„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1727-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.020605
1727-IXმს-Xმპ
07/09/2022
ვებგვერდი, 21/09/2022
440050000.05.001.020605
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) მე-8 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირზე, თუ მას სამსახურიდან დათხოვნისას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირზე, თუ მას სამსახურიდან დათხოვნისას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

7 სექტემბერი 2022 წ.

N1727-IXმს-Xმპ