ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

  • Word
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 811
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 17/10/1995
სარეგისტრაციო კოდი 280.070.000.05.001.000.120.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
811
17/10/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 17/10/1995
280.070.000.05.001.000.120.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/12/2005 - 09/06/2006)

საქართველოს კანონი

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ

საქართველო ს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი 1814 - სსმ I , 6(13) 04.03.1999 წ., მუხ. 26

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ

სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს:

) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნას;

) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დაგენილი სამართლებრივი და სოცილურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისათვის ღონისძიებათა სისტემას;

) ცენტრალური , ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

��� მუხლი 2. ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა

1. ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებებს.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, სამ ნისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, კონცერნებს, ასოციაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.

4. (ამოღებულია ).

საქართველო 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56 28.12 .200 5 წ., მუხ.400

��� მუხლი 3. ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

��� მუხლი 4. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება

1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ვეტერანებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას.

2. დამატებითი სახსრების მიღება ვეტერანების სოციალური დაცვის ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად, დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერი კანონიერი წყაროდან საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად.

3. ვეტერანების სოციალური დაცვის ის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებმა, ფინანსდება ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტისა და სხვა კანონიერი წყაროების ხარჯზე.

4. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე.

5. ვეტერანთა საზოგადოებრივ გაერთიანებებში ნებაყოფლობით შესულ ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს იყენებენ ეს ორგანიზაციები დადგენილი წესით.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

��� მუხლი 5. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილი არიან ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად.

��� მუხლი 6. ვეტერანთა კატეგორიები

ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები:

) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები;

) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მთთან გათანაბრებული პირები;

) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

) სამხედრო ძალების ვეტერანები.

��� მუხლი 7. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები

1. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:

) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), რომლებიც გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან დროებით იმყოფებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ან სამშობლს დაცვის სხვა საბრძოლო ოპერაციების დროს მოქმედი არმიის შემადგენლობის სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწე ებულებებში, აგრეთვე ომის წლებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი პარტიზანები და იატაქვეშა ორგანიზაციების წევრები;

) სახედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთარუთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის წლებში გადიოდნენ სამსახურს ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დანიშვნისათვის, რაც დაწესებულია მოქმნდი არმიის სამხედრო ნაწილთა სამხედრო მომსახურისათვის;

) არმიის, ფლოტის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებაყოფდობით დაქირავებული პირები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკავათ საშტატო თანამდებობები მოქმედი არმიის შემადგნლობაში შემავალ სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწესებულებეში ან რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდნენ ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურებაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რაც დაწესებულია მოქმედი არმიის სამხედრო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის;

) დაზვერვისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სპეციალურ დავალებებს ასრულებდნენ მოქმედი არმიის ნაწილებში, მტრის ზურგში ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე;

ე) სამხედრო ობიექტებისა და საწარმოების, სახალხო კომისარიატების მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადაყვანილნი იყვნენ სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობაზე და ასრულებდნენ მოქმედი არმიისა და ფლოტისათვის სამხედრო დაკვეთებს, აგრეთვე ზურგის მუშაკები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ომის წლებში მამაცური შრომისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მათ შორის, კულტურისა და ხელოვნების) მუშაკები, ცენტრალური გაზეთების, ჟურნალების, სატელეგრაფო სააგენტოს, საინფორმაციო ბიუროთა კორესპონდენტები, დოკუმენტური კინოფილმების ცენტრალური სტუდიის (კინოქრონიკის) კინოოპერატორები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში მივლინებულნი იყვნენ მოქმედ არმიაში სსრ კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 7 ივლისის №6139 დადგენილებითა და მის საფუძველზე საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ბ) 1944 წლის 21 ივლისის ერთობლივი დადგენილებით, ამიერკავკასიაში მშენებარე მეტალურგიული ქარხნის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო მობილიზაციით გაწვეული მეტალურგები;

) გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეები, მათ შორის სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მებრძოლები და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის დროს მონაწილეობდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებათა შესრულებაში;

) პირები, რომლებიც პარტიზანული რაზმების, იატაქვეშელთა ჯგეფებისა და ანტიფაშისტური ფორმირებების შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში სახელმწიფოთა ტერიტორიაზე;

) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვილები (გადამდგარნი), რომლებიც 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 3 სექტემბრამდე გადიოდნენ სამხედრო სამსახურს იმ სამხედრო ნაწილებში, დაწესებულებებსა და სამხედრო სასწავლებლებში, რომლებიც არ შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში და დაჯილდოებული არიან მედლით �1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის� ან მედლით �იაპონიაზე გამარჯვებისათვის�;

) პირები, რომლებიც ომის წლებში მუშაობდნენ საჰაერო თავდაცვის, ადგილობრივი თავდაცვის ობიექტებზე, აგრეთვე თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობებზე, საზღვაო ბაზებში, აეროდრომებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე მოქმედი ფრონტის ზურგში და რკინგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებზე;

) ომის დასაწყისში სხვა სახელმწიფოების ნავსადგურებში ინტერნირებული სატრანსპორტო ფლოტის ხომალდების ეკიპაჟის წევრები;

) პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების დავალებით აგროვებედნენ საბრძოლო მასალებს და სამხედრო ტექნიკას, განნაღმავდნენ ტერიტორიებსა და ობიექტებს;

) პირები, რომლებიც ქალაქ ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1944 წლის 27 იანვრამდე მუშაობდნენ მის საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და დაჯილდოებული არიან მედლით �ლენინგრადის დაცვისათვის� ან ნიშნით �ლენინგრადის ბლოკადის მცხოვრებს�;

) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცეტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრები და სხვა პირები, რომლებსაც დამატყვევებელი მხარის სასარგებლოდ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ ნებაყოფლობით და ყოფილ არასრულწლოვანი პატიმრები.

2. სამხედრო ნაწილების, შტაბებისა და დაწესებულებების ნუსხას, რომლებიც ომის წლებში შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში, აგრეთვე ნუსხას იმ ქალაქებისა, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რაც დაწესებულია მ ქმედი არმიის საბრძოლო ნაწილების სამხედრო მომსახურებისათვის, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

საქართველო ს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი 1814 - სსმ I , 6(13) 04.03.1999 წ., მუხ. 26

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40

საქართველოს 2000 წლის 3 მაისის კანონი №279 - სსმ I, №17 12.05.2000 წ., მუხ.43

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2322 - სსმ I, №19 01.07.2003 წ., მუხ.122

საქართველო 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56 28.12 .200 5 წ., მუხ.400

��� მუხლი 8. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები

1. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:

ა) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარი), სამხედრო შეკრებებზე გაწვეული რეზერვისტები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, ამ ორგანთა თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების მიერ გაგზავნილი იყვნენ და მონაწილეობდნენ სხვა სახელმწიფოებში საბრძოლო მოქმედებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

2. სხვა კატეგორიის პირებისათვის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40

��� მუხლი 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:

) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტრიული მთლიანობის შესანარჩუნებლად;

) 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები;

დ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავები (ეკიპაჟი), რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში;

ე) სამოქალაქო პირები, რომლებიც ქალაქების გაგრისა და სოხუმის, აგრეთვე სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონების დაცვისას მუშაობდნენ ამ ქალაქებისა და რაიონების წარმოება-დაწესებულებებში (ჯანმრთელობის დაცვის, კავშირგაბმულობის, საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის, ენერგო- და წყალმომარაგების სფეროებში, პურის საცხობ საწარმოებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში), ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებში და მათი სამსახურებრივი საქმიანობა უშუალოდ იყო დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებებთან ან დაინვალიდდნენ საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

საქართველოს 199 6 წლის 1 7 მაისი ს კანონი - პარლამენტის უწყებანი 13 , 07.06.1996 წ., გვ.21

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2199 - სსმ I, №29(36) 10.07.1999 წ., მუხ.153

��� მუხლი 10. სამხედრო ძალების ვეტერანები

სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

საქართველო 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56 28.12 .200 5 წ., მუხ.400

��� მუხლი 11. მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შემდგომში � ინვალიდი) განსაზღვრა

მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან:

) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოქმედი არმიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილები /გადამდგარნი/, პარტიზანები, აგრეთვე საპენსიო უზრუნველყოფის მხრივ სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებული შესაბამისი კატეგორიის მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე, სამხედრო მოქმედების რაიონში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებში, თავდაცვითი ზღუდეების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და აეროდრომების მშენებლობის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმეულის მებრძოლები და მეთაურები, რომლებიც დაინვალიდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებების შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

) პირები, რომლებსაც ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა ომის წლებში დაავალეს საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შეგროვება, ტერიტორიებისა და ობიექტების განაღმვა და დაინვალიდნენ ამ პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად;

) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სხვა სახელმწიფოში მოქმედ სამხედრო კონტიგენტს და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

��� მუხლი 12. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდობის განსაზღვრა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან:

ა) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოსდასაცავად და მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

ბ) საქართველოში 1921-1924 წლებში ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებიც დაინვალიდნენ ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

თავი II

ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების სოციალური დაცვა

��� �მუხლი 13. ვეტერანების სოციალური დაცვა

ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:

) საპენსიო უზრუნველყოფასსახელმწიფო პენსიის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად;

) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

��� მუხლი 14. მეორე მსოფლიო ინვალიდების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდების სოციალური დაცვა

1. ამ კანონის მე-11 და მე-12 მუხლებში აღნიშნული ინვალიდების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:

) საპენსიო უზრუნველყოფასსახელმწიფო პენსიის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად;

) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად;

) საყოფაცხოვრებო -კომუნალური მომსახურებისწყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლადსაგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერიმარტი) განისაზღვრება 250 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილიოქტომბერი) � 150 კვტ სთ-ით თვეში;

) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ომის ვეტერანთა ჰოსპიტალების დახურვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54) 09.12.1999 წ., მუხ.239

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 �� სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

��� მუხლი 15. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:

��� ა) საპენსიო უზრუნველყოფას �სახელმწიფო პენსიის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად;

) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად;

) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურებისწყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლადსაგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერიმარტი) განისაზღვრება 125 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილიოქტომბერი) � 75 კვტ სთ-ით თვეში;

) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 �� სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

���� მუხლი 151. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2322 - სსმ I, №19 01.07.2003 წ., მუხ.122

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

��� მუხლი 16. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდების და მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს� ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომისშემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ოჯახის წევრთა (შემგომში დაღუპულთა, გარდაცვლილთა) სოციალური დაცვა

1. ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე:

ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა;

ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა;

გ) არასრულწლოვან (18 წლის ასაკამდე) შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას.

2. დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:

) საპენსიო უზრუნველყოფასსახელმწიფო პენსიის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად;

) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურებისწყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლადსაგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერიმარტი) განისაზღვრება 125 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილიოქტომბერი) � 75 კვტ სთ-ით თვეში.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 �� სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

��� მუხლი 17. სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა

შეიარაღებული ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ამ კატეგორიის ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას სოციალური დაცვის მიზნით უწესდებათ შემდეგი უფლებები და შეღავათები:

) სახელმწიფო პენსია ან სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურებისწყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლება, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობა, სოფლადსაგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერიმარტი) განისაზღვრება 125 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილიოქტომბერი) � 75 კვტ სთ-ით თვეში.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 �� სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

��� მუხლი18. სახელმწფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები

სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდება ან იტალიის და იუგოსლავიის განთავისუფლებისათვის ამ სახელმწიფოთა ეროვნული გმირის წოდება, ან რომლებიც დაჯილდოებულნი არიან საბჭოთა კავშირის სამივე ხარისხის დიდების ორდენით, საქართველოს დავით აღმაშენებლის ორდენით და ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებათა გარდა დამატებით უწესდებათ:

ა) გარდაცვალების შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით ქუჩის, სკოლის, მოედნისათვის მათი სახელის მინიჭება და დაკრძალვის ადგილას საქართველოს� კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის მიხედვით გარდაცვლილის ბიუსტის დადგმა სახელმწიფოს ხარჯზე;

ბ) ოჯახისათვის (მშობლები, მეუღლე, შვილები) ერთდროული ფულადი დახმარების გაცემა 20 მინიმალური პენსიის (ხელფასის) ოდენობით.

��� მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

��� მუხლი 20. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ

ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას (საბიუჯეტოს გარდა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69

��� მუხლი 21. სარიტუალო სამსახურის გაწევა

1. დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდების ან მონაწილების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, სამხედრო სამსახურის ვეტერანების დაკრძალვა ხდება დაღუპულის (გარდაცვლილის) ნათესავების სურვილით შერჩეულ ადგილებში (სამხედრო მოსამსახურეების �სამხედრო პატივის მიგებით).

2. აღნიშნული კატეგორიის დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის ნეშტის მომზადება გადასატანად, დაკრძალვის ადგილზე ნეშტის გადატანა, დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხდება საქართველოს იმ სამინისტროებისა და უწყებების ხარჯზე, რომელთა დაქვემდებარებულ ჯარებსა და დაწესებულებეში გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან მუშაობდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები ან მონაწილენი, სხვა სახელმწიფოების ტერიტორაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებობისათის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, სამხედრო ძალების ვეტერანები. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ საფლავის ადგილის გამოყოფას დაღუპულის (გარდაცვლილის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან სპეციალურად გმოყოფილ ადგილზე �საძმო სასაფლაოზე.

3. უმუშევარი ვეტერანის დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხდება იმ ორგანოების ხარჯზე, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ. თუ დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის დაკრძალვის ორგანიზაცას დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრები ან სხვა მოქალაქეები იკისრებენ, მათ ეძლევათ ფულადი დახმარება დაკრძალვისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III

დასკვნითი დებულებები

��� მუხლი 22. ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებები

1. ვეტერანების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში, ავტონომიურ რესპუბლკებში, ქალაქებში, რაიონებში, საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იქმნება ვეტერანების შესაბამისი საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ვეტერანების სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღებას, სახელმწიფო ორგანოებში და საზოგადოებრივ გაერთიანებებში წარმოადგენენ და იცავენ ვეტერანების ინტერესებს.

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას, ეხმარებიან ფინანსურად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნორმალური ფუნქციონირებისათვის გამოუყოფენ კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილებს, მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1997 წლის 16 �ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

��� მუხლი 23. ვეტერანების დამსახურების აღნიშვნა

1. საქართველოს ვეტერანების დამსახურების აღნიშვნის მიზნით წესდება სამკერდე ნიშანი �საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი�.

2. სამკერდე ნიშნის დებულებას და მედლის აღწერილობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69

��� მუხლი 231. შეღავათების გავრცელების ვადა

1. მე-9 მუხლის �დ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ამ კანონით დადგენილი შეღავათები გავრცელდეს 2003 წლის 1 იანვრიდან, ხოლო �ე� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე � 2006 წლის 1 იანვრიდან.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 - სსმ I, №50 27.12.2000 წ., მუხ.147

საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1302 - სსმ I, №4 05.03.2002 წ., მუხ.27

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1953 - სსმ I, №5 19.02.2003 წ., მუხ.30

საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3219 - სსმ I, №33 31.12.2003 წ., მუხ.253

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №851 - სსმ I, №42 31.12.2004 წ., მუხ.224

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

��� მუხლი 24. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა

1. ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

2. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1997 წლის 16 �ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69

���� მუხლი 25. ამ კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათების გარდამავალი რეგულირება

ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით, მე-15 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტით და მე-17 მუხლის პირველი პუნქტისბ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეღავათებში ცვლილებები განხორციელდესსოციალური დახმარების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

ეს კანონი ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

�საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 17 ოქტომბერი.

№811 I ს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996 წლის 17 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი №13, 07.06.1996 წ., გვ.21

2. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69

3. საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1814 - სსმ I, №6(13) 04.03.1999 წ., მუხ.26

4. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40

5. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2199 - სსმ I, №29(36) 10.07.1999 წ., მუხ.153

6. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54) 09.12.1999 წ., მუხ.239

7. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

8. საქართველოს 2000 წლის 3 მაისის კანონი №279 - სსმ I, №17 12.05.2000 წ., მუხ.43

9. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28 24.07.2000 წ., მუხ.88

10. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 - სსმ I, №50 27.12.2000 წ., მუხ.147

11. საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1302 - სსმ I, №4 05.03.2002 წ., მუხ.27

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 �� სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

13. საქართველო2002 წლის 22 ნოემბრის კანონი 1762 - სსმ I, 31 10.12.2002 წ., მუხ.142

14. საქართველო2003 წლის 29 იანვრის კანონი 1953 - სსმ I, 5 19.02.2003 წ., მუხ.30

15. საქართველო2003 წლის 6 ივნისის კანონი 2322 - სსმ I, 19 01.07.2003 წ., მუხ.122

16. საქართველო2003 წლის 31 დეკემბრის კანონი 3219 - სსმ I, 33 31.12.2003 წ., მუხ.253

17. საქართველო2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №851 - სსმ I, 42 31.12.2004 წ., მუხ.224

18. საქართველო2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400

 

 

29. 16/12/2021 - საქართველოს კანონი - 1152-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/12/2021 28. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6884-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 27. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3828-Iს - ვებგვერდი, 12/12/2018 26. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3615-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 25. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3930-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 24. 29/11/2013 - საქართველოს კანონი - 1686-Iს - ვებგვერდი, 16/12/2013 23. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1385-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4962-რს - ვებგვერდი, 110706020, 06/07/2011 21. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4289 - სსმ, 51, 31/12/2006 20. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3647 - სსმ, 44, 27/11/2006 19. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3290 - სსმ, 24, 29/06/2006 18. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2458 - სსმ, 56, 28/12/2005 17. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 851 - სსმ, 42, 31/12/2004 16. 31/12/2003 - საქართველოს კანონი - 3219 - სსმ, 33, 31/12/2003 15. 06/06/2003 - საქართველოს კანონი - 2322 - სსმ, 19, 01/07/2003 14. 29/01/2003 - საქართველოს კანონი - 1953 - სსმ, 5, 19/02/2003 13. 22/11/2002 - საქართველოს კანონი - 1762 - სსმ, 31, 10/12/2002 12. 18/04/2002 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/126,129,158 - სსმ, 5, 25/04/2002 11. 15/02/2002 - საქართველოს კანონი - 1302 - სსმ, 4, 05/03/2002 10. 13/12/2000 - საქართველოს კანონი - 691 - სსმ, 50, 27/12/2000 9. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 8. 03/05/2000 - საქართველოს კანონი - 279 - სსმ, 17, 12/05/2000 7. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 6. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 25/06/1999 - საქართველოს კანონი - 2199 - სსმ, 29(36), 10/07/1999 4. 19/03/1999 - საქართველოს კანონი - 1845 - სსმ, 12(19), 06/04/1999 3. 19/02/1999 - საქართველოს კანონი - 1814 - სსმ, 6(13), 04/03/1999 2. 16/10/1997 - საქართველოს კანონი - 962 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 1. 17/05/1996 - საქართველოს კანონი - 241 - პარლამენტის უწყებანი, 13, 07/06/1996