ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

  • Word
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 811
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 17/10/1995
სარეგისტრაციო კოდი 280.070.000.05.001.000.120.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
811
17/10/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 17/10/1995
280.070.000.05.001.000.120.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/12/2004 - 23/12/2005)

საქართველოს კანონი

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ

საქართველო ს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი 1814 - სსმ I , 6(13) 04.03.1999 წ., მუხ. 26

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ

სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს:

) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნას;

) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დაგენილი სამართლებრივი და სოცილურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისათვის ღონისძიებათა სისტემას;

) ცენტრალური , ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

��� მუხლი 2. ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა

1. ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებებს.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, სამ ნისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, კონცერნებს, ასოციაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.

4. საქართველოს ვეტერანებს ენიჭებათ ამ კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებები და შეღავათები. დაუშვებელია ადრე მოქმედი შეღავათების, უპირატესობების, უფლებების, დახმარების გაუქმება ან გაუარესება, თუ არ იქნა სხვა ტოლფასი აქტები.

��� მუხლი 3. ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

��� მუხლი 4. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება

1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ვეტერანებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას.

2. დამატებითი სახსრების მიღება ვეტერანების სოციალური დაცვის ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად, დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერი კანონიერი წყაროდან საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად.

3. ვეტერანების სოციალური დაცვის ის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებმა, ფინანსდება ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტისა და სხვა კანონიერი წყაროების ხარჯზე.

4. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე.

5. ვეტერანთა საზოგადოებრივ გაერთიანებებში ნებაყოფლობით შესულ ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს იყენებენ ეს ორგანიზაციები დადგენილი წესით.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

��� მუხლი 5. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილი არიან ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად.

��� მუხლი 6. ვეტერანთა კატეგორიები

ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები:

) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები;

) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მთთან გათანაბრებული პირები;

) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

) სამხედრო ძალების ვეტერანები.

��� მუხლი 7. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები

1. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:

) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), რომლებიც გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან დროებით იმყოფებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ან სამშობლს დაცვის სხვა საბრძოლო ოპერაციების დროს მოქმედი არმიის შემადგენლობის სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწე ებულებებში, აგრეთვე ომის წლებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი პარტიზანები და იატაქვეშა ორგანიზაციების წევრები;

) სახედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთარუთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის წლებში გადიოდნენ სამსახურს ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დანიშვნისათვის, რაც დაწესებულია მოქმნდი არმიის სამხედრო ნაწილთა სამხედრო მომსახურისათვის;

) არმიის, ფლოტის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებაყოფდობით დაქირავებული პირები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკავათ საშტატო თანამდებობები მოქმედი არმიის შემადგნლობაში შემავალ სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწესებულებეში ან რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდნენ ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურებაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რაც დაწესებულია მოქმედი არმიის სამხედრო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის;

) დაზვერვისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სპეციალურ დავალებებს ასრულებდნენ მოქმედი არმიის ნაწილებში, მტრის ზურგში ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე;

) სამხედრო ობიექტებისა და საწარმოების, სახალხო კომისარიატების მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადაყვანილი იყვნენ სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობაზე და ასრულებდნენ მოქმედი არმიისა და ფლოტისათვის სამხედრო დაკვეთებს, აგრეთვე ზურგის მუშაკები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ომის წლებში მამაცური შრომისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მათ შორის, კულტურისა და ხელოვნების) მუშაკები, ცენტრალური გაზეთების, ჟურნალების, სატელეგრაფო სააგენტოს, საინფორმაციო ბიუროთა კორესპონდენტები, დოკუმენტური კინოფილმების ცენტრალური სტუდიის (კინოქრონიკის) კინოოპერატორები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში მივლინებული იყვნენ მოქმედ არმიაში სსრ კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 7 ივლისის №6139 დადგენილებითა და მის საფუძველზე საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ბ) 1944 წლის 21 ივლისის ერთობლივი დადგენილებით, ამიერკავკასიაში მშენებარე მეტალურგიული ქარხნის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო მობილიზაციით გაწვეული მეტალურგები, საქართველოში მცხოვრები სოციალისტური შრომის გმირები;

) გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეები, მათ შორის სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მებრძოლები და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის დროს მონაწილეობდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებათა შესრულებაში;

) პირები, რომლებიც პარტიზანული რაზმების, იატაქვეშელთა ჯგეფებისა და ანტიფაშისტური ფორმირებების შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში სახელმწიფოთა ტერიტორიაზე;

) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვილები (გადამდგარნი), რომლებიც 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 3 სექტემბრამდე გადიოდნენ სამხედრო სამსახურს იმ სამხედრო ნაწილებში, დაწესებულებებსა და სამხედრო სასწავლებლებში, რომლებიც არ შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში და დაჯილდოებული არიან მედლით �1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის� ან მედლით �იაპონიაზე გამარჯვებისათვის�;

) პირები, რომლებიც ომის წლებში მუშაობდნენ საჰაერო თავდაცვის, ადგილობრივი თავდაცვის ობიექტებზე, აგრეთვე თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობებზე, საზღვაო ბაზებში, აეროდრომებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე მოქმედი ფრონტის ზურგში და რკინგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებზე;

) ომის დასაწყისში სხვა სახელმწიფოების ნავსადგურებში ინტერნირებული სატრანსპორტო ფლოტის ხომალდების ეკიპაჟის წევრები;

) პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების დავალებით აგროვებედნენ საბრძოლო მასალებს და სამხედრო ტექნიკას, განნაღმავდნენ ტერიტორიებსა და ობიექტებს;

) პირები, რომლებიც ქალაქ ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1944 წლის 27 იანვრამდე მუშაობდნენ მის საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და დაჯილდოებული არიან მედლით �ლენინგრადის დაცვისათვის� ან ნიშნით �ლენინგრადის ბლოკადის მცხოვრებს�;

) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცეტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრები და სხვა პირები, რომლებსაც დამატყვევებელი მხარის სასარგებლოდ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ ნებაყოფლობით და ყოფილ არასრულწლოვანი პატიმრები.

2. სამხედრო ნაწილების, შტაბებისა და დაწესებულებების ნუსხას, რომლებიც ომის წლებში შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში, აგრეთვე ნუსხას იმ ქალაქებისა, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რაც დაწესებულია მ ქმედი არმიის საბრძოლო ნაწილების სამხედრო მომსარებისათვის, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

საქართველო ს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი 1814 - სსმ I , 6(13) 04.03.1999 წ., მუხ. 26

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40

საქართველოს 2000 წლის 3 მაისის კანონი №279 - სსმ I, №17 12.05.2000 წ., მუხ.43

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2322 - სსმ I, №19 01.07.2003 წ., მუხ.122

��� მუხლი 8. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები

1. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:

ა) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარი), სამხედრო შეკრებებზე გაწვეული რეზერვისტები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, ამ ორგანთა თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების მიერ გაგზავნილი იყვნენ და მონაწილეობდნენ სხვა სახელმწიფოებში საბრძოლო მოქმედებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

2. სხვა კატეგორიის პირებისათვის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40

��� მუხლი 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:

) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტრიული მთლიანობის შესანარჩუნებლად;

) 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები;

დ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავები (ეკიპაჟი), რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში;

ე) სამოქალაქო პირები, რომლებიც ქალაქების გაგრისა და სოხუმის, აგრეთვე სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონების დაცვისას მუშაობდნენ ამ ქალაქებისა და რაიონების წარმოება-დაწესებულებებში (ჯანმრთელობის დაცვის, კავშირგაბმულობის, საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის, ენერგო- და წყალმომარაგების სფეროებში, პურის საცხობ საწარმოებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში), ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებში და მათი სამსახურებრივი საქმიანობა უშუალოდ იყო დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებებთან ან დაინვალიდდნენ საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

საქართველოს 199 6 წლის 1 7 მაისი ს კანონი - პარლამენტის უწყებანი 13 , 07.06.1996 წ., გვ.21

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2199 - სსმ I, №29(36) 10.07.1999 წ., მუხ.153

��� მუხლი 10. სამხედრო ძალების ვეტერანები

სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოვებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის პენსიის უფლება, მათ შორის სამხედრო სამსხურიდან თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსხურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

��� მუხლი 11. მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ინვალიდობის განსაზღვრა

მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან:

) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოქმედი არმიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილები /გადამდგარნი/, პარტიზანები, აგრეთვე საპენსიო უზრუნველყოფის მხრივ სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებული შესაბამისი კატეგორიის მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე, სამხედრო მოქმედების რაიონში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებში, თავდაცვითი ზღუდეების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და აეროდრომების მშენებლობის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმეულის მებრძოლები და მეთაურები, რომლებიც დაინვალიდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებების შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

) პირები, რომლებსაც ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა ომის წლებში დაავალეს საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შეგროვება, ტერიტორიებისა და ობიექტების განაღმვა და დაინვალიდნენ ამ პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად;

) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სხვა სახელმწიფოში მოქმედ სამხედრო კონტიგენტს და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40

��� მუხლი 12. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდობის განსაზღვრა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან:

) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოსდასაცავად და მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

) საქართველოში 1921-1924 წლებში ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებიც დაინვალიდნენ ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

თავი II

ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების სოციალური დაცვა

�� მუხლი 13. ვეტერანების სოციალური დაცვა

ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს მათთვის შემდეგ შეღავათებს:

) საპენსიო უზრუნველყოფას, კანონმდებლობის შესაბამისად დახმარების მიცემას;

) შეღავათებს საყოფაცხოვრებო-კომუნალურ და სავაჭრო მომსახურებაში;

)სამედიცინო, საპროთეზო-ორთოპედიულ დახმარებას, სანიტარიულ-საკურორტო მკურნალობას, სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფას;

) ტრანსპორტით უზრუნველყოფის და მგზავრობით სარგებლობის შეღავათიან პირობებს;

) დახმარებას შრომითი მოწყობის, სწავლების, გადამზადების და შრომის პირობების გაუმჯობესებაში;

) კავშირგაბმულობის საშუალებებით, კულტურულ-სანახაობრივი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობას;

) სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის დაწესებულებებით სარგებლობას.

��� მუხლი 14. მეორე მსოფლიო ინვალიდების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდების სოციალური დაცვა

1. მე-11 და მე-12 მუხლებში აღნიშნული ინვალიდების სოციალური დაცვის მიზნით წესდება შემდეგი უფლებები და შეღავათები;

) პენსიების მომატება და ინდექსაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

) განთავისუფლება ყველა სახის სახელმწიფო დაბეგვრისაგან;

) ბიუჯეტის სახსრებიდან შესაძლებლობის შემთხვევაში შეღავათიანი პირობებით ერთჯერადი კრედიტის მიღება ბინის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და საბაღე სახლის შესაძენად /ასაშენებლად/, საბაღე-საბოსტნე მიწის ნაკვეთის, დამხმარე ან ფერმერული მეურნეობის მოსაწყობად კრედიტის მესამე წლის დასაწყისიდან ათი წლის განმავლობაში დაფარვის პირობით;

) მომუშავე ინვალიდებისათვის დროებითი გაცემა ხელფასის 100 პროცენტის ოდენობით და საერთო დაავადების შედეგად დროებითი შრომისუუნარობის დროს დახმარების გაცემა ზედიზედ ოთხ თვემდე, ხოლო კალენდარული წლის განმავლობაში � �ხუთ თვემდე;

) დახმარება კუთვნილი საცხოვრებელი სახლის შეკეთებაში ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული პირობებით;

) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უფასოდ მიღების უპირატესი უფლება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან მებაღეობა-მებოსტნეობის მეურნეობის მოსაწყობად;

) ინდივიდუალური სახლის მშენებლობისათვის ადგილობრივი საშენი მასალების პირველ რიგში გამოყოფისა და მიღების უფლება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული პირობებით;

) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობა სამაგიეროს მიუცემლად;

) მათთან მცხოვრები პენსიონერების, ინვალიდების ან ოჯახის შრომისუუნარო წევრების განთავისუფლება საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების /გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, თბოენერგია, რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი, კოლექტიური ანტენა /ღირებულების გადასახადისაგან, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო. ელექტროენერგიის უფასო მოხმარება განისაზღვრება: ზამთრის სეზონზე (ნოემბერი�მარტი) 250 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი�ოქტომბერი) � 150 კვტ სთ-ით თვეში;

) იმ სახლებში მცხოვრები ინვალიდებისათვის,სადაც არ არის ცენტრალური გათბობა, მოსახლეობისათვის მისაყიდი სათბობის ღირებულებისა და მისი მიტანის ხარჯების 50 პროცენტის ფასდაკლებით გადახდა და მათი პირველ რიგში უზრუნველყოფა სათბობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო;

) გაზრდილი და პირველი მოთხოვნილების სურსათის და სამრეწველო საქონლის შესაძენად სპეციალიზებული მაღაზიებით, სექციებითა და განყოფილებებით სარგებლობა;

) რიგგარეშე და შეღავათიანი მომსახურება ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სამსახურში;

) პენსიაში გასვლის შემდეგ სახელმწიფო და მუნიციპალურ ამბულატორიულ-კლინიკური დაწესებულებების, პოლიკლინიკების მომსახურებით სარგებლობა, რიგგარეშე მომსახურება და ყოველწლიური დისპანსერიზაცია, ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტლებსა და სხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებეში რიგგარეშე უფასო მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე;

) სამედიცინო დაწესებულებათა დასკვნის საფუძველზე სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში ჯანმრთელობის აღსადგენი მკურნალობის უფასოდ ჩატარება სახელმწიფოს ხარჯზე;

) რეცეპტით გასაცემი წამლებით უფასო უზრუნველყოფა აფთიაქების სახელმწიფო ქსელში; ექიმის დასკვნით 1 ჯგუფის ინვალიდებისათვის წამლებით ბინაზე მიტანით მომსახურება; ერთ-ერთ სახელმწიფო აფთიაქზე მიმაგრება;

) კბილების პროთეზის უფასოდ დამზადება და შეკეთება /ძვირფასი ლითონების პროთეზის გარდა/ სახელმწიფო სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრეთვე სხვა პროთეზით და საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე;

) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წელიწადში ერთხელ სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და პროფილაქტორიუმის უფასო საგზურით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე.

�ინვალიდებს საგზურს მისცემენ ის ორგანოები, სადაც ისინი იღებენ პენსიას. თუ საგზური მიეცემა პირველი ჯგუფის ინვალიდს, მაშინ ასეთივე საგზური ეკუთვნის იმ მომვლელს, რომელიც ინვალიდს აცილებს სანატორიუმამდე და მასთან ერთად იმყოფება. სურვილის მიხედვით, ინვალიდს ორ წელიწადში ერთხელ სანატორიუმის ან დასასვენებელი სახლის საგზურის ნაცვლად ეძლევა კომპენსაცია საქართველოს� კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით;

) ინვალიდი ვეტერანების ბავშვების უზრუნველყოფა საბავშვო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების უფასო საგზურით სახელმწიფოს ხარჯზე;

) ხელსაყრელ დროს ყოველწლიური ფასიაანი შვებელებით და წელიწადში ერთხელ ერთი თვის დამატებითი უხელფასო შვებულებით სარგებლობის უფლება. �������

ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს სამკურნალოდ ან სანატორიუმში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად არ ჰყოფნით მორიგი და დამატებითი შვებულება, ნებადართულია, გაუფორმდეთ საავადმყოფო ფურცელი საჭირო დღეების რაოდენობით და მიეცეთ დახმარება სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ხაზით, იმის მიუხედავად, თუ ვინ და ვის ხარჯზე გასცა საგზური;

) ხელით სამართავი მცირეტირაჟიანი ავტომანქანის ან მოტოეტლის სახელმწიფოს ხარჯზე მიღების უფლება იმ ინვალიდებისათვის, რომელთა დაავადება და დაზიანება შედის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ავტოტრანსპორტის მიკუთვნებისათვის სამედიცინო ჩვენებათა ნუსხაში /ავტომანქანისა �� 7 წლის, ხოლო მოტოეტლისა � 5 წლის ექსპლოატაციის ვადით/ მათი გაყიდვა ან სხვისთვის გაცემის უფლების გარეშე.

ცალკეულ შემთხვევაში I და II ჯგუფის ინვალიდებს ხელით სამართავი მსუბუქი ავტომანქანა ან მოტოეტლი ეძლევათ მაშინაც, როცა ავტომანქანის სამართავად საჭირო ჯანმრთელობა არა აქვთ, მაგრამ ინვალიდის მომსახურებისათვის ავტომანქანის მართვა შეუძლია ერთ დასახლებულ პუნქტში მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრს ან სხვა პირს;

) ავტომანქანის მართვის სწავლება სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების მიერ;

) გარდაცვალების შემთხვევაში მისთვის ადრე მიცემული ავტომანქანის გარდაცვლილის ოჯახისათვის საკუთრებაში დატოვება;

) მათთვის, ვინც შეღავათიან ფასებში მიიღეს ან სრული ღირებულების გადახდით შეიძინეს სატრანსპორტო საშუალება, ფულადი კომპენსაცია ბენზინის ხარჯის, სატრანსპორტო საშუალების რემონტის, ტექნიკური მომსახურების და სათადარიგო ნაწილების შესაძენად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით;

) მათთვის, ვისაც აქვს სატრანსპორტო საშუალების მიღების შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, სურვილისამებრ, სატრანსპორტო საშუალების ნაცვლად სატრანსპორტო მომსახურების ხარჯების დასაფარავად ყოველწლიური ფულადი კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით;

) ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით /გარდა ტაქსისა/ უფასოდ სარგებლობა, სოფლად � საგარეუბნო და საქალაქთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა სახელმწიფოს ხარჯზე.

I და II ჯგუფის ინვალიდებს წელიწადში ერთხელ სარკინიგზო ან საჰაერო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლება /ორივე მიმართულებით/. პირს, აცილებს ინვალიდს, გადაეხდება მგზავრობის 50 პროცენტი; III ჯგუფის ინვალიდებს ორ წელიწადში ერთხელ, სურვილის მიხედვით, სარკინიგზო და საჰაერო მგზავრობის ხარჯების /ორივე მიმართულებით/ 50 პროცენტი გადაეხდებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) ყველა სახის ტრანსპორტის ბილეთის რიგგარეშე შეძენა;

) სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ფარეხებით, სადგომებით და ტექნიკური მომსახურებით უპირატესი სარგებლობა;

) სახელმწიფო დაწესებულებებში სპეციალობის მიხედვით სამუშაოზე რიგგარეშე მიღება;

) სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე უპირატესი დატოვება;

) არასრული სამუშაო დროის ხანგრძლივობით მუშაობის უფლება; ამასთან შრომის ანაზღაურება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის ან ფაქტობრივად გამომუშავების მიხედვით, I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის 6-საათიანი სამუშაო დღის ხანგრძლივობით, III ჯგუფის ინვალიდებისათვის, აგრეთვე შინაშრომაში ჩაბმული ინვალიდებისათვის � �თვეში 18 სამუშაო დღის ხანგრძლივობით;

) ახალი პროფესიების დაუფლება სახელმწიფოს ხარჯზე. სამუშაოს ადგილის მიხედვით კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე კადრების მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო სისტემაში სწავლების მთელ პერიოდში უკანასკნელ სამუშაო ადგილზე შრომის ანაზღაურების სატარიფო განაკვეთის 100 პროცენტის შენარჩუნებით;

) უკონკურსოდ ჩარიცხვა სახელმწიფო უმაღლეს და საშუალო-სპეციალურ სასწავლებლებში;

) უკონკურსოდ ჩარიცხვა სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში და შესაბამისი პროფესიების შემსწავლელ კურსებზე;

ა.ა ) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან ავადმყოფობის შედეგად დაინვალიდებული სტუდენტებისათვის სპეციალური მომატებული სტიპენდიის დანიშვნა სახელმწიფო სასწავლებლებში;

ა.ბ) ბინაზე ტელეფონის რიგგარეშე დადგმა სახელმწიფოს ხარჯზე;

ა.გ ) საქალაქთაშორისო სალაპარაკო პუნქტში, ფოსტასა და კავშირგაბმულობის სხვა დაწესებულებებში კავშირგაბმულობის საშუალებებით რიგგარეშე და შეღავათიანი მომსახურება სახელმწიფოს ხარჯზე;

ა.დ ) კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებეში რიგგარეშე და შეღავათიანი მომსახურება სახელმწიფოს ხარჯზე;

ა.ე ) მოხუცთა და ინვალიდთა სახლ-ინტერნატებში, აგრეთვე პენსიონერთა სოციალური მომსახურების ტერიტორიულ ცენტრებში და ბინაზე სოციალური დახმარების განყოფილებებში რიგგარეშე მიღება;

ა.ვ ) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან ავადმყოფობის შედეგად დაინვალიდებულ დაზღვეულ სამხედრო მომსახურეთა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ერთი წლის გასვლამდე დაზღვევის სახელმწიფო კომპანიების მიერ ერთჯერადი სადაზღვევო თანხით უზრუნველყოფა.

2. ომის ვეტერანთა ჰოსპიტალების დახურვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულე ბით.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54) 09.12.1999 წ., მუხ.239

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 �� სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

��� მუხლი 15. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა

1. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს სოციალური დაცვის მიზნით უწესდებათ შემდეგი უფლება და შეღავათები:

) პენსიების მომატება და ინდექსაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

) შეღავათიანი საგადასახადო დაბეგვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

) ბიუჯეტის სახსრებიდან შესაძლებლობის შემთხვევაში შეღავათიანი პირობებით ერთჯერადი კრედიტების მიღება ბინის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და საბაღე სახლის შესაძენად /ასაშენებლად/, საბაღე-საბოსტნე მიწის ნაკვეთის, დამხმარე ან ფერმერული მეურნეობის მოსაწყობად კრედიტის მესამე წლის დასაწყისიდან ორი წლის განმავლობაში დაფარვის პირობით;

) დახმარება კუთვნილი საცხოვრებელი სახლის პირველი რიგის შეკეთებაში ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული პირობებით;

) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უფასოდ მიღების უფლება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან მებაღეობა-მებოსტნეობის მეურნეობის მოსაწყობად;

) ინდივიდუალური სახლის მშენებლობისა და სახლის შეკეთებისათვის ადგილობრივი საშენი მასალების პირველ რიგში გამოყოფა და მიღება;

) იმ სახლებში მცხოვრები პირებისათვის, სადაც არ არის ცენტრალური გათბობა, მოსახლეობისათვის მისაყიდი სათბობის ღირებულებისა და მისი მიტანის ხარჯების 50 პროცენტის ფასდაკლებით გადახდა და ამ კატეგორიის პირების პირველ რიგში უზრუნველყოფა სათბობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო;

) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების დაუშვებლობის სამაგიეროს მიუცემლად;

) ომის მონაწილეებისა და მათთან მცხოვრები პენსიონერი ან ოჯახის შრომის უუნარო წევრების მიერ საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების /გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, თბოენერგია, რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი, კოლექტიური ანტენა) ღირებულების 50 პროცენტის ფასდაკლებით გადახდა, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო. ელექტროენერგიის უფასო მოხმარება განისაზღვრება: ზამთრის სეზონზე (ნოემბერი�მარტი) 125 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი�ოქტომბერი) � 75 კვტ სთ-ით თვეში;

საცხოვრებელი ქირის გადახდაზე შეღავათები უწესდებათ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფო და მუნიციპალური ფონდების სახლებში, აგრეთვე პრივატიზებულ საცხოვრებელ სახლებში, ხოლო საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების გადახდაზე-პირებს, მათი საცხოვრებელი ფონდის სახეობის მიუხედავად, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო სამსახური;

) გაზრდილი და პირველი მოთხოვნილების სურსათისა და სამრეწველო საქონლის შესაძენად სპეციალიზებული მაღაზიებით, სექციებითა და განყოფილებებით სარგებლობა;

) რიგგარეშე და შეღავათიანი მომსახურება ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სამსახურებში;

) პენსიაში გასვლის შემდეგ იმ სახელმწიფო პოლიკლინიკების უფასოდ მომსახურებით სარგებლობა, რომლებზეც პენსიაზე გასვლამდე იყვნენ მიმაგრებული; სამედიცინო დახმარება და ყოველწლიური დისპანსერიზაცია სახელმწიფო და მუნიციპალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში /მათ შორის ომის ვეტერანების ჰოსპიტალში/ სახელმწიფოს ხარჯზე;

) რეცეპტით გასაცემი წამლების უფასოდ უზრუნველყოფა, ერთ-ერთ სახელმწიფო აფთიაქზე მიმაგრება;

) კბილის პროთეზის უფასოდ დამზადება და შეკეთება /ძვირფასი ლითონის პროთეზის გარდა/ სახელმწიფო და მუნიციპალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრეთვე სხვა პროთეზებით და საპროთეზო ორთოპედიული ნაკეთობებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე;

) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე წელიწადში ერთხელ სანატორიუმის, დასასვენებელი სახლის და პროფილაქტორიუმის უფასო საგზურით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე. საგზურებს გასცემენ ის ორგანოები, სადაც ისინი იღებენ პენსიას;

) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით ამბულატორიულ-საკურორტო საგზურით უზრუნველყოფა და პანსიონატში ადგილის უპირატესი მიღება;

) მათთვის ხელსაყრელ დროს ყოველწლიური ფასიანი შვებულებით და წელიწადში ერთხელ ერთი თვის ხანგრძლივობის დამატებით უხელფასო შვებულებით სარგებლობის უფლება;

) ამ მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის ყოველწლიური სატრანსპორტო ხარჯების სახელმწიფო ანაზღაურება ქალაქში � საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობისათვის, სოფლად � საგარეუბნო და საქალაქთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტით სარგებლობის, საგარეუბნო რკინიგზის ტრანსპორტით სარგებლობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

ორ წელიწადში ერთხელ /ორივე მიმართულებით/, სურვილის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზისა და საჰაერო ტრანსპორტით, აგრეთვე საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ან წელიწადში ერთხელ ამ მგზავრობის ღირებულების ანაზღაურება და ზამთრის პერიოდში რკინიგზის, საჰაერო ან საქალაქთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50 პროცენტის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) ყველა სახის ტრანსპორტის ბილეთის რიგგარეშე შეძენა;

) სახელმწიფო დაწესებულებებში სპეციალობის მიხედვით სამუშაოზე უპირატესი მიღება;

) სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე /სამსახურში/ უპირატესი დატოვება;

) ახალი პროფესიის დაუფლება სახელმწიფოს ხარჯზე. სამუშაო ადგილის მიხედვით კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე კადრების მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო სისტემაში სწავლლების მთელ პერიოდში უკანასკნელ სამუშაო ადგილზე შრომის ანაზღაურების სატარიფო განაკვეთის 100 პროცენტის შენარჩუნებით;

) ბინაზე ტელეფონის დადგმის უპირატესი უფლება;

) საქალაქთაშორისო სალაპარაკო პუნქტში, ფოსტასა და კავშირგაბმულობის სხვა დაწესებულებებში კავშირგაბმულობის საშუალებებით რიგგარეშე და შეღავათიანი მომსახურება დადგენილი წესით;

) კულტურულ-სანახაობით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში რიგგარეშე და შეღავათივნი მომსახურება დადგენილი წესით;

) მოხუცთა და ინვალიდთა სახლ-ინტერნატებში, აგრეთვე პენსიონერთა მომსახურების ტერიტოიულ ცენტრებში და ბინაზე სოციალური დახმარების განყოფილებაში რიგგარეშე მიღება;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, რომლებიც დაინვალიდდნენ საერთო დაავადების, შრომითი და სხვა მიზეზების შედეგად /გარდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად დაინვალიდებული პირებისა/ ეძლევათ ომის ინვალიდებისათვის დაწესებული ყველა შეღავათი დადგენილი ინვალიდობის შესაბამისი ჯგუფის დამატებითი საექსპერტო შემოწმების გარეშე.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, რომლებმაც მიაღწიეს 70 წელს, ვრცელდება ყველა უფლება და შეღავათი, რომლებიც დადგენილია ამ კანონის მსოფლიო ომის III ჯგუფის ინვალიდებისათვის;

) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ბრძოლის მონაწილეებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს სოციალური დაცვის მიზნით დამატებით უდგინდებათ შემდეგი უფლებები და შეღავათები:

ც. ა) უკონკურსოდ ჩარიცხვა უმაღლეს და საშუალო-სპეციალურ სახელმწიფო სასწავლებლებში;

ც. ბ) უკონკურსოდ ჩარიცხვა სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში და შესაბამისი პროფესიების შემსწავლელ კურსებზე;

ც. გ) უმაღლესი და საშუალო-სპეციალური სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისათვის სპეციალური მომატებული სტიპენდიების დანიშვნა.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 �� სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

���� მუხლი 151. საქართველოში მცხოვრები სოცილისტური შრომის გმირების სოციალური დაცვა

1. ამ კანონის მე-15 მუხლის �ი�, �ო�, �პ�, �ჟ�, �რ�, �ს�, �უ�, �ფ� და �ღ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები აგრეთვე ვრცელდება საქართველოში მცხოვრებ სოციალისტური შრომის გმირებზე.

2. საქართველოში მცხოვრებ სოციალისტური შრომის გმირებს უწესდებათ პენსია ომის მონაწილეებისათვის დადგენილი წესითა და ოდენობით.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2322 - სსმ I, №19 01.07.2003 წ., მუხ.122

��� მუხლი 16. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდების და მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს� ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა ), მათ შორის , ომისშემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ოჯახის წევრთა (შემგომში დაღუპულთა, გარდაცვლილთა ) სოციალური დაცვა

1. ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე:

ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა;

ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა;

გ) არასრულწლოვან (18 წლის ასაკამდე) შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას.

2. დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრებს სოციალური დაცვის მიზნით უწესდებათ შემდეგი უფლებები და შეღავათები:

) პენსიის მიღების უფლება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

) ყველა სხვა სახელმწიფო დაბეგვრა 50 პროცენტის ფასდაკლებით;

) სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეღავათიანი პირობებით ერთჯერადი კრედიტის მიღება ბინის, ინდივიდუალური შეღავათიანი პირობებით ერთჯერადი კრედიტის მიღება ბინის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და საბაღე სახლის შესაძენად (ასაშენებლად), საბაღე-საბოსტნე მიწის ნაკვეთის, დამხმარე ან ფერმერული მეურნეობის მოსაწყობად კრედიტის მესამე წლის დასაწყისიდან ათი წლის განმავლობაში დაფარვის პირობით;

) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უფასოდ მიღება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, მებაღეობა-მებოსტნეობის ან ფერმერული მეურნეობის მოსაწყობად;

) ინდივიდუალური სახლის მშენებლობისათვის ადგილობრივი საშენი მასალების პირველ რიგში გამოყოფა და მიღება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული პირობებით;

) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობა სამაგიერო ბინის მიუცემლად;

) საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, თბოენერგია, რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი, კოლექტიური ანტენა) ღირებულების 50 პროცენტის გადახდა, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო. ელექტროენერგიის უფასო მოხმარება განისაზღვრება: ზამთრის სეზონზე (ნოემბერი�მარტი) 125 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი�ოქტომბერი) � 75 კვტ სთ-ით თვეში;

ეს შეღავათები უწესდებათ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფო და მუნიციპალურ საცხოვრებელ სახლებში, აგრეთვე პრივატიზებულ საცხოვრებელ სახლებში, ხოლო საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების გადახდისა � �პირებს საცხოვრებელი ფონდის სახეობის მიუხედავად, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ არის საცხოვრებელი სახლის დამქირავებელი ან მფლობელი;

) იმ სახლებში მცხოვრები პირებისათვის, სადაც არ არის ცენტრალური გათბობა, მოსახლეობისათვის მისაყიდი სათბობის ღირებულებისა და მისი მიტანის ხარჯების 50 პროცენტის ფასდაკლებით გადახდა და ამ კატეგორიის პირების პირველ რიგში უზრუნველყოფა სათბობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო;

) პენსიაში გასვლის შემდეგ იმ სახელმწიფო პოლიკლინიკების მომსახურებით სარგებლობა, რომლებზეც დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრები იყვნენ მიმაგარებულნი დაღუპულის� (გარდაცვლილის) სიცოცხლეში სახელმწიფოს ხარჯზე;

) რეცეპტით გასაცემი წამლებით უფასოდ უზრუნველყოფა ერთ-ერთ სახელმწიფო აფთიაქზე მიმაგრებით;

) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დაღუპულის (გარდაცვლილის) უკანასკნელი სამუშაო ადგილის მიხედვით წელიწადში ერთხელ სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და პროფილაქტორიუმის საგზურით უპირატესი უზრუნველყოფა.

არამომუშავე ოჯახის წევრებს საგზურით უზრუნველყოფს ორგანიზაცია, სადაც დაღუპული (გარდაცვლილი) იღებდა პენსიას;

) მეუღლის შვილებთან ერთად სანატორიუმში, დასასვენებელ სახლსა და პროფილაქტორიუმში დასასვენებლად, აგრეთვე ბავშვთა გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში მკურნალობისათვის საგზურით უპირატესი უზრუნველყოფა სამუშაო ადგილის მიხედვით;

) ბინაზე ტელეფონის დადგმის უპირატესი უფლება;

) ამ მუხლში ჩამოთვლილი პირებისათვის სატრანსპორტო ხარჯების სახელმწიფო უზრუეველყოფა ქალაქში � საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობისათვის, სოფლად-საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) მოხუცთა და ინვალიდთა სახლ-ინტერნატებში, აგრეთვე პენსიონერთა სოციალური მომსახურების ტერიტორიულ ცენტრში და ბინაზე სოციალური დახმარების განყოფილებაში პირველ რიგში მიღება;

) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისას გარდაიცვლილი (დაღუპული) ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირობების ოჯახის წევრებს უწესდებათ შემდეგი დამატებითი უფლებები და შეღავათები;

ჟ.ა) ერთდროული და ყოველთვიური დახმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგნილი წესითა და ოდენობით;

ჟ.ბ) დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის მემკვიდრეების მემკვიდრეობის უფლების მოწმობის წარდგენისას სახელმწიფო დაზღვევის ორგანოების მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგანილი წესითა ოდენობით;

ჟ.გ) დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის მემკვიდრეების მემკავიდრეობის უფლების მოწმობის მიღებისას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებით სარგებლობა.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 �� სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

��� მუხლი 17. სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა

სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ამ კატეგორიის ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას სოციალური დაცვის მიზნით უწესდებათ შემდეგი უფლებები და შეღავათები:

ა) პენსიების მომატება და ინდექსაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შეღავათიანი საგადასახადო დაბეგვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას სამსახურიდან დათხოვნილი (გადამდგარი) ვეტერანების უზრუნველყოფა ერთდროული გასასვლელი ფულადი დახმარებით შემდეგი ოდენობით: 15 კალენდარული წლის და ნაკლები ნამსახურობისათვის � �6 თვის, 15-დან 20 წლამდე � �8 თვის, 20-დან 25 წლამდე � �10 თვის და 25 და მეტი კალენდარული წლის ნამსახურობისათვის � �12 თვის თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით;

დ) სამხედრო სამსახურში ყოფნის ვადის ჩათვლა უწყვეტ შრომით სტაჟში, რომელიც საჭიროა სოციალური დაზღვევის გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, აგრეთვე წელთა ნამსახურების გათვალისწინებით ერთდროული მატერიალური წახალისებისათვის, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღიდან სამუშაოზე მოწყობამდე ან ყველა სახის სასწავლებელში შესვლის დღემდე არ გასულა ექვს თვეზე მეტი;

ე) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უფასოდ მიღება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან მებაღეობა-მებოსტნეობის მეურნეობის მოსაწყობად;

ვ) იმ სახლებში მცხოვრები პირებისათვის, სადაც არ არის ცენტრალური გათბობა, მოსახლეობისათვის მისაყიდი სათბობისა და მისი მიტანის ხარჯების 50 პროცენტის ფასდაკლებით გადახდა და ამ კატეგორისს პირების სათბობით პირველ რიგში უზრუნველყოფა, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო;

ზ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობა სამაგიერო ბინის მიუცემლად;

თ) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი (გადამდგარი) ვეტერანების ცხოვრება და ჩაწერა საქართველოს ნებისმიერ რაიონსა და ქალაქში, გარდა იმ ქალაქებისა და რაიონებისა, რომელთა ნუსხა დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით ;

ი) ამ მუხლით გათვალისწინებული ვეტერანებისა და მათთან მცხოვრები შრომისუუნარო ოჯახის წევრების მიერ საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებოკომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, ნაზი, თბოენერგია, რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი, კოლექტიური ანტენა) ღირებულების 50 პროცენტის გადახდა, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო. ელექტროენერგიის უფასო მოხმარება განისაზღვრება: ზამთრის სეზონზე (ნოემბერი�მარტი) 125 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი�ოქტომბერი) � 75 კვტ სთ-ით თვეში;

შეღავათები საცხოვრებელი ბინის ქირის გადახდაზე უწესდებათ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფო და მუნიციპალური საცხოვრებელი ფონდების, აგრეთვე პრივატიზებულ საცხოვრებელ სახლებში, ხოლო საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების გადახდაზე � �პირების მათი საცხოვრებელი ფონდის სახეობის მიუხედავად;

კ) პენსიაზე გასვლის შემდეგ იმ სახელმწიფო პოლიკლინიკების უფასო მომსახურებით სარგებლობა, რომლებზეც პენსიაზე გასვლამდე იყვნენ მიმაგრებული; სამედიცინო დახმარება სახელმწიფო და მუნიციპალურ სამკურნალო-პრფილაქტიკურ დაწესებულებებში სახელმწიფო ხარჯზე;

ლ) კბილების პროთეზის უფასოდ დამზადება და შეკეთება (ძვირფასი ლითონის პროთეზის გარდა) სახელმწიფო და მუნიციპალურ სამკურნალო-პრფილაქტიკურ დაწესებულებეში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრევე სხვა პროთეზებით და საპრთეზო -ორთოპედიული ნაკეთობით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე;

მ) ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ სანატორიუმსა და დასავენებელ სახლში ინტენსიური მკურნალობისათვის უფასო საგზურით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე;

ნ) სამედიცინო დასკვნის საფეძველზე წელიწადში ერთხელ დადგენილი წესის მიხედვით ვეტერანების უზრუნველყოფა სანატორრიუმის, დასვენების სახლისა და პროფილაქტორიუმის საგზურით; არამომუშავე ვეტერანებს საგზურით უზრუნველყოფენ ის ორგანოები, სადაც ისინი იღებენ პენსიას

ო) მათთვის ხელსაყრელ დროს ყოველწლიური ფასიანი და წელიწადში ერთხელ ერთი თვის დამატებითი უხელფასო შვებულებით სარგებლობის უფლება;

პ) ამ მუხლში ჩამოთვლილი პირებისათვის სატრანსპორტო ხარჯების სახელმწიფო ანაზღაურება ქალაქში � �საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობისათვის, სოფლად � �საგარეუბნო და საქალაქთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტით სარგებლობისათის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით;

ჟ) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი (გადამდგარი) ვეტერანების და მათი ოჯახების წევრების ახალ საცხოვრებელ ადგილას გაყვანა და ბარგის გატანა იმ სამხედრო ნაწილის მიერ, სადაც ისინი მსახურობდნენ;

რ) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი (გადამდგარი) გენერლებისა და უფროსი ოფიცრების სანატორიულ-საკურორტო მკურნალობისათვის წელიწადში ერთხელ რკინიგზის, საავტომობილო სახელმწიფო ტრანსპორტით ორივე მიმართულებით უფასოდ მგზარობა სახელმწიფო ხარჯზე. მგზავრობისა და გადაზიდვის დოკუმენტებს აფორმებენ შესაბამისი სამხედრო კომისარიატები.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 �� სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

��� მუხლი18. სახელმწფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები

სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდება ან იტალიის და იუგოსლავიის განთავისუფლებისათვის ამ სახელმწიფოთა ეროვნული გმირის წოდება, ან რომლებიც დაჯილდოებულნი არიან საბჭოთა კავშირის სამივე ხარისხის დიდების ორდენით, საქართველოს დავით აღმაშენებლის ორდენით და ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებათა გარდა დამატებით უწესდებათ:

ა) გარდაცვალების შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით ქუჩის, სკოლის, მოედნისათვის მათი სახელის მინიჭება და დაკრძალვის ადგილას საქართველოს� კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის მიხედვით გარდაცვლილის ბიუსტის დადგმა სახელმწიფოს ხარჯზე;

ბ) ოჯახისათვის (მშობლები, მეუღლე, შვილები) ერთდროული ფულადი დახმარების გაცემა 20 მინიმალური პენსიის (ხელფასის) ოდენობით.

��� მუხლი 19. ვეტერანი პენსიონერ ების შრომითი საქმიანობის უფლება

1. ვეტერან პენსიონერებს, თუ პენსიაზე გასვლის შემდეგ განაგრძობენ შრომით საქმიანობას, პენსია და ხელფასი დაკავებული თანამდებობის (გამომუშავების) მიხედვით ეძლევათ სრული ოდენობით.

2. ომის ინვალიდების სამუშაოზე მისაღებად და მათ შესანარჩუნებლად მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების დროს ყოველი დარგისათვის წესდება ჯავშანი მუშა-მოსამსახურეთა ორი პროცენტის ფარგლებში. სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებს ევალებათ დაწესებული ჯავშნის ფარგლებში ინვალიდების სამუშაოზე დაუყოვნებლივ მიღება დღიდან მიმართვისა და მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების დროს მათი სამუშაოზე დატოვების უპირატესი უფლების უზრუნველყოფა.

��� მუხლი 20. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ

ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას (საბიუჯეტოს გარდა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

��� მუხლი 21. სარიტუალო სამსახურის გაწევა

1. დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდების ან მონაწილების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, სამხედრო სამსახურის ვეტერანების დაკრძალვა ხდება დაღუპულის (გარდაცვლილის) ნათესავების სურვილით შერჩეულ ადგილებში (სამხედრო მოსამსახურეების � �სამხედრო პატივის მიგებით).

2. აღნიშნული კატეგორიის დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის ნეშტის მომზადება გადასატანად, დაკრძალვის ადგილზე ნეშტის გადატანა, დაკრძალვა და საფ ავის მოწყობა ხდება საქართველოს იმ სამინისტროებისა და უწყებების ხარჯზე, რომელთა დაქვემდებარებულ ჯარებსა და დაწესებულებეში გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან მუშაობდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები ან მონაწილენი, სხვა სახელმწიფოების ტერიტორაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებობისათის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, სამხედრო ძალების ვეტერანები. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ საფლავის ადგილის გამოყოფას დაღუპულის (გარდაცვლილის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან სპეციალურად გმოყოფილ ადგილზე � �საძმო სასაფლაოზე.

3. უმუშევარი ვეტერანის დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხდება იმ ორგანოების ხარჯზე, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ. თუ დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის დაკრძალვის ორგანიზაცას დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრები ან სხვა მოქალაქეები იკისრებენ, მათ ეძლევათ ფულადი დახმარება დაკრძალვისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III

დასკვნითი დებულებები

��� მუხლი 22. ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებები

1. ვეტერანების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში, ავტონომიურ რესპუბლკებში, ქალაქებში, რაიონებში, საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იქმნება ვეტერანების შესაბამისი საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ვეტერანების სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღებას, სახელმწიფო ორგანოებში და საზოგადოებრივ გაერთიანებებში წარმოადგენენ და იცავენ ვეტერანების ინტერესებს.

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას, ეხმარებიან ფინანსურად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნორმალური ფუნქციონირებისათვის გამოუყოფენ კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილებს, მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას.

3. გადაწყვეტილებას ვეტერანების სოციალური დაცვისა და ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობის შესახებ სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ღებულობენ მხოლოდ ვეტერანების შესაბამისი ორგანოებისა და გაერთიანებების წარმომადგენლების მონაწილეობით.

4. ვეტერანი პენსიონერების საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან (გაერთიანებებთან) არსებული თავიანთი სახსრებით შექმნილი საწარმოები, ორგანიზაციები და სხვა სტრუქტურები, რომლებშიც მომუშავეთა არანაკლებ 50 პროცენტი ვეტერანი პენსიონერია და მათი კომერციული საქმიანობის შედეგად მიღებული გადასახადები და შენატანები ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში და მოხმარდება მხოლოდ ვეტერანთა სოციალურ უზრუნველყოფას. საქართველოს პრეზიდენტი შეიმუშავებს ვეტერანთა სოციალური დაცვის მიზნით მიღებული სახსრების განაწილების წესს.

საქართველოს 199 7 წლის 16 �ოქტომბრი კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

��� მუხლი 23. ვეტერანების დამსახურების აღნიშვნა

1. საქართველოს ვეტერანების დამსახურების აღნიშვნის მიზნით წესდება სამკერდე ნიშანი �საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი�.

2. სამკერდე ნიშნის დებულებას და მედლის აღწერილობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

��� მუხლი 231. შეღავათების გავრცელების ვადა

1. მე-9 მუხლის �დ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ამ კანონით დადგენილი შეღავათები გავრცელდეს 2003 წლის 1 იანვრიდან, ხოლო �ე� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე � 2006 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის 151 �მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 - სსმ I, №50 27.12.2000 წ., მუხ.147

საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1302 - სსმ I, №4 05.03.2002 წ., მუხ.27

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142

საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი № 1953 - სსმ I, №5 19.02.2003 წ., მუხ.30

საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3219 - სსმ I, №33 31.12.2003 წ., მუხ.253

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №851 - სსმ I, №42 31.12.2004 წ., მუხ.224

��� მუხლი 24. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა

1. ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

2. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 199 7 წლის 16 �ოქტომბრი კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი 44 , 11.11.1997 წ., გვ.69

ეს კანონი ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

�საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 17 ოქტომბერი.

№811�I ს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996 წლის 17 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი 13, 07.06.1996 წ., გვ.21

2. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი 44, 11.11.1997 წ., გვ.69

3. საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1814 - სსმ I, №6(13) 04.03.1999 წ., მუხ.26

4. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი 1845 - სსმ I, 12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40

5. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი 2199 - სსმ I, 29(36) 10.07.1999 წ., მუხ.153

6. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი 63 - სსმ I, 47(54) 09.12.1999 წ., მუხ.239

7. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253

8. საქართველო2000 წლის 3 მაისის კანონი 279 - სსმ I, 17 12.05.2000 წ., მუხ.43

9. საქართველო2000 წლის 13 ივლისის კანონი 487 - სსმ I, 28 24.07.2000 წ., მუხ.88

10. საქართველო2000 წლის 13 დეკემბრის კანონი 691 - სსმ I, 50 27.12.2000 წ., მუხ.147

11. საქართველო2002 წლის 15 თებერვლის კანონი 1302 - სსმ I, 4 05.03.2002 წ., მუხ.27

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 �� სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

13. საქართველო2002 წლის 22 ნოემბრის კანონი 1762 - სსმ I, 31 10.12.2002 წ., მუხ.142

14. საქართველო2003 წლის 29 იანვრის კანონი 1953 - სსმ I, 5 19.02.2003 წ., მუხ.30

15. საქართველო2003 წლის 6 ივნისის კანონი 2322 - სსმ I, 19 01.07.2003 წ., მუხ.122

16. საქართველო2003 წლის 31 დეკემბრის კანონი 3219 - სსმ I, 33 31.12.2003 წ., მუხ.253

17. საქართველო2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №851 - სსმ I, 42 31.12.2004 წ., მუხ.224

 

 

 

29. 16/12/2021 - საქართველოს კანონი - 1152-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/12/2021 28. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6884-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 27. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3828-Iს - ვებგვერდი, 12/12/2018 26. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3615-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 25. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3930-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 24. 29/11/2013 - საქართველოს კანონი - 1686-Iს - ვებგვერდი, 16/12/2013 23. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1385-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4962-რს - ვებგვერდი, 110706020, 06/07/2011 21. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4289 - სსმ, 51, 31/12/2006 20. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3647 - სსმ, 44, 27/11/2006 19. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3290 - სსმ, 24, 29/06/2006 18. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2458 - სსმ, 56, 28/12/2005 17. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 851 - სსმ, 42, 31/12/2004 16. 31/12/2003 - საქართველოს კანონი - 3219 - სსმ, 33, 31/12/2003 15. 06/06/2003 - საქართველოს კანონი - 2322 - სსმ, 19, 01/07/2003 14. 29/01/2003 - საქართველოს კანონი - 1953 - სსმ, 5, 19/02/2003 13. 22/11/2002 - საქართველოს კანონი - 1762 - სსმ, 31, 10/12/2002 12. 18/04/2002 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/126,129,158 - სსმ, 5, 25/04/2002 11. 15/02/2002 - საქართველოს კანონი - 1302 - სსმ, 4, 05/03/2002 10. 13/12/2000 - საქართველოს კანონი - 691 - სსმ, 50, 27/12/2000 9. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 8. 03/05/2000 - საქართველოს კანონი - 279 - სსმ, 17, 12/05/2000 7. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 6. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 25/06/1999 - საქართველოს კანონი - 2199 - სსმ, 29(36), 10/07/1999 4. 19/03/1999 - საქართველოს კანონი - 1845 - სსმ, 12(19), 06/04/1999 3. 19/02/1999 - საქართველოს კანონი - 1814 - სსმ, 6(13), 04/03/1999 2. 16/10/1997 - საქართველოს კანონი - 962 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 1. 17/05/1996 - საქართველოს კანონი - 241 - პარლამენტის უწყებანი, 13, 07/06/1996