საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/1/126,129,158

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/1/126,129,158
დოკუმენტის ნომერი 1/1/126,129,158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 18/04/2002
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 25/04/2002
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
1/1/126,129,158
18/04/2002
სსმ, 5, 25/04/2002
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/1/126,129,158
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

გადაწყვეტილება №1/1/126,129,158

2002 წლის 18 აპრილი

. თბილისი

(ამონარიდი)

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

I. დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – (1) ბაჭუა გაჩეჩილაძის, სიმონ თურვანდიშვილის, შოთა ბუაძის, სოლომონ სანადირაძის და ლევან ქვაცბაიას, (2) ვლადიმერ დობორჯგინიძის, ნინელი ანდრიაძის, გურამ დემეტრაშვილის და შოთა პაპიაშვილის, (3) გივი დონაძის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონის (ა) VII თავის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის მე-2 წინადადების, მე-15 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების და მე-17 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების სახით შეტანილი ცვლილებები და (ბ) ამავე კანონის VIII თავით ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 27 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სახით შეტანილი ცვლილებები.

II. ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონის (ა) VII თავის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილები – მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის მე-2 წინადადება, მე-15 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადება, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადება, მე-17 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადება და (ბ) ამავე კანონის VIII თავით ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლე-ბისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 27 დეკემბრის კანონში შეტანილი ცვლილების არაკოსტიტუციურად ცნობილი ნაწილის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის მე-2 წინადადება იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

III. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

IV. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

V. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის I და II პუნქტებისა და სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, მოსარჩელეთა და შესაბამისი კატეგორიის სხვა მოქალაქეთა მდგომარეობის გათვალისწინებით, გონივრულ ვადებში მოაწესრიგოს ელექტროენერგიით სარგებლობის საკითხი ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონში და ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 დეკემბრის კანონში.

VI. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

VII. გადაწყვეტილება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.

 

ბესარიონ ზოიძე

(თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)

ავთანდილ აბაშიძე

იაკობ ფუტკარაძე

ნიკოლოზ შაშკინი

საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლოს მდივანი ნიკოლოზ შაშკინი