დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3001-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 420000000.05.001.020881 |
3001-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
420000000.05.001.020881
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
|
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი,
№27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) 110-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას მათთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოებებისგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ – მოკვლევის ბიურო).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
თბილისი, 31 მაისი 2023 წ. N3001-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები