დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1678-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 420000000.05.001.018610 |
1678-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
420000000.05.001.018610
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
|
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) დაემატოს შემდეგი შინაარსის 711
მუხლი:
„მუხლი 711 . მგზავრის შესახებ მონაცემების მიწოდების ვალდებულება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჰაერო გადამზიდველი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მიაწოდოს მგზავრის შესახებ წინასწარი მონაცემები და მგზავრის სახელის შესახებ ჩანაწერის მონაცემები. აღნიშნული მონაცემების ნუსხა, მათი მიწოდების, დამუშავების, შენახვის, გაცემის, დეპერსონალიზაციისა და განადგურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1678-რს |
დოკუმენტის კომენტარები