„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 29/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.001.002.490
  • Word
4132
27/12/2006
სსმ, 51, 29/12/2006
440.050.000.05.001.002.490
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) 39-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება:

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან ან/და რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებზე და იმ დამხმარე პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობაში;

ბ) სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებულ სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, აგრეთვე იმ პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამეცნიერო საქმიანობაში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობათა ნუსხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით.“;

გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გათავისუფლებულ პირებზე.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა ამავე მუხლით განსაზღვრული პირების შესაბამისი სამეცნიერო, აკადემიური (სამეცნიერო-პედაგოგიური) ან დამხმარე თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 31 დეკემბრისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 27 დეკემბერი.

№4132–რს