საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2522-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.018874
2522-IIს
13/06/2018
ვებგვერდი, 27/06/2018
400010020.05.001.018874
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი,  №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) 48-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადემონსტრაციო ფრენა (ავიაშოუ) არის ფრენა, რომელიც სრულდება მაყურებელთა (აუდიტორიის) წინაშე და გამიზნულია საჰაერო ხომალდის მახასიათებლების, შესაძლებლობების ან/და საფრენოსნო ოსტატობის  ან სანახაობის საჩვენებლად.

3. დაუშვებელია სადემონსტრაციო ფრენის სააგენტოს თანხმობის გარეშე შესრულება. აღნიშნული თანხმობა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წინასწარ თანხმობას იძლევა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესების გათვალისწინებით, სადემონსტრაციო ფრენის შესრულების მსურველის მიმართვის საფუძველზე.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე სააგენტო სადემონსტრაციო ფრენის შესრულების შესახებ ინფორმაციას აწვდის შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 ივნისი 2018 წ.

N2522-IIს