დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2458 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 28/12/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.090.000.05.001.002.076 |
საქართველოს კანონი
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამხედრო ობიექტებისა და საწარმოების, სახალხო კომისარიატების მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადაყვანილნი იყვნენ სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობაზე და ასრულებდნენ მოქმედი არმიისა და ფლოტისათვის სამხედრო დაკვეთებს, აგრეთვე ზურგის მუშაკები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ომის წლებში მამაცური შრომისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მათ შორის, კულტურისა და ხელოვნების) მუშაკები, ცენტრალური გაზეთების, ჟურნალების, სატელეგრაფო სააგენტოს, საინფორმაციო ბიუროთა კორესპონდენტები, დოკუმენტური კინოფილმების ცენტრალური სტუდიის (კინოქრონიკის) კინოოპერატორები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში მივლინებულნი იყვნენ მოქმედ არმიაში სსრ კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 7 ივლისის №6139 დადგენილებითა და მის საფუძველზე საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ბ) 1944 წლის 21 ივლისის ერთობლივი დადგენილებით, ამიერკავკასიაში მშენებარე მეტალურგიული ქარხნის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო მობილიზაციით გაწვეული მეტალურგები;“.
3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სამხედრო ძალების ვეტერანები
სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.“.
4. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შემდგომში – ინვალიდი) განსაზღვრა“.
5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ვეტერანების სოციალური დაცვა
ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:
ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-11 და მე-12 მუხლებში აღნიშნული ინვალიდების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:
ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად;
გ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერი – მარტი) განისაზღვრება 250 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი – ოქტომბერი) – 150 კვტ სთ-ით თვეში;
დ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:
ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად;
გ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერი – მარტი) განისაზღვრება 125 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი – ოქტომბერი) – 75 კვტ სთ-ით თვეში;
დ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
8. 151 მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:
ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერი – მარტი) განისაზღვრება 125 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი – ოქტომბერი) – 75 კვტ სთ-ით თვეში.“.
10. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა
შეიარაღებული ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ამ კატეგორიის ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას სოციალური დაცვის მიზნით უწესდებათ შემდეგი უფლებები და შეღავათები:
ა) სახელმწიფო პენსია ან სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლება, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობა, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერი – მარტი) განისაზღვრება 125 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი –ოქტომბერი) – 75 კვტ სთ-ით თვეში.“.
11. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.
12. 22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
13. 231 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე მუხლი:
„მუხლი 25. ამ კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათების გარდამავალი რეგულირება
ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეღავათებში ცვლილებები განხორციელდეს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2458–რს
დოკუმენტის კომენტარები