საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 30/05/2006
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.05.001.002.301
  • Word
3185
25/05/2006
სსმ, 17, 30/05/2006
310.050.010.05.001.002.301
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველ მუხლში:

ა) ტერმინი „საერთაშორისო აეროპორტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საერთაშორისო აეროპორტი“ – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურებას და უზრუნველ-ყოფილია საბაჟო, სასაზღვრო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლით.“;

ბ) ტერმინი „საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი“ – საავიაციო საწარმო-საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელსაც თავის გამგებლობაში საკუთრების უფლებით, იჯარით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძველზე აქვს საჰაერო ხომალდი და რომელიც ფრენას ახორციელებს ექსპლუატანტის სერტიფიკატში მითითებული პირობების შესაბამისად.»;

გ) ტერმინი „სერტიფიკატი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სერტიფიკატი“ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები (საავიაციო სამუშაოები) ან/და ამ გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატითა და მისი დანართებით.“;

დ) ტერმინი „საავიაციო სამუშაოები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საავიაციო სამუშაოები“ – საჰაერო ხომალდის გამოყენება ისეთი დარგების მომსახურებისათვის, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტოპოგრაფიული გადაღებები, პატრულირება, ძებნა, შველა და ა.შ.“.

2. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავიაციო დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია).“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 9. საავიაციო საქმიანობის ნორმატიული აქტები

1. საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოსცემენ საავიაციო საშუალებების ყველა მფლობელისა და მომხმარებლისათვის სავალდებულო წესებს, მითითებებს, ინსტრუქციებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს, რომლებიც არეგულირებს როგორც საავიაციო საქმიანობას, ისე საავიაციო საშუალებების წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხებს.

2. სხვა სამინისტროებისა და უწყებების ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც გათვალისწინებულია აფეთქება, სროლა, მაღლივი კორპუსებისა და მოწყობილობების მშენებლობა, ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი, რადიოდაბრკოლებების შექმნა და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობისათვის სხვა სახიფათო სამუშაოების შესრულება, უნდა შეთანხმდეს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოებთან.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 11. საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზება

საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებას, ფრენისა და საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობის კოორდინირებას უზრუნველყოფს კომისია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 13. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები

1. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები ექვემდებარება რეგისტრირებას კომისიის მიერ დადგენილი წესით.

2. ინფორმაციას საჰაერო ტრასითა და ადგილობრივი საჰაერო ხაზით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ კომისია აწვდის საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების იურიდიულ და ფიზიკურ პირებს და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, რისთვისაც გამოიყენება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გავრცელების არხების სისტემა.“.

6. მე-14 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას აყალიბებს კომისია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თითოეული წინადადება საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ უნდა შეთანხმდეს შესაბამის ორგანოებთან და იმ სამხედრო უწყებებთან, რომელთა ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს იგი, და უნდა წარედგინოს კომისიას.“.

7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 15. შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცის გამოყენების რეგულირება

საქართველოს ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცეში ხომალდების ფრენის მომსახურების წესს, საჰაერო ტრასების, საჰაერო მოძრაობის მართვის არეებს და საზღვრებს კომისია ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოსა და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებს შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების საფუძველზე დადებული შეთანხმებების შესაბამისად.“.

8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 17. ჰაერსანაოსნო და საინფორმაციო მომსახურების გადასახდელი

1. ჰაერსანაოსნო და საინფორმაციო მომსახურების გადასახდელის ოდენობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოს სახელმწიფო ავიაცია;

ბ) საჰაერო ხომალდები, რომლებიც სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და ავარიების დროს მონაწილეობენ ადამიანების, სახელმწიფო და კერძო ქონების გადარჩენაში.“.

9. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 19. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის ჰაერსანაოსნო ინფორმაცია

საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის ჰაერსანაოსნო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისათვის და ქვეყნდება სათანადო კრებულში. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შედგენას და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კომისია.“.

10. 22-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისია აწარმოებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრს და ადგენს მათი რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს.

5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირებასთან დაკავშირებული მომსახურება ფასიანია. მომსახურების ფასს ადგენს კომისია.“.

11. 25-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის უფლება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხორციელდება საქართველოში დაწესებულ ფრენის ნორმებთან მათი შესაბამისობის დადგენის შემდეგ, რაც დასტურდება სათანადო სერტიფიკატით.“.

12. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია უფლებამოსილია, დამატებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ საბუთების ნუსხა და ფორმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს საჰაერო ხომალდზე ფრენის დანიშნულებისა და მიზნების შესაბამისად.

3. კომისიას უფლება აქვს, არა უმეტეს ათასი კილოგრამი მასის მქონე კონსტრუქციის საჰაერო ხომალდისათვის სანორმატივო მოთხოვნების შემუშავებისას ზემოთ აღნიშნული ნუსხიდან დაუშვას გამონაკლისი.“.

13. 27-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სამოქალაქო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს კომისია.“.

14. 29-ე და 30-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 29. საავიაციო პერსონალის შემადგენლობა

საავიაციო პერსონალის შემადგენლობის სპეციალობათა ნუსხას შესაბამისად განსაზღვრავენ:

ა) კომისია – სამოქალაქო ავიაციის პერსონალისათვის;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – სახელმწიფო ავიაციის პერსონალისათვის.

    მუხლი 30. საავიაციო პერსონალზე მოწმობის გაცემა

1. საავიაციო პერსონალს უფლება აქვს, შეასრულოს ფრენა ან მისი მომსახურება საავიაციო წესების შესაბამისად კომისიის მიერ გაცემული ან აღიარებული მოწმობის (სერტიფიკატის) საფუძველზე.

2. საავიაციო წესებს შეიმუშავებენ:

ა) სამოქალაქო ავიაციის დარგში – კომისია;

ბ) სახელმწიფო ავიაციის სფეროში – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

3. საავიაციო პერსონალმა საქმიანობის განხორციელებისას თან უნდა იქონიოს მოწმობა (სერტიფიკატი), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ წესებს.“.

15. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 32. უცხო სახელმწიფოების მიერ საავიაციო პერსონალზე გაცემული მოწმობის (სერტიფიკატის) ცნობა

უცხო სახელმწიფოების მიერ საავიაციო პერსონალზე გაცემული მოწმობა (სერტიფიკატი) შეიძლება მოქმედებდეს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ არსებობს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება საავიაციო პერსონალის მოწმობის (სერტიფიკატის) ურთიერთცნობის შესახებ.“.

16. 39-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების (აეროპორტების) სერტიფიცირების წესს ადგენს კომისია.“;

ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

17. მე-40 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს აეროდრომები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრირებას. აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრირების შემდეგ აეროდრომების მონაცემები შეიტანება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებს რეგისტრაციაში ატარებს კომისია, ხოლო სახელმწიფო აეროდრომებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.

18. 41-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აეროდრომების განლაგების რაიონში შენობების, ნაგებობების, კავშირგაბმულობის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ობიექტების განთავსებისას მათი მფლობელები ვალდებული არიან, ეს საკითხი შეათანხმონ იმ პირთან, რომელსაც აეროდრომი ეკუთვნის, და სამუშაოები აწარმოონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.“.

19. 44-ე–46-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 44. ფრენის წესები

1. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მიერ ფრენის შესრულების წესებს ავიაციის სახეობის მიხედვით ადგენს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო.

2. საჰაერო ტრასებზე, ადგილობრივ საჰაერო ხაზებსა და სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებზე სხვადასხვა სახეობის ავიაციის საჰაერო ხომალდების ფრენა ხორციელდება კომისიის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 45. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების საფრენად დაშვება

საქართველოს საჰაერო სივრცეში საფრენად დაიშვება ის საჰაერო ხომალდი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო და ამოსაცნობი ნიშნები, რომელიც სათანადოდ არის მომზადებული და რომელზედაც ინახება საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ორგანოების მიერ დადგენილი ყველა აუცილებელი საბუთი. აღნიშნულმა ორგანოებმა შეიძლება დაუშვან ამ წესიდან გამონაკლისი ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდებისა და იმ ხომალდებისათვის, რომლებიც სახელმწიფო რეგისტრირებას არ საჭიროებს.

    მუხლი 46. ფრენის ნებართვა. საფრენოსნო დავალება

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით, საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს ნებართვის საფუძველზე.

2. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით, სამხედრო საჰაერო ძალების ცენტრალური სახელმძღვანელო პუნქტის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.

3. ფრენის გეგმიდან გადახვევა დაიშვება შესაბამისი ორგანოს თანხმობით ან ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. ძირითადი საბუთი, რომელიც განსაზღვრავს ფრენის მიზანს, ამოცანასა და მარშრუტს, არის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება. საბუთის ფორმას და მისი შევსების წესს ადგენენ კომისია და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.

20. 47-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, აეროპორტის მფლობელებს მოსთხოვონ საჰაერო ხომალდის აფრენისა და დაფრენის ეტაპებზე მინიმალური სიმაღლისა და დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთებში ფრენის შეზღუდვა და ფრენის მარშრუტის შეცვლა.“.

21. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დასახლებულ ადგილებში სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს კომისია მმართველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.“.

22. 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეკიპაჟსა (პილოტსა) და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს შორის ორმხრივი რადიოკავშირის წესი და რადიოინფორმაციის გაცვლის ფრაზეოლოგია განისაზღვრება საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოცემული საბუთებით.“.

23. 52-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საჰაერო სივრცეში არარეგულარული საერთაშორისო ფრენის შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

3. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთს ან საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ტრასებზე ფრენას ასრულებს კომისიის მიერ დადგენილი იმ ჰაერსანაოსნო წესების დაცვით, რომლებიც ჰაერ-სანაოსნო ინფორმაციის საერთაშორისო კრებულებში ქვეყნდება.“.

24. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 54. საერთაშორისო ფრენის შესრულება და მომსახურება

საჰაერო ხომალდებს, საავიაციო პერსონალსა და აეროპორტებს უფლება აქვთ, შეასრულონ საერთაშორისო ფრენა და გასწიონ მომსახურება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის (ნებართვის, სერტიფიკატის, მოწმობის) საფუძველზე.“.

25. 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის დაფრენის შემთხვევაში აღნიშნულ საბუთებს ამოწმებს კომისია.“.

26. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი დანართების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის დარგში სერტიფიცირების წესებს ადგენს და სერტიფიცირებას ახორციელებს კომისია.“.

27. 57ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია უფლებამოსილია, შეამოწმოს და სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს, შეცვალოს ან გააუქმოს გაცემული სერტიფიკატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

28. 58-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) იურიდიული ან ფიზიკური პირი სერტიფიკატის მისაღებად არასწორ ინფორმაციას აწვდის კომისიას.“.

29. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 59. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა

1. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან/და საავიაციო სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.

2. ექსპლუატანტის სერტიფიკატის გარეშე ლიცენზიით/ნებართვით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება აკრძალულია.

3. კომისია გასცემს:

ა) რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიას, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს შეზღუდვას:

ა.ა) დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე;

ა.ბ) ფრენის სიხშირეებზე;

ბ) არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას;

გ) საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ლიცენზია/ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად კომისიის მიერ დადგენილი წესით.“.

30. 61-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

31. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 62. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და ფრენის მომსახურების ნიხრი

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და ფრენის მომსახურების ნიხრი დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

32. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 66. სატრანსპორტო საბუთები

მგზავრების გადაყვანის, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადაზიდვის ხელშეკრულება დასტურდება შესაბამისად: ბილეთით, საბარგო, სატვირთო ან საფოსტო ზედნადებით. ამ საბუთების ფორმისა და შინაარსის ძირითად მოთხოვნებს ადგენს კომისია საერთაშორისო ნიმუშებისა და სტანდარტების საფუძველზე.“.

33. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 71. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა

ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, ტყვია-წამლის, მომწამლავი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნივთიერებებისა და საგნების ნუსხას და მათი გადაზიდვის წესს განსაზღვრავს კომისია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად. კომისია აღნიშნული კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე აგრეთვე ათავისუფლებს სახიფათო ტვირთებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან.“.

34. 72-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საავიაციო სამუშაოებს ასრულებენ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული საავიაციო სამუშაოს წარმოების ნებართვა.“;

ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საავიაციო სამუშაოების სანორმატივო მოთხოვნებს განსაზღვრავს კომისია.

5. გამონაკლის შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სათანადო ტვირთამწეობის ან სპეციალური მოწყობილობის მქონე საჰაერო ხომალდის არარსებობა და ა.შ.) საავიაციო სამუშაოთა შესასრულებლად დაიშვებიან უცხო ქვეყნების სახელმწიფო საჰაერო ხომალდები. ასეთი სამუშაოების შესასრულებლად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისია გასცემს შესაბამის ნებართვას.“;

გ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

35. 84-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული აქტის შედგენის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დადგენილი გადაყვანა-გადაზიდვის წესის შესაბამისად.“.

36. 93-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის ფარგლებს ადგენს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საჰაერო ხომალდს (ახორციელებს საჰაერო ხომალდის მართვის კონტროლს) საავიაციო შემთხვევის დროს.“.

37. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 94. სახელმწიფო ზედამხედველობა სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის წესების შესრულებაზე

სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია.“.

38. 97-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ კომისია და ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების სამსახურები.“.

39. 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომისიასთან არსებულ საძებნ-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს, რომელიც ახორციელებს საძებნ-სამაშველო რაზმების მუშაობის ორგანიზებასა და კოორდინირებას იმ საჰაერო სივრცეში, რომელშიც საჰაერო მოძრაობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება;“.

40. 110-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივ მოკვლევას წარმართავს სპეციალური კომისია, რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესებით, რომლებსაც ამტკიცებს კომისია.

2. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მიზეზების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს კომისია.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი ისეთი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის უფლება, რომლებიც რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გადაეცეს ფრენის უსაფრთხოების სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3185–Iს