებელ მონაცემებს ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და ფრენის მიზნის თაობაზე;

ყ) მომსახურე ეკიპაჟის წევრი – მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრი, რომელიც მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასრულებს ავიაგადამზიდველის ან მეთაურის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს და არ მონაწილეობს საჰაერო ხომალდის მართვაში;

შ) საფრენოსნო სამუშაო – ეკიპაჟის მიერ საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ჩატარებული სამუშაო;

ჩ) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სუვერენიტეტისადმი დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და მისი მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები;

ც) საქართველოს საჰაერო სივრცე – საქართველოს ტერიტორიის თავზე არსებული სივრცე;

ძ) სახელმწიფო ავიაცია – ავიაცია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო სამსახურებში;

წ) საჰაერო მოძრაობა – ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო ხომალდის მოძრაობა;

ჭ) საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი) – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, სადაც საჰაერო მოძრაობის ორგანო თავის დანიშნულებას ასრულებს;

ხ) საჰაერო სატრანსპორტო საშუალება – თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, პლანერი, საჰაერო ბუშტი, სამაშველო პარაშუტი, საფრენად განკუთვნილი სხვა საშუალება;

ჯ) საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც საჰაერო სივრცეში ჰაერნაოსნობისთვის არის პასუხისმგებელი;

ჰ) საჰაერო ტრასა – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც არის საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილი, სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდული დერეფანი და რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომებით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით;

1) საჰაერო ხომალდი – აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება;

2) ეროვნული საჰაერო ხომალდი – საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი;

3) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი – პირები (ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის წევრი და მომსახურე ეკიპაჟის წევრი), რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას საჰაერო ხომალდის მართვისა და მომსახურების განსაზღვრული მოვალეობები აკისრიათ;

4) საჰაერო ხომალდის მეთაური – საჰაერო ხომალდის ფრენისას მისი მართვისა და უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პილოტი;

5) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალური რეისი – სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი რეისი;

6) საჰაერო ხომალდის სახეობა – საჰაერო ხომალდების უმთავრესი მახასიათებლების მიხედვით დაყოფის საფუძველზე გამოყოფილი სახეობა, კერძოდ, თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, თავისუფალი აეროსტატი, სხვა სახეობა;

7) საავიაციო სამუშაოები – საჰაერო ხომალდის გამოყენებით ისეთი სფეროების მომსახურება, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტოპოგრაფიული გადაღება, პატრულირება, ძებნა, შველა და სხვა;

8) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსათვის წარდგენილი ცნობები საჰაერო ხომალდის მიერ დასახული ფრენის ან ფრენის ნაწილის შესახებ;

9) ფრენის დრო (საფრენოსნო დრო) – თვითმფრინავებისათვის და სხვა საჰაერო ხომალდებისათვის – საერთო დრო აფრენის მიზნით საჰაერო ხომალდის მიერ მოძრაობის დაწყებიდან ფრენის დასრულებისას მის შეჩერებამდე/ფიქსირებამდე; შვეულმფრენებისათვის – საერთო დრო შვეულმფრენის მზიდი ხრახნის ბრუნვის დაწყებიდან ფრენის დასრულებისას შვეულმფრენის სრულ გაჩერებამდე და მზიდი ხრახნის ბრუნვის შეჩერებამდე;

10) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ინსპექტირებას (საინსპექციო შემოწმებას) ახორციელებს;

11) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

12) ფრენისათვის აკრძალული არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების ფრენა აკრძალულია;

13) ფრენისათვის სახიფათო არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ მონაკვეთებში შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენისათვის სახიფათო საქმიანობა;

14) ფრენისათვის შეზღუდული არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების ფრენა გარკვეული პირობებით არის შეზღუდული;

15) ჩარტერი – ხელშეკრულება, რომლის ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს ერთი ან რამდენიმე რეისით მგზავრების გადაყვანისათვის, ბარგის ან/და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნით;

16) ხელშემკვრელი სახელმწიფო – სხვა სახელმწიფოსთან საჰაერო სივრცით, აეროდრომებით და კავშირგაბმულობის საშუალებებით ერთობლივი სარგებლობის თაობაზე, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ხელშეკრულების (შეთანხმების) დამდები სახელმწიფო;

17) EASA – ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო;

18) SAFA − უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების განსაზღვრის (საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების) პროგრამა;

19) SAFA-ს ინსპექტორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირებას (საინსპექციო შემოწმებას) SAFA-ს შესაბამისად ახორციელებს;

20) ჰაერსანაოსნო ინფორმაცია – ჰაერსანაოსნო მონაცემების შეკრებისა და ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია;

21) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული – სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული და გამოშვებული გამოცემა, რომელიც შეიცავს ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ფრენის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან, გრძელვადიან ჰაერსანაოსნო ინფორმაციას;

22) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტი – მატერიალური ან/და ელექტრონული პაკეტი, რომელიც მოიცავს: ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულს (მათ შორის, მის ცვლილებებს და დროებით ცვლილებებს); ნოტამს (შეტყობინება მომსახურების, წესების, საფრთხის, აგრეთვე სააერნაოსნო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ) და ფრენისწინა ინფორმაციის ბიულეტენებს; ცირკულარულ (დამატებით) ინფორმაციას და მოქმედი ნოტამების ჩამონათვალს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130  

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5963 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 21 დეკემბრის კანონი №136 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3954  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

     მუხლი 2. კოდექსის მიზანი

1. საქართველოს საჰაერო კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ავიაციის საქმიანობის სამართლებრივ მოწესრიგებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასა და საავიაციო საქმიანობის სხვა სახეობებში.

2. საქართველო, როგორც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია დროულად, შესაბამისი დოკუმენტებით დადგენილ ვადებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ამ კონვენციის, მისი დანართებისა და მათი შესწორებების მოთხოვნებთან.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

    მუხლი 3. კოდექსის მოქმედების არე

საქართველოს საჰაერო კოდექსის მოქმედება ვრცელდება:

1. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ყველა საჰაერო – სატრანსპორტო საშუალებაზე (შემდგომში – საჰაერო ხომალდები), მიუხედავად საკუთრების ფორმისა, უწყებრივი დაქვემდებარებისა და ეროვნულობისა;

2. საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო საქმიანობით დაკავებულ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე;

3. საქართველოს საჰაერო ხომალდებზე, მათი უცხო სახელმწიფოში ყოფნის დროს, თუ ამ სახელმწიფოს კანონები სხვა ნორმებს არ ითვალისწინებს;

4. ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, რომელთა საქმიანობამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს საჰაერო ხომალდის ფრენაზე.

    მუხლი 4. კანონმდებლობა საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის შესახებ

1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა რეგულირდება ამ კოდექსით და მის საფუძველზე მიღებული სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. საჰაერო სივრცით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე.

    მუხლი 5. საქართველოს სუვერენიტეტი მის საჰაერო სივრცეზე

1. საქართველო ფლობს სრულ და განსაკუთრებულ სუვერენიტეტს საკუთარი ტერიტორიის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეზე.

2. საქართველოს ტერიტორია არის მის სუვერენიტეტს დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები.

3. საქართველოს საჰაერო სივრცე არის სახმელეთო ტერიტორიისა და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლების თავზე არსებული სივრცე.

    მუხლი 6. ავიაციის გამოყენება საქართველში

1. საქართველოს ავიაცია იყოფა სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციად.

2. საქართველოს ავიაცია გამოიყენება:

ა) მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად;

ბ) სპეციალური საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად;

გ) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სანიტარიულ ღონისძიებათა განსახორციელებლად;

დ) საძებნ-სამაშველო და საავარიო-სამაშველო საქმიანობისათვის;

ე) ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოებისათვის;

ვ) სასწავლო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო-სავაჭრო ღონისძიებების განსახორციელებლად და ტექნიკური შემოქმედების განსავითარებლად;

ზ) იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;

თ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად;  

ი) საპოლიციო და საბაჟო კონტროლის ამოცანებისათვის;

კ) სხვაგვარი საქმიანობის და მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5963 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3954  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

     მუხლი 7. საავიაციო საშუალებებზე საკუთრების უფლება

საქართველოში საავიაციო საშუალებები შეიძლება იყოს სახელმწიფო, იურიდიული და ფიზიკური პირების (მათ შორის, უცხო სახელმწიფოს) საკუთრება, გარდა საჰაერო ტრასებისა, ადგილობრივი საჰაერო ხაზებისა, თვითმფრინავების ფრენის მართვის სისტემებისა, საჰაერო მოძრაობის, მართვისა და კონტროლის საშუალებებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ-დასაფრენი ზოლებისა, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5300 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.352

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1909 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.21

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3749 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.389

 

თავი II. საავიაციო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და რეგულირება

    მუხლი 8. საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენცია

1. სამოქალაქო ავიაციის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის ზედამხედველობასა და რეგულირებას კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

3. სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ამ ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

4. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებები და ამ რეისების შესრულებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2267 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.336

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3749 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.389

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 21 დეკემბრის კანონი №136 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

    მუხლი 81 . სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირება

1. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირებას ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ან/და SAFA-ს ინსპექტორი.

2. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. 

3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბროს ნებისმიერ პირს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისი პროცედურების შეფასების მიზნით.

4. SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს სხვა ქვეყნების საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრებში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებში და მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.

5. ინსპექტირების განხორციელებისას ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე ნებისმიერ პირს შეუჩეროს სერტიფიკატით (მოწმობით) ან სხვა საავიაციო დოკუმენტით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება, თუ ინსპექტირებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას ან სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.

6. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ინსპექტირების ობიექტები არიან, ვალდებული არიან, დაეხმარონ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და წარუდგინონ ფრენის უსაფრთხოებასთან, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია.

7. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას ინსპექტირების პროცესში.

8. ინსპექტირების წესი და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

9. სააგენტო უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განხორციელებისას მოპოვებული ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე ან საავიაციო უშიშროებაზე, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-19 დანართის შესაბამისად.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

 

    მუხლი 82. საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, უსაფრთხოების მართვის სისტემა

1. საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა არის წესებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია სახელმწიფოში ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონის ამაღლება.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებულ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. უსაფრთხოების მართვის სისტემა წარმოადგენს ფრენის უსაფრთხოების მართვისადმი სისტემურ მიდგომას, რომელიც მოიცავს სავალდებულო ორგანიზაციულ სტრუქტურას, ფრენის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელ პირთა იერარქიას, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პროცედურებს.

4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებულ უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგად წესებს ამტკიცებს სააგენტო.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

 

     მუხლი 83. საავიაციო მოვლენა და მისი  შეტყობინების წესი  

1. საავიაციო მოვლენა არის საავიაციო შემთხვევა, სერიოზული ინციდენტი ან ინციდენტი, აგრეთვე საჰაერო ხომალდის ან/და მისი სისტემის გაუმართაობა, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების მტყუნება ან სხვა სახის უჩვეულო ვითარება, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა ან რომელსაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა ფრენის უსაფრთხოებაზე.

2. საავიაციო მოვლენის შეტყობინების წესს ამტკიცებს სააგენტო.

3. სააგენტო ვალდებულია შეაგროვოს ინფორმაცია საავიაციო მოვლენების შესახებ, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მიმწოდებლის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს შეტყობინებების ანალიზი და დამუშავება, შექმნას და შეინარჩუნოს შეტყობინებების მონაცემთა ბაზა, შეტყობინების შესახებ მონაცემები გაცვალოს სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან, განსაზღვროს ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებები.

4. საავიაციო მოვლენის შეტყობინების მიზანია პრევენციული ღონისძიებების გატარება და არა ვინმეს ბრალეულობის ან მისი დადგომისათვის ვინმეს პასუხისმგებლობის დადგენა. 

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

     მუხლი 9. საავიაციო საქმიანობის ნორმატიული აქტები

1. საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოსცემენ საავიაციო საშუალებების ყველა მფლობელისა და მომხმარებლისათვის სავალდებულო წესებს, ბრძანებებს, მითითებებს, ინსტრუქციებს, ცირკულარებს და სხვა ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებს საავიაციო საქმიანობის განხორციელების, საავიაციო საშუალებების წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხების რეგულირებისათვის და საავიაციო უშიშროების ღონისძიებების დაუყოვნებლივ განსახორციელებლად.

11 . სამოქალაქო საავიაციო საქმიანობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა, რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით, სახელმძღვანელო მასალებითა და პროცედურებით.

2. სხვა სამინისტროებისა და უწყებების ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც გათვალისწინებულია აფეთქება, სროლა, მაღლივი კორპუსებისა და მოწყობილობების მშენებლობა, ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი, რადიოდაბრკოლებების შექმნა და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობისათვის სხვა სახიფათო სამუშაოების შესრულება, უნდა შეთანხმდეს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოებთან.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6093 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 91. სააგენტოს სამართლებრივი აქტები 

1. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ამ კანონით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

2. სააგენტოს სამართლებრივი აქტები საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში ჩერდება სააგენტოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოქმედება, გარდა იმ სამართლებრივი აქტისა, რომელიც გამოცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების ან/და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა ფრენის უსაფრთხოებას ან/და საავიაციო უშიშროებას ან რასაც შეეძლო ასეთი საფრთხის შექმნა.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

 

თავი III. საჰაერო სივრცე

    მუხლი 10. ფრენისა და სხვაგვარი საქმიანობის უფლება

საქართველოს საჰაერო სივრცეში ხორციელდება როგორც საჰაერო ხომალდების ფრენა, ასევე ამ სივრცით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვაგვარი საქმიანობა (სხვა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების გაშვება, საარტილერიო სროლა, ფეთქებადი სამუშაოების წარმოება და ა. შ.) იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ კოდექსისა და მის საფუძველზე შემუშავებული სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნები.

 

    მუხლი 101. სააერნაოსნო მომსახურება

 1. სააერნაოსნო მომსახურება, რომელიც მოიცავს საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას, კავშირგაბმულობას, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებასა და მეტეოროლოგიურ, საძებნ-სამაშველო და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას, ხორციელდება ამ კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და მათ საფუძველზე შემუშავებული სააერნაოსნო მომსახურების წესების შესაბამისად.

2. სააერნაოსნო მომსახურების წესებს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.    

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.   

  მუხლი 102. სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა

სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირებას, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარებას/ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ინსპექტირებას და უწყვეტ მონიტორინგს, უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას, სააგენტო ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და მათ საფუძველზე შემუშავებული სააერნაოსნო მომსახურების წესების შესაბამისად.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 11. საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზება

საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებას, ფრენისა და საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 12. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა

1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ ძირითად ელემენტებს:

ა) საჰაერო ტრასები, ადგილობრივი საჰაერო ხაზები, სწორხაზოვანი მარშრუტები, ადგილობრივი საჰაერო ხაზებისა და საჰაერო ტრასების ფარგლებს გარეთ ფრენის მუდმივი მარშრუტები;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი საჰაერო დერეფნები;

გ) აეროდრომების რაიონები, აეროკვანძები, პოლიგონები და საპილოტაჟო არეები;

დ) ფრენისათვის შეზღუდული არეები;

ე) ფრენისათვის სახიფათო არეები;

ვ) ფრენისათვის აკრძალული არეები.

2. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. ინფორმაცია საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის შესახებ შეიტანება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულებში და აისახება ჰაერსანაოსნო რუკებზე.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 13. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები

1. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები ექვემდებარება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით რეგისტრირებას.

2. საჰაერო ტრასითა და ადგილობრივი საჰაერო ხაზით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აწვდის საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, რისთვისაც გამოიყენება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გავრცელების არხების სისტემა.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 14. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბება

1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას აყალიბებს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ეს სტრუქტურა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წინადადებები საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ შეიძლება შეიმუშაონ სხვა დაინტერესებულმა სამინისტროებმა, უწყებებმა, სახელმწიფო ორგანოებმა და ორგანიზაციებმა, თუ ეს აუცილებელია მათი საქმიანობის განსახორციელებლად, ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად.

3. თითოეული წინადადება საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ უნდა შეთანხმდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე იმ სამხედრო უწყებებთან, რომელთა ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს იგი, და უნდა წარედგინოს სააგენტოს.

4. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბებისას მხარეთა შორის უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში დავას განიხილავს შემთანხმებელი კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, და რომლის საქმიანობაში მონაწილეობენ დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები. თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, დავას განიხილავენ სასამართლო ორგანოები.

5. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ცვლილებებთან დაკავშირებულ მატერიალურ ხარჯებს ანაზღაურებენ ამ ცვლილებებით დაინტერესებული ორგანოები და ორგანიზაციები.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 15. შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცის გამოყენების რეგულირება

საქართველოს ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცეში ხომალდების ფრენის მომსახურების წესს, საჰაერო ტრასების, საჰაერო მოძრაობის მართვის არეებსა და საზღვრებს ადგენს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

    მუხლი 16. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უპირატესი უფლებები

საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის დაგეგმვა და კოორდინირება ხორციელდება უპირატესი უფლებების გათვალისწინებით, შემდეგი თანამიმდევრობით:

1. საჰაერო ხომალდების ფრენა საბრძოლო და ოპერატიული დავალებების შესასრულებლად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით;

2. საჰაერო ხომალდების ფრენა და სხვა სახის საავიაციო სამუშაოები, რომლებიც სრულდება სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ავარიების, ავარიული ვითარების დროს, როცა საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

3. საჰაერო ხომალდების ფრენა, რომელიც სრულდება სპეციალური რეისების დებულების შესაბამისად;

4. განრიგით გათვალისწინებული ფრენა, რომელიც სრულდება საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე;

5. განრიგით გათვალისწინებული ფრენა;

6. საცდელი და ექსპერიმენტული ფრენა;

7. არარეგულარული საჰაერო გადაზიდვა და სხვა საავიაციო სამუშაოების შესრულება;

8. სასწავლო და საწვრთნელი ფრენა;

9. ფრენა ან საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობა, რომლის შესრულებაც დაკავშირებულია სადემონსტრაციო, სპორტული და სხვა ღონისძიებების მოწყობასთან;

10. ფრენა ან საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან. 

   მუხლი 17. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი

1. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპები და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

2. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდება:

ა) სახელმწიფო საჰაერო ხომალდი;

ბ) საჰაერო ხომალდი, რომელიც გამოიყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და ავარიის დროს ადამიანების, სახელმწიფო და კერძო ქონების გადასარჩენად საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით;

გ) საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე და ამ საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში გათავისუფლებული საჰაერო ხომალდი/ფრენა.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 18. რადიოკავშირის ენა საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას

საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებსა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟებს შორის რადიოკავშირი ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ენაზე.  

    მუხლი 19. საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფა

1. ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას ახორციელებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო.

2. ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას საქართველოს საჰაერო სივრცის და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის შესახებ, სადაც საჰაერო მოძრაობას საქართველო უზრუნველყოფს.

3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებისგან მიღებას, დახარისხებას, გაერთიანებას, რედაქტირებას (შინაარსის შეუცვლელად), შენახვას, დადგენილი ფორმატით გამოქვეყნებას და გავრცელებას.

4. ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებს, მათ უფლება-მოვალეობებს და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

5. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტი საქართველოს სახელით ქვეყნდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.  

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 20. საჰაერო მოძრაობის მართვის მიზნით კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა

საქართველოს სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს საჰაერო სივრცით, ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირგაბმულობა საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებთან.

 

კარი II. საავიაციო საშუალებები და საავიაციო პერსონალი

თავი IV. საჰაერო ხომალდები

    მუხლი 21. საჰაერო ხომალდების კლასიფიცირება

1. საჰაერო ხომალდები იყოფა სამოქალაქო, სახელმწიფო და ექსპერიმენტულ ხომალდებად.

2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც შეტანილია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.

3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში.

4. საჰაერო ხომალდი არის ექსპერიმენტული, თუ იგი გამოიყენება საცდელი, ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევითი ფრენის შესრულების მიზნით.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3954  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.  

    მუხლი 211. უპილოტო საჰაერო სისტემა და ხომალდები

1. უპილოტო საჰაერო სისტემა არის უპილოტო საჰაერო ხომალდებისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ელემენტების ერთობლიობა.

2. უპილოტო საჰაერო ხომალდი არის საფრენი აპარატი, რომლის ბორტზე პილოტი არ იმყოფება.

3. უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 22. საჰაერო ხომალდების რეგისტრირება

1. ფრენისათვის ვარგისი ყველა საჰაერო ხომალდი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრირებას სათანადო მოწმობის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემით.

2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.

3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ჩაიწერება ის ხომალდები, რომლებსაც აქვთ ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი.

4. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს სააგენტო და მათ საფუძველზე ახორციელებს ხომალდების რეესტრის აღრიცხვას.

5. (ამოღებულია).

6. სახელმწიფო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.

7. სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრს აწარმოებს, მათი რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

8. (ამოღებულია – 26.04.2012, №6093).

9. ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდები სახელმწიფო რეესტრში არ რეგისტრირდება. ისინი აღირიცხება იმ ორგანიზაციებში, სადაც სათანადო საცდელ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევით ფრენას ახორციელებენ.

10. არასამრეწველო ხერხით დამზადებული, არა უმეტეს ათასი კილოგრამი მასის მქონე საჰაერო ხომალდები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრირებას საავიაციო სპორტის შესაბამის უწყებაში.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6093 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

    მუხლი 23. საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება

1. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდი ამოიღება:

ა) ფრენისათვის უვარგისობის გამო საჰაერო ხომალდის ჩამოწერისას;

ბ) უცხო სახელმწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის საჰაერო ხომალდის მიყიდვისას;

გ) უცხო სახელმწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის იჯარით აღებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებისას;

დ) საჰაერო ხომალდის უკვალოდ დაკარგულად გამოცხადებისას;

ე) ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით დაიშვება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან იმ საჰაერო ხომალდების ამოღება, რომლებიც ვადიან სარგებლობაში გადაეცემა უცხო სახელმწიფოს, მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს.

2. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდის ამოღებისას მასზე გაცემული სარეგისტრაციო სერტიფიკატი კარგავს იურიდიულ ძალას.

    მუხლი 24. საჰაერო ხომალდის ეროვნულობა

1. საქართველოში ეროვნულად ითვლება ის საჰაერო ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრში.

2. საჰაერო ხომალდი არ შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ერთზე მეტ სახელმწიფოში.

3. დავა საჰაერო ხომალდის ეროვნულობის შესახებ შეიძლება გადაწყდეს დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის მიღწეული შეთანხმებით ან საერთაშორისო სამედიატორო სასამართლოს მეშვეობით.

    მუხლი 25. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის უფლება

1. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხორციელდება საქართველოში დაწესებულ ფრენის ნორმებთან მათი შესაბამისობის დადგენის შემდეგ, რაც დასტურდება სათანადო სერტიფიკატით.

11 . ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტოსა და სხვა სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის შესაძლებელია გაფორმდეს შეთანხმება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ფუნქციების, მოვალეობებისა და საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის 83 bis მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

2. საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 26. საჰაერო ხომალდისათვის აუცილებელი საბუთები

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდი საფრენად არ დაიშვება, თუ არ არის შემდეგი საბუთები:

ა) სახელმწიფო რეგისტრირების სერტიფიკატი;

ბ) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი;

გ) საბორტო რადიოსადგურით სარგებლობის ლიცენზია, თუ ხომალდი აღჭურვილია რადიოაპარატურით;

დ) საბორტო ჟურნალი;

ე) სერტიფიკატი ეკიპაჟის თითოეულ წევრზე;

ვ) მგზავრთა გადაყვანისას–მათი გვარების სია, გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტების მითითებით;

ზ) ტვირთის გადაზიდვისას–მანიფესტი და ამომწურავი დეკლარაცია ტვირთის შესახებ.

2. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით შეიმუშაოს და გამოსცეს იმ საბუთების ნუსხა და ფორმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს საჰაერო ხომალდზე ფრენის დანიშნულებისა და მიზნების შესაბამისად.

 3. სააგენტოს უფლება აქვს, არა უმეტეს 1000 კილოგრამი მასის კონსტრუქციის საჰაერო ხომალდისათვის სანორმატივო მოთხოვნების შემუშავებისას ზემოთ აღნიშნული ნუსხიდან გამონაკლისი დაუშვას.

4. სახელმწიფო და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე უნდა ინახებოდეს ის საბუთები, რომლებიც გათვალისწინებულია მათი მფლობელების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 27. საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი ნიშნები

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდს სახელმწიფო რეესტრში შეტანისას ენიჭება სარეგისტრაციო და ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშნები, რომლებიც დადგენილი წესით აღინიშნება საჰაერო ხომალდის გარე ზედაპირზე.

2. რეგისტრირებისა და ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშნების გარდა, საჰაერო ხომალდზე შეიძლება აღინიშნოს სიმბოლოები, ემბლემები და წარწერები, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრირების წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. საქართველოს სამოქალაქო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ნიშნების ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს სააგენტო.

4. საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 28. მოსახმობი რადიოსიგნალი

მოსახმობი რადიოსიგნალი მიეცემა საქართველოს საჰაერო ხომალდს, რომელსაც აქვს რადიოკავშირის მოწყობილობა.

 

თავი V. საავიაციო პერსონალი

    მუხლი 29. საავიაციო პერსონალის შემადგენლობა

საავიაციო პერსონალის შემადგენლობის სპეციალობათა ნუსხას შესაბამისად განსაზღვრავენ:

ა) სააგენტო – სამოქალაქო ავიაციის პერსონალისათვის;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – სახელმწიფო ავიაციის პერსონალისათვის.

  საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 291 . სამოქალაქო ავიაციის პერსონალის სპეციალური და ფორმის ტანსაცმელი

1. საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალი ატარებს სპეციალურ ტანსაცმელს. საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურე ები და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრები ატარებენ ფორმის ტანსაცმელს.

2. საავიაციო პერსონალის სპეციალური და ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებს საავიაციო პერსონალის შემადგენლობის სპეციალობათა ნუსხის გათვალისწინებით ამტკიცებს სააგენტო.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5337 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

    მუხლი 30. საავიაციო პერსონალზე მოწმობის გაცემა

1. საავიაციო პერსონალს უფლება აქვს შეასრულოს ფრენა და გასწიოს მომსახურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ან აღიარებული მოწმობის (სერტიფიკატის) საფუძველზე.

2. საავიაციო წესებს შეიმუშავებენ:

ა) სამოქალაქო ავიაციის სფეროში – სააგენტო;

ბ) სახელმწიფო ავიაციის სფეროში – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

3. საავიაციო პერსონალმა საქმიანობის განხორციელებისას თან უნდა იქონიოს მოწმობა (სერტიფიკატი), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ წესებს.        

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 31. საავიაციო პერსონალის მომზადება

საავიაციო პერსონალის მომზადება ხორციელდება იმ სასწავლო დაწესებულებებში, რომლებსაც აქვთ სათანადო სერტიფიკატი .

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 32. უცხო სახელმწიფოების მიერ საავიაციო პერსონალზე გაცემული მოწმობის (სერტიფიკატის) ცნობა

უცხო სახელმწიფოების მიერ საავიაციო პერსონალზე გაცემული მოწმობა (სერტიფიკატი) შეიძლება მოქმედებდეს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ არსებობს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება საავიაციო პერსონალის მოწმობის (სერტიფიკატის) ურთიერთცნობის შესახებ.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

    მუხლი 33. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი

1. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი შედგება მეთაურის, საფრენოსნო შემადგენლობის პირებისა და მომსახურე პერსონალისაგან.

2. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები. რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, ვალდებული არიან ფლობდნენ სახელმწიფო ენას.

3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს ეკრძალება მფრინავთა არასრული შემადგენლობით ფრენა, გარდა საომარი მდგომარეობით გამოწვეული განსაკუთრებული შემთხვევებისა.

4. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა განისაზღვრება კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატირების სახელმძღვანელოს საფუძველზე.

5. საცდელი ფრენისას ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემადგენლობას განსაზღვრავენ საჰაერო ხომალდის შემქმნელები.

    მუხლი 34. ეკიპაჟის წევრების მოქალაქეობა

1. საქართველოს სახელმწიფო და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაიშვას გამონაკლისი ამ მოთხოვნიდან.

2. ეს წესი მოქმედებს საქართველოს იურიდიულ პირთა მიერ უცხო სახელმწიფოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროსაც.

    მუხლი 35. საჰაერო ხომალდის მეთაური

1. საჰაერო ხომალდის მეთაური არის პილოტი, რომელიც ფრენის შესრულების დროს პასუხს აგებს საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის.

2. საჰაერო ხომალდის მეთაურს უნდა ჰქონდეს პილოტის სერტიფიკატი, აგრეთვე – კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის დამოუკიდებელი მართვისა და ეკიპაჟის ხელმძღვანელობისათვის საჭირო მომზადება და გამოცდილება საავიაციო წესების შესაბამისად.

3. ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მეთაურის განკარგულება შესასრულებლად სავალდებულოა ხომალდზე მყოფი ყველა პირისათვის.

4. საჰაერო ხომალდის იძულებითი დაფრენის შემთხვევაში, მისი მეთაური, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მოსვლამდე, ხელმძღვანელობს ხომალდზე მყოფ პირთა მოქმედებას.

5. ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფ შემმოწმებელს, რომელსაც აქვს პილოტი–ინსტრუქტორის კვალიფიკაცია და იკავებს პილოტის ადგილს, ენიჭება ეკიპაჟის მეთაურის უფლებამოსილება. 

    მუხლი 36. საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება განისაზღვრება „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციით, ამ კოდექსითა და სააგენტოს ნორმატიული აქტებით.

2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლებამოსილია:

ა) მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება საჰაერო ხომალდის აფრენის, დაფრენის, აგრეთვე ფრენის შეწყვეტისა და სათადარიგო აეროდრომზე ან აეროდრომის ფარგლების გარეთ დაფრენის შესახებ;

ბ) ფრენის დროს ფრენისათვის აშკარა საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება საწვავის დაცლის, ბარგის, ტვირთის და საფოსტო გზავნილების საჰაერო ხომალდიდან გადმოყრის შესახებ;

გ) ფრენის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ბრძანებები საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიმართ;

დ) საჰაერო ხომალდის, მასზე მყოფი პირებისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საჰაერო ხომალდზე დადგენილი წესრიგის შენარჩუნებისათვის მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, მათ შორის, გამოიყენოს შებოჭვის საშუალება (პლასტიკური ხელბორკილი და სხვა) იმ პირის მიმართ, რომელიც არ ემორჩილება მის მითითებებს და რომლის ქმედება საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს, მასზე მყოფ პირებს ან ქონებას ან არღვევს საჰაერო ხომალდზე დადგენილ წესრიგს, ასეთი პირი უახლოეს აეროდრომზე დაფრენისთანავე ჩამოსვას საჰაერო ხომალდიდან და სათანადო ორგანოებს გადასცეს;

ე) შეცვალოს ფრენის მარშრუტი, გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი და დაფრინდეს უცხო ქვეყნის აეროდრომზე, თუ არსებობს ფრენის უსაფრთხოების დარღვევის, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საშიშროება, რაც გამოწვეულია სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევით;

ვ) იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ნდობით აღჭურვილი პირი, მისი სახელით დადოს ხელშეკრულებები დავალების შესრულების, ფრენის უსაფრთხოების დაცვის, საჰაერო ხომალდის შენარჩუნების, მგზავრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობების გათვალისწინებით;

ზ) ფრენის დროს ექსტრემალურ ვითარებაში ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სათანადოდ არ დაიცვას ფრენის წესები და ეკიპაჟის მოქმედების წარმმართველი ნორმატიული აქტების მოთხოვნები;

თ) არ დაემორჩილოს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ბრძანებებსა და მითითებებს, თუ მიიჩნევს, რომ მათი შესრულება საფრთხეს უქმნის ფრენას. საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია ამის თაობაზე საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეს აცნობოს.

3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

 

თავი VI. აეროდრომები და აეროპორტები

    მუხლი 37. აეროდრომებისა და აეროპორტების კლასიფიცირება

საუწყებო დაქვემდებარების მიხედვით, აეროდრომები იყოფა სამოქალაქო ავიაციის, სახელმწიფო ავიაციისა და ექსპერიმენტული ავიაციის აეროდრომებად.

    მუხლი 38. აეროდრომების და აეროპორტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია

1. საკვლევ-საძიებო სამუშაოების ჩატარება, აეროდრომების დაპროექტება, მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. აეროდრომების და აეროპორტების მშენებლობა-რეკონსტრუქციისათვის საჭირო ტერიტორია გამოიყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 39. აეროდრომებისა და აეროპორტების სერტიფიცირება და საექსპლუატაციოდ გადაცემა

1. აეროდრომის ექსპლუატირება დაიშვება სახელმწიფო რეგისტრირების გავლისა და აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ.

2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების (აეროპორტების) სერტიფიცირების წესს შეიმუშავებს და გამოსცემს სააგენტო.

3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომები საექსპლუატაციოდ გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 40. აეროდრომების რეგისტრირება

1. საქართველოს აეროდრომები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრირებას. აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრირების შემდეგ აეროდრომების მონაცემები შეიტანება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.

2. აეროდრომი რეესტრიდან ამოიღება მისი გაუქმების ან ექსპლუატაციიდან მოხსნის შემთხვევაში.

3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებს რეგისტრაციაში ატარებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო აეროდრომებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

4. სახელმწიფო რეესტრიდან აეროდრომის ამოღების დღიდან მისი სარეგისტრაციო სერტიფიკატი კარგავს იურიდიულ ძალას, ხოლო მფლობელი – აეროდრომის გამოყენების უფლებას. ამასთან, აეროდრომის მონაცემები ამოიღება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულებიდან.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.  

    მუხლი 41. აეროდრომის რაიონში მიწათსარგებლობა და ობიექტების მშენებლობა

1. აეროდრომის რაიონში მიწის ნაკვეთის, შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების მფლობელები მათი განთავსებისას ან გამოყენებისას ვალდებული არიან, მათი გამოყენების და ამ ობიექტებით სარგებლობის პირობები აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირთან შეათანხმონ და შესაბამისი სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვით აწარმოონ.

2. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც არღვევენ აეროდრომის რაიონში მიწათსარგებლობის და ობიექტების მშენებლობის წესებს, ვალდებული არიან, აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მოთხოვნით, მიწათსარგებლობის პირობები და ახალი მშენებლობები დადგენილ ნორმებს შეუსაბამონ ან საკუთარი სახსრებით აიღონ ობიექტები.

3. საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონებს განსაზღვრავს სააგენტო.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.  

    მუხლი 42. აეროდრომის რაიონში შენობის, ნაგებობის და სხვა ობიექტების ნიშანდება

1. აეროდრომის რაიონში შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების, რადიოტექნიკური საშუალებებისა და სხვა ობიექტების მფლობელები ვალდებული არიან, საკუთარი სახსრებით განათავსონ მათზე სადღეღამისო ნიშნები და მოწყობილობები.

2. აეროდრომის რაიონში აკრძალულია აეროდრომის ნიშნებისა და მოწყობილობების მსგავსი ნიშნებისა და მოწყობილობების განლაგება, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალონ ფრენების უსაფრთხოდ შესრულებას.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 43. აეროპორტის კავშირი ქალაქებსა და დასახლებულ ადგილებთან

1. უახლოეს ქალაქებსა და დასახლებულ ადგილებთან აეროპორტს უნდა ჰქონდეს როგორც სატრანსპორტო მიმოსვლა, ასევე საფოსტო, სატელეფონო, სატელეგრაფო და სხვა სახეობის კავშირი.

2. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ აეროპორტებთან მისასვლელი გზების კეთილმოწყობას, ექსპლუატირებასა და მათზე შეუფერხებელ სატრანსპორტო მოძრაობას.

 

კარი III. საჰაერო ხომალდების ფრენის საფუძვლები

თავი VII. საჰაერო ხომალდების ფრენა

    მუხლი 44. ფრენის წესები

1. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მიერ ფრენის შესრულების წესებს ავიაციის სახეობის მიხედვით ადგენს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო.

2. საჰაერო ტრასებზე, ადგილობრივ საჰაერო ხაზებსა და სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებზე სხვადასხვა სახეობის ავიაციის საჰაერო ხომალდების ფრენა ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 45. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების საფრენად დაშვება

საქართველოს საჰაერო სივრცეში საფრენად დაიშვება ის საჰაერო ხომალდი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო და ამოსაცნობი ნიშნები, რომელიც სათანადოდ არის მომზადებული და რომელზედაც ინახება საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ორგანოების მიერ დადგენილი ყველა აუცილებელი საბუთი. აღნიშნულმა ორგანოებმა შეიძლება დაუშვან ამ წესიდან გამონაკლისი ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდებისა და იმ ხომალდებისათვის, რომლებიც სახელმწიფო რეგისტრირებას არ საჭიროებს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

     მუხლი 46. ფრენის უფლება. საფრენოსნო დავალება

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა, ამ კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით, საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანოსთან შეთანხმებით.

2. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

3. ფრენის გეგმიდან გადახვევა დაიშვება შესაბამისი ორგანოს თანხმობით ან ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. ძირითადი საბუთი, რომელიც განსაზღვრავს ფრენის მიზანს, ამოცანასა და მარშრუტს, არის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება. ამ საბუთის ფორმა და მისი შევსების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №850 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.276

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3749 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.389

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 47. საჰაერო ხომალდის ფრენისას გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება

1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება ეძლევა იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ხმაურისა და გარემოში ძრავის გამონაბოლქვის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.

2. აეროდრომების მფლობელები, ექსპლუატანტები, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი ვალდებული არიან დედამიწის ზედაპირზე და საჰაერო სივრცეში ხომალდების ექსპლუატირების დროს მინიმუმამდე შეამცირონ ხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაური.

3. შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, აეროპორტის მფლობელებს მოსთხოვონ საჰაერო ხომალდის აფრენისა და დაფრენის ეტაპებზე მინიმალური სიმაღლისა და დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთებში ფრენის შეზღუდვა და ფრენის მარშრუტის შეცვლა.

4. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების ზებგერითი სიჩქარით ფრენა დაიშვება ისეთ სიმაღლეზე, რაც გამორიცხავს გარემოზე მის უარყოფით ზემოქმედებას. საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ ბგერითი ზღუდის გადალახვა აკრძალულია.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

    მუხლი 48. ფრენა დასახლებულ ადგილებზე. სადემონსტრაციო ფრენა

1. დასახლებულ ადგილებზე ფრენა დასაშვებია ისეთ სიმაღლეზე, რომელიც საშუალებას იძლევა, ხომალდის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დაფრენა დასახლებული ადგილის ფარგლებს გარეთ. ამ წესიდან გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განლაგება არ იძლევა საჰაერო ხომალდის აფრენისა და დასაფრენად შესვლის საშუალებას დასახლებულ ადგილზე გადაუფრენლად.

2. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის წესს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

3. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 49. ფრენის წესების დამრღვევი საჰაერო ხომალდი

საჰაერო ხომალდი, რომელიც უნებართვოდ შემოფრინდება საქართველოს საჰაერო სივრცეში ან დაარღვევს საჰაერო სივრცის გამოყენების სხვა წესებს, ითვლება დამრღვევ საჰაერო ხომალდად და, გაფრთხილების უგულებელყოფის შემთხვევაში, შეიძლება იძულებით იქნეს დაფრენილი. დამრღვევი საჰაერო ხომალდი სათანადო ბრძანების მიღებისთანავე ვალდებულია დაფრინდეს მითითებულ ადგილზე.

    მუხლი 50. რადიოკავშირი ფრენის დროს

1. რადიოკავშირის მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი (ან პილოტი, თუ ეკიპაჟი შედგება ერთი პირისგან) ვალდებულია უზრუნველყოს ეთერის განუწყვეტელი მოსმენა რადიოკავშირის დადგენილ სიხშირეებზე, რომლებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.

2. ეკიპაჟსა (პილოტსა) და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს შორის ორმხრივი რადიოკავშირის წესი და რადიოინფორმაციის გაცვლის ფრაზეოლოგია განისაზღვრება საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოცემული საბუთებით.

3. ორმხრივი რადიოკავშირის დარღვევის შემთხვევაში, ეკიპაჟი (პილოტი) ვალდებულია მიიღოს ზომები მის აღსადგენად. თუ ეს შეუძლებელია, ეკიპაჟი (პილოტი) ვალდებულია გადავიდეს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში აღწერილ ფრენის განსაკუთრებულ პროცედურაზე, რომელსაც აწესებს საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130        

    მუხლი 51. სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმები

1. სამოქალაქო ავიაციის სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს ავიასაწარმოს ადმინისტრაცია სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, საფრენოსნო ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასა და საფრენოსნო შემადგენლობასთან შეთანხმებით.

2. იკრძალება იმ სამუშაო დროისა და ფრენის დროის გადამეტება, რომლებიც დადგენილია სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

3. სახელმწიფო ავიაციის სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

 

თავი VIII. საერთაშორისო ფრენა

    მუხლი 52. საერთაშორისო ფრენა

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა), როდესაც გადაიკვეთება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 მუხლის („რეგულარული საჰაერო მიმოსვლა“) მოთხოვნების შესაბამისად. „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავია გადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესს“ ადგენს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს საჰაერო სივრცეში არარეგულარული საერთაშორისო ფრენის შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

3. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ტრასებზე ფრენა ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი იმ ჰაერსანაოსნო წესების დაცვით, რომლებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის საერთაშორისო კრებულებში.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2177 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.309

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 53. საპასპორტო, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული და სხვა წესების გამოყენება

საჰაერო ხომალდებზე, ეკიპაჟსა და ხომალდზე მყოფ მგზავრებზე (მათ შორის, მათ ქონებაზე), რომლებიც შემოდიან საქართველოში ან გადიან საქართველოდან (მათ შორის, ტრანზიტით, საქართველოს ტერიტორიის გავლით), ვრცელდება საქართველოს საპასპორტო, სანიტარიული, საკარანტინო, შემოსვლა-გასვლის, ქონების შემოტანა-გატანის, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული და სხვა წესები.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5963 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 54. საერთაშორისო ფრენის შესრულება და მომსახურების გაწევა

საჰაერო ხომალდებს, საავიაციო პერსონალსა და აეროპორტებს უფლება აქვთ, შეასრულონ საერთაშორისო ფრენა და გასწიონ მომსახურება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის (სერტიფიკატის, მოწმობის) საფუძველზე.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 55. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საბუთების ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე

1. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე არსებული საბუთები მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ იგი შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმებს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის დაფრენის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საბუთებს ამოწმებს სააგენტო.

3. სააგენტო უზრუნველყოფს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის ამ კონვენციის 83 bis მუხლის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის, საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის ან/და რადიოსადგურის მოწმობების აღიარებას.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

 

თავი IX. სერტიფიცირება და ლიცენზირება

    მუხლი 56. სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში

1. ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და საავიაციო სამუშაოების შესრულებას, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, აეროდრომები, აეროპორტები, საჰაერო ხომალდები და მათი ძრავები, სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმოები, სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულებები, ავიასამედიცინო ცენტრები, ავიასამედიცინო ექსპერტები, საავიაციო პერსონალი, საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოები და მათი ტექნიკური პერსონალი, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. სერტიფიკატი ადასტურებს ავიასაწარმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. სამოქალაქო ავიაციაში სერტიფიცირების წესებს ადგენს და სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი დანართების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებლად ნიშნავს სააგენტო.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 57. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, სერტიფიკატის შეცვლა ან გაუქმება ან სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა

1. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და სახელმწიფო ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს სერტიფიკატის მოქმედება, შეცვალოს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან შეზღუდოს სერტიფიკატით მინიჭებული უფლებები სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. ეს გადაწყვეტილება სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 58. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევები

1. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევად ითვლება, თუ:

ა) საავიაციო სააქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური პირი მუშაობს სათანადო სერტიფიკატის გარეშე;

ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირი იყენებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომელსაც არა აქვს ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი ან არღვევს აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრულ პირობებს;

გ) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდის მომსახურების, ექსპლუატირების ან კომერციული საქმიანობის შესასრულებლად დაუშვებს ავიამოსამსახურეს, რომელსაც არა აქვს სათანადო სერტიფიკატი;

დ) იურიდიული ან ფიზიკური პირი ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას სათანადო სერტიფიკატის გარეშე ან არღვევს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებულ პირობებს;

ე) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდს იყენებს კომერციული მიზნებისათვის, სერტიფიკატის მოთხოვნების ან ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევით;

ვ) სერტიფიკატის მფლობელი საავიაციო საწარმო არ იცავს სერტიფიკატით გათვალისწინებულ რომელიმე პირობას ან შეზღუდვას;

ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირი უსერტიფიკატოდ ან სერტიფიკატით განსაზღვრული ნორმებისა და პირობების დარღვევით ექსპლუატაციას უწევს გადამყვან-გადამზიდველის მომსახურე აეროპორტს;

თ) სათანადო სერტიფიკატის მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირი ყიდის ან გასაყიდად სთავაზობს საავიაციო საწვავს ან საწვავ-საცხებ საშუალებებს, რომელთა ხარისხი არ შეესაბამება საქართველოში დადგენილ სტანდარტებს;

ი) იურიდიული ან ფიზიკური პირი სერტიფიკატის მისაღებად არასწორ ინფორმაციას აწვდის სააგენტოს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.  

    მუხლი 581. კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა

1. საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი უფლებამოსილია კომერციული მიზნით განახორციელოს მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, თუ მას აქვს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა.

2. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები ან/და სახელმწიფო ფლობენ/ფლობს ან მართავენ/მართავს ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს, ამასთანავე:

ა) მისი მთავარი საქმიანობაა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ცალკე ან სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს;

ბ) მას აქვს სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატი;

გ) მას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები ავიაკომპანიის არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში, პირველ 3 თვეში ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად;

დ) გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირს არ აქვს ცუდი საქმიანი რეპუტაცია, რომელიც გულისხმობს მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან ეკონომიკური დანაშაულისთვის ან ისეთი ქმედებისთვის ნასამართლობას, რომელმაც მისი მმართველობის დროს საწარმოს გადახდისუუნარობა გამოიწვია.

3. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის საქმიანობის ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობას მუდმივად ზედამხედველობს სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია ავიასაწარმოს სათანადო ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს.

4. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ავიასაწარმოზე, რომელიც საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ან ძრავას გარეშე საფრენი აპარატით ახორციელებს, ან ახორციელებს სასწავლო და ლოკალურ ფრენებს.

5. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესს ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ამტკიცებს სააგენტო.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 59. საავიაციო საქმიანობის ნებართვა

1. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან საავიაციო სამუშაოები ხორციელდება შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის ან საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის საფუძველზე.

2. (ამოღებულია - 11.12.2015, №4620).

3. სააგენტო გასცემს:

ა) არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას;

ბ) საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას.

4. სააგენტო ნებართვას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2177 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.309

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 60. ლიცენზირებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

ლიცენზირებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ლიცენზიისა და სერტიფიკატის მიღებით.

 

კარი IV. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა და საავიაციო სამუშაოები

თავი X. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის პირობები

    მუხლი 61. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

    მუხლი 62. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და ფრენის მომსახურების ნიხრი

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და ფრენის მომსახურების ნიხრი დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

    მუხლი 63. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება

1. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით გადამყვანი ვალდებულებას კისრულობს, მიიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილამდე, ხოლო თუ მგზავრი ჩააბარებს ბარგს – მიიტანოს ბარგი დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს. მგზავრი ვალდებულებას კისრულობს გადაიხადოს მგზავრობისათვის დაწესებული საზღაური, ხოლო ბარგის ჩაბარების შემთხვევაში – მისი გადატანის საფასურიც.

2. ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულებას კისრულობს გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს, ხოლო გამგზავნი ვალდებულებას კისრულობს გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი საფასური.

    მუხლი 64. ჩარტერი

1. ჩარტერის მიხედვით, ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს, ერთ ან რამდენიმე რეისზე მგზავრების გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნისათვის.

2. ჩარტერის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს: მხარეთა სახელწოდება, საჰაერო ხომალდის ტიპი, დაქირავების მიზანი, გადასაყვანი მგზავრებისა და გადასაზიდი ტვირთის (ბარგისა და საფოსტო გზავნილების) რაოდენობა, ქირის ოდენობა, მარშრუტის საწყისი პუნქტი და დრო, დანიშნულების ადგილი.

    მუხლი 65. საჰაერო ხომალდის მფლობელის საჭიროებისათვის განხორციელებული სპეციალური საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა

საჰაერო ხომალდის მფლობელის საჭიროებისათვის დაიშვება სპეციალური საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება:

ა) სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე – უნებართვოდ;

ბ) სახელმწიფო და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე – შიდასაუწყებო წესებისა და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების დაცვით.

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2177 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.309

    მუხლი 66. სატრანსპორტო საბუთები

მგზავრების გადაყვანის, ბარგის, ტვირთის და საფოსტო გზავნილების გადაზიდვის ხელშეკრულება დასტურდება შესაბამისად ბილეთით, საბარგო, სატვირთო ან საფოსტო ზედნადებით. ამ საბუთების ფორმისა და შინაარსის მიმართ ძირითად მოთხოვნებს ადგენს სააგენტო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ნიმუშებისა და სტანდარტების საფუძველზე.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 67. გადამყვან-გადამზიდველის ინიციატივით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა (მოშლა)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შემთხვევების გარდა, გადამყვან-გადამზიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს (მოშალოს) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ ეს აუცილებელია:

1. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

2. აფრენის, დაფრენის ან გადაფრენის სახელმწიფოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

    მუხლი 68. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა მგზავრის ინიციატივით

1. მგზავრს უფლება აქვს უარი თქვას ფრენაზე და უკან დაიბრუნოს გადაყვანისათვის გადახდილი თანხა, თუ იგი ამის შესახებ შეატყობინებს გადამყვან-გადამზიდველს სათანადო წესებით დადგენილ ვადაში.

2. დაგვიანებით შეტყობინებისას, მგზავრს უფლება აქვს უკან დაიბრუნოს გადაყვანა-გადაზიდვისათვის გადახდილი თანხის ნაწილი. დარჩენილი თანხა, რომელიც წარმოადგენს მოსაკრებელს და არ უნდა აღემატებოდეს ერთი მიმართულებით გადაყვანის ღირებულების 25%-ს, დაკავდება.

    მუხლი 69. დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება

1. გადამზიდველი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მიმღებს ტვირთის ჩამოტანის შესახებ.

2. მიმღები ვალდებულია მიიღოს და გაიტანოს ტვირთი. მას უფლება აქვს უარი განაცხადოს დაზიანებული ან გაფუჭებული ტვირთის მიღებაზე, თუ დადგინდება, რომ მიზნობრივად მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენება შეუძლებელია.

    მუხლი 70. მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება

1. თუ გადაზიდვის წესებით დადგენილ ვადაში მიმღები არ მოითხოვს მის მისამართზე მოსულ ტვირთს ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე, გადამზიდველი უფლებამოსილია შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს და შეინახოს ტვირთი გამგზავნის ხარჯზე, მისივე პასუხისმგებლობით.

2. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიმღები არ მიიღებს მის მისამართზე შემოსულ ტვირთს, ხოლო გამგზავნი არ უზრუნველყოფს მის განკარგვას, იგი ექვემდებარება დადგენილი წესით რეალიზებას.

3. აღნიშნული ტვირთის შემოწმებასა და გაფორმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

    მუხლი 71. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა

ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, ტყვია-წამლის, მომწამლავი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნივთიერებებისა და საგნების ნუსხას და მათი გადაზიდვის წესს განსაზღვრავს სააგენტო „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად. სააგენტო ამ კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე აგრეთვე ათავისუფლებს სახიფათო ტვირთებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 711. მგზავრის შესახებ მონაცემების მიწოდების ვალდებულება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჰაერო გადამზიდველი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მიაწოდოს მგზავრის შესახებ წინასწარი მონაცემები და მგზავრის სახელის შესახებ ჩანაწერის მონაცემები. აღნიშნული მონაცემების ნუსხა, მათი მიწოდების, დამუშავების, შენახვის, გაცემის, დეპერსონალიზაციისა და განადგურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1678   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

თავი XI. საავიაციო სამუშაოები

    მუხლი 72. საავიაციო სამუშაოები და მისი შესრულების წესი

1. საავიაციო სამუშაოები არის სამუშაოები (გარდა გადაყვანა-გადაზიდვისა), რომელიც დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე სრულდება საჰაერო ხომალდის გამოყენებით.

2. საავიაციო სამუშაოებს ასრულებენ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული საავიაციო სამუშაოს წარმოების ნებართვა.

3. საავიაციო სამუშაოები სრულდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტსა და დამკვეთს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. საავიაციო სამუშაოთა მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო დამკვეთის ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების გათვალისწინებით.

5. გამონაკლის შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სათანადო ტვირთამწეობის ან სპეციალური მოწყობილობის მქონე საჰაერო ხომალდის არარსებობა და სხვა) საავიაციო სამუშაოთა შესასრულებლად დაიშვებიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების სახელმწიფო საჰაერო ხომალდები. ასეთი სამუშაოების შესასრულებლად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სააგენტო გასცემს შესაბამის ნებართვას.

6. საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილი არიან დაადგინონ პირობები, რომლებითაც გარკვეულ ტერიტორიაზე, ეკოლოგიის ან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების ყოფნის განსაკუთრებული რეჟიმის გამო, იზღუდება ან იკრძალება საავიაციო სამუშაოების შესრულება.

ამ ორგანოებთან საავიაციო სამუშაოების შესრულების შეთანხმება ეკისრება დამკვეთს.

7. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 73. საავიაციო სამუშაოების შესრულების ხელშეკრულება

1. საავიაციო სამუშაოების შესრულების ხელშეკრულებით ერთი მხარე (შემსრულებელი) ვალდებულებას კისრულობს მეორე მხარისათვის (დამკვეთისათვის) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდით შეასრულოს საავიაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების, მოცულობისა და პირობების შესაბამისად. დამკვეთი ვალდებულია დადგენილ ვადაში წარუდგინოს შემსრულებელს საავიაციო სამუშაოების სახელშეკრულებო მოცულობა.

2. ხელშეკრულებაში, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) აეროდრომით, დასაფრენი მოედნებითა და მოწყობილობებით სარგებლობისა და მათი საექსპლუატაციო მდგომარეობაში შენახვის წესი;

ბ) ეკიპაჟისათვის სათანადო საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა;

გ) საავიაციო სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის სხვა პირობები, მათი თავისებურებების გათვალისწინებით.

    მუხლი 74. საავიაციო სამუშაოების ნიხრი

საავიაციო სამუშაოების შესრულების ხელშეკრულების დადებისას, დამკვეთი და შემსრულებელი უფლებამოსილი არიან დაადგინონ სახელშეკრულებო ნიხრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

 

თავი XII. ქონებრივი პასუხისმგებლობა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და საავიაციო სამუშაოების შესრულების დროს

    მუხლი 75. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის ქონებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი პირობები

1. საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობები განისაზღვრება „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1999 წლის 28 მაისის მონრეალის კონვენციის, საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის ვალდებულებები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

3. საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი თავისუფლდება შესაბამისი მოვალეობების შესრულებისაგან, თუ იგი მათ დაუძლეველი ძალით გამოწვეულ გარემოებათა გამო ვერ შეასრულებს ან არასათანადოდ შეასრულებს.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 76. პასუხისმგებლობა ეკიპაჟის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის

1. თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი დასახიჩრდა ან მიიღო ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება, გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს დაზარალებულს ის შემოსავალი, რაც მას დააკლდა შრომის უნარის დაკარგვის ან დაქვეითების შედეგად, დაზიანებასთან დაკავშირებით ინვალიდობის პენსიის გამოკლებით, თუ გადამყვან-გადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ ზარალი გამოწვეულია დაზარალებულის წინასწარგანზრახული ქმედობით.

2. თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა, მის რჩენაზე მყოფ შრომისუუნარო პირებს ან იმ პირებს, რომლებსაც მისი სიკვდილის დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან სარჩო მიეღოთ, აგრეთვე გარდაცვლილის შვილს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, აუნაზღაურდებათ დაზარალებულის შემოსავლის ის ნაწილი, რასაც ისინი მის სიცოცხლეში სარჩოდ იღებდნენ ან უფლება ჰქონდათ მიეღოთ.

3. ამ მუხლის ნორმები ვრცელდება აგრეთვე უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდზე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს საქართველოს ექსპლუატანტი საიჯარო (სალიზინგო) ან სხვაგვარ სამართლებრივ საფუძველზე.

    მუხლი 77. (ამოღებულია)

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 78. (ამოღებულია)

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.  

    მუხლი 79. გადამზიდველის პასუხისმგებლობა მისი მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში

გადამზიდველის მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში იგი პასუხს აგებს ამ მომსახურების დამკვეთის წინაშე მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 80. პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის

საავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 81. (ამოღებულია)

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
 
საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
 
საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
 

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.    
 
საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
 
საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
 
საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
 
საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.  
 
საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.  

   მუხლი 90. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმის სასამართლო წესით განხილვა

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 91. (ამოღებულია)

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 92. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლო წესით განხილვა

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

თავი XIII. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 93. სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლები და მისი სავალდებულო დაზღვევა  

1. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შემთხვევაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იმ ზიანის ანაზღაურებისათვის, რომელიც შეიძლება მიადგეს მგზავრს, ბარგის, ტვირთის ან საფოსტო გზავნილის გამგზავნს ან მიმღებს ანდა მესამე პირს.

2. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი მტკიცდება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ფლობს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას/ექსპლუატანტის სერტიფიკატს, მაგრამ რომელიც საჰაერო ხომალდის გამოყენების ან ექსპლუატაციის კონტროლს ახორციელებს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 94. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101     

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.  

    მუხლი 95. პასუხისმგებლობის დაზღვევა საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს ნორმატიული აქტის შესაბამისად დააზღვიოს საკუთარი პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული შესაძლო ზიანის ანაზღაურებისათვის.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

 

კარი V. სამოქალაქო ავიაციის უშიშროება

თავი XIV. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.  

    მუხლი 96. მართლსაწინააღმდეგო ქმედება

ამ კოდექსის მიზნებისათვის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული, ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.  

    მუხლი 97. საავიაციო უშიშროება

1. საავიაციო უშიშროება არის სამოქალაქო ავიაციის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაცვა, რომელიც მიიღწევა ღონისძიებათა კომპლექსით, ადამიანური და მატერიალური რესურსების ერთობლიობით.

2. საქართველო, როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წევრი სახელმწიფო, ვალდებულია შეასრულოს „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციის, საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1970 წლის 16 დეკემბრის ჰააგის საერთაშორისო კონვენციის, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის 1971 წლის 23 სექტემბრის მონრეალის საერთაშორისო კონვენციის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე“ ოქმის, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ კონვენციას „სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტების შესახებ“, „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ 1991 წლის 1 მარტის მონრეალის კონვენციის და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები და განახორციელოს ღონისძიებები რეკომენდებული პრაქტიკის დასანერგად.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101     

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.   

    მუხლი 98. საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობა

1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის განმახორციელებელი უცხო ქვეყნების ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ეფექტიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკისა და შესაბამისი პროცედურების გამოყენებით, უსაფრთხო ფრენების განხორციელებისათვის.

2. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა არის საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის უზრუნველმყოფი წესებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია სახელმწიფოში საავიაციო უშიშროების მაღალი დონის უზრუნველყოფა.

4. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამა არეგულირებს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში ჩართული საავიაციო უშიშროების პერსონალის შერჩევისა და მომზადების საკითხებს, აგრეთვე იმ პირთა მომზადების საკითხებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადება ესაჭიროებათ.

6. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

7. სააგენტო უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობას და ახორციელებს აეროდრომების ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი პირების, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების (ავიაგადამზიდველების), აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების და საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირების საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტისთვის.

8. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს, ამ კოდექსის 81 მუხლით მინიჭებული უფლებების გარდა, ასევე აქვს უფლება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შეიტანოს საჭირო მოწყობილობები, მათ შორის, რადიოკავშირის საშუალება, ფოტო-, ვიდეო- და აუდიოაპარატურა, აგრეთვე საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული საგნები, კერძოდ, იმიტირებული იარაღი და იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

 

თავი XV. ძებნა და შველა

    მუხლი 99. ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდი

1. საჰაერო ხომალდი ითვლება ხიფათში მყოფად, როცა მას და ხომალდში მყოფ მგზავრებს ემუქრებათ უშუალო საფრთხე, რომლის თავიდან აცილება არ შეუძლია საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს.

2. საჰაერო ხომალდი ითვლება მარცხგანცდილად, თუ იგი მნიშვნელოვნად დაზიანდა ან მთლიანად დაიშალა აფრენის, ფრენის, დაფრენის ან ჩამოვარდნის დროს, აგრეთვე, თუ მასთან დაკარგულია რადიოკავშირი და მისი ადგილმდებარეობა უცნობია.

3. მარცხგანცდილ საჰაერო ხომალდზე და მასზე მყოფ მგზავრებზე, მათი გადარჩენის მიზნით, ცხადდება ძებნა.

    მუხლი 100. უბედურების მაუწყებელი სიგნალები

ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის შეტყობინების ეთერში დაუბრკოლებლად გასვლის მიზნით, გამოიყენება გადაუდებელი და უბედურების მაუწყებელი ერთიანი საერთაშორისო რადიოსატელეფონო და რადიოსატელეგრაფო სიგნალები.

სიგნალები და მათი გამოყენების წესი განსაზღვრულია კანონმდებლობით.

    მუხლი 101. ეკიპაჟის მოქმედება საჰაერო ხომალდის ხიფათში ყოფნის დროს

თუ საჰაერო ხომალდს ჰაერში ყოფნისას ემუქრება საფრთხე, საჰაერო ხომალდის მეთაური და ეკიპაჟის წევრები ვალდებული არიან მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ხომალდზე მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე ხომალდისა და მასზე არსებული ქონების დასაცავად.

    მუხლი 102. ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანებისათვის დახმარების აღმოჩენა

საჰაერო ხომალდის მეთაური, რომელმაც სხვა საჰაერო ან საზღვაო ხომალდისაგან მიიღო უბედურების მაუწყებელი სიგნალი ან შენიშნა ხიფათში მყოფი ხომალდი და ადამიანები, ვალდებულია დაეხმაროს მათ, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის მგზავრებს, ეკიპაჟს და მისთვის მინდობილ ხომალდს. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნოს რუკაზე საავიაციო ან საზღვაო შემთხვევის ადგილი და გადასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებს.

    მუხლი 103. საძებნ-სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა

1. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ხორციელდება როგორც საქართველოს ავიაციის ძალებითა და საშუალებებით, ისე სახმელეთო და საზღვაო საძებნ-სამაშველო ჯგუფების დახმარებით.

2. საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი, მათში მონაწილე სტრუქტურები და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 

3. საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან, დახმარება აღმოუჩინონ საძებნ-სამაშველო ჯგუფებს საძებნ-სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.

4. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101     

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

    მუხლი 104. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ღია ზღვის საჰაერო სივრცეში

ღია ზღვის საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება, ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდის მგზავრთა ძებნა და შველა ხორციელდება საქართველოს საძებნ-სამაშველო რაზმების მეშვეობით ან საერთო ძალებით საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 105. საავარიო-სამაშველო სამუშაოები

1. აეროდრომების ტერიტორიასა და მათ მიმდებარე რაიონებში საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, რომლებიც დაკავშირებულია საავიაციო შემთხვევებსა და ინციდენტებთან, ახორციელებენ აეროდრომების საავარიო-სამაშველო რაზმები.

2. ამ სამუშაოების ხარჯებს ანაზღაურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი. 

    მუხლი 106. უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება

1. საქართველოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მის ტერიტორიაზე დაიშვება უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული.

2. შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრის ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენლის, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული, დაშვების ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 107. ინფორმაცია ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი ხომალდის შესახებ

იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ კავშირგაბმულობის საშუალებები, ვალდებული არიან დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ გადასცენ ინფორმაცია საჰაერო ხომალდის ხიფათში ყოფნის ან მისი მარცხის შესახებ. მოქალაქეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს საჰაერო ხომალდის ხიფათში ყოფნის ან მარცხის შესახებ მათთვის ცნობილი ფაქტები.

    მუხლი 108. საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნის შეწყვეტა

1. თუ საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, ძებნის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

2. საჰაერო ხომალდი, რომლის ძებნა ოფიციალურად შეწყდა, მიიჩნევა უკვალოდ დაკარგულად. 

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

 

თავი XVI. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა

    მუხლი 109. საავიაციო შემთხვევები, ინციდენტები და მათი სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი

1. საავიაციო შემთხვევა არის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საავიაციო მოვლენა, რომელსაც პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში − საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე, თუ:

ა) პირი იღებს სხეულის სასიკვდილო ან სერიოზულ დაზიანებას:

ა.ა) საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად;

ა.ბ) საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის, იმ ნაწილთან, რომელიც ხომალდს მოსცილდა) უშუალო შეხების შედეგად;

ა.გ) რეაქტიული ძრავას აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად.

შენიშვნა: საავიაციო შემთხვევად არ ითვლება ისეთი მოვლენა, როცა სხეულის დაზიანება მიღებულია ბუნებრივი მიზეზების გამო ან თვითდაზიანების შემთხვევაში, ან როცა იგი მიყენებულია სხვა პირის მიერ, ან როცა სხეულის დაზიანება მიიღო უბილეთო მგზავრმა, რომელიც იმალებოდა მგზავრებისა და ეკიპაჟისათვის ხელმისაწვდომი ზონის გარეთ;

ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან მისი კონსტრუქცია ირღვევა, რის შედეგადაც:

ბ.ა) ირღვევა კონსტრუქციის სიმტკიცე, უარესდება ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლები;

ბ.ბ)  აუცილებელია საჰაერო ხომალდის კაპიტალური რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა, გარდა ძრავას მტყუნებისა ან დაზიანებისა, რომელიც შემოიფარგლება ერთი ძრავას  (კაპოტების ან დამხმარე ნაწილების ჩათვლით), საჰაერო ხრახნების, ფრთების დაბოლოებების, ანტენების, გადამწოდების, ნიჩბების, საბურავების, სამუხრუჭე მოწყობილობის, ბორბლების, გარსშემომდენების, პანელების, შასის საგდულების, საქარე მინების, საჰაერო ხომალდის გარსშემომდენის (როგორიცაა მცირე შენაჭყლეტები ან რღვიები), ძირითადი როტორის ნიჩბების, კუდის როტორის ნიჩბების, შასის დაზიანებითა და სეტყვის ან ფრინველებთან შეჯახების შედეგად გამოწვეული უმნიშვნელო დაზიანებით (რადიოლოკატორის ანტენის გარსშემომდენში რღვიების ჩათვლით);

გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან მიუდგომელ ადგილას აღმოჩნდება.

2. ინციდენტი არის საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული მოვლენა (საავიაციო შემთხვევის გარდა), რომელიც ახდენს ან შეეძლო მოეხდინა გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე.

3. სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებებიც მიანიშნებს, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევის დადგომის მაღალ ალბათობას, და რომელიც მოხდა პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში ნებისმიერი პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში − საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე.

4. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ საავიაციო შემთხვევასა და ინციდენტზე ხორციელდება სამსახურებრივი მოკვლევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

5. საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის სამსახურებრივი მოკვლევის მიზანია მომავალში საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის თავიდან აცილება. სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი არ არის საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომაში ვინმეს ბრალეულობის ან მისი დადგომისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის დადგენა.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

    მუხლი 110. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა

1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას მათთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოებებისაგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო (შემდგომ – მოკვლევის ბიურო).

11. მოკვლევის ბიურო დამოუკიდებელია საფრენად ვარგისობისათვის, სერტიფიცირებისათვის, საფრენოსნო ექსპლუატაციისათვის, ტექნიკური მომსახურებისათვის, ლიცენზირებისათვის, საჰაერო მოძრაობის კონტროლისა და აეროდრომის ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი ნებისმიერი უწყებისგან და ნებისმიერი სხვა პირისგან, რომლის ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ამოცანებს ან/და ზემოქმედებას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.

12. მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) მოკვლევის ჩატარებისას დამოუკიდებელია, არ ხელმძღვანელობს არცერთი უწყების ან/და სხვა პირის მითითებით და აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაუბრკოლებლად ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ავიასაწარმოების ობიექტებზე დაშვებით/წვდომით/კონტროლით საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას, სადაც მოხდა საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი ანდა განთავსებულია საჰაერო ხომალდის ნაწილები/თვითჩამწერები, მტკიცებულებები, დოკუმენტები, მათ შორის, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ამსახველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები. მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) ასევე უფლებამოსილია საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის თვითმხილველებს ჩამოართვას ახსნა-განმარტება, შესაბამისი ორგანოებისგან მოითხოვოს მის მოკვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა და განახორციელოს მოკვლევისათვის საჭირო ნებისმიერი სხვა ქმედება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13. მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) პასუხისმგებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვისათვის, რათა ეს ინფორმაცია არ გამჟღავნდეს სხვა მიზნით, გარდა საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის მიზნისა. მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის  მაღალი ალბათობა, იკვლევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო და მოთხოვნის შემთხვევაში მოკვლევის ანგარიშს წარუდგენს სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

3. საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის (მათ შორის, სერიოზული ინციდენტის) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომისია.

4. ექსპერიმენტულ ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევას ახორციელებს შესაბამისი საუწყებო კომისია.

5. ისეთი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევისას, რომლებიც სხვადასხვა უწყების ინტერესებს შეეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას საუწყებათაშორისო კომისია.

6. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის მოკვლევის უფლება შეიძლება ურთიერთშეთანხმებით, მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცეს დაინტერესებულ სახელმწიფოს ან შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას.

7. სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის მოხდენისას შეტყობინება ეგზავნება საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, დამპროექტებლის ან დამზადების სახელმწიფოებს, რომლებსაც უფლება აქვთ, მოკვლევაში მონაწილეობის მიზნით დანიშნონ უფლებამოსილი წარმომადგენლები.

8. სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის მოხდენისთანავე შეტყობინება ასევე ეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ ამ საჰაერო ხომალდის მაქსიმალური მასა 2 250 კილოგრამს აღემატება ან ეს საჰაერო ხომალდი ტურბორეაქტიულია.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101     

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 111. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა

1. საჰაერო ხომალდი, მისი შემადგენელი ნაწილები, საავიაციო შემთხვევის შემდეგ დარჩენილი ნამსხვრევები, საბორტო და სახმელეთო ობიექტური კონტროლის საშუალებები, აგრეთვე ხმელეთზე არსებული საბუთები, რომლებიც შეეხება საჰაერო ხომალდის რემონტს, ექსპლუატაციასა და მისი ფრენის უზრუნველყოფას, ითვლება საავიაციო შემთხვევის ნივთიერ მტკიცებულებებად და მომკვლევი კომისიისათვის გადაცემამდე დაცული უნდა იქნეს მათი ხელშეუხებლობა.

2. ნივთიერ მტკიცებულებათა განზრახ დაზიანება-განადგურებაში ბრალეული პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 112. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევაში სხვა იურიდიულ პირთა მონაწილეობა

შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, იურიდიული პირები და სამხედრო უწყებები ვალდებული არიან უზრუნველყონ საავიაციო შემთხვევის (ინციდენტის) ადგილის დაცვა და კომისიის მუშაობისათვის სათანადო პირობების შექმნა.

    მუხლი 113. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის დაფინანსება

1. საავიაციო შემთხვევებითა და ინციდენტებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციასა და სამსახურებრივ მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. (ამოღებულია – 12.06.2012, №6435).

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

 

თავი XVII. პასუხისმგებლობა საჰაერო კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 114. პასუხისმგებლობა საჰაერო ტრანსპორტზე სამართალდარღვევის ჩადენისათვის

პასუხისმგებლობა საჰაერო ტრანსპორტზე სამართალდარღვევის ჩადენისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 115. სამოქალაქო ავიაციის მუშაკთა პასუხისმგებლობა დისციპლინური დარღვევებისათვის

დისციპლინურ დარღვევებში მხილებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მუშაკები პასუხს აგებენ საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 29 ოქტომბერი.

№462–Iს

33. 04/10/2023 - საქართველოს კანონი - 3552-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2023 32. 15/06/2023 - საქართველოს კანონი - 3269-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3115-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 3001-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 29. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6996-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 28. 23/06/2020 - საქართველოს კანონი - 6358-IIს - ვებგვერდი, 29/06/2020 27. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4928-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 26. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4336-IIს - ვებგვერდი, 04/03/2019 25. 13/06/2018 - საქართველოს კანონი - 2522-IIს - ვებგვერდი, 27/06/2018 24. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1818-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1678-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 22. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4620-Iს - ვებგვერდი, 23/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3954-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 20. 27/12/2013 - საქართველოს კანონი - 1900-რს - ვებგვერდი, 30/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1038-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 822-რს - ვებგვერდი, 06/08/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 21/12/2012 - საქართველოს კანონი - 136-Iს - ვებგვერდი, 30/12/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6435-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 15. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6385-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 14. 26/04/2012 - საქართველოს კანონი - 6093-Iს - ვებგვერდი, 10/05/2012 13. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5963-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 12. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5337-IIს - ვებგვერდი, 111205042, 05/12/2011 11. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4217-Iს - ვებგვერდი, 110310016, 10/03/2011 10. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 9. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3749 - სსმ, 62, 05/11/2010 8. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2267 - სსმ, 45, 21/12/2009 7. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2177 - სსმ, 42, 10/12/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1909 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 850 - სსმ, 40, 29/12/2008 4. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5300 - სსმ, 31, 03/08/2007 3. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4597 - სსმ, 11, 10/04/2007 2. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3185 - სსმ, 17, 30/05/2006 1. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას