საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4217-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110310016, 10/03/2011
ძალაში შესვლის თარიღი 15/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.016185
  • Word
4217-Iს
22/02/2011
ვებგვერდი, 110310016, 10/03/2011
420000000.05.001.016185
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის რეგულირებას კანონით მინიჭებულ ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზება

საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებას, ფრენისა და საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები

1. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები ექვემდებარება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით რეგისტრირებას.

2. საჰაერო ტრასითა და ადგილობრივი საჰაერო ხაზით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აწვდის საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, რისთვისაც გამოიყენება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გავრცელების არხების სისტემა.“.

4. მე-14 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას აყალიბებს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ეს სტრუქტურა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თითოეული წინადადება საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ უნდა შეთანხმდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე იმ სამხედრო უწყებებთან, რომელთა ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს იგი, და უნდა წარედგინოს სააგენტოს.“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცის გამოყენების რეგულირება

საქართველოს ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცეში ხომალდების ფრენის მომსახურების წესს, საჰაერო ტრასების, საჰაერო მოძრაობის მართვის არეებს და საზღვრებს ადგენს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოსა და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებს შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების საფუძველზე დადებული შეთანხმებების შესაბამისად.“.

6. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის ჰაერსანაოსნო ინფორმაცია

საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის ჰაერსანაოსნო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისათვის და ქვეყნდება სათანადო კრებულში. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შედგენასა და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.“.

7. 22-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს სააგენტო და მათ საფუძველზე ახორციელებს ხომალდების რეესტრის აღრიცხვას.“.

8. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით შეიმუშაოს და გამოსცეს იმ საბუთების ნუსხა და ფორმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს საჰაერო ხომალდზე ფრენის დანიშნულებისა და მიზნების შესაბამისად.

 3. სააგენტოს უფლება აქვს, არა უმეტეს 1000 კილოგრამი მასის კონსტრუქციის საჰაერო ხომალდისათვის სანორმატივო მოთხოვნების შემუშავებისას ზემოთ აღნიშნული ნუსხიდან გამონაკლისი დაუშვას.“.

9. 27-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სამოქალაქო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ნიშნების ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს სააგენტო.“.

10. 29-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტო – სამოქალაქო ავიაციის პერსონალისათვის;“.

11. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამოქალაქო ავიაციის სფეროში – სააგენტო;“.

12. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების (აეროპორტების) სერტიფიცირების წესს შეიმუშავებს და გამოსცემს სააგენტო.“.

13. მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებს რეგისტრაციაში ატარებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო აეროდრომებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.

14. 44-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჰაერო ტრასებზე, ადგილობრივ საჰაერო ხაზებსა და სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებზე სხვადასხვა სახეობის ავიაციის საჰაერო ხომალდების ფრენა ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.“.

15. 46-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ძირითადი საბუთი, რომელიც განსაზღვრავს ფრენის მიზანს, ამოცანასა და მარშრუტს, არის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება. ამ საბუთის ფორმა და მისი შევსების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

16. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.“.

17. 52-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ტრასებზე ფრენა ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი იმ ჰაერსანაოსნო წესების დაცვით, რომლებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის საერთაშორისო კრებულებში.“.

18. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. საერთაშორისო ფრენის შესრულება და მომსახურების გაწევა

საჰაერო ხომალდებს, საავიაციო პერსონალსა და აეროპორტებს უფლება აქვთ, შეასრულონ საერთაშორისო ფრენა და გასწიონ მომსახურება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის (სერტიფიკატის, მოწმობის) საფუძველზე.“.

19. 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის დაფრენის შეთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საბუთებს ამოწმებს სააგენტო.“.

20. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი დანართების, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის დარგში სერტიფიცირების წესებს ადგენს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

21. 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს, შეცვალოს ან გააუქმოს გაცემული სერტიფიკატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

22. 58-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ი) იურიდიული ან ფიზიკური პირი სერტიფიკატის მისაღებად არასწორ ინფორმაციას აწვდის სააგენტოს.“.

23. 59-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.   არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან საავიაციო სამუშაოები ხორციელდება შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის ან საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის საფუძველზე.“;

ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სააგენტო გასცემს:

ა)     არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას;

ბ) საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას.

4.    სააგენტო ნებართვას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

 24. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 66. სატრანსპორტო საბუთები

მგზავრების გადაყვანის, ბარგის, ტვირთის და საფოსტო გზავნილების გადაზიდვის ხელშეკრულება დასტურდება შესაბამისად ბილეთით, საბარგო, სატვირთო ან საფოსტო ზედნადებით. ამ საბუთების ფორმისა და შინაარსის მიმართ ძირითად მოთხოვნებს ადგენს სააგენტო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ნიმუშებისა და სტანდარტების საფუძველზე.“.

25. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა

ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, ტყვია-წამლის, მომწამლავი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნივთიერებებისა და საგნების ნუსხას და მათი გადაზიდვის წესს განსაზღვრავს სააგენტო „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად. სააგენტო ამ კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე აგრეთვე ათავისუფლებს სახიფათო ტვირთებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან.“.

26. 72-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საავიაციო სამუშაოთა მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო დამკვეთის ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების გათვალისწინებით.

5. გამონაკლის შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სათანადო ტვირთამწეობის ან სპეციალური მოწყობილობის მქონე საჰაერო ხომალდის არარსებობა და სხვა) საავიაციო სამუშაოთა შესასრულებლად დაიშვებიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების სახელმწიფო საჰაერო ხომალდები. ასეთი სამუშაოების შესასრულებლად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სააგენტო გასცემს შესაბამის ნებართვას.“.

27. 84-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული აქტის შედგენის წესი განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი გადაყვანა-გადაზიდვის წესის შესაბამისად.“.

28. 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის ფარგლებსა და სავალდებულო სახეობებს განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

29. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 94. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის წესების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობა

სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის წესების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.“.

30. 97-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სააგენტო და ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების სამსახურები.“.

31. 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოსთან არსებულ საძებნ-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს, რომელიც ახორციელებს საძებნ-სამაშველო რაზმების მუშაობის ორგანიზებასა და კოორდინაციას იმ საჰაერო სივრცეში, რომელშიც საჰაერო მოძრაობისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება;“.

32. 110-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს სპეციალური კომისია, რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესებით, რომელთაც ამტკიცებს სააგენტო.

2. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მიზეზების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს სააგენტოს სპეციალური კომისია.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი ისეთი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის უფლება, რომლებიც რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესებს შეეხება, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გადაეცეს ფრენის უსაფრთხოების სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 თებერვალი.

№4217–Iს