საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4928-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.019539
4928-IIს
28/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
420000000.05.001.019539
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი,№27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 53. საბაჟო ფორმალობების განხორციელება, საპასპორტო და სხვა წესების გამოყენება

საჰაერო ხომალდებზე, ეკიპაჟსა და საჰაერო ხომალდზე მყოფ მგზავრებზე (მათ შორის, მათ ქონებაზე), რომლებიც შემოდიან საქართველოში ან გადიან საქართველოდან (მათ შორის, ტრანზიტით, საქართველოს ტერიტორიის გავლით), ვრცელდება საქართველოს საპასპორტო, სანიტარიული, საკარანტინო, შემოსვლა-გასვლის, ქონების შემოტანა-გატანის, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი და სხვა წესები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4928-IIს