დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართვეელოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2199 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29(36), 10/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.070.000.05.001.000.625 |
საქართველოს კანონი
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995წ., №31-33, მუხ. 692) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები:
,,დ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავები (ეკიპაჟი), რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში;
ე) სამოქალაქო პირები, რომლებიც ქალაქების გაგრისა და სოხუმის, აგრეთვე სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონების დაცვისას მუშაობდნენ ამ ქალაქებისა და რაიონების წარმოება-დაწესებულებებში (ჯანმრთელობის დაცვის, კავშირგაბმულობის, საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის, ენერგო- და წყალმომარაგების სფეროებში, პურის საცხობ საწარმოებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში), ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებში და მათი სამსახურებრივი საქმიანობა უშუალოდ იყო დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებებთან ან დაინვალიდდნენ საბრძოლო მოქმედებების შედეგად.“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
№2199–IIს
დოკუმენტის კომენტარები