დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6540-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 280060000.05.001.016842 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 241 . ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაცია
1. 2012 წლის 1 ივნისამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული პენსია ექვემდებარება ლეგალიზაციას.
2. 2012 წლის 1 ივნისამდე ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე პენსიიდან დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.“.
მუხლი 2. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) 381 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 381 . ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის ლეგალიზაცია
1. 2012 წლის 1 ივნისამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული კომპენსაცია ექვემდებარება ლეგალიზაციას.
2. 2012 წლის 1 ივნისამდე ამ კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე კომპენსაციიდან დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.“.
მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 22 ივნისი.
№6540- Iს
დოკუმენტის კომენტარები