„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 822-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.102726
822-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
440050000.05.001.102726
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტების  გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

4. მე-13 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ყოფილ პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრს, თუ იგი საჯარო საქმიანობას ახორციელებს, ამ მუხლით გათვალისწინებული პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობისა.“.

5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

6. 141 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კომპენსაციის გაანგარიშება

1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას მის მიერ დიპლომატიურ სამსახურში დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს მესამედის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება აღნიშნული თანამდებობისთვის კომპენსაციის დანიშვნის მომენტისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

8. 151 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

9. 152 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 152. გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) კომპენსაციების გაანგარიშება

1. გენერალურ აუდიტორს, მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაცია ენიშნება (ენიშნებათ) 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – უფლებამოსილების არანაკლებ 5 წლის განმავლობაში განხორციელების შემთხვევაში, შესაბამისად, გენერალური აუდიტორისთვის, მისი მოადგილისთვის (მოადგილეებისთვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედის ოდენობით.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

10. 153 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

11. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:  

„6. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

12. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: 

„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

13. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: 

„6. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

14. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: 

 „4. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

15. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. კომპენსაცია საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი პარლამენტის წევრის გარდაცვალების გამო

1. საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლესა და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ კომპენსაცია საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მის ამოქმედებამდე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული/განახლებული/გადაანგარიშებული და გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობებზე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N822-IIმს-XIმპ