დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაპბაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3290 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/06/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 29/06/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.05.001.002.314 |
საქართველოს კანონი
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 231 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ამ კანონით დადგენილი შეღავათები გავრცელდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიმ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 9 ივნისი.
№3290-Iს
დოკუმენტის კომენტარები