საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6385-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.016801
  • Word
6385-Iს
05/06/2012
ვებგვერდი, 19/06/2012
420000000.05.001.016801
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27- 28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს:

ა) მე-7 აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„„ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება)საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების, შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელსაცხორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, SAFA-ს ინსპექტორი) დოკუმენტების, ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით.“;

ბ) მე-40 აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„„ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას.“;

გ) 47-ე აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცები:

„„EASAევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო.

„SAFA“ − უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების განსაზღვრის (საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების) პროგრამა.

„SAFA-ს ინსპექტორი“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირებას SAFA-ს შესაბამისად.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81  მუხლი:

    „მუხლი 81 . სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირება

1. ინსპექტირებას ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ან/და SAFA-ს ინსპექტორი.

2. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი და SAFA-ს ინსპექტორი დამოუკიდებელნი არიან თავიანთ საქმიანობაში და მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორისა და SAFA-ს ინსპექტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას ინსპექტირების პროცესში.

4. ინსპექტირების წესი, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორისა და SAFA-ს ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით ..

3. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  ნაწილი:

„11 . ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტოსა და სხვა სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის შესაძლებელია გაფორმდეს შეთანხმება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ფუნქციების, მოვალეობებისა და საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის 83 bis მუხლის მოთხოვნების შესაბამისად .“.

4. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 31. საავიაციო პერსონალის მომზადება

საავიაციო პერსონალის მომზადება ხორციელდება იმ სასწავლო დაწესებულებებში, რომლებსაც აქვთ სათანადო სერტიფიკატი .“.

5. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 51. სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმები

1. სამოქალაქო ავიაციის სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს ავიასაწარმოს ადმინისტრაცია სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, საფრენოსნო ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასა და საფრენოსნო შემადგენლობასთან შეთანხმებით.

2. იკრძალება იმ სამუშაო დროისა და ფრენის დროის გადამეტება, რომლებიც დადგენილია სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

3. სახელმწიფო ავიაციის სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.

6. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 56. სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში

1. ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და საავიაციო სამუშაოებს, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, აეროდრომები, აეროპორტები, საჰაერო ხომალდები, მათი ძრავები, სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, საჰაერო ტრასები, ჰაერსანაოსნო და საჰაერო მოძრაობის მართვის საშუალებები, საავიაციო სასწავლო დაწესებულებები, საავიაციო პერსონალი, საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოები და მათი ტექნიკური პერსონალი, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. სერტიფიკატი ადასტურებს ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

2. სამოქალაქო ავიაციაში სერტიფიცირების წესებს ადგენს სააგენტო „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 5 ივნისი .

№6385- I