დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5963-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 420000000.05.001.016665 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-14 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„„საერთაშორისო აეროპორტი“ – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურებას და რომელშიც უზრუნველყოფილია სასაზღვრო, სანიტარიულ-საკარანტინო და საბაჟო კონტროლი.“.
2. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საპოლიციო და საბაჟო კონტროლის ამოცანებისათვის;“.
3. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. საპასპორტო, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული და სხვა წესების გამოყენება
საჰაერო ხომალდებზე, ეკიპაჟსა და ხომალდზე მყოფ მგზავრებზე (მათ შორის, მათ ქონებაზე), რომლებიც შემოდიან საქართველოში ან გადიან საქართველოდან (მათ შორის, ტრანზიტით, საქართველოს ტერიტორიის გავლით), ვრცელდება საქართველოს საპასპორტო, სანიტარიული, საკარანტინო, შემოსვლა-გასვლის, ქონების შემოტანა-გატანის, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული და სხვა წესები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 27 მარტი.
№5963-Iს
დოკუმენტის კომენტარები