სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 28/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.001.002.128
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2549
27/12/2005
სსმ, 56, 28/12/2005
440.050.000.05.001.002.128
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/12/2016 - 22/12/2016)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

 

თავი I . ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი

1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

3. ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრ ის კანონი № 3567 - სსმ I, 41 , 01 .11 .200 6 წ., მუხ. 282

    მუხლი 2. კანონმდებლობა კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

1. კანონმდებლობა კომპენსაციისა (გარდა ერთჯერადი კომპენსაციებისა) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ახალი საფუძვლების შემოღება ან არსებული საფუძვლების გაუქმება, აგრეთვე მისი მიღების უფლების მქონე პირთა წრის გაფართოება ან შემცირება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით.

    მუხლი 3. კანონის ძირითადი პრინციპები

ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:

ა) სამართლიანობა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) მუდმივობა;

დ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია.

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ კომპენსაციის/ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა;

ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) საჯარო საქმიანობა – საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; (გავრცელდეს 2014 წლის 15 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

[გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]  

[ გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;  ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან )]

დ) კომპენსაცია – პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; 

ე) კომპენსაციის მიმღები პირი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს კომპენსაცია;

ვ) მეცნიერი – ფიზიკური პირი, რომელიც დასაქმებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე;

ზ) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

თ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო;

ი) კომპენსაციის პროპორციული განაწილება – ამ კანონით დადგენილი კომპენსაციის ოდენობის პროპორციულად განაწილება მისი მიღების უფლებამოსილების მქონე პირებზე;

კ) სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია – მეცნიერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ლ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

მ) შრომისუუნარო – პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ან არის 65 წლის ან მეტი ასაკის.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის კანონი №1491 - ვებგვერდი, 11.11.2013წ.

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის კანონი №2484 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის კანონი  №4372  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5375  - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №137  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

     მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები

1. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია:

ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა;

ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;

დ) მარჩენალის გარდაცვალება;

ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.

2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს პარლამენტის წევრებს;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს;

გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს;

დ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;

1 ) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს;

ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს;

1) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს;

ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;

ზ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს;

თ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს;

ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს;

კ) მეცნიერებს;

ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;

მ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;

ნ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს;

ო) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1 1 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55 3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. 

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2798 - სსმ I, 8 , 24 .03 .200 6 წ., მუხ. 63

საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრ ის კანონი № 3567 - სსმ I, 41 , 01 .11 .200 6 წ., მუხ. 282

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი № 4277 - სსმ I, 51 , 31 . 12 .200 6 წ., მუხ. 436

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4384 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550– ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №866 - ვებგვერდი, 19.08.2013წ.
საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1896 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2014  წლის 16  აპრილის კანონი №2242 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.  
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2359 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   კანონი  №3527  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3894 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3934  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5598  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

    მუხლი 6. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება

1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა.

2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

3. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.

4. ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.

5. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით.

5 1. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე.

6. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება მშვილებლებზე, თანაბრად მშობლებისა, და ნაშვილებ ბავშვებზე, თანაბრად შვილებისა. 

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.

საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №866 - ვებგვერდი, 19.08.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3894 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5598  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

 

თავი II. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა

    მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი 

კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „პ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.

საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №866 - ვებგვერდი, 19.08.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3894 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5598  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
 

თავი III. კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო

    მუხლი 8. სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება

1. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა:

ა) 65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული:

ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 2 ლარზე ნამრავლი;

ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 5 ლარზე ნამრავლი;

ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი;

ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი;

ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.

2. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი.

3. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.

4. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.

5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და რიგითზე, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. (მე-5 და მე-6 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც)

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4277 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.436

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4384 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 2  2  მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2  7 .03.2013წ.

საქართველოს 2014  წლის 16  აპრილის კანონი №2242 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2359 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   კანონი  №3527  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3934  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5019  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

 

თავი IV. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ასაკის მიღწევის გამო

    მუხლი 9. პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკთა კომპენსაციის გაანგარიშება

1.  „პროკურატურის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  34-ე  მუხლის  „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2  პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით  მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში –  არანაკლებ 4 წლის  სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის:

ა) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის –  სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 20%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;

ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 15%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;

გ) საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის –  სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 10%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა.

3. „პროკურატურის  შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება,  თუ  მას  აქვს ამ  მუხლის  მე-2  პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ  კომპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%.

4. ამ მუხლში მითითებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ ვრცელდება საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ შრომის არანაკლებ 20 წლის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდათ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „ბ“ ან „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №485 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.201

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 72 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

საქართველოს 2014 წლის 19 მარტის  კანონი №2112   – ვებგვერდი, 01.04.2014წ.

საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3934  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4579 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

     მუხლი 10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა კომპენსაციის გაანგარიშება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის გაანგარიშება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2259 - სსმ I, №41, 08.12.2009 წ., მუხ.302

    მუხლი 12. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშება

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ:

ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა;

ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი:

ა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 60%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 55%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

გ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 50%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

დ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

ე)  რაიონული (საქალაქო)  სასამართლოს  თავმჯდომარისათვის  –  სახელმწიფო  პენსიას  დამატებული  სახელმწიფო  პენსიის 40%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

ვ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო  პენსიის 35%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

ზ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის –  სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო  სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.

საქართველოს 2006 წლის 13 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, №41, 01.11.2006 წ., მუხ.282

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2259 - სსმ I, №41, 08.12.2009 წ., მუხ.302

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4579 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

    მუხლი 13. საქართველოს პარლამენტის წევრთა კომპენსაციის გაანგარიშება

1. პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ პირებს კომპენსაციები ენიშნებათ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა), საპენსიო ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, ენიშნებათ კომპენსაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით პარლამენტის წევრისათვის დადგენილი პირობებით (მათ შორის, სავალდებულო 6-თვიანი ვადის პირობით) კომპენსაცია ენიშნება 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის მოტივით.

4. პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი.

5. ყოფილი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრს, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, ამ მუხლით გათვალისწინებული პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა.

საქართველოს 2006 წლის 13 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, №41, 01.11.2006 წ., მუხ.282

    მუხლი 14. საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება

1. პარლამენტის აპარატის მოხელეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.

2. პარლამენტის აპარატის მოხელის კომპენსაციის ოდენობაა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი.

    მუხლი 15. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კომპენსაციის გაანგარიშება

უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის  განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.

საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი №4619 - სსმ I, №14, 18.04.2007 წ., მუხ.114

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 15 1 . საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშება

1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს:

ა) მამაკაცს – ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა, ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი;

ბ) ქალს – ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა, ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა სახელმწიფო კომპანიებში ფრენასა და ნაფრენ საათებთან დაკავშირებით არ ვრცელდება საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალზე, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს.

2. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით − ხომალდის მეთაურისათვის;

ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის;

გ) „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად 20 წლის ნამსახურობისათვის დადგენილი ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე  საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №8, 24.03.2006 წ., მუხ.63

საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4996 - სსმ I, №25, 05.07.2007 წ., მუხ.224

საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.  

    [მუხლი 15 1 . საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშება

1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს:

ა) მამაკაცს (გარდა ყოფილი ბორტაეროლოგისა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისა, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს) − ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა;

ბ) ქალს (გარდა ყოფილი ბორტაეროლოგისა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისა, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს) − ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა;

გ) მამაკაცს, რომელიც არის ყოფილი ბორტაეროლოგი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ან საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრი, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 12 წლისა და 6 თვის სტაჟი;

დ) ქალს, რომელიც არის ყოფილი ბორტაეროლოგი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ან საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრი, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა:

ა) ხომალდის ყოფილი მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 10 ლარზე ნამრავლი;

ბ) ყოფილი მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 5 ლარზე ნამრავლი;

გ) ყოფილი ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 2 ლარზე ნამრავლი;

დ) ყოფილი ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სახელმწიფო პენსიას დამატებული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის (წლების) 2 ლარზე ნამრავლი.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი 5018  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

     მუხლი 152 . გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) კომპენსაციების გაანგარიშება

გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.

საქართველოს 2006 წლის 13 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, №41, 01.11.2006 წ., მუხ.282

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550– ვებგვერდი, 29.06.2012წ.   

    მუხლი 153. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშება

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სოციალურ სამსახურებში (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა) სოციალურ მოსამსახურედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების კომპენსაციის ოდენობა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებისას ამ თანამდებობებისათვის განსაზღვრული სარგოს მესამედია.

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   კანონი  №3527  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

 

თავი V. კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო

    მუხლი 16. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის დანიშვნა

1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე -2 პუნქტის “, „ 1“, „ “, „ და „ლ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს , რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პირთა სოციალური უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსთან დაკავშირებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №8, 24.03.2006 წ., მუხ.63

საქართველოს 2006 წლის 13 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, №41, 01.11.2006 წ., მუხ.282

საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.

    მუხლი 17. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის გაანგარიშება

1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.

2. პარლამენტის წევრებს (ყოფილ პარლამენტის წევრებს) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით.

3. პარლამენტის ყოფილ წევრებს:

ა) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;

ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 50%-ის ოდენობით.

4. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%. ამასთანავე,  ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. ამასთანავე,  ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.

5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 115%;

ბ)  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №8, 24.03.2006 წ., მუხ.63

საქართველოს 2006 წლის 13 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, №41, 01.11.2006 წ., მუხ.282

საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.

 

თავი VI. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო

    მუხლი 18. მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება

1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. აღნიშნული კომპენსაცია ინიშნება ამ თავით დადგენილი წესითა და მისი ოდენობაა გარდაცვლილის კომპენსაციის 75%. ამასთანავე, გარდაცვლილის მუშაობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება კანონით განსაზღვრულ ნამსახურობის სრულ ვადას.

2. ამ კანონით გათვალისწინებული მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით მარჩენალის გარდაცვალების გამო ოჯახისთვის განსაზღვრული სხვა სარგებლის მიღების უფლება.

საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.

    მუხლი 19. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა (მუშაკთა) გარდაცვალების გამო

1. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნის მომენტისათვის ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და მის შრომისუუნარო მეუღლეს.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, იმ კომპენსაციის     75%-ის ოდენობით, რომელსაც პროკურატურის მუშაკი დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.

4. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4277 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.436

საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5031 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.238

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4384 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.

საქართველოს 2014  წლის 16  აპრილის კანონი №2242 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   კანონი  №3527  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 20. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.

3. საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საერთო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 10 წელს.

    მუხლი 21. კომპენსაცია პარლამენტის წევრის (ყოფილი პარლამენტის წევრის) გარდაცვალების გამო

პარლამენტის წევრის (ყოფილი პარლამენტის წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.

    მუხლი 22. კომპენსაცია საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო

საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა რეგულირდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

თავი VI1. კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო

საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №866 - ვებგვერდი, 19.08.2013წ. 

    მუხლი 221. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება

1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.

4. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.

საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №866 - ვებგვერდი, 19.08.2013წ. 
საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3894 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5598  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

 

თავი VII. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირება

    მუხლი 23. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირება

1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია:

ა)  კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება;

ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგ­­­რამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზე­ბული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

2. მაძიებელსა/კომპენსაციის მიმღებ პირსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ორივეს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

 

თავი VIII. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა

    მუხლი 25. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღების უფლება-მოვალეობები

1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებს უფლება აქვს:

ა) მიიღოს კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ბ) დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები ვალდებულია:

ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა;

ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

    მუხლი 26. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა

1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს.

2. ( ამოღებულია – 24.04.2012, №6061).

3. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 27. გადაწყვეტილება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე

1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

2. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.

    მუხლი 28. კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება

1. ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12 და 15 1 მუხლებით, მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა კომპენსაციის ოდენობა ექვემდებარება გადაანგარიშებას.

2. კომპენსაციის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება:

ა) პენსიის ოდენობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად;

ბ) ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის − 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4579 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

 

თავი IX.  კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა

    მუხლი 29. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის წესი

1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.

2. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა ნებისმიერ ადგილას, მიმღების სურვილის მიხედვით.

3. მიმდინარე თვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა, მისი ადგილზე მიტანის ჩათვლით, წარმოებს არა უგვიანეს მომდევნო თვის დასრულებისა.

4. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.

    მუხლი 30. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  შეჩერება და განახლება

1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეჩერდება  ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას; 

გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. 

2. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენისა და კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის განახლების თაობაზე განცხადებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ; ამასთანავე, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ წარსული დროისათვის კომპენსაცია გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. სხვა საპატიო მიზეზები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4858 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.174

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.

    მუხლი 31. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  შეწყვეტა

1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;

დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;

ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – კომპენსაციის შეჩერების დღიდან;

ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;

ი) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის გარდაცვალებისას;

კ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;

ლ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტის  ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4858 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.174

საქართველოს 20 10 წლის 9 მარტ ის კანონი № 2710 - სსმ I, 12 , 24 . 03 .20 10 წ., მუხ. 76

საქართველოს 2011 წლის  20 დეკემბრის კანონი № 5578- ვებგვერდი,  28.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 32. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში

1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი X. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება

    მუხლი 33. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება

1. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია მიმღების მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.

3. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება.

 

თავი XI. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაფინანსების წყარო

    მუხლი 34. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაფინანსების წყარო

კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

თავი XII. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

    მუხლი 35. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი XIII. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 36. ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდოს შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა.

2. ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის III, IV, V და VI თავების მიხედვით, კერძოდ:

ა) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონით „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონით „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონით „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონით „ფინანსური პოლიციის შესახებ“;

ე) საქართველოს ორგანული კანონით „პროკურატურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონით „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონით „მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“.

3. ამ მუხლით განსაზღვრული გადაანგარიშების შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.

     მუხლი 37. იმ პირთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით

ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.

    მუხლი 371. 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრების მიერ კომპენსაციის მიღების სამართლებრივი რეგულირება

1. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპენსაციის სახით მიიღონ ის თანხა, რომლის საპარლამენტო პენსიის სახით მიღების უფლებაც მათ წარმოეშვათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ არ უსარგებლიათ ამ უფლებით და არ მიუღიათ შესაბამისი თანხა. ამასთანავე, კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის ოდენობის გაანგარიშებისას კომპეტენტურმა ორგანომ გაცდენილი ვადის ათვლა დაიწყოს 2002 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაციის სახით აღნიშნული თანხის მიღების უფლება აქვთ, თუ აკმაყოფილებენ კომპენსაციის მისაღებად ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და კომპეტენტურ ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავენ 2007 წლის 20 იანვრამდე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის კომპეტენტური ორგანო შესაბამისი კომპენსაციის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული გრაფიკით 2008 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3939 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.330

    მუხლი 372. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის და მისი ოჯახის წევრის მიერ კომპენსაციის მიღების სამართლებრივი რეგულირება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მეხანძრე-მაშველს/მაშველს ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრს კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობათ 2017 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5598  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

 

მუხლი 38. კომპენსაციის ოდენობა გარკვეული პირებისათვის

1. იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე, გარდა ამ კანონის მე-9 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. იმავდროულად, იმ პირს, რომელსაც 2013 წლის 1 აპრილამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2013 წლის 1 აპრილამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან – გადაანგარიშებული ოდენობით, გარდა ამ კანონის მე-9 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა.

[ 1. იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე, გარდა ამ კანონის მე-9, მე-12 და 15 1 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. იმავდროულად, იმ პირს, რომელსაც 2013 წლის 1 აპრილამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2013 წლის 1 აპრილამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან – გადაანგარიშებული ოდენობით, გარდა ამ კანონის მე-9, მე-12 და 15 1 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. კომპენსაციის ოდენობა ავტომატურად გადაანგარიშდება. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

2. ამ კანონის მე-9 ან მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2016 წლის 1 იანვრამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა. იმავდროულად, ამავე კანონის მე-9 ან მე-12 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც 2016 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2016 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან – გადაანგარიშებული ოდენობით. კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება.

[ 3. ამ კანონის 15 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირს კომპენსაცია გადაუანგარიშდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნაფრენი საათების შესახებ დოკუმენტის/ცნობის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ კანონის 15 1 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაცია გადაუანგარიშდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის შესახებ დოკუმენტის/ცნობის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ კანონის 15 1 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2017 წლის 1 იანვრამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე. იმავდროულად, ამ კანონის 15 1 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2017 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან – გადაანგარიშებული ოდენობით.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2013 წლის 2 2  მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 . 03.2013წ.  

საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4579 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი  5018  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

    მუხლი 381. ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის ლეგალიზაცია

1. 2015 წლის 1 ივნისამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული კომპენსაცია ექვემდებარება ლეგალიზაციას და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

2. 2015 წლის 1 ივნისამდე ამ კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე კომპენსაციიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე კომპენსაციის ზედმეტად (არასწორად) გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი/შეტანილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5263 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6540 – ვებგვერდი,  04.07.2012წ.  

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის კანონი №1491 - ვებგვერდი, 11.11.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3894 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.

    მუხლი 39. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები

1. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა მეცნიერებზე, აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებულ სხვა პირებზე – ამავე მუხლით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება:

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან ან/და რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებზე და იმ დამხმარე პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობაში;

ბ) სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებულ სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, აგრეთვე იმ პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამეცნიერო საქმიანობაში.

2 1 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობათა ნუსხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია მიიღონ ამ მუხლით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ სამეცნიერო ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის (სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის) არანაკლებ 20 წლის სტაჟი და არიან 50 წლის ან მეტი ასაკის, გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან:

ა) პირადი სურვილით, თუ პირს აქვს შესაბამის დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;

ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გათავისუფლებულ პირებზე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს:

ა) 80%-ის ოდენობით – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის;

ბ) 60%-ის ოდენობით – მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის;

გ) 40%-ის ოდენობით – სხვა პირთათვის.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა ამავე მუხლით განსაზღვრული პირების შესაბამისი სამეცნიერო, აკადემიური (სამეცნიერო-პედაგოგიური) ან დამხმარე თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 31 დეკემბრისა.

7. ამ კანონის ამოქმედებამდე ამ მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე მიღებული დაფინანსება, გარდა შრომითი ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული დაფინანსებისა, ჩაითვლება ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიად და მისი გაცემა გაგრძელდება, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა. ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული აკადემიური სტიპენდიის გადაანგარიშება განხორციელდება ამ მუხლების შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4132 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.363

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4175 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.364

    მუხლი 40. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი ნორმატიული აქტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2006 წლის 15 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და მისი გაცემის განახლებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების წესი.

    მუხლი 41. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა.

2. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეორგანიზაციამდე ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა ხორციელდება აგრეთვე ამ დაწესებულებებში სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, ამ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

3. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ურთიერთობები (ე. წ. რეგრესული პენსიები) რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.

4. საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ შეიმუშაონ საკანონმდებლო წინადადებები საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფისა და ჰარმონიზაციის შესახებ.

5. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს წინადადებები მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების სრულყოფის შესახებ.

 

თავი XIV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 42. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონი „მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“.

    მუხლი 43. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 27 დეკემბერი.

№2549-რს

70. 03/04/2024 - საქართველოს კანონი - 4098-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/04/2024 69. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4008-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 68. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3703-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 67. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3518-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 66. 20/10/2022 - საქართველოს კანონი - 1926-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/10/2022 65. 07/09/2022 - საქართველოს კანონი - 1727-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/09/2022 64. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1328-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 63. 09/06/2021 - საქართველოს კანონი - 607-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/06/2021 62. 09/06/2021 - საქართველოს კანონი - 611-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/06/2021 61. 09/06/2021 - საქართველოს კანონი - 610-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/06/2021 60. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 4985-Iს - ვებგვერდი, 23/09/2019 59. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4895-IIს - ვებგვერდი, 28/06/2019 58. 03/05/2019 - საქართველოს კანონი - 4545-IIს - ვებგვერდი, 10/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 57. 17/04/2019 - საქართველოს კანონი - 4500-IIს - ვებგვერდი, 24/04/2019 56. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4399-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 55. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4248-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 54. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4247-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 53. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4078-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 52. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4079-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 51. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3883-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 50. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3793-Iს - ვებგვერდი, 14/12/2018 49. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3816-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 48. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3616-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 47. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3292-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 46. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3120-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 45. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2621-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 44. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2454-რს - ვებგვერდი, 12/06/2018 43. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1714-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 42. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 664-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 41. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 502-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 40. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 199-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 39. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 137-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 38. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5598-IIს - ვებგვერდი, 13/07/2016 37. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5375-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 36. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5019-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 35. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5018-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 34. 27/11/2015 - საქართველოს კანონი - 4579-Iს - ვებგვერდი, 10/12/2015 33. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4372-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 32. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3934-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 31. 03/07/2015 - საქართველოს კანონი - 3894-რს - ვებგვერდი, 10/07/2015 30. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3527-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 29. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2484-IIს - ვებგვერდი, 02/06/2014 28. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2359-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 27. 16/04/2014 - საქართველოს კანონი - 2242-IIს - ვებგვერდი, 02/05/2014 26. 19/03/2014 - საქართველოს კანონი - 2112-IIს - ვებგვერდი, 01/04/2014 25. 27/12/2013 - საქართველოს კანონი - 1896-რს - ვებგვერდი, 30/12/2013 24. 01/11/2013 - საქართველოს კანონი - 1491-Iს - ვებგვერდი, 11/11/2013 23. 25/07/2013 - საქართველოს კანონი - 866-რს - ვებგვერდი, 19/08/2013 22. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 672-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 21. 22/03/2013 - საქართველოს კანონი - 378-IIს - ვებგვერდი, 27/03/2013 20. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6540-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 19. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 18. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 17. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6061-Iს - ვებგვერდი, 07/05/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5578 - ვებგვერდი, 111228074, 28/12/2011 15. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5263-IIს - ვებგვერდი, 111116009, 16/11/2011 14. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4384-Iს - ვებგვერდი, 110322016, 22/03/2011 13. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2710 - სსმ, 12, 24/03/2010 12. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2259 - სსმ, 41, 08/12/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 485 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 22/06/2007 - საქართველოს კანონი - 5031 - სსმ, 26, 11/07/2007 9. 20/06/2007 - საქართველოს კანონი - 4996 - სსმ, 20, 05/07/2007 8. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4858 - სსმ, 20, 16/06/2007 7. 13/04/2007 - საქართველოს კანონი - 4619 - სსმ, 14, 18/04/2007 6. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4277 - სსმ, 51, 31/12/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4175 - სსმ, 49, 29/12/2006 4. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4132 - სსმ, 51, 29/12/2006 3. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3939 - სსმ, 48, 22/12/2006 2. 13/10/2006 - საქართველოს კანონი - 3567 - სსმ, 41, 01/11/2006 1. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2798 - სსმ, 8, 24/03/2006