დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1814 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/02/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6(13), 04/03/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.070.000.05.001.000.494 |
საქართველოს კანონი
„ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენი ადგენს:
I. „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. კანონის სათაურსა და მთელ ტექსტში სიტყვები „შეიარაღებული ძალები“ შეიცვალოს სიტყვებით „სამხედრო ძალები“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „სსრ კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 7 ივლისის №6139 დაგენილებისა და მის საფუძველზე საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ბ) 1944 წლის 21 ივლისის ერთობლივი დადგენილებით ამიერკავკასიაში მშენებარე მეტალურგიული ქარხნის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო მობილიზაციით გაწვეული, 1926 წელს დაბადებული მეტალურგები;“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 19 თებერვალი.
№1814–IIს
დოკუმენტის კომენტარები