„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 335-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.102527
335-IIმს-XIმპ
04/03/2025
ვებგვერდი, 06/03/2025
440050000.05.001.102527
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი:

„დ2) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომ − ცესკო) წევრებს;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. ცესკოს წევრის კომპენსაციის გაანგარიშება

1. ცესკოს წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი 5 წლის განმავლობაში უწყვეტად იყო ცესკოს წევრი, გარდა იმ პირისა, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.

2. ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობაა ცესკოს მოქმედი წევრის თანამდებობრივი სარგოს მესამედი.“.

მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

4 მარტი 2025 წ.

N335-IIმს-XIმპ