დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3828-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 280070000.05.001.019238 |
|
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ვეტერანთა კატეგორიები ამ კანონით დადგენილია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები.“. 2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ვეტერანების დამსახურების აღნიშვნის მიზნით წესდება სამკერდე ნიშანი „საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი“.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი: „მუხლი 242. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე ამ კანონის შესაბამისად გაცემული ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგაც.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან მეორე დღეს. |
ქუთაისი, 30 ნოემბერი 2018 წ. N3828-Iს |
დოკუმენტის კომენტარები