საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 136-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.016894
136-Iს
21/12/2012
ვებგვერდი, 30/12/2012
420000000.05.001.016894
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. პირველ მუხლს 36-ე აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„„სპეციალური რეისი საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში“ – სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი რეისი.“.

  2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

 „4. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებები და ამ რეისების შესრულებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

  მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სათანადო უწყებებმა ამ კანონს შეუსაბამონ თავიანთი სამართლებრივი აქტები.

   მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 დეკემბერი 2012 წ.

N136-Iს